26 აპრილი, პარასკევი, 2024

მჯე­რა, ჩვე­ნი ჯა­დოს­ნუ­რი სა­ქა­ღალ­დე შე­ივ­სე­ბა და გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნ­დე­ბა

spot_img

თეა ალიმ­ბა­რაშ­ვი­ლი

სსიპ კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კავ­თის­ხე­ვის სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი (I-IV) კლა­სე­ბის   წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბის წე­სი და ელექ­ტ­რო­ნუ­ლი საქ­მის წარ­მო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კითხე­ბი ყვე­ლას­თ­ვის ცნო­ბი­ლია. პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­თა­ნა­ვე გა­ვე­ცა­ნით მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ულ სტან­დარტს, სქე­მის ამო­ცა­ნას, ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს, ძი­რი­თად პრინ­ცი­პებს, თვით­შე­ფა­სე­ბის მე­თო­დებს, შე­ფა­სე­ბის ტი­პებს.

პე­და­გო­გე­ბის­გან ხში­რად მო­მის­მე­ნია შემ­დე­გი სა­ხის შე­კითხ­ვე­ბი: რა არის პორ­ტ­ფო­ლიო? რო­დის და რო­გორ უნ­და გან­ვა­თავ­სოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მარ­თ­ვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მა­ში (შემ­დ­გომ­ში eschool.emis.ge, რო­მელ­შიც თი­თო­ე­ულ პე­და­გოგს სა­კუ­თა­რი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი პორ­ტ­ფო­ლიო ექ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი)?

პორ­ტ­ფო­ლიო არის ჩვე­ნი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სა­ქა­ღალ­დე, რო­მელ­შიც ლა­მა­ზად უნ­და გან­ვა­თავ­სოთ მა­სა­ლა. დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს მო­ცე­მულ დო­კუ­მენ­ტ­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბა­სა და კლა­სი­ფი­კა­ცი­ას. მე­ტი თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბის­თ­ვის და სი­ზუს­ტის­თ­ვის შეგ­ვიძ­ლია და­ვა­სა­თა­უ­როთ — „ჩემი პორ­ტ­ფო­ლიო“, შევ­ც­ვა­ლოთ მი­სი ფე­რი, ვაქ­ცი­ოთ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს სა­ქა­ღალ­დედ, ჩა­ვურ­თოთ გა­ზი­ა­რე­ბის ღი­ლა­კი, სა­ჭი­რო­ე­ბი­სა და სურ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში.

სა­ქა­ღალ­დის შე­საქ­მ­ნე­ლად ვი­ყე­ნებთ ყვე­ლას­თ­ვის ნაც­ნობ პლატ­ფორ­მებს: Google-ის სერ­ვისს — Google Drive და Microsoft Office 365-ის სერ­ვისს — One Drive.

თუ Google Drive-ის პლატ­ფორ­მას ავირ­ჩევთ, ჩვე­ნი სა­ქა­ღალ­დის შე­საქ­მ­ნე­ლად, უნ­და ვი­ცო­დეთ, რომ ის ღრუბ­ლო­ვა­ნი სა­ცა­ვის უდა­ვოდ ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო პრო­ვა­ი­დე­რია, რად­გან Google-ის უაღ­რე­სად სა­ი­მე­დო სერ­ვე­რებ­ზე ზის და ყვე­ლა მომ­ხ­მა­რებ­ლის­თ­ვის 15GB-მდე უფა­სო მეხ­სი­ე­რე­ბას გთა­ვა­ზობთ. თუ აღ­მო­ა­ჩენთ, რომ ამ ან­გა­რიშ­ზე არ­სე­ბუ­ლი სივ­რ­ცე მა­ლე იწუ­რე­ბა, გახ­სე­ნით სულ ახა­ლი Gmail ან­გა­რი­ში თქვე­ნი ელ­ფოს­ტის­თ­ვის და მი­ი­ღეთ 15GB-მდე უფა­სო მეხ­სი­ე­რე­ბა.

One Drive ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო ღრუბ­ლო­ვა­ნი, 5-ტე­რა­ბა­ი­ტი­ა­ნი მეხ­სი­ე­რე­ბის სა­ცა­ვია, ძა­ლი­ან მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი სა­ო­ფი­სე ფა­ი­ლის გახ­ს­ნი­სას, მომ­ხ­მა­რე­ბელს სრუ­ლად აქვს ფუნ­ქ­ცი­უ­რი რე­დაქ­ტი­რე­ბის უფ­ლე­ბა და ამ სივ­რ­ცე­ში სრუ­ლი ნა­ვი­გა­ცია შე­უძ­ლია. აქვს, ასე­ვე, გა­ზი­ა­რე­ბის ფუნ­ქ­ცია, დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის, რე­დაქ­ტი­რე­ბი­სა და კო­ლა­ბო­რა­ცი­ულ რე­ჟიმ­ში.

პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­დის წარ­მა­ტე­ბით დაძ­ლე­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში, აქ­ტი­ვო­ბე­ბით გამ­დიდ­რე­ბულ, სა­გულ­და­გუ­ლოდ შევ­სე­ბულ სა­ქა­ღალ­დეს მარ­ტი­ვად, ლინ­კის კო­პი­რე­ბით გა­და­ვი­ტანთ ის­ქუ­ლის ბა­ზა­ში არ­სე­ბულ ელექ­ტ­რო­ნულ სა­ქა­ღალ­დე­ში წარ­სად­გე­ნად, შე­სა­მოწ­მებ­ლად.

მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი ორ ძი­რი­თად მი­მარ­თუ­ლე­ბას მო­ი­ცავს:

ა) სას­წავ­ლო პრო­ცე­სი;

ბ) პრო­ფე­სი­უ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა და ეთი­კა.

თი­თო­ე­უ­ლი ცალ­კე­უ­ლი მუხ­ლის­გან შედ­გე­ბა, რომ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა სტან­დარ­ტ­ში შე­ტა­ნი­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის სა­თა­ნა­დოდ შეს­რუ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა.

ჩვენ ვი­ცით, რომ სტა­ტუ­სის შე­სა­ბა­მი­სი პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მოც­დის წარ­მა­ტე­ბით დაძ­ლე­ვა პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­წი­ლის გავ­ლის წი­ნა­პი­რო­ბაა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, მი­ზან­ს­წ­რა­ფუ­ლი პე­და­გო­გე­ბი დროს არ კარ­გა­ვენ და სა­კუ­თარ პორ­ტ­ფო­ლი­ოს შე­სა­ნიშ­ნა­ვი აქ­ტი­ვო­ბე­ბით ამ­დიდ­რე­ბენ. მას­წავ­ლებ­ლის სტან­დარ­ტის მე­ო­რე ნა­წილ­ში შე­ტა­ნილ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს მშვე­ნივ­რად უსა­და­გე­ბენ სა­ჭი­რო კომ­პე­ტენ­ცი­ებს.

⇔ შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, გა­გი­ზი­ა­რებთ ჩემს პრაქ­ტი­კულ გა­მოც­დი­ლე­ბას, ავ­ხ­ს­ნი გა­სა­გე­ბი ენით, რო­გორ ვზრუ­ნავ სა­კუ­თა­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის­თ­ვის.

რო­გორც წამ­ყ­ვა­ნი, ისე მენ­ტო­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ში პირ­ველ ად­გილ­ზე დგას პე­და­გოგ­თა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის დად­გე­ნა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც იგეგ­მე­ბა სკო­ლის პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ერ­თი­ა­ნი სტრა­ტე­გი­ე­ბი. მას­წავ­ლე­ბელ­თა გან­ვი­თა­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ან სწავ­ლის და­მა­ტე­ბი­თი მო­დე­ლის შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას.

დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის გა­აქ­ტუ­ა­ლუ­რე­ბამ­დე სა­მი თვით ად­რე, ჩვე­ნი სკო­ლის გუნ­დ­მა, „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ პროგ­რა­მის და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში, და­ვიწყეთ თიმ­სის პროგ­რა­მის შეს­წავ­ლა და მოს­წავ­ლე­თა მე­ი­ლე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა. დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის ფორ­მატ­ზე გა­დას­ვ­ლამ კი, უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა გა­მიღ­ვი­ვა კო­ლე­გე­ბის, მშობ­ლე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის წი­ნა­შე.

პან­დე­მი­ამ მი­ბიძ­გა, ჩე­მი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ბო­ლომ­დე წარ­მო­მე­ჩი­ნა. გა­დავ­წყ­ვი­ტე წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კის კო­ლე­გე­ბის­თ­ვის გა­ზი­ა­რე­ბა. და­ვიწყე სას­წავ­ლო ვი­დე­ო­ე­ბის ჩა­წე­რა და სა­კუ­თარ youtube.com არ­ხ­ზე ატ­ვირ­თ­ვა, რო­მელ­საც უამ­რა­ვი გა­ზი­ა­რე­ბა ჰქონ­და. სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გავ­ხა­დე G-PriEd — სა­ქარ­თ­ვე­ლოს დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტის სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბი, ფო­ტო­მა­სა­ლის სა­ხით. მო­დი­ფი­ცი­რე­ბას ვუ­კე­თებ­დი არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ტექ­ს­ტის გა­აზ­რე­ბის ნი­მუ­შებს და კო­ლე­გებს ვუ­ზი­ა­რებ­დი. პე­და­გოგ­თა ჯგუ­ფებ­ში ვა­ზი­ა­რებ­დი, აგ­რეთ­ვე, ჩემ მი­ერ შექ­მ­ნილ რე­სურ­სებს, რო­მელ­საც ონ­ლა­ინ და პი­რის­პირ სწავ­ლე­ბის დროს ვი­ყე­ნებ­დი. რე­კო­მენ­და­ცი­ას ვუ­წევ­დი არა მხო­ლოდ პე­და­გო­გებს, არა­მედ მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლებ­საც. პრი­ო­რი­ტე­ტულ სა­კითხად ვაქ­ციე მშო­ბელ­თა პე­და­გო­გი­ზა­ცია. გან­სა­კუთ­რე­ბით, პირ­ვე­ლი კლა­სი­სა და დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა იყო გა­დამ­წყ­ვე­ტი და სა­ყუ­რადღე­ბო ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. მახ­სოვს, უახ­ლო­ეს­მა მე­გო­ბარ­მა მა­ხა­რა, რომ სწო­რედ ჩემ მი­ერ შექ­მ­ნი­ლი ვი­დე­ო­ინ­ს­ტ­რუქ­ცია გა­და­უგ­ზავ­ნა პე­და­გოგ­მა, თიმ­სის პროგ­რა­მის ძირ­ფეს­ვი­ა­ნად შე­სას­წავ­ლად და და­ვა­ლე­ბე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად. მი­მაჩ­ნია, რომ ეს საქ­მი­ა­ნო­ბა პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნა­წი­ლია, რო­მელ­საც წარ­სად­გე­ნად პორ­ტ­ფო­ლი­ო­ში შე­ვი­ტან.

მოს­წავ­ლე­თა შე­დე­გე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია აგ­რეთ­ვე სო­ცი­ა­ლუ­რი, სა­ერ­თა­შო­რი­სო, ქსე­ლუ­რი, სა­თე­მო პრო­ექ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტად ით­ვ­ლე­ბა eTwinning, რო­მე­ლიც სკო­ლის პერ­სო­ნა­ლის­თ­ვის გვთა­ვა­ზობს პლატ­ფორ­მას. შეგ­ვიძ­ლია კო­მუ­ნი­კა­ცია, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა უცხო­ელ პარ­ტ­ნი­ო­რებ­თან, პრო­ექ­ტის ინი­ცი­რე­ბა. მას­წავ­ლე­ბე­ლიც და მოს­წავ­ლეც თავს მსოფ­ლი­ოს ნა­წი­ლად გრძნობს. მე­ტად ნა­ყო­ფი­ე­რი გა­მოდ­გა აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ტრე­ნინ­გე­ბი, აგ­ვი­მაღ­ლა კომ­პე­ტენ­ცია და, ამა­ვე დროს, მოგ­ვ­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სა­კუ­თა­რი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ციფ­რუ­ლი სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნა გვეს­წავ­ლე­ბი­ნა. ვა­ღი­ა­რებ, რომ პორ­ტალ­ზე მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია, პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი ვერ გახ­დე­ბი, თუ პრაქ­ტი­კა არ გა­ი­ა­რე. მე და ჩემ­ნა­ი­რებს ძა­ლი­ან გაგ­ვი­მარ­თ­ლა, რად­გან ქალ­ბა­ტო­ნი ირ­მა ღა­ნი­აშ­ვი­ლის წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის თა­ნა­ავ­ტო­რე­ბი გავ­ხ­დით, უკ­ვე წარ­დ­გე­ნი­ლი პრო­ექ­ტი მა­ლე ევ­რო­პუ­ლი ხა­რის­ხის ნი­შან­საც მი­ი­ღებს. ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი მე­სა­მეკ­ლა­სე­ლე­ბი სამ­ყა­როს გარ­შე­მო ვა­მოგ­ზა­უ­რე. პრო­ექ­ტის „მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბა და ციფ­რუ­ლი თა­ო­ბა“ ფარ­გ­ლებ­ში, ციფ­რუ­ლი თხრო­ბის მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, ილუს­ტ­რი­რე­ბუ­ლი ფა­ი­ლე­ბის შექ­მ­ნა და კო­მიქ­სე­ბის ელექ­ტ­რო­ნუ­ლად აწყო­ბა დაგ­ვ­ჭირ­და. მოს­წავ­ლის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი რე­სურ­სი ღი­რე­ბუ­ლია და სწავ­ლის ხა­რისხს აუმ­ჯო­ბე­სებს, აძ­ლი­ე­რებს მო­ტი­ვა­ცი­ას. სა­მუ­შაო პრო­ცე­სის ამ­სახ­ველ მა­სა­ლას, რომ­ლის დრო­საც სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტი იქ­მ­ნე­ბა, ად­გილს სა­ქა­ღალ­დე­ში მი­ვუ­ჩენთ.

USAID სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­შიც შეძ­ლე­ბენ პე­და­გო­გე­ბი პორ­ტ­ფო­ლი­ოს მრა­ვალ­გ­ვა­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბით გამ­დიდ­რე­ბას. პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თუ­ლი ლი­დე­რი მას­წავ­ლებ­ლის ფუნ­ქ­ცია-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი სავ­სე­ბით ესა­და­გე­ბა მო­ცე­მულ მოთხოვ­ნი­ლე­ბებ­სა და კომ­პე­ტენ­ცი­ებს.

ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან აქ­ტუ­ა­ლუ­რია მოს­წავ­ლე­ე­ბის პრო­ფო­რი­ენ­ტა­ცი­ა­ზე ზრუნ­ვა, რო­მე­ლიც მე­ტად ფა­ქი­ზი და სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო სა­კითხია. მას­წავ­ლე­ბელს კარ­გად უნ­და ჰქონ­დეს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ხედ­ვა. აუცი­ლე­ბე­ლია იმ პრო­ფე­სი­ე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბა, რო­მე­ლიც რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბას უწყობს ხელს. აქ­ვე მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ პე­და­გოგ­მა მოს­წავ­ლე­თა პრო­ფო­რი­ენ­ტა­ცი­ა­ზე ზრუნ­ვა რომ შეძ­ლოს, აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­აც­ნო­ბი­ე­როს სტან­დარ­ტ­ში შე­ტა­ნი­ლი მომ­დევ­ნო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რის, გა­რე­მოს დაც­ვი­თი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის, ციფ­რუ­ლი უნა­რე­ბის, ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­რე­მო­სა და გლო­ბა­ლუ­რი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ხელ­შეწყო­ბას გუ­ლის­ხ­მობს. ეს ორი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა თით­ქოს გა­ნუ­ყო­ფე­ლია, ავ­სებს და ამ­თ­ლი­ა­ნებს უწყ­ვეტ ჯაჭ­ვურ რგოლს მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად.

ამ კუთხით, ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმ მხრი­ვაც, რომ ვარ კას­პის პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯის თა­ნამ­შ­რო­მე­ლი და პროგ­რა­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი. კო­ლეჯ­სა და ტექ­ნო­პარკს შო­რის ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ფორ­მ­და, რაც ხელს შე­უწყობს ცოდ­ნა­სა და ინო­ვა­ცი­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბას. 2 მა­ი­სი­დან და­იწყო ღია კა­რის დღე­ე­ბი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თ­ვის და იმ სკო­ლე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც კო­ლეჯ­ში ვი­ზი­ტის სურ­ვილს გა­მოთ­ქ­ვა­მენ. მინ­და, ამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან საქ­მე­ში ჩე­მი წვლი­ლიც შე­ვი­ტა­ნო.

და­მა­ტე­ბით, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე ქალ­ბა­ტონ ცი­რა ბარ­ბა­ქა­ძის მი­ერ ინი­ცი­რე­ბულ სას­წავ­ლო პრო­ექ­ტ­ში „გა­ნათ­ლე­ბა ციფ­რულ ეპო­ქა­ში“, სა­დაც გა­ნათ­ლე­ბის მი­ზა­ნი წარ­მოგ­ვიდ­გი­ნეს: ცოდ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა/ახა­ლი გა­ნათ­ლე­ბა; გა­ვე­ცა­ნით მო­მავ­ლის პრო­ფე­სი­ებს; გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ ცოდ­ნის ტრან­ს­ფე­რი eTwinning-ის მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტ­ში „ბედ­ნი­ე­რი მო­მა­ვა­ლი“; აქ­ტი­ვო­ბა „მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­ე­ბი“სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოდ­გა უცხო­ე­ლი და ქარ­თ­ვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, და­იწყეს ოც­ნე­ბა და ფიქ­რი მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ებ­ზე, შე­ი­მეც­ნეს იაპო­ნუ­რი სიტყ­ვა — იკი­გაი. „მა­ტა­რებ­ლის დამ­ლა­გე­ბე­ლი ხარ, ახალ­შო­ბი­ლის დე­და თუ მიშ­ლე­ნის ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვის მფლო­ბე­ლი მზა­რე­უ­ლი, თუ შე­გიძ­ლია, სი­ა­მოვ­ნე­ბა და კმა­ყო­ფი­ლე­ბა მი­ი­ღო იქი­დან, რა­საც აკე­თებ და რაც კარ­გად გა­მოგ­დის, გი­ლო­ცავ, იკი­გაი უკ­ვე ნა­პოვ­ნი გაქვს“.

თა­ნა­მედ­რო­ვე მას­წავ­ლე­ბე­ლი გლო­ბა­ლუ­რი მო­ქა­ლა­ქე­ცაა და ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქეც, ამი­ტომ მას კარ­გად უნ­და ჰქონ­დეს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი ის გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რომ­ლებ­საც ციფ­რუ­ლი სამ­ყა­რო გვთა­ვა­ზობს. მხო­ლოდ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი შეძ­ლებს, გა­უ­ზი­ა­როს მოს­წავ­ლე­ებს ახა­ლი ცოდ­ნა და გა­ნუ­ზო­მე­ლი შე­საძ­ლებ­ლო­­ბე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით ეს პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვას ეხე­ბა. ციფ­რულ­მა ეპო­ქამ ბევ­რი პრო­ფე­სია გა­ა­უქ­მა და უამ­რა­ვი ახა­ლი გა­ა­ჩი­ნა, მოს­წავ­ლემ ჯერ უნ­და იცო­დეს, რი­სი არ­ჩე­ვა­ნი აქვს, მე­რე — რას ირ­ჩევს, რა უნა­რე­ბი აქვს და რი­სი შე­ძე­ნა სჭირ­დე­ბა, მი­ზანს რომ მი­აღ­წი­ოს. ეს ყვე­ლა­ფე­რი მას­წავ­ლებ­ლის ხელ­შია, რად­გან პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი პრო­ცე­სია და მი­სი ფორ­მი­რე­ბა მხო­ლოდ ბო­ლო კლა­სებ­ში არ ხდე­ბა. ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა, ბავ­შვებს გა­ვაც­ნოთ პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვის იაპო­ნუ­რი „იკი­გა­ის მე­თო­დი“.

მჯე­რა, ჩვე­ნი ჯა­დოს­ნუ­რი სა­ქა­ღალ­დე შე­ივ­სე­ბა და გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნ­დე­ბა, აღარ არის სა­ჭი­რო მკაც­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი და შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, თი­თო­ე­უ­ლი იმ აქ­ტი­ვო­ბის შე­ფა­სე­ბას გვპირ­დე­ბი­ან, რო­მე­ლიც ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს ესა­და­გე­ბა და მოს­წავ­ლის­თ­ვის სრულ­დე­ბა, თუნ­დაც მა­სა­ლა Facebook გვერ­დ­ზე გვქონ­დეს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი, ჩაგ­ვეთ­ვ­ლე­ბა და და­დე­ბი­თად შეგ­ვი­ფას­დე­ბა.

გან­სა­კუთ­რე­ბით მინ­და, შე­მი­ფას­დეს ჩე­მი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბა, რო­მე­ლიც კო­ლო­სა­ლუ­რი, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი შრო­მის ფა­სად შევ­ქ­მე­ნით მე და ჩემ­მა კო­ლე­გებ­მა, კლა­სე­ბის მი­ხედ­ვით, 2020 წელს, „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში. მინ­და, ჩემს სა­ქა­ღალ­დე­ში, დი­დი მო­წი­წე­ბით, მო­ვა­თავ­სო ექ­ვ­სი საგ­ნის წლი­უ­რი სას­წავ­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მის მატ­რი­ცე­ბი. „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“ დიდ პო­პუ­ლა­რი­ზე­ბას უწევს პე­და­გო­გებს და ამ სა­კითხის გა­და­ხედ­ვა რთუ­ლი არ უნ­და იყოს. პირ­ვე­ლი კლა­სის თი­თო­ე­უ­ლი საგ­ნის მატ­რი­ცა მდი­და­რია თვალ­სა­ჩი­ნო, ილუს­ტ­რი­რე­ბუ­ლი მა­სა­ლით, ჩემ მი­ერ შექ­მ­ნი­ლი რე­სურ­სე­ბით და ჰი­პერ­ლინ­კე­ბით. მარ­თა­ლია, კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბის შედ­გე­ნი­სას, მო­დი­ფი­ცი­რე­ბა მოხ­და, სა­მიზ­ნე ცნე­ბე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ბუ­ლე­ტე­ბის სა­ხით ჩა­შენ­და, მაგ­რამ პირ­ველ კლას­ში მატ­რი­ცა სულ აქ­ტი­ვო­ბე­ბით ივ­სე­ბო­და, შე­სა­ბა­მი­სად, ამ მა­სა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა ახ­ლაც ღი­რე­ბუ­ლი და აქ­ტუ­ა­ლუ­რია. მას­წავ­ლებ­ლებს გვჭირ­დე­ბა მო­ტი­ვა­ცია, ამი­ტომ თი­თო­ე­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბა, რა­საც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად, გო­ნივ­რუ­ლად შე­ვი­ტანთ სა­ქა­ღალ­დე­ში, და­დე­ბი­თად უნ­და შე­ფას­დეს.

მინ­და, თი­თო­ე­ულ პე­და­გოგს ვუ­სურ­ვო რო­გორც თე­ო­რი­უ­ლი, ისე პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­წი­ლის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. კი­დევ ერ­თხელ გა­და­ხე­დონ სტან­დარ­ტის მე­ო­რე ნა­წილ­ში მო­ცე­მულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს, სა­კუ­თა­რი თვით­შე­ფა­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­იწყონ მუ­შა­ო­ბა და რა­შიც სჭირ­დე­ბათ დახ­მა­რე­ბა, შე­ის­წავ­ლონ, შე­ი­მეც­ნონ და მოს­წავ­ლე­ე­ბის გზამ­კ­ვ­ლე­ვე­ბად იქ­ც­ნენ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები