24 ნოემბერი, კვირა, 2024

მშობ­ლე­ბის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა

spot_img

დღე­ვან­დე­ლი სა­უბ­რის თე­მაა კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა, უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად კი — მშობ­ლე­ბის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა. „მშობ­ლე­ბი გა­ნათ­ლე­ბით­ვის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის,  მე­გი კავ­თუ­აშ­ვი­ლის შე­კითხ­ვებს პა­სუ­ხობს ნი­კო სი­ლა­გა­ძე, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის გან­ვი­თა­რე­ბის ექ­ს­პერ­ტი.

 

მე­გი კავ­თუ­აშ­ვი­ლი: კარ­გია, რო­ცა მზად ხარ მშობ­ლე­ბის­გან კრი­ტი­კუ­ლი აზ­რიც მო­ის­მი­ნო  და გას­ცე პა­სუ­ხი. ეს ერ­თ­გ­ვა­რი ფუ­ფუ­ნე­ბაც არის.

ნი­კო სი­ლა­გა­ძე: ნამ­დ­ვი­ლად ასეა, იმი­ტომ, რომ მშობ­ლე­ბის რო­ლი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა­ში და სწო­რე­დაც მშობ­ლე­ბის მი­ერ დას­მუ­ლი კითხ­ვე­ბია ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო.

მ.კ.: მო­ვი­კითხე მშობ­ლე­ბის აზ­რი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის თე­მა­ზე. უფ­რო­სი ასა­კის, სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე, მშობ­ლე­ბის დი­დი უმ­რავ­ლე­სო­ბა, ვინც მო­მაწ­ვ­დი­ნა ხმა ჩემს შე­კითხ­ვა­ზე, ამ­ბობს, რომ ბავ­შ­ვე­ბი უკ­ვე თა­ვად არ­თ­მე­ვენ თავს კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბას, და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კა შე­ი­ნიშ­ნე­ბა. თუმ­ცა, გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის აღ­ქ­მა მშობ­ლე­ბის მხრი­დან. ბევ­რი მათ­გა­ნი თვლის, რომ კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბას დი­დი დრო მი­აქვს და ეს რა­ღაც­ნა­ი­რად გა­მო­ყო­ფი­ლია სწავ­ლის პრო­ცე­სის­გან. პირ­ველ რიგ­ში, ვიდ­რე და­ვიწყებ­დეთ ამ თე­მა­ზე სა­უ­ბარს, კი­დევ ერ­თხელ რომ შე­ვახ­სე­ნოთ მშობ­ლებს, რა მიზ­ნით შე­მო­ვი­და კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა ამ სის­ტე­მა­ში და შე­იძ­ლე­ბა თუ არა, ვთქვათ, რომ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა ბევ­რია ან ცო­ტაა, თუ ეს არის ნა­წი­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის, ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის?

ნ.ს.: ეს იგი­ვე სას­წავ­ლო პრო­ცე­სია, არა ნა­წი­ლი, არა­მედ, რო­ცა ვახ­სე­ნებთ კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბებს, პრაქ­ტი­კუ­ლად, ვლა­პა­რა­კობთ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ზე იმი­ტომ, რომ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი სხვა არა­ფე­რია, თუ არა კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის ჯაჭ­ვი. მოს­წავ­ლის თვა­ლით, ეს არის სვლა ერ­თი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბი­დან მე­ო­რემ­დე, მე­ო­რე­დან მე­სა­მემ­დე… რა თქმა უნ­და, ჯერ ყვე­ლა სკო­ლა­სა და ყვე­ლა კლას­ში ასე არ ხდე­ბა, მაგ­რამ რე­ფორ­მა აქეთ მი­დის.

რაც შე­ე­ხე­ბა მი­ზანს, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია, ორად ორი მი­ზა­ნი აქვს: ერ­თი, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა შე­სას­წავ­ლი სა­კითხი უფ­რო ღრმად გა­ი­აზ­რონ და მე­ო­რე – სას­წავ­ლო პრო­ცე­სი მათ­თ­ვის უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო იყოს. სხვა მი­ზა­ნი კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბას არ აქვს.

მ.კ.: შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა ერ­თ­გ­ვა­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა იმის­თ­ვის, რომ უფ­რო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გახ­დეს რუ­ტი­ნუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვი­საც და მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვი­საც, ჩა­ნა­ფიქ­რი ეს არის?

ნ.ს.: სიტყ­ვა „რუ­ტი­ნულს“ არ და­ვა­დას­ტუ­რებ, სხვა მხრივ კი და­გე­თან­ხ­მე­ბით იმი­ტომ, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი სას­წავ­ლო პრო­ცე­სი სა­ინ­ტე­რე­სოა. დი­ახ, რა თქმა უნ­და, მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის რომ ეს  უფ­რო ად­ვი­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნო იყოს, მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის კი – უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი გა­მოც­დი­ლე­ბის მიმ­ცე­მი.

მ.კ.: სად არის აქ მშობ­ლის რო­ლი? თქვენ რო­გორ ხე­დავთ, მშობ­ლებ­მა სად უნ­და და­ი­ნა­ხონ თა­ვი ამ პრო­ცეს­ში ან სა­ერ­თოდ, უნ­და და­ი­ნა­ხონ თუ არა? რა­ში შე­იძ­ლე­ბა ეხ­მა­რე­ბო­დეს მშო­ბე­ლი ბავშვს და რა­ში არ შე­იძ­ლე­ბა, არ არის გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლი?

ნ.ს.: ყო­ველ­თ­ვის ძა­ლი­ან და­დე­ბი­თად აისა­ხე­ბა მოს­წავ­ლე­ზე, რო­დე­საც მშო­ბე­ლი ყუ­რადღე­ბით არის მის მი­მართ და მსჯე­ლო­ბის, გან­ხილ­ვის სა­გა­ნია ბავ­შ­ვის სას­წავ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა. თუმ­ცა, შეც­დო­მა­ში არ უნ­და შეგ­ვიყ­ვა­ნოს თვი­თონ ასეთ­მა მიდ­გო­მამ, ეს სრუ­ლი­ა­დაც არ ნიშ­ნავს იმას, რომ და­ვა­ლე­ბა, თუნ­დაც კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა, უნ­და და­ი­წე­როს მშობ­ლის ხე­ლით ან კი­დევ, მშო­ბელ­მა აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უნ­და მი­ი­ღოს მის შე­სრუ­ლე­ბა­ში. სრუ­ლი­ა­დაც არა, პი­რი­ქით, ეს დათ­ვუ­რი სამ­სა­ხუ­რია. კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ში თვი­თონ ის პრო­დუქ­ტი კი არ არის მთა­ვა­რი, რა­საც ბავ­შ­ვი ქმნის, მთა­ვა­რია რო­გორ წა­რად­გენს და რო­გორ აღ­წერს იმ გა­მოც­დი­ლე­ბას, რო­მე­ლიც შე­ი­ძი­ნა. თუ და­ვა­ლე­ბა მშობ­ლის ან ვინ­მე სხვა ადა­მი­ა­ნის ხე­ლი­თაა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, ცხა­დია, ასეთ შეს­რუ­ლე­ბას ჯო­ბია არ შეს­რულ­დეს. მშობ­ლის რო­ლი უფ­რო მე­ტა­კოგ­ნი­ცი­ა­შია, სწავ­ლის სწავ­ლა­ში რომ და­ეხ­მა­როს ბავშვს, ხერ­ხე­ბი უთხ­რას ან კი­დევ, მას­წავ­ლე­ბელს მი­აწ­ვ­დი­ნოს ხმა, თუ­კი მას, 29-მოსწავლიან კლას­ში, რა­ღაც დე­ტა­ლი გა­მორ­ჩე­ბა ბავ­შ­ვ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს ნიშ­ნავს სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლო­ბის ხელ­შეწყო­ბას და არა და­ვა­ლე­ბის გა­კე­თე­ბა­ში დახ­მა­რე­ბას.

მ.კ.: ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ბავ­შ­ვის მო­ტი­ვი­რე­ბა, თვით­ს­წავ­ლა­ში დახ­მა­რე­ბა, სა­თა­ნა­დო სა­მუ­შაო გა­რე­მოს შექ­მ­ნა… – აი, ამ ტი­პის ხელ­შეწყო­ბაა უფ­რო მი­ღე­ბუ­ლი.  ის, რომ მშო­ბელ­მა თა­ვი­სი ხე­ლით შე­ას­რუ­ლოს კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა, ამის მო­ლო­დი­ნი რე­ფორ­მის ავ­ტო­რებს არ ჰქო­ნი­ათ და არც პე­და­გო­გებს უნ­და ჰქონ­დეთ? თუმ­ცა, მო­დი, გა­ვიხ­სე­ნოთ მა­გა­ლი­თი, ერთ-ერ­თი მშო­ბე­ლი ამ­ბობ­და, რომ ბავ­შ­ვ­მა კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა მი­ი­ღო, ასე­თი პი­რო­ბით მას­წავ­ლებ­ლის­გან – სამ დღე­ში თუ არ მო­მი­ტან კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბას, სკო­ლა­ში არ მოხ­ვი­დე. და აი, აქ ირ­თ­ვე­ბა ხოლ­მე მშობ­ლის ინ­ს­ტინ­ქ­ტი, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად და­ეხ­მა­როს შვილს. მე, სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, გულ­წ­რ­ფე­ლად, ძა­ლი­ან მე­ეჭ­ვე­ბა, რომ მშობ­ლებს, მა­სობ­რი­ვად, ან დრო ჰქონ­დეთ, ან სურ­ვი­ლი იმის, რომ სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბე­ბი აკე­თონ შვი­ლე­ბის მა­გივ­რად, მაგ­რამ, ხში­რად, ასეთ ფაქ­ტებს ჰქონ­და ად­გი­ლი და უფ­რო გახ­შირ­და მას შემ­დეგ, რაც კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი შე­მო­ვი­და. მშობ­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბის არე­ა­ლი გა­ი­ზარ­და, ასე ვთქვათ, უფ­რო მე­ტი გა­სა­ქა­ნი მი­ე­ცა. ალ­ბათ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია რა სტრუქ­ტუ­რით აწ­ვ­დის ინ­ფორ­მა­ცი­ას მას­წავ­ლე­ბე­ლი, რა უნ­და იცო­დეს მშო­ბელ­მა, თუ­კი პე­და­გო­გი მოს­წავ­ლეს ეუბ­ნე­ბა, სამ დღე­ში თუ არ მო­მი­ტან კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბას, არ მოხ­ვი­დე სკო­ლა­შიო, რა გა­ა­კე­თოს მშო­ბელ­მა, შვი­ლის ნაც­ვ­ლად შე­ას­რუ­ლოს და­ვა­ლე­ბა თუ შე­სა­ბა­მი­სი უკუ­კავ­ში­რი მის­ცეს მას­წავ­ლე­ბელს, ან რა­ი­მე სხვა გა­მო­სა­ვა­ლი ხომ არ არ­სე­ბობს?

ნ.ს.: ამ ქე­ი­სის კო­მენ­ტი­რე­ბა ცო­ტა ძნე­ლია, რად­გან მუ­ქა­რის ტო­ნი, რა თქმა უნ­და, სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც და ზო­გა­დად, სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. რაც შე­ე­ხე­ბა მშობ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბას, თუ ეს სიტყ­ვა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ იმი­ტომ, რომ მშო­ბე­ლი არ არის მა­ინც და მა­ინც ვალ­დე­ბუ­ლი, რომ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მო­ნი­ტო­რინ­გი აკე­თოს. კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის აუცი­ლე­ბე­ლი წი­ნა­პი­რო­ბაა ის, რომ იყოს გა­სა­გე­ბი, ბავშვს ეს­მო­დეს რა­ზე მუ­შა­ობს, შე­სა­ბა­მი­სად, მშო­ბე­ლიც უნ­და ხე­დავ­დეს, რომ მი­სი შვი­ლი და­ვა­ლე­ბას და­მო­უ­კი­დებ­ლად არ­თ­მევს თავს. რო­ცა მშობ­ლე­ბი მე­კითხე­ბი­ან, ჩვე­ნი რო­ლი სად არის, მე ყო­ველ­თ­ვის ვპა­სუ­ხობ, თუ ხე­დავთ, რომ ბავშვს არ ეს­მის სას­წავ­ლო პრო­ცე­სი, ანუ არ ეს­მის რა და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ობს, თქვე­ნი რო­ლია „გან­გა­შის ზა­რის ჩა­მოკ­რა“ (ამ სიტყ­ვის ცო­ტა ყო­ფი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით და არა მარ­თ­ლა გან­გა­შის ზა­რის), მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის თქმა იმი­სა, რომ ბავ­შ­ვ­მა ეს ვერ გა­ი­გო. ასეთ დროს, მას­წავ­ლე­ბე­ლი, იმა­ვე მშობ­ლის დახ­მა­რე­ბით, ალ­ბათ, მე­ტად ადაპ­ტი­რე­ბულ, გა­მარ­ტი­ვე­ბულ ან უფ­რო სხვა კონ­ტექ­ს­ტ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ და­ვა­ლე­ბას შეს­თა­ვა­ზებს მოს­წავ­ლეს, იმა­ვე სა­კითხ­ზე, რა­საც მთე­ლი კლა­სი სწავ­ლობს, ოღონდ ცო­ტა სხვა­ნა­ი­რი პი­რო­ბით. იმი­ტომ რომ, თუ და­ვა­ლე­ბა გა­სა­გე­ბი არ არის, სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა ვერ მო­ხერ­ხ­დე­ბა და ამი­ტომ აზრს კარ­გავს ის კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბაც. რე­ა­ლუ­რად, ის ხომ იმის­თ­ვის არის მო­გო­ნი­ლი, რომ მოს­წავ­ლეს, საკ­ლა­სო ოთახ­ში, მი­ე­ცეს თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ას­პა­რე­ზი.

მ.კ.: ახ­ლა ახ­სე­ნეთ სი­მარ­ტი­ვე, მარ­ტი­ვი უნ­და იყოს ბავ­შ­ვის­თ­ვის, რომ გა­ი­გოს რა არის ინ­ს­ტ­რუქ­ცია ამ და­ვა­ლე­ბის.

ნ.ს.: არც იმ­დე­ნად მარ­ტი­ვი, რომ არ და­ინ­ტე­რეს­დეს და არც იმ­დე­ნად რთუ­ლი, რომ ბავ­შ­ვი და­ით­რ­გუ­ნოს და სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში არ მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ვი­გოტ­ს­კი რო­გორც იტყო­და, და­ვა­ლე­ბა გან­ვი­თა­რე­ბის უახ­ლო­ეს ზო­ნა­ში, სკა­ფოლ­დინ­გის რე­ჟიმ­ში უნ­და იყოს.

მ.კ.: გა­სა­გე­ბია, ერ­თი, რომ უნ­და იყოს ადეკ­ვა­ტუ­რი სირ­თუ­ლის და მე­ო­რე, მინ­და ვი­კითხო, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა, რომ დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მის გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­დე­საც მას­წავ­ლე­ბე­ლი მოს­წავ­ლე­ებს აძ­ლევს კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბას. ნიშ­ნავს თუ არა ეს, რომ არ­სე­ბობს რა­ღაც სუ­რათ-ხა­ტი, სტან­დარ­ტი, რო­გო­რი უნ­და იყოს ეს პრო­დუქ­ტი და ყვე­ლა­ნი იმ პრო­დუქ­ტის შექ­მ­ნის­კენ მივ­დი­ვართ თუ ჩვენ, ჩვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის, ნა­აზ­რე­ვის ფარ­გ­ლებ­ში, ვას­რუ­ლებთ და ისე ვაღ­წევთ შე­დეგს, ანუ შე­დე­გი წი­ნას­წარ უნ­და იყოს და­სუ­რათხა­ტე­ბუ­ლი?

ნ.ს.: ძა­ლი­ან კარ­გი შე­კითხ­ვაა, დი­დი მად­ლო­ბა ამის­თ­ვის. არა, არ არის ასე. შე­იძ­ლე­ბა კლას­ში გვყავ­დეს 15 მოს­წავ­ლე და 15-ივეს­თან სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი პრო­ცე­სი მი­ვი­ღოთ. აქ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი იმი­ტომ, რომ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის თე­მე­ბი სპი­რა­ლის პრინ­ცი­პი­თაა აგე­ბუ­ლი, პრაქ­ტი­კუ­ლად, ერ­თი და იმა­ვე მიზ­ნებს ემ­სა­ხუ­რე­ბა. თუ ამ თე­მა­ში არ გა­მო­ვი­და რა­ღაც, მე­ო­რე ან მე­სა­მე თე­მა­ში გა­მო­ვა. შე­იძ­ლე­ბა, რა­ღაც გა­და­სა­ხე­დი­დან, ის წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაც კარ­გი რე­სურ­სი იქ­ნეს გა­სახ­სე­ნებ­ლად და დას­კ­ვ­ნე­ბის გა­სა­კე­თებ­ლად. არ არ­სე­ბობს ასე­თი სუ­რათ-ხა­ტი, არ არის სტან­დარ­ტუ­ლი შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კა, რომ  ამა­ში ნი­შა­ნი ასე­თი ფორ­მით იწე­რე­ბა, აქ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სწო­რედ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი, დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მა. რო­დე­საც მე, რო­გორც მას­წავ­ლე­ბელს, მყავს, ვთქვათ, 20-29 მოს­წავ­ლე, ეს და­ვა­ლე­ბა არის ჩე­მი დი­ა­ლო­გის სა­შუ­ა­ლე­ბა ამ მოს­წავ­ლე­ებ­თან, შე­სა­ბა­მი­სად, მა­თი გა­მოც­დი­ლე­ბის – ჩემ­თ­ვის (თუ კო­ლე­გე­ბი და მშობ­ლე­ბი შე­მე­კითხე­ბი­ან, მათ­თან გა­სა­ზი­ა­რებ­ლად რომ შე­მეძ­ლოს ამის აღ­წე­რა). აქ თუ ისევ რა­ღაც სტან­დარ­ტე­ბი და­წეს­და (იმან ის ქნა, შენ ეს ვერ ქე­ნი, იქ ასე უნ­და გექ­ნა და ა.შ.), ეს, რა თქმა უნ­და, ამ და­ვა­ლე­ბის ბუ­ნე­ბას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

მ.კ.: გის­მენთ და ვფიქ­რობ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მშო­ბელ­მა ეს უკუ­კავ­ში­რი პე­და­გო­გამ­დე ისე მი­ი­ტა­ნოს, რომ უარე­სი შე­დე­გი არ მი­ი­ღოს, ასე ვთქვათ, არ გა­ნა­რის­ხოს პე­და­გო­გი. მშობ­ლე­ბი ხში­რად ამ­ბო­ბენ, ვერ ვეტყ­ვი ამას იმი­ტომ, რომ მე­რე შე­იძ­ლე­ბა ჩე­მი შვი­ლი და­ჩაგ­როს. ზოგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეს შე­იძ­ლე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი თვით­ცენ­ზუ­რის ბრა­ლი  იყოს ადა­მი­ან­ში, მაგ­რამ, ზოგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, არც ისე აზრს მოკ­ლე­ბუ­ლია, რომ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი ფაქ­ტე­ბიც იყოს. ეს, მარ­თა­ლია, კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის თე­მას სცილ­დე­ბა, მა­ინც სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, ორი­ო­დე სიტყ­ვით რომ გვითხ­რათ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა უკუ­კავ­ში­რის მი­ცე­მა პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის. თქვე­ნი გუნ­დი ალ­ბათ მუ­შა­ობს ამ თე­მა­ზე პე­და­გო­გებ­თან, მშობ­ლე­ბის­გან უკუ­კავ­ში­რის მი­ღე­ბის რა­ღაც სქე­მა, ჩარ­ჩო ხომ არ შე­გი­თა­ვა­ზე­ბი­ათ? შე­იძ­ლე­ბა არ იყოს კარ­გი, თუ შეს­თა­ვა­ზეთ და სჯობს თა­ვი­სუ­ფა­ლი დი­ნე­ბა ჰქონ­დეთ, მაგ­რამ მა­გა­ლი­თი თუ გიჩ­ვე­ნე­ბი­ათ, რო­გო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს ეს უკუ­კავ­ში­რი.

ნ.ს.: უფ­რო რთუ­ლა­დაც შე­იძ­ლე­ბა ამ შე­კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხი, მა­გა­ლი­თად, სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მა­ში ყვე­ლა სკო­ლას გა­წე­რი­ლი უნ­და ჰქონ­დეს (შე­გახ­სე­ნებთ, რომ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სე­ბი იწყე­ბა სკო­ლებ­ში) მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი, ანუ რა ფორ­მით ხდე­ბა მშობ­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია, მათ­თან ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვ­ლა და უკუ­კავ­ში­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად, მაგ­რამ ეს უფ­რო რთუ­ლი იქ­ნე­ბა. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, უფ­რო მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი რამ ით­ქ­ვას, ეს და­იყ­ვა­ნე­ბა ერ­თა­დერთ შე­კითხ­ვამ­დე, რო­გორც ვთქვით – რო­გო­რია სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა, ანუ მი­სი მო­ტი­ვა­ცია. ხაზს ვუს­ვამ, ჩარ­თუ­ლო­ბა დგე­ბა მა­შინ, რო­დე­საც მოს­წავ­ლეს ეს­მის რა ხდე­ბა და ეს პრო­ცე­სი შე­უძ­ლე­ბე­ლი არ მგო­ნია. არა­ფე­რი გა­სა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი არ იქ­ნე­ბა ამა­ში, თუ­კი ეს იქ­ნე­ბა ნათ­ქ­ვა­მი ურ­თი­ერ­თ­პა­ტი­ვის­ცე­მი­სა და ერ­თ­მა­ნე­თის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის აღი­ა­რე­ბის ხარ­ჯ­ზე, რომ ჩე­მი შვი­ლი, მეჩ­ვე­ნე­ბა, რა­ღაც­ნა­ი­რად ვერ იგებს ამ და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბას, რა­შია საქ­მე, ვიმ­ს­ჯე­ლოთ ამ სა­კითხ­ზე. შე­იძ­ლე­ბა ერ­თი სიტყ­ვა იყოს ისე­თი, რო­მე­ლიც ცვლის ვი­თა­რე­ბას და ბავ­შ­ვი ამის შემ­დეგ გა­ი­გებს, რაც სა­ჭი­როა. რე­ა­ლუ­რად, კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე მე არ უნ­და ვსა­უბ­რობ­დე, რად­გან რე­ფორ­მის გუნ­დის წევ­რი ვარ და ალ­ბათ უფ­რო სხვებ­მა უნ­და შე­ა­ფა­სონ, მაგ­რამ ჩა­ნა­ფიქ­რი ამი­სი არის ის, რომ ადა­მი­ანს აქვს ექ­ვ­სი ფუნ­ქ­ცი­ურ-კომ­პო­ნენ­ტუ­რი უნა­რი: კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აზ­როვ­ნე­ბა, კო­მუ­ნი­კა­ცია, კო­ლა­ბო­რა­ცია, პა­უ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, ეთი­კა და ხა­სი­ა­თი/ნე­ბე­ლო­ბა. რო­ცა ადა­მი­ა­ნი ამ უნა­რებს ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბუ­ლად იყე­ნებს, მა­შინ არის ჩარ­თუ­ლი, აქ­ტი­უ­რი, მა­შინ არის შე­მოქ­მე­დე­ბით პო­ცე­სებ­ში. კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნია ამ პრო­ცეს­ში ბავ­შ­ვის შე­მოყ­ვა­ნა, ანუ მოს­წავ­ლეს უხა­რო­დეს, აინ­ტე­რე­სებ­დეს. შე­დე­გი თან­და­თან მო­ვა, შე­დე­გე­ბი მთე­ლი სა­ფე­ხუ­რის მი­ხედ­ვი­თაა გან­საზღ­ვ­რუ­ლი და არა კლა­სე­ბის ან თე­მე­ბის მი­ხედ­ვით. მთა­ვა­რია, ეს იყოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი. მშო­ბელ­მაც ამის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა უნ­და გა­ა­კე­თოს, მე­ტი არა­ფე­რი. არ არის ძნე­ლი იმის მიხ­ვედ­რა, მოს­წავ­ლეს ეს­მის თუ არა სად მი­დის და თუ ეს არ ჩანს, უხა­რია თუ არა სად მი­დის, ამ დღის წეს­რიგ­ში, მას­წავ­ლე­ბელ­თან დი­ა­ლოგ­ში, ამ კითხ­ვის შე­მო­ტა­ნა – ყვე­ლა­ფე­რი გა­მარ­თუ­ლია თუ არა, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლია.

მ.კ.: ეს არის ერ­თი, რა­ზეც ვი­სა­უბ­რეთ – ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია უკუ­კავ­ში­რის თე­მა ჰქონ­დეს, თუ არა აქვს, ვთქვათ, სკო­ლას, პე­და­გოგს… მშო­ბელ­მა შე­იძ­ლე­ბა ისარ­გებ­ლოს ამ შემ­თხ­ვე­ვით და ასე­თი­ვე ტი­პის უკუ­კავ­ში­რი მის­ცეს პე­და­გოგს, თუ­კი, მა­გა­ლი­თად, მი­სი შვი­ლი ამ­ბობს, რომ და­ვი­ღა­ლე, უზარ­მა­ზა­რი დრო მი­აქვს და­ვა­ლე­ბას ან თა­ვად ფიქ­რობს ასე. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, აუცი­ლე­ბე­ლია კავ­ში­რი, უკუ­კავ­ში­რის მი­ცე­მა პე­და­გოგ­თან.

და მე­ო­რე, რა­საც ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ ჭარ­ბი სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად, შე­იძ­ლე­ბა თუ არა ისი­ნი ჩა­ვა­ნაც­ვ­ლოთ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბით, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო იყოს. ხში­რად მშობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ბავ­შ­ვებს ბევ­რი სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა აქვთ და პლუს კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბაც შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი. ეს კი­დევ რა­ღაც ახა­ლი და­ე­მა­ტათ, რო­მელ­საც სჭირ­დე­ბა დრო, რო­მე­ლიც არ არ­სე­ბობს, რაც ხში­რად უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი ხდე­ბა. შე­იძ­ლე­ბა თუ არა კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ტი­პის და­ვა­ლე­ბად გან­ვი­ხი­ლოთ და შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა, რომ ამის ხარ­ჯ­ზე მოხ­დეს სხვა და­ვა­ლე­ბე­ბის შემ­ცი­რე­ბა?

ნ.ს.: ეს პლუს რე­ჟი­მი, პლუს კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა, რა თქმა უნ­და, სწო­რი არ არის. რე­ა­ლუ­რად, არ­სე­ბობს სიტყ­ვა „ჩა­ნაც­ვ­ლე­ბა“ და არ­სე­ბობს სიტყ­ვა „და­მა­ტე­ბა“, ხომ?! კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ნიშ­ნავს, ასე ვთქვათ, ჩვენ რომ ყვე­ლამ სკო­ლა და­ვამ­თავ­რეთ, იმ ტი­პის ტრა­დი­ცი­უ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ჩა­ნაც­ვ­ლე­ბას ასე­თი პრო­ცე­სით და არა რა­ღაც პრო­ცეს­ზე კი­დევ, და­მა­ტე­ბით, ახა­ლი კომ­პო­ნენ­ტის შე­მო­ტა­ნას. სკო­ლის სას­წავ­ლო გეგ­მა ასე აიგე­ბა, რომ მე სა­გან­ში მაქვს 5 ან 7 კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა კლას­ში და მთე­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მი­ზა­ნია, რომ ჩე­მი კლა­სის ყვე­ლა მოს­წავ­ლემ ეს და­ვა­ლე­ბე­ბი შე­ას­რუ­ლოს და ამით დაძ­ლი­ოს ის პროგ­რა­მა, რაც ამ კლა­სის­თ­ვის იყო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თი თუ რა­ი­მე და­მა­ტე­ბი­თი რე­სურ­სე­ბით ან ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გან­საზღ­ვ­რუ­ლი. ეს ბევ­რი სას­წავ­ლი ხან გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლია, და­დე­ბი­თი კო­ნო­ტა­ცი­ით, ხან უარ­ყო­ფი­თით, მაგ­რამ აქ გა­მარ­ტი­ვე­ბის რე­ჟიმ­ში უფ­როა იმი­ტომ, რომ რე­ა­ლუ­რად ასეა, თუ გვაქვს 6 კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა, 6 და­ვა­ლე­ბა გვაქვს და არის კი­დევ რა­ღაც ძა­ლის­ხ­მე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც სჭირ­დე­ბა ამ და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბას, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სიტყ­ვა „პლუს“ ზედ­მე­ტია. წე­სით, ამან მოს­წავ­ლეს მე­ტი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო უნ­და მის­ცეს, რა თქმა უნ­და და იმ დრო­ი­საც, რა­საც ის სწავ­ლას ახ­მარს, უფ­რო ში­ნა­არ­სი­ა­ნად და სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­მო­ყე­ნე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვა უნ­და შექ­მ­ნას კომ­პ­ლექ­სურ­მა და­ვა­ლე­ბამ.

მ.კ.: და თუ არ ქმნის ამ სა­შუ­ა­ლე­ბას, მა­შინ მშო­ბელ­მა აუცი­ლებ­ლად უკუ­კავ­ში­რი უნ­და მის­ცეს, რა­ზეც უკ­ვე ვი­სა­უბ­რეთ.

ნ.ს.: რა თქმა უნ­და, უკუ­კავ­ში­რი უნ­და მის­ცეს, მაგ­რამ მშო­ბელს ნუ წარ­მო­ვიდ­გენთ, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, და­ნერ­გ­ვის მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რის წევ­რად და არ უნ­და მოვ­თხო­ვოთ იმა­ზე მე­ტი, რაც ევა­ლე­ბა. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ის მო­კავ­ში­რეა მას­წავ­ლებ­ლის, რო­მე­ლიც იმა­ვე მიზ­ნებს ისა­ხავს და ძა­ლი­ან გულ­წ­რ­ფე­ლად აინ­ტე­რე­სებს კონ­კ­რე­ტუ­ლი ბავ­შ­ვის მიღ­წე­ვე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ ასე არ ხდე­ბა, კარ­გად მეს­მის, ეს არ არის ძა­ლი­ან ად­ვი­ლი პრო­ცე­სი და ბევ­რი ნი­უ­ან­სი, ხში­რად, გარ­კ­ვე­ულ გა­უ­გებ­რო­ბებს იწ­ვევს. თუმ­ცა, რაც დრო გა­დის, მით მეტ პრაქ­ტი­კას ვხვდე­ბით კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის და იმ მას­წავ­ლებ­ლე­ბის რიცხ­ვიც ძა­ლი­ან დი­დია უკ­ვე, რომ­ლე­ბიც თვი­თო­ნაც ექ­ს­პერ­ტულ გა­მოც­დი­ლე­ბას ქმნი­ან და აზი­ა­რე­ბენ, ამ თვალ­საზ­რი­სით. აქ მთა­ვა­რია, ძალ­თა გამ­თ­ლი­ა­ნე­ბა – სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის, მას­წავ­ლებ­ლე­ბის და რა თქმა უნ­და, მშობ­ლის, რომ­ლის რო­ლიც, კი­დევ ერ­თხელ ვთქვათ, დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბაა იმი­სა, რამ­დე­ნად არის ბავ­შ­ვი ჩარ­თუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში.

მ.კ.: ნი­კო, კი­დევ ერ­თი შე­კითხ­ვა მაქვს – კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა ნიშ­ნავს სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბას თუ შე­იძ­ლე­ბა, რომ კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე, ნა­წი­ლობ­რივ, საკ­ლა­სო ოთახ­შიც იმუ­შა­ონ მოს­წავ­ლემ და მას­წავ­ლე­ბელ­მა?

ნ.ს.: მო­დი, ასე ვთქვათ მკა­ფი­ო­ო­ბის­თ­ვის, რომ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა საკ­ლა­სო სა­მუ­შაო უფ­როა, ვიდ­რე სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა, თუ მა­ინც ამ ტერ­მი­ნებს გა­მო­ვი­ყე­ნებთ. ეს არის და­ვა­ლე­ბა, რო­მელ­ზეც მას­წავ­ლე­ბე­ლი და მოს­წავ­ლე, შე­იძ­ლე­ბა თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბიც, ჯგუ­ფუ­რად, ერ­თობ­ლი­ვად მუ­შა­ო­ბენ და ლო­მის წი­ლი ამ და­ვა­ლე­ბის, 80%, არის საკ­ლა­სო აქ­ტი­ვო­ბის. ცხა­დია, ბავ­შ­ვ­მა სახ­ლ­შიც შე­იძ­ლე­ბა იფიქ­როს რა­ღა­ცა­ზე, მა­სა­ლა მო­ი­ძი­ოს ან გა­ე­სა­უბ­როს სხვა ადა­მი­ა­ნებს, მაგ­რამ სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბას­თან ამის გა­ტო­ლე­ბა არაფ­რით არ შე­იძ­ლე­ბა. ეს არის საკ­ლა­სო სა­მუ­შაო, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა და მშობ­ლის მხრი­დან მოს­წავ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა­ზე რომ ვლა­პა­რა­კობთ, ეს ნიშ­ნავს რამ­დე­ნად გა­სა­გე­ბია მის­თ­ვის ეს პრო­ცე­სი და არც ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში იმას, რომ სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა რო­გორ შე­ას­რუ­ლეს ერ­თად კარ­გად. ეს მეტ­წი­ლად საკ­ლა­სო სა­მუ­შაოა.

მ.კ.: დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს იქ­ნე­ბა აღ­მო­ჩე­ნა ძა­ლი­ან ბევ­რი მშობ­ლის­თ­ვის.

ნ.ს.: იმე­დი მაქვს, რომ არ იქ­ნე­ბა.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები