19 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2024

„მშობლიური ენის კვალზე“ – სახელმძღვანელო, რომელმაც სრულად შეინარჩუნა გოგებაშვილისეული პრინციპები

spot_img
„ქარ­თ­ვე­ლებს და ქარ­თულ ენას ისე­თი ასარ­ბა­სა­რა და­რა­ჯი ჰყავს, რომ მას ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს და­აკ­ლებს“ – ავ­ქ­სენ­ტი ცა­გა­რე­ლი

თა­ნა­მედ­რო­ვე ბავ­შ­ვი სიმ­ბო­ლო­ე­ბით არის გა­რე­მო­ცუ­ლი – ან­ბა­ნი, წარ­წე­რე­ბი, სიტყ­ვე­ბი და ციფ­რე­ბი მი­სი ჩვე­უ­ლი გა­რე­მოა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, სრუ­ლი­ა­დაც არ გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლა წე­რა-კითხ­ვის ათ­ვი­სე­ბის პრო­ცე­სი და უკ­ვე სკო­ლა­ში მი­სუ­ლი პირ­ველ­კ­ლა­სე­ლე­ბი ამ მხრივ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სირ­თუ­ლე­ებს აწყ­დე­ბი­ან.

კითხ­ვა უაღ­რე­სად ნა­ტი­ფი და კომ­პ­ლექ­სუ­რი ნე­ი­რო-ბი­ო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სია. ძა­ლი­ან მოკ­ლედ რომ აღ­ვ­წე­როთ, ტვი­ნი „თარ­გ­მ­ნის“ ქა­ღალ­დ­ზე არ­სე­ბულ ნიშ­ნებს ნერ­ვულ კო­დად, გა­დას­ცემს ინ­ფორ­მა­ცი­ას ტვი­ნის სხვა­დას­ხ­ვა უბ­ნებს და ბო­ლოს  სიტყ­ვის გა­მოთ­ქ­მის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს. ჩვენ კი, სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტია,  კითხ­ვას ვიწყებთ მარ­ტი­ვი და გე­ნი­ა­ლუ­რი ფრა­ზით: „აი ია“, – და ეს ურ­თუ­ლე­სი პრო­ცე­სი უმარ­ტი­ვე­სად აღიძ­ვ­რე­ბა.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის „დე­და ენის“ მე­თო­დო­ლო­გი­ის შე­სა­ბა­მი­სად შედ­გე­ნი­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი დღე­საც წარ­მა­ტე­ბით ას­რუ­ლებს პირ­ვე­ლი მეგ­ზუ­რის ფუნ­ქ­ცი­ას წიგ­ნი­ე­რე­ბის სამ­ყა­რო­ში. მათ­გან ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი და მრა­ვალ­გ­ზის გა­მოც­დი­ლია „მშობ­ლი­უ­რი ენის კვალ­ზე“, რო­მე­ლიც დე­და ენის სულ­სა და ტექსტს, ასო-ბგე­რე­ბის შე­მო­ტა­ნის ორი­გი­ნა­ლურ თან­მიმ­დევ­რო­ბას, სწავ­ლის პრინ­ცი­პებს მაქ­სი­მა­ლუ­რად ინარ­ჩუ­ნებს, ამა­ვე დროს იუვე­ლი­რუ­ლი სი­ნა­ტი­ფით შე­აქვს მას­ში მხო­ლოდ აუცი­ლე­ბე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი. ამით ის ფეხ­და­ფეხ მიჰ­ყ­ვე­ბა რო­გორც უჩ­ვე­უ­ლოდ ცვა­ლე­ბად­სა და გან­ვი­თა­რე­ბად გა­რე­მოს, ისე ბავ­შ­ვის ში­ნა­გან სამ­ყა­როს და თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს მოთხოვ­ნებ­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, ზო­გა­დად, გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვის უმ­თავ­რე­სი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტია. გა­ნათ­ლე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­ა­ში, სა­თა­ნა­დო კვლე­ვებ­ზე  დაყ­რ­დ­ნო­ბით, მკა­ფი­ოდ არის გან­საზღ­ვ­რუ­ლი, რა კრი­ტე­რი­უ­მებს უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო. მას­ში უნ­და იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­თა მზა­ო­ბის დო­ნე და ასა­კობ­რი­ვი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი, უნ­და აღ­ძ­რავ­დეს და გა­ნა­ვი­თა­რებ­დეს ემო­ცი­ებს, აყა­ლი­ბებ­დეს სამ­ყა­რო­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში­ვე უნ­და იყოს მო­ცე­მუ­ლი მი­სი გამ­დიდ­რე­ბის, და­მა­ტე­ბი­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­მო­ტა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო ისეთ სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­ყა­როს უნ­და გვთა­ვა­ზობ­დეს, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლეს ჩარ­თავს/ჩა­ით­რევს კითხ­ვის აქ­ტი­ვო­ბა­ში, ტექ­ს­ტის გა­აზ­რე­ბა­ში. ერ­თი სიტყ­ვით, მოს­წავ­ლის ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა ჩვე­ნი მთა­ვა­რი მო­კავ­ში­რე უნ­და იყოს სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს – „მშობ­ლი­უ­რი ენის კვალ­ზე“ – ავ­ტო­რებს ზე­მოთ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი ყვე­ლა კომ­პო­ნენ­ტი ზედ­მი­წევ­ნით აქვთ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ამა­ში მას­თან პირ­ვე­ლი შე­ხე­ბის­თა­ნა­ვე დარ­წ­მუნ­დე­ბით.

წიგ­ნის გა­რე­კა­ნი მი­სი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია. ნი­ნო ჩაკ­ვე­ტა­ძის  ნა­ხა­ტებ­მა დი­დი ხა­ნია, ფსი­ქო­ლო­გი­ურ მე­თო­დი­კებს შო­რი­საც და­იმ­კ­ვიდ­რა ად­გი­ლი ე.წ. „სი­უ­ჟე­ტუ­რი ბა­რა­თე­ბის“ სა­ხით, რად­გან მყი­სი­ე­რად პო­ვებს გა­მო­ძა­ხილს  ადა­მი­ა­ნის ემო­ცი­ა­თა სამ­ყა­რო­ში, აად­ვი­ლებს მათ ამოც­ნო­ბა­სა და გა­და­მუ­შა­ვე­ბას. ასე რომ, ეს ლა­მა­ზად ილუს­ტ­რი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, თე­რა­პი­უ­ლა­დაც კი შე­იძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ. აქ ნა­ხა­ტი არ არის მხო­ლოდ თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბა, ის ამ­დიდ­რებს მა­სა­ლის შე­მეც­ნე­ბით ას­პექტს, აად­ვი­ლებს ნას­წავ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ხან­გ­რ­ძ­ლივ მეხ­სი­ე­რე­ბა­ში.

        

სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, თა­ვი­სი ძი­რი­თა­დი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გარ­და, ემ­სა­ხუ­რე­ბა ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბას რო­გორც წი­ნა­სა­ან­ბა­ნო, ასე­ვე ან­ბა­ნის შეს­წავ­ლის შემ­დ­გომ პე­რი­ოდ­ში – ფო­ნე­მა­ტუ­რი სმე­ნი­სა და თხრო­ბის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბას, მეხ­სი­ე­რე­ბის გა­ვარ­ჯი­შე­ბას, კითხ­ვე­ბის დას­მი­სა და ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის მეშ­ვე­ო­ბით კოგ­ნი­ტუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბის სრულ­ყო­ფას.

წიგ­ნ­სა და კომ­პ­ლექ­ტ­ში შე­მა­ვალ სხვა რე­სურ­სებ­ში ორი­ენ­ტა­ცია მარ­ტი­ვია, სას­წავ­ლო მა­სა­ლა ას­ტი­მუ­ლი­რებს აზ­როვ­ნე­ბის პრო­ცესს და უღ­ვი­ვებს მოს­წავ­ლეს სამ­ყა­როს შე­მეც­ნე­ბის სურ­ვილს. და­ვა­ლე­ბე­ბი მარ­ტი­ვია და გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი – არ რთულ­დე­ბა მი­სი შეს­რუ­ლე­ბის ხარ­ჯ­ზე, ეს ავ­ტორ­თა უდი­დეს ოს­ტა­ტო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს. სწავ­ლის პრო­ცეს­ში ყვე­ლა შეგ­რ­ძ­ნე­ბაა ჩარ­თუ­ლი. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო გამ­დიდ­რე­ბუ­ლია ინ­ტერ­ნეტ­ში არ­სე­ბუ­ლი მულ­ტი­მე­დია რე­სურ­სით. სა­თა­ნა­დო ბმუ­ლე­ბი­სა და შტრიხ­კო­დე­ბის (ე.წ. QR კო­დე­ბის) გა­მო­ყე­ნე­ბა მოს­წავ­ლე­ებს შე­უძ­ლი­ათ და­მო­უ­კი­დებ­ლად. ასე ეჩ­ვე­ვი­ან ისი­ნი ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სას­წავ­ლო მიზ­ნით გა­მო­ყე­ნე­ბას, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი კი შე­უ­და­რებ­ლად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და სრულ­ყო­ფი­ლი ხდე­ბა.

იაკობ გო­გე­ბაშ­ვილს სწავ­ლე­ბა აღ­ზ­რ­დი­სა­გან მოწყ­ვე­ტით ვერ წარ­მო­ედ­გი­ნა. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში ეს პრინ­ცი­პიც შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია. წიგ­ნ­ში მრავ­ლად ვხვდე­ბით ეთი­კურ, ჰუ­მა­ნურ, პატ­რი­ო­ტულ ში­ნა­არ­სებს, რო­გორც ძვე­ლი, ასე­ვე თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თ­ვე­ლი  ავ­ტო­რე­ბის შე­სა­ნიშ­ნავ ლი­ტე­რა­ტუ­რულ ქმნი­ლე­ბებს. მა­სა­ლა იკითხე­ბა და აღიქ­მე­ბა ძალ­და­უ­ტა­ნებ­ლად, არ იწ­ვევს ბავ­შ­ვის ტექ­ს­ტ­თან გა­უცხო­ე­ბას, რაც გო­გე­ბაშ­ვი­ლის დი­დაქ­ტი­კის ერთ-ერ­თი საკ­ვან­ძო ნა­წი­ლია.

სა­გან­გე­ბოდ უნ­და შე­ვე­ხოთ წე­რის სწავ­ლის პრო­ცესს. აქ არ მოვ­ყ­ვე­ბით კა­მათს, ცალ-ცალ­კე უნ­და ის­წავ­ლე­ბო­დეს წე­რა და კითხ­ვა თუ ერ­თ­დ­რო­უ­ლად. ამის შე­სა­ხებ ბევ­რი კვლე­ვა და ურ­თი­ერ­თ­სა­პი­რის­პი­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობს. მარ­თა­ლია, წე­რა და კითხ­ვა ურ­თი­ერ­თ­სა­პი­რის­პი­რო – კო­დი­რე­ბა-დე­კო­დი­რე­ბის პრო­ცე­სე­ბია, მაგ­რამ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ქარ­თულ ენა­ში  ფო­ნე­მა­თა და მორ­ფე­მა­თა (ასო-ბგე­რე­ბის) ცალ­სა­ხა შე­სატყ­ვი­სო­ბა ამ კა­მათს ნაკ­ლე­ბად ამ­წ­ვა­ვებს.

რო­გორც წე­სი, წე­რის სწავ­ლის პრო­ცე­სი, კითხ­ვი­სა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, რამ­დე­ნად­მე მტკივ­ნე­უ­ლად  მიმ­დი­ნა­რე­ობს. ბავ­შ­ვის ჯერ კი­დევ გა­ნუ­ვი­თა­რე­ბე­ლი ნა­ტი­ფი მო­ტო­რი­კი­სათ­ვის ლა­მა­ზად წე­რა რთუ­ლი ამო­ცა­ნაა. ეს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო გო­გე­ბაშ­ვი­ლის მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბულ „წე­რის დე­დან­ში“. ჩვე­ნი ხუთ-ექ­ვ­ს­წ­ლი­ა­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის კი­დევ უფ­რო უმ­წი­ფა­რი მო­ტო­რი­კის გა­ვარ­ჯი­შე­ბას ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ავ­ტო­რებ­მა მოს­წავ­ლის რვე­ულ­სა და სა­გან­გე­ბოდ შექ­მ­ნილ „დე­დან­ში“ სათ­ანა­დო ყუ­რადღე­ბა და სივ­რ­ცე და­უთ­მეს. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. კა­ლიგ­რა­ფია – ეს გა­ვარ­ჯი­შე­ბუ­ლი ხე­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, გა­ვარ­ჯი­შე­ბუ­ლი ტვი­ნი, ნე­ბის­ყო­ფა, ეს­თე­ტი­კუ­რი გრძნო­ბა და ათას­წ­ლე­უ­ლე­ბის მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბას­თან ზი­ა­რე­ბაა. ამი­ტო­მაც, შეც­დო­მად უნ­და მი­ვიჩ­ნი­ოთ, თუ­კი მას სა­თა­ნა­დო ყუ­რადღე­ბა არ და­ეთ­მო­ბა.

დაბო­ლოს, ბავ­შ­ვ­თა აუდი­ტო­რი­ი­სათ­ვის სპე­ცი­ფი­კუ­რი ტექ­ს­ტე­ბი უნ­და შექ­მ­ნას და/ან შეკ­რი­ბოს გა­მოც­დილ­მა ადა­მი­ან­მა, რო­მელ­საც აქვს მკა­ფიო წარ­მოდ­გე­ნა, რო­გორ ჯობს მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის ამა თუ იმ თე­მის მი­წო­დე­ბა, ვინც იც­ნობს ეფექ­ტი­ა­ნი სწავ­ლე­ბის მე­თო­დებს. აქ სულ სხვა უნა­რე­ბია სა­ჭი­რო!  რო­გორც დი­მიტ­რი უზ­ნა­ძე იტყო­და, „აღ­ზ­რ­დის ტრა­გე­დი­ის“ გა­და­ლახ­ვა­ში გა­დამ­წყ­ვეტ როლს უნ­და ას­რუ­ლებ­დეს მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­საც ძა­ლუძს „ემ­პი­რი­უ­ლი ზე­და­პი­რი­დან ადა­მი­ა­ნის არ­ს­ში შეღ­წე­ვა“. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს – „მშობ­ლი­უ­რი ენის კვალ­ზე“ – ავ­ტო­რე­ბი ამის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლითს გვაძ­ლე­ვენ თა­ვი­ან­თი მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი ღვაწ­ლი­თა და რე­ა­ლუ­რი შე­დე­გე­ბით. ეს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, ისე­ვე, რო­გორც გო­გე­ბაშ­ვი­ლის „დე­და ენა“, არ შე­უ­შინ­და ცვლი­ლე­ბებ­სა და გან­ვი­თა­რე­ბას, სრუ­ლად შე­ი­ნარ­ჩუ­ნა ჩვენ­თ­ვის სა­ნუკ­ვა­რი „გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სე­უ­ლი“ პრინ­ცი­პე­ბი, გა­უძ­ლო დროს და დარ­ჩა უსაყ­ვარ­ლეს სას­წავ­ლო რე­სურ­სად ჩვე­ნი ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის.

მად­ლო­ბის მე­ტი რა გვეთ­ქ­მის!

#ნი­ნო­გორ­დე­ლა­ძე

#გვან­ცაჩხენ­კე­ლი

 

ლე­ლა ტყე­შე­ლაშ­ვი­ლი

ფსი­ქო­ლო­გი

 

ბლოგი

ხევსურეთს ვიყავ…

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები