როგორც ცნობილია, ნაადრევი ქორწინება, ისევე როგორც წინა საუკუნეებში, საკმაოდ გავრცელებულია თანამედროვეობაში, 21-ე საუკუნეში, განსაკუთრებით აზერბაიჯანულ ეთნოსში.
ნაადრევი ქორწინების შედეგად ვნახეთ ქალთა მიმართ ძალადობა, ქალებისა და ბავშვების უამრავი მკვლელობა, თავისუფლების წართმევა, ფსიქოლოგიური ტრავმები და ა.შ.
⇑⇓ რა არის ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინება?
ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინება ორი ადამიანის ოფიციალური ან არაოფიციალური კავშირია, რომელთაგან ერთ-ერთს მაინც ჯერ არ მიუღწევია 18 წლის ასაკისთვის, ანუ ბავშვია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11081 მუხლის შესაბამისად, ქორწინება დაიშვება 18 წლის ასაკიდან.
კანონი ადრეული ქორწინების შესახებ: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქვეყანაში ქორწინება 18 წლის ასაკიდანაა დაშვებულია. 2016 წლის პირველი იანვრიდან გაუქმდა წესი, რომლის თანახმადაც, 16 წელს მიღწეულ პირთა ქორწინება მშობლების თანხმობით დაიშვებოდა. კანონმდებლობაში ეს ცვლილება გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (CEDAW) რეკომენდაციის გათვალისწინებით იქნა მიღებული. გამონაკლისის სახით, 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება, დაიშვებოდა მისი ნებით და მხოლოდ სასამართლოს თანხმობით, ისეთი მიზეზის არსებობისას, როგორიცაა ორსულობა.
⇑⇓ რა უარყოფითი მხარეები აქვს ადრეულ ასაკში ქორწინებას?
◊ გოგონების ნაადრევი ქორწინების უარყოფითი მხარეებიდან მთავარია ის, რომ ისინი საკუთარ ჯანმრთელობას რისკავენ ნაადრევი ქორწინებით;
◊ ადრეულ ასაკში დაოჯახებული გოგონების უმრავლესობა ვერ ახერხებს განათლების მიღებას და წარმატებულად დასაქმების შანსს კარგავს;
◊ გოგონების განვითარების ნაკლები პერსპექტივაა.
⇑⇓ საიდან ჩნდება ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნის მოთხოვნილება, რა დადებითი და ნეგატიური შედეგები ახლავს მას?
ოჯახის შექმნის მთავარი მოტივაცია, რა თქმა უნდა, სიყვარულია. სიყვარული ოჯახური ცხოვრებისთვის აუცილებელია, მაგრამ ხშირად არასაკმარისი. განსაკუთრებით ეს არასრულწლოვანთა ქორწინებას ეხება. ექიმი-რეპროდუქტოლოგები ამტკიცებენ, რომ ფიზიოლოგიურად ადამიანის ორგანიზმი შეიძლება მზად იყოს, დაახლოებით, 14-16 წლის ასაკში, მაგრამ მისი სოციალური და ფსიქოლოგიური მომწიფება საკმაოდ დიდი ხნით ჩამორჩება ფიზიკურ მომწიფებას. როცა გონებით ჯერ კიდევ ბავშვები მშობლები ხდებიან, რა თქმა უნდა, შორს არიან იმ პასუხისმგებლობებისაგან, რომელთაც მათ ოჯახი აკისრებს. კონტრასტი მათ ფიზიოლოგიურ და გონებრივ განვითარებას შორის იმდენად მკაფიოდაა გამოხატული, ხელსაყრელ გარემოს ქმნის ოჯახური კონფლიქტების განვითარებისათვის.
არის შემთხვევები, როცა გოგონა, ოჯახური პრობლემების, კონფლიქტური სიტუაციების ან უფინანასობის გამო, იღებს დაქორწინების გადაწყვეტილებას.
ნეგატიური შედეგების ჩამონათვალი უამრავია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ადრეული დაქორწინების შედეგად შექმნილი ბედნიერი ოჯახებიც არსებობენ. ნაადრევი ქორწინების დადებით მახასიათებლად ითვლება ის ფაქტი, რომ ახალგაზრდებში დამოუკიდებლობის და პასუხისმგებლობის გრძნობა ძლიერდება. ამას ემატება პასუხისმგებლობა ბავშვის მიმართ. ქორწინება, პირველ რიგში, ოჯახური ცხოვრების გამოცდილებას იძლევა და საშუალებას აძლევს წყვილებს, რეკორდული სისწრაფით გაიზარდონ და ჩამოყალიბდნენ პიროვნებებად. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი ოჯახების რიცხვი საკმაოდ მცირეა და საპირისპირო შედეგები უფრო თვალსაჩინოა.
სამწუხაროდ, საქართველოში არის შემთხვევები, სადაც, ტრადიციიდან გამომდინარე, ქორწინება დასაშვებია იმ შემთხვევაშიც, როცა გოგონები ფიზიოლოგიურ მომწიფებასაც კი ვერ ასწრებენ. ამ წესების მიხედვით, თვითონ მშობლები არიან აქტიურად ამ პროცესში ჩართულნი და 15 წლის ასაკში, შვილის დაუკითხავად, აგვარებენ დაქორწინების საკითხს.
გარდა ჯანმრთელობის რისკისა, ნაადრევი ქორწინება კარგ ფონს ქმნის ოჯახური ძალადობისთვის. ცნობილია, რომ ძალადობის შემთხვევების დიდი ნაწილი სწორედ იმ ოჯახებზე მოდის, რომლებმაც ადრეულ ასაკში მიიღეს დაქორწინების გადაწყვეტილება.
⇑⇓ ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტია ნაადრევი ქორწინება:
გამოქვეყნებული მონაცემებიდან ვგებულობთ, რომ ყველაზე მეტი არასრულწლოვნის დაქორწინება ინდოეთში ხდება, სადაც 15 მილიონზე მეტ გოგონას ადრეულ ასაკში უწევს ოჯახის შექმნა. შემდგომ მოდის ბანგლადეში – 4 451 000 გოგონაა დაქორწინებული. სიაში მოხვდა ბრაზილია და მექსიკაც, სადაც აღნიშული გოგონების რიცხვი რამდენიმე მილიონს აჭარბებს.
⇑⇓ წარმოგიდგენთ ერთ-ერთ ისტორიას ნაადრევი ქორწინების შესახებ:
ეს ისტორია ეხება ჩემი ოჯახის ერთ-ერთ წევრს, რომელიც ნაადრევი ქორწინების მსხვერპლი არ გახდა. ჩემი ოჯახის ერთ-ერთი წევრი, რომელიც ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო, როდესაც მამამისმა ძალით დანიშნა. მამამ თავისი შვილის არც აზრი იკითხა, არც მის მომავალზე იფიქრა და მისი უფლებები შეზღუდეს. ის, იმ დროს, სწავლობდა სკოლაში და სკოლის დირექტორისგან დახმარება ითხოვა. დირექტორმა დახმარება გაუწია და საჩივარი შეიტანეს. ნიშნობა გადაიდო, განაგრძო სკოლა, ჩააბარა უნივერსიტეტში. ამჟამად კი მუშაობს სამინიტროში და არის თარჯიმანი. მან იცის თორმეტი ენა. ცხოვრობს ისე, როგორც თვითონ უნდა. მე ვფიქრობ, რომ ყველა გოგოს აქვს განათლების მიღების, თავისი აზრის დაფიქსირების და საკუთარი უფლებების დაცვის უფლება. ყველა გოგოს აქვს უფლება, აირჩიოს თავისი მომავალი და დაგეგმოს როგორც სურს.
სად შეიძლება დახმარების მიღება⇓⇓⇓
♦ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ტელ.: 112
შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია გამოავლინოს და აღკვეთოს ოჯახში ქალის და გოგონას მიმართ ძალადობის ფაქტები, დაიცვას ძალადობის მსხვერპლი.
♦ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი: (032)2309903
♦ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი: (032) 2913814/15
♦ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცხელი ხაზი: 1505
საქინა აბაზოვა – სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის №1 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე
ირმა წიკლაური – ხელმძღვანელი პედაგოგი, სამოქალაქო განათლების, გეოგრაფიის, I-VI კლასების ბუნებისმეტყველების წამყვანი მასწავლებელი