22 თებერვალი, შაბათი, 2025

მშობ­ლე­ბი, შვი­ლე­ბი, რთუ­ლი შე­კითხ­ვე­ბი და მაშ­ვე­ლი რგო­ლე­ბი

spot_imgspot_img

✏️სიმ­პ­ტო­მე­ბი – ფრა­ზე­ო­ლო­გიზ­მე­ბად

რთულ თე­მებ­ზე სა­უ­ბარს სა­კუ­თარ შვი­ლებ­თან მშობ­ლე­ბი უფ­რ­თხი­ან.

ეში­ნი­ათ მშობ­ლებს.

რთუ­ლი შე­კითხ­ვე­ბი კონ­კ­რე­ტულ სიმ­პ­ტო­მებს იწ­ვევს:

„ტვინ­ში ამას­ხა“

„ხე­ლის­გუ­ლე­ბი გა­მი­ოფ­ლი­ან­და“

„ენა მუ­ცელ­ში ჩა­მი­ვარ­და“

„თვა­ლე­ბი შუბ­ლ­ზე ამი­ვი­და“

„გუ­ლი გა­და­მიტ­რი­ალ­და“

„თა­ვი ამე­ხა­და…“

ეს კონ­კ­რე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის აღ­წე­რი­ლი სიმ­პ­ტო­მე­ბია, ფრა­ზე­ო­ლო­გიზ­მე­ბად ამოთ­ქ­მუ­ლი, ში­ნა­გა­ნი ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის თვალ­სა­ჩი­ნოდ გა­მომ­ხატ­ვე­ლი.

✏️აჰა, ეს კითხ­ვე­ბი

აი, ექ­ვ­სი წლის ოქ­როს­ფერ­თ­მი­ა­ნი გო­გო­ნას ინ­ტე­რე­სით სავ­სე თვა­ლე­ბი და მი­სი უწყი­ნა­რი შე­კითხ­ვა – გა­ვი­გე, ბავ­შ­ვე­ბი მუც­ლი­დან იბა­დე­ბი­ან. და იქ სა­ი­დან­ღა ხვდე­ბი­ან?

კარ­გა ხანს ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი 9 წლის ბი­ჭუ­ნას ნა­ფიქ­რი, კითხ­ვა­ში გა­დამ­დ­ნა­რი — რას ნიშ­ნავს მოკ­ვ­და? რო­ცა კვდე­ბი­ან, სად მი­დი­ან?

რვა წლის ბავ­შ­ვე­ბი ჩურ­ჩუ­ლე­ბენ. მე­რე ერ­თი, ყვე­ლა­ზე გა­ბე­დუ­ლი, ერ­თად თავ­მოყ­რილ მშობ­ლებ­თან მი­დის და დეს­პა­ნი­ვით გა­მოთ­ქ­მით იკითხავს –

„ღმერ­თი ცა­ში რო­გორ ცხოვ­რობს, სად ჭამს, სად იძი­ნებს? ტუ­ა­ლე­ტი სად აქვს? ყვე­ლას გვა­ინ­ტე­რე­სებს!“ (ხელს მის უკან ყუ­რებ­დაც­ქ­ვე­ტილ მე­გობ­რებს მო­ავ­ლებს).

ან­გე­ლო­ზის­სა­ხი­ა­ნი ბავ­შ­ვის სრუ­ლი­ად ლე­გი­ტი­მუ­რი კითხ­ვა – და რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა ცუ­დი სიტყ­ვე­ბის თქმა? ტრ**ი – აი, ვთქვი! უფ­რო ცუ­დე­ბიც ვი­ცი…

15 წლის მო­ზარ­დი ვე­ღარ იტევს ვე­ე­ბერ­თე­ლა სი­ცა­რი­ე­ლეს, ეს კითხ­ვა რომ უჩენს. ამა­ზე უარე­სი რა­ღა უნ­და იყო­სო და მშო­ბელ­თა­გან ერთს, რო­მელ­საც მე­ტად ენ­დო­ბა, ეკითხე­ბა — რის­თ­ვის გა­მა­ჩი­ნეთ? მე არ მითხო­ვია. რა აზ­რი აქვს ცხოვ­რე­ბას?

✏️და­უს­მე­ლი და ამო­უთ­ქ­მე­ლი კითხ­ვე­ბი

ზე­ვით არის დას­მუ­ლი კითხ­ვე­ბი და კი­დევ უფ­რო საფ­რ­თხი­ლო და სა­ში­ში კი ის კითხ­ვე­ბია, რომ­ლებ­საც ვერ ამოთ­ქ­ვა­მენ.

სიტყ­ვე­ბად ვერ აყა­ლი­ბე­ბენ.

ამოთ­ქ­მას ვე­რა­ვის­თან ბე­და­ვენ და ამ კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხებს თა­ვად ეძე­ბენ, ერ­თ­მა­ნეთ­ში გა­ნი­ხი­ლა­ვენ, ინ­ტერ­ნე­ტის თვა­ლუწ­ვ­დე­ნელ სა­ნა­ხებ­ზე იძი­ე­ბენ.

და ვინ იცის, რო­გო­რი სა­ზა­რე­ლი პა­სუ­ხე­ბი პო­უ­ლო­ბენ მათ და­უს­მელ კითხ­ვებს.

გა­ინ­ტე­რე­სებთ ასე­თი კითხ­ვე­ბის ნი­მუ­შე­ბი?

მსმე­ნია. გი­ზი­ა­რებთ:

♦♦♦

რა გე­მო აქვს ნარ­კო­ტიკს? რას იწ­ვევს?

მო­სა­წევს ად­ვი­ლად ვი­შო­ვი?

ალ­კო­ჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბა, ნე­ტავ, რო­გო­რია.

სი­გა­რე­ტი ჯო­ბია თუ ალ­კო­ჰო­ლი?

სქე­სობ­რი­ვი გზით გა­დამ­დე­ბი ინ­ფექ­ცი­ე­ბი ერ­თ­ჯე­რა­დი აქ­ტით ხომ არ გა­და­დის?

რა­საც სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ, სად და რო­დის გა­მო­მად­გე­ბა?

მო­მა­ვა­ლი შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ არ დად­გეს. რა­ში მჭირ­დე­ბა ამა­ზე წვა­ლე­ბა…

ვი­საც ბევ­რი ფუ­ლი აქვს, თუ ის წყვეტს ყვე­ლა­ფერს, მა­შინ ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნიც ეგ არ უნ­და იყოს?

ცხოვ­რე­ბის აზრს დი­დად ვერ ვხე­დავ. ზოგ­ჯერ მა­ინ­ტე­რე­სებს, თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბის რო­მე­ლი გზაა ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო?

ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლით, პა­ტა­რა ჭრი­ლო­ბე­ბით, ში­ნა­გა­ნი ტკი­ვი­ლის დამ­შ­ვი­დე­ბა რო­გორ ხდე­ბა? წა­მი­კითხავს, რომ ამას აკე­თე­ბენ. რა­ნა­ი­რად მუ­შა­ობს ეს?

ნარ­კო­ტი­კის გა­სინ­ჯ­ვა რომ მო­მინ­დეს, თუ გა­დავ­წყ­ვი­ტე, გავ­სინ­ჯო, რა უნ­და ვი­ცო­დე?

ეს და სხვა მრა­ვა­ლი კი­დევ. მო­ზარ­დე­ბის ინ­ტე­რე­სი შე­უზღუ­და­ვია.

სამ­ყა­რო – უზარ­მა­ზა­რი, შე­უც­ნო­ბე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო.

კითხ­ვე­ბის წარ­მომ­ქ­მ­ნე­ლი გე­ნე­რა­ტო­რი ბავ­შ­ვის ტვინ­ში გა­უ­ჩე­რებ­ლად მუ­შა­ობს და აკ­რ­ძალ­ვით, მიჩ­ქ­მალ­ვით, „ჯერ ამის დრო არაა“, „დრო მო­ვა და გა­ი­გებ“, „ასე­თი რა­ღა­ცე­ბი რო­გორ მოგ­დის თავ­ში“ მცდე­ლო­ბე­ბით ფონს ვერ გა­ვალთ.

გა­მო­დის, დას­მუ­ლი კითხ­ვე­ბი კლი­ნი­კუ­რად და­დას­ტუ­რე­ბულ დის­კომ­ფორტს იწ­ვევს (ჩვენ­ში, უფ­რო­სებ­ში).

და­უს­მე­ლი კითხ­ვე­ბი კი კი­დევ უფ­რო სა­ხი­ფა­თო გზებ­სა და ბი­ლი­კებ­ზე, ჩი­ხებ­სა და ჩაბ­ნე­ლე­ბულ შუ­კებ­ში მი­უძღ­ვე­ბი­ან მათ.

♦♦♦

აი, აქ შევ­ყოვ­ნ­დეთ და ჩვენც დავ­ს­ვათ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კითხ­ვა:

რა აინ­ტე­რე­სებთ მო­ზარ­დებს ყვე­ლა­ზე მე­ტად?

ზო­გა­დი პა­სუ­ხია – ცხოვ­რე­ბა.

მათ აინ­ტე­რე­სებთ, რო­გო­რაა მოწყო­ბი­ლი სამ­ყა­რო.

რო­გორ არი­ან მოწყო­ბი­ლე­ბი თა­ვად. სხე­უ­ლი, ორ­გა­ნიზ­მი, სხე­უ­ლის ნა­წი­ლე­ბი, შიგ­ნით, გა­რეთ, ორ­გა­ნო­ე­ბი, ტვი­ნი, პე­ნი­სი, ვა­გი­ნა…

რა აქვთ მათ სამ­ყა­როს­თ­ვის სათ­ქ­მე­ლი? და რას ეუბ­ნე­ბა სამ­ყა­რო მათ.

სა­დაა მა­თი ად­გი­ლი ახ­ლა. სად იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში.

რო­გორ გა­მო­ხა­ტონ თა­ვი­ან­თი კარ­გი და ცუ­დი, აუტა­ნე­ლი და დი­დე­ბუ­ლი, ბრწყინ­ვა­ლე და სა­ზა­რე­ლი აზ­რე­ბი, ემო­ცი­ე­ბი. ვის ენ­დონ?

რა წა­ი­კითხონ, რომ უკეთ გა­ი­გონ. ვის მო­უს­მი­ნონ?

რო­გორ გა­ი­ა­რონ გზა უშეც­დო­მოდ. რა­ტომ უნ­და გა­ი­ა­რონ უშეც­დო­მოდ? გარ­და­უ­ვალ შეც­დო­მებს რა­ღა უყონ?

რო­გორ ააწყონ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი? რო­გორ და­ან­გ­რი­ონ. რო­გორ ეწყო­ბა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. რა სა­ჭი­როა სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია…

და სხვა მრა­ვა­ლი კი­დევ.

ისევ შევ­ყოვ­ნ­დეთ და ვი­ფიქ­როთ:

სად და რო­დის გვაქვს დრო ამ ყვე­ლა­ფერ­ზე მათ­თან ერ­თად სა­სა­უბ­როდ.

პა­სუ­ხე­ბის მო­სა­ძი­ებ­ლად კი არა, არც ჭეშ­მა­რი­ტე­ბე­ბის აღ­მო­სა­ჩე­ნად. არც ჭკუ­ის სას­წავ­ლებ­ლად. უბ­რა­ლოდ, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე სა­სა­უბ­როდ.

დრო, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამის­თ­ვის იშ­ვი­ა­თად გვაქვს.

სად ვნა­ხოთ დრო. რო­გორ მო­ვი­ცა­ლოთ. იმ­დენ რა­მე­ზეა საზ­რუ­ნა­ვი…

✏️სად ვე­ძებთ გა­მო­სა­ვალს? სად ვპო­უ­ლობთ?

აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბი­თი და სწავ­ლა-სწავ­ლე­ბი­თი ტვირ­თი მეტ­წი­ლად „შე­სა­ბა­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ზე“ მო­დის. შე­სა­ბა­მი­სი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი კი სკო­ლა-ბა­ღე­ბია.

იქ ას­წავ­ლონ. იქ გა­ე­სა­უბ­რონ. იქ აუხ­ს­ნან და იქ და­ა­რი­გონ.

სკო­ლა ხომ ცხოვ­რე­ბის­თ­ვის ამ­ზა­დებს… ასე უწე­რი­ათ თა­ვი­ანთ „ჩვენ შე­სა­ხებ­ში“, ასეა დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პროგ­რა­მებ­სა და კუ­რი­კუ­ლუ­მებ­ში, ასეა გაცხა­დე­ბუ­ლი მთა­ვარ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო დო­კუ­მენ­ტებ­ში.

არა­და, რომ და­ვუკ­ვირ­დეთ, ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი რა­მაა ეს „ცხოვ­რე­ბის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბა“.

მო­ზარ­დო­ბი­სას, გა­მო­დის, ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რე­ბას „აპა­უ­ზე­ბენ“, ემ­ზა­დე­ბი­ან და მე­რე, უკ­ვე მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი, შე­ა­ბი­ჯე­ბენ ამ მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პე­რი­ო­დი­დან იქ, ცხოვ­რე­ბა­ში.

სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, არა.

ყვე­ლა­ზე ბო­ბო­ქარ და გა­უ­გე­ბარ ცხოვ­რე­ბას ისი­ნი მო­ზარ­დო­ბი­სას ცხოვ­რო­ბენ და არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პე­რი­ო­დი ნამ­დ­ვი­ლი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის.

და ჩვენ, უფ­რო­სე­ბი მათ სი­ნამ­დ­ვი­ლეს, მათ რე­ა­ლო­ბას, მათ რთულ კითხ­ვებ­სა და სი­ტუ­ა­ცი­ებს თუ არ შე­ვიმ­ჩ­ნევთ, ვერც დახ­მა­რე­ბას ვერ შევ­ძ­ლებთ. გარ­თუ­ლე­ბა­სა და გა­ფუ­ჭე­ბას – კი.

შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მოგ­ვი­ვა.

✏️რა გვევ­ლი­ნე­ბა მაშ­ველ რგო­ლე­ბად?

არ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და… წიგ­ნე­ბი.

წიგ­ნე­ბი არა მხო­ლოდ შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­ბა­დოა სიბ­რ­ძ­ნის, ამ­ბე­ბის, კა­ცობ­რი­ო­ბას თავს გა­დამ­ხ­და­რი დი­დე­ბუ­ლი და სა­ზა­რე­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბის, არა­მედ დი­ა­ლო­გის ასაწყო­ბი, ბავ­შ­ვებ­თან სა­სა­უბ­რო ატ­მოს­ფე­როს შემ­ქ­მ­ნე­ლი სა­უ­კე­თე­სო სა­მარ­ჯ­ვე­ბია.

ნამ­დ­ვი­ლი მაშ­ვე­ლი რგო­ლე­ბი.

აი, მა­გა­ლი­თად, მო­ზარ­დე­ბი­სა გა­ინ­ტე­რე­სებთ? რო­გორ არი­ან მოწყო­ბი­ლე­ბი?

ულ­რიხ პლენ­ც­დორ­ფის წიგ­ნ­ში „ახალ­გაზ­რ­და ვ-ს ახა­ლი ვნე­ბე­ბი“ სრულ ანამ­ნეზს იხი­ლავთ. ტრა­გი­კუ­ლი და ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვი წიგ­ნია.

ქარ­თუ­ლად თარ­გ­მ­ნი­ლიც ციც­ქ­ნა, პა­ტა­რა, ლა­მა­ზი გა­მო­ცე­მაა. მო­ზარ­დებ­თან ერ­თად სა­კითხა­ვად ზედ­გა­მოჭ­რი­ლი. არც ზო­მა შე­ა­ში­ნებთ, არც შიგ­თავ­სი. რამ­დენ რა­მე­ზე შე­იძ­ლე­ბა შე­ყოვ­ნე­ბა და სა­უ­ბა­რი. ოღონდ ჭკუ­ის სწავ­ლე­ბა არა. სა­უ­ბა­რი. გა­ზი­ა­რე­ბა სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბის (და­საშ­ვე­ბია გა­მოც­დი­ლე­ბის) და მეტ­წი­ლად მოს­მე­ნა…მოს­მე­ნა…მოს­მე­ნა…

რო­გორ მი­ვა­ტო­ვებთ ხოლ­მე მო­ზარ­დებს თა­ვი­ან­თი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე რთულ და მშფოთ­ვა­რე ხა­ნა­ში – ესეც შე­სა­ნიშ­ნა­ვი მე­ტა­ფო­რი­თაა გად­მო­ცე­მუ­ლი. წიგ­ნის ერთ-ერ­თი გმი­რი მა­მაა, რო­მე­ლიც შვი­ლის ცხოვ­რე­ბით ძა­ლი­ან და­ინ­ტე­რეს­დე­ბა, მის ახ­ლოს გაც­ნო­ბა­საც ძა­ლი­ან ცდი­ლობს, ოღონდ ეს შვი­ლი უკ­ვე მკვდა­რია. და­დის მა­მა და მის­ხალ-მის­ხალ აგ­რო­ვებს ცნო­ბებს იმა­ზე, რა უყ­ვარ­და, რა მოს­წონ­და, რას ხა­ტავ­და, კარ­გად ხა­ტავ­და თუ ისე რა, ბავ­შ­ვებს რო­გორ ეწყო­ბო­და, სა­მუ­შა­ო­ზე რო­გორ იქ­ცე­ო­და… ოღონდ ბი­ჭი მკვდა­რია და მკვდა­რიც კი მო­უს­ვე­ნა­რი, იმი­ტომ რომ „იქი­დან“ გვე­სა­უბ­რე­ბა. „იქი­დან“ გვაწ­ვ­დის ხმას.

კი­დევ ერ­თი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი წიგ­ნი, მშობ­ლებ­სა და შვი­ლებ­ზე, უფ­რო სწო­რად კი, შვილ­სა და მა­მა­ზე, ბავ­შ­ვო­ბის მძებ­ნელ და ბავ­შ­ვო­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბის მო­სურ­ნე გმირ­ზე და­წე­რი­ლი, გახ­ლავთ „აფ­რი­კე­ლი“. ჟან-მა­რი გუს­ტავ ლე კლე­ზი­ოს ეს წიგ­ნი მშვე­ნი­ე­რი ქარ­თუ­ლი­თაა ნა­თარ­გ­მ­ნი. მო­ზარ­დებ­თან ერ­თად სვე­ნებ-სვე­ნე­ბით და ამო­ნა­რი­დე­ბით, კო­ლა­ჟი­ვით ცალ-ცალ­კე მო­ნაკ­ვე­თე­ბად შე­იძ­ლე­ბა კითხ­ვა.

აი, მა­გა­ლი­თად, ეს აბ­ზა­ცი: „სოფ­ლე­ლი ბავ­შ­ვე­ბი არას­დ­როს იყ­ვ­ნენ ჩვენ­თან, რო­დე­საც ტერ­მი­ტე­ბის ბუ­დე­ე­ბის და­სან­გ­რე­ვად მივ­დი­ო­დით. რა თქმა უნ­და, გა­უკ­ვირ­დე­ბო­დათ ნგრე­ვის ეს გაშ­მა­გე­ბუ­ლი სურ­ვი­ლი, რად­გან ისეთ სამ­ყა­რო­ში ცხოვ­რობ­დ­ნენ, სა­დაც ტერ­მი­ტე­ბი უეჭ­ვე­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბა იყო, სა­დაც ლე­გენ­დებ­ში მთა­ვარ როლს თა­მა­შობ­დ­ნენ. ტერ­მი­ტე­ბის ღმერ­თ­მა შექ­მ­ნა მდი­ნა­რე­ე­ბი ქვეყ­ნი­ე­რე­ბის და­სა­ბა­მი­სას, და სწო­რედ ის ინა­ხავს წყალს მი­წის მცხოვ­რებ­თათ­ვის. რა­ტომ უნ­და და­ან­გ­რიო მი­სი სახ­ლი? ეს ძა­ლა­დო­ბა მათ­თ­ვის სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვ­ლო და უაზ­რო იყო…“

ან ეს:

„გარს შე­მო­ჯა­რულ­თა შო­რის ერ­თი ბე­ბე­რი ქა­ლია… მგო­ნი ჯერ მის ასაკს ვამ­ჩ­ნევ. რო­დე­საც დე­და ბრუნ­დე­ბა, ამ ქალ­ზე ვუ­თი­თებ და ვე­კითხე­ბი – რა სჭირს, ავა­დაა? მახ­სოვს, ეს კითხ­ვა დე­და­ჩემს რომ და­ვუს­ვი. ამ ქა­ლის შიშ­ვე­ლი სხე­უ­ლი ქმნი­და ნა­კე­ცებს, ნა­ო­ჭებს, მი­სი კა­ნი და­ჩუ­ტუ­ლი გუ­და­სა­ვით იყო, ჩა­მოგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლი და დონ­დ­ლო ძუ­ძუ­ე­ბი მუ­ცელ­ზე ეკი­და, და­შაშ­რუ­ლი, უფე­რუ­ლი, ცო­ტა ნაც­რის­ფე­რი კა­ნი, ეს ყვე­ლა­ფე­რი უც­ნა­უ­რად და ამა­ვე დროს ნამ­დ­ვი­ლად მეჩ­ვე­ნა. სიბ­რა­ლუ­ლი კი არ ვიგ­რ­ძე­ნი, პი­რი­ქით, სიყ­ვა­რუ­ლი და­მე­უფ­ლა და ინ­ტე­რეს­მა მო­მიც­ვა, რა­საც ყო­ველ­თ­ვის იწ­ვევს სი­ნამ­დ­ვი­ლის, არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბის და­ნახ­ვა. მხო­ლოდ ეს კითხ­ვა მახ­სოვს „ავა­დაა?“ და პა­სუ­ხი, არა! უბ­რა­ლოდ ბე­ბე­რია. სულ ესაა. სი­ბე­რე უთუ­ოდ უფ­რო შო­კის­მომ­გ­ვ­რე­ლია ბავ­შ­ვის­თ­ვის… დე­და­ჩე­მის სი­ლის გარ­ტყ­მა­სა­ვით უხე­ში პა­სუ­ხი მახ­სოვს…“

რამ­დე­ნი რა­მაა ამ მო­მენ­ტის მიღ­მა, არა? ბავ­შ­ვის გა­ო­ცე­ბა, გარ­და­უ­ვალ­თან შე­ჯა­ხე­ბის ტკი­ვი­ლი, კითხ­ვის ამოთ­ქ­მა და „სი­ლის გარ­ტყ­მა­სა­ვით პა­სუ­ხი“…

უფ­რო პა­ტა­რებ­თან მაშ­ვე­ლი რგო­ლიც ფე­რა­დი და სა­ხა­ლი­სო უნ­და იყოს.

რო­ცა „უშ­ბას და მე­გობ­რებს“ ვწერ­დი, მთა­ვა­რი მი­ზა­ნიც ეს იყო – მშობ­ლე­ბი­სა და ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის სა­ლა­პა­რა­კო მი­მე­ცა.

აი, უშ­ბა და კი­დო და­მე­გობ­რ­დე­ბი­ან. სოფ­ლის შუ­კებ­ში კუ­დებს მი­ა­ქი­ცი­ნე­ბენ. ერ­თო­ბი­ან და უც­ბად… ცუ­დი, ცუ­დი სიტყ­ვე­ბი ენა­ზე და­ას­კუპ­დე­ბი­ან. ისე­თი ცუ­დი, ისე­თი, რომ გა­მე­ო­რე­ბაც არ შე­მიძ­ლია. ეს­ვ­რი­ან ბი­ჭე­ბი ამ ცუდ სიტყ­ვებს ერ­თ­მა­ნეთს და სი­ცი­ლით იჭა­ჭე­ბი­ან. რა გინ­და რომ ქნა? ყვე­ლას მოგ­ვ­ს­ვ­ლია.

მო­დის დე­და და ბი­ჭებ­საც ეხ­მა­რე­ბა და იმე­დია, დე­დებ­საც, რომ­ლე­ბიც ამას შვი­ლებ­თან ერ­თად წა­ი­კითხა­ვენ.

აი, უშ­ბა და მი­სი მე­გო­ბა­რი ჩაქ­ვი სა­თა­მა­შოს ვერ იყო­ფენ. არის ერ­თი გა­წევ-გა­მო­წე­ვა. ჩაქ­ვი იქით ექა­ჩე­ბა, უშ­ბა აქეთ. ორი­ვეს უნ­და. ორი­ვეს თა­ვი­სი სი­მარ­თ­ლე აქვს. რო­გორ და­ვეხ­მა­როთ ბი­ჭუ­ნებს, ის­წავ­ლონ ამ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან? მო­ლა­პა­რა­კე­ბის დი­ა­დი ხე­ლოვ­ნე­ბა უნ­და ვას­წავ­ლოთ. ამას აკე­თებს წიგ­ნის პერ­სო­ნა­ჟი სწო­რედ.

და ამ წიგ­ნის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც ჩე­მი პი­რა­დი ამ­ბა­ვია, ბავ­შ­ვო­ბი­სას თავ­ს­გა­დამ­ხ­და­რი.

და იმ­დე­ნად მკა­ფი­ოდ, ცოცხ­ლად მაქვს შე­მო­ნა­ხუ­ლი ის ემო­ცი­ე­ბი, რომ ახ­ლაც ზუს­ტად მეს­მის, რას გრძნო­ბენ ბავ­შ­ვე­ბი შინ თუ ბაღ­ში და­ტო­ვე­ბუ­ლე­ბი, რო­ცა დე­და მი­დის და მათ მარ­ტო ტო­ვებს.

„სულ მარ­ტო… მარ­ტოდ­მარ­ტო.

აღა­რა­ვი­ნაა ირ­გ­ვ­ლივ.

რაც არის, თით­ქოს არც არის. თით­ქოს არც არ­სე­ბობს.

ერ­თა­დერ­თი, რაც არ­სე­ბობს, რა­საც უშ­ბა გრძნობს და ხე­დავს, დე­დას არ­ყოფ­ნაა.

დე­და იქ არ არის. უშ­ბა კი მთელ სამ­ყა­რო­ში მარ­ტო დარ­ჩა.

და უც­ბად უშ­ბას სხე­ულ­ში მოზღ­ვავ­და ფიქ­რე­ბი და დარ­დი, აბო­ბოქ­რ­და ტკი­ვი­ლი და ში­ში.

დე­და წა­ვი­და. აღარ მო­ვა. რომ და­ი­კარ­გოს? ვე­რას­დ­როს რომ ვე­ღარ მო­აგ­ნოს ამ სახლს?

და უშ­ბამ და­იწყო ტი­რი­ლი, წკავ­წ­კა­ვი. მა­ლე­ვე – ყმუ­ი­ლი, იმი­ტომ რომ ტი­რი­ლი არ ეყო. წკავ­წ­კა­ვიც არ ეყო.

ყმუ­ო­და უშ­ბა და ასე ეგო­ნა, დე­და გა­ი­გო­ნებს და სა­დაც არ უნ­და იყოს, მი­ა­ტო­ვებს ყვე­ლა­ფერს და მობ­რუნ­დე­ბაო…“ – კითხუ­ლობ ამას ბავ­შ­ვ­თან ერ­თად და დე­და აუცი­ლებ­ლად, აუცი­ლებ­ლად იკ­რავს გულ­ში თა­ვის პა­ტა­რას. ეუბ­ნე­ბა, არას­დ­როს, არას­დ­როს არ მი­გა­ტო­ვებ. ზოგ­ჯერ თუ სად­მე წა­ვე­დი, აუცი­ლებ­ლად, აუცი­ლებ­ლად მო­ვალ და გულ­ში ჩა­გიკ­რავ, აი, რო­გორც უშ­ბას დე­და.

წიგ­ნე­ბი სა­მარ­ჯ­ვე­ბია და წიგ­ნე­ბი სა­გან­ძუ­რია.

ბავ­შ­ვო­ბი­სა და მო­ზარ­დო­ბის ხა­ნა­ში კი ეს არის შე­უც­ვ­ლე­ლი მაშ­ვე­ლი რგო­ლე­ბი. წიგ­ნე­ბი გვეხ­მა­რე­ბა, ხა­რის­ხი­ა­ნი დრო გა­ვა­ტა­როთ ჩვენს შვი­ლებ­თან, მოს­წავ­ლე­ებ­თან.

ვი­ლა­პა­რა­კოთ ყვე­ლა­ფერ­ზე.

ვას­წავ­ლოთ, გვენ­დონ.

ვას­წავ­ლოთ ამოთ­ქ­ვან.

დას­ვან კითხ­ვე­ბი.

რთუ­ლი კითხ­ვე­ბი.

 

ნინო ლომიძე

 

spot_img

მკითხველთა კლუბი

წიგ­ნი, რო­მე­ლიც ეძღ­ვ­ნე­ბა წიგ­ნებს

მაკა ლდოკონენი     რას იტყო­დით ისეთ წიგ­ნ­ზე, რო­მელ­შიც ერ­თად იქ­ნე­ბო­და თავ­მოყ­რი­ლი ამ­ბე­ბი ბავ­შ­ვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი წიგ­ნე­ბის შე­სა­ხებ, ამ წიგ­ნე­ბის და­წე­რი­სა და გა­მო­ცე­მის თავ­გა­და­სა­ვალ­საც მი­ა­დევ­ნებ­დით თვალს,...

ბლოგი

ლი­ტე­რა­ტუ­რა მა­კუ­ლა­ტუ­რის წნეხ­ში

ანა­ტოლ ფრან­სის „ან­გე­ლოზ­თა აჯან­ყე­ბა“ და ბო­ჰუ­მილ ჰრა­ბა­ლის „მე­ტის­მე­ტად აუტა­ნე­ლი მარ­ტო­ო­ბა“ რა­ო­დენ დი­დიც არ უნ­და იყოს წიგ­ნი, ის ოდეს­მე (და­წე­რის დროს ან მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ) აუცი­ლებ­ლად...

კულტურა

ღირ­სე­უ­ლი თა­ნამ­გ­ზავ­რი და თა­ნამ­ზ­რახ­ვე­ლი

ოლღა გურამიშვილი ოლ­ღა გუ­რა­მიშ­ვი­ლი - ამ სა­ხე­ლი­სა და გვა­რის წარ­მოთ­ქ­მი­სას ან წა­კითხ­ვი­სას პირ­ვე­ლი, რაც მა­შინ­ვე გა­გი­ელ­ვებს თავ­ში - ილიაა, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე, და ეს ბუ­ნებ­რი­ვია. ბუ­ნებ­რი­ვია...

უმაღლესი განათლება

გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მიერ 2024 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი

2024 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის მი­ერ და­ი­გეგ­მა და გან­ხორ­ცი­ელ­და შემ­დე­გი ძი­რი­თა­დი აქ­ტი­ვო­ბე­ბი: ცენ­ტ­რის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ☑️ 2021-2023 წლის პე­რი­ოდ­ზე შე­მუ­შავ­და...

პროფესიული განათლება

მო­ლო­დი­ნი გვაქვს, აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე მას­წავ­ლე­ბელ­თა მო­ზიდ­ვას...

გა­მოქ­ვეყ­ნ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჩარ­ჩო, რო­მელიც ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვაა სის­ტე­მის­თ­ვის და ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი­ცაა. დე­ტა­ლუ­რად დო­კუ­მენ­ტის ში­ნა­არ­ს­სა და სის­ტე­მის მას­წავ­ლე­ბელ­თა კა­რი­ე­რუ­ლი...
მსგავსი სიახლეები