31 იანვარი, პარასკევი, 2025

მუსიკის ენა და მედიაწიგნიერება

spot_imgspot_img

გან­სა­კუთ­რე­ბულს ვე­რა­ფერს გეტყ­ვით, გა­მოც­დი­ლე­ბას გა­გი­ზი­ა­რებთ. ვფიქ­რობ, ერთ ადა­მი­ანს მა­ინც და­ა­ფიქ­რებს… თუ გა­მო­ი­ყე­ნებთ, გა­მი­ხარ­დე­ბა.

ხში­რად ვსა­უბ­რობ ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­თან იმა­ზე, რომ ყვე­ლა სა­განს თა­ვი­სი ენა აქვს, თი­თო­ე­უ­ლი სა­გა­ნი სამ­ყა­როს ამა თუ იმ მოვ­ლე­ნას გა­მომ­სახ­ვე­ლი ხერ­ხე­ბის გზით გვიხ­ს­ნის. მუ­სი­კა მშვე­ნი­ე­რე­ბის აღ­ქ­მის, შე­უც­ნობ­ლის შეც­ნო­ბის ენაა და ში­ნა­არ­სის გად­მო­სა­ცე­მად ორი ან მე­ტი ენის ცოდ­ნას მო­ითხოვს: პირ­ვე­ლი – მუ­სი­კის ენაა თა­ვი­სი სინ­ტაქ­სუ­რი და მორ­ფო­ლო­გი­უ­რი სიღ­რ­მით, მე­ო­რე – მუ­სი­კის ენა­ზე თქმუ­ლის ვერ­ბა­ლუ­რი ახ­ს­ნა და მი­სი გან­მარ­ტე­ბე­ბია, და­ნარ­ჩე­ნი კი შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნის კონ­ტექ­ს­ტე­ბის მორ­გე­ბაა ახალ მა­სა­ლა­ზე.

სას­წავ­ლო  პრო­ცე­სის და­საწყის­ში რამ­დე­ნი­მე გაკ­ვე­თილს ენის გა­მომ­სახ­ვე­ლი ხერ­ხე­ბის ანა­ლიზს ვუთ­მობ, სხვაგ­ვა­რად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ავ­ხ­ს­ნა და გა­ვა­გე­ბი­ნო მოს­წავ­ლეს სტი­ლუ­რი თუ  ჟან­რუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი. ეგ­ზი­უ­პე­რის ცი­ტა­ტა „ენა არის გა­უ­გებ­რო­ბის წყა­რო“, მას­წავ­ლე­ბელს გა­ნაწყობს ენის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის ხა­რის­ხი­ა­ნი ცოდ­ნის­კენ და­გეგ­მოს გაკ­ვე­თი­ლე­ბი და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს მა­სა­ლა და­ა­ლა­გოს იმ­გ­ვა­რად, რაც მარ­ტი­ვად და მიზ­ნობ­რი­ვად მი­იყ­ვანს შე­დეგ­თან. მუ­სი­კის გა­მომ­სახ­ვე­ლი ენის ელე­მენ­ტე­ბი – მე­ლო­დია, ჰარ­მო­ნია, რიტ­მი, მეტ­რი, ტემ­პი, ტემ­ბ­რი, ფაქ­ტუ­რა, ფორ­მა, ჟან­რი, ბგე­რა – ცალ­კე კვლე­ვის სა­გა­ნია და ენის თი­თო­ე­უ­ლი ელე­მენ­ტი წარ­მო­ად­გენს სა­გან­თა შო­რის შე­მა­კავ­ში­რე­ბელ ხიდს. უსას­რუ­ლოდ შე­იძ­ლე­ბა ვი­სა­უბ­როთ ნა­წარ­მო­ე­ბის ემო­ცი­ურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ში­ნა­არ­ს­ზე. ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის გან­ხილ­ვა, ანა­ლი­ზი, კვლე­ვა კონ­ტექ­ს­ტებს ეფუძ­ნე­ბა, კონ­ტექ­ს­ტებს კი სტან­დარ­ტის მოთხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად ვარ­თუ­ლებთ. ამის­თ­ვის, მას­წავ­ლე­ბელს აქვს ქრეს­ტო­მა­თი­უ­ლი მა­სა­ლის და­მა­ტე­ბით შერ­ჩე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა თე­მის კი­დევ უფ­რო მე­ტად ღრმად შეს­წავ­ლი­სათ­ვის, მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

მუ­სი­კის ენის ფე­ნო­მენ­ზე სა­უბ­რით და­ვიწყე და მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბა­ში მის მო­დი­ფი­კა­ცი­ა­ზე და ინ­ტეგ­რა­ცი­ით გა­ვაგ­რ­ძე­ლებ. წელს მქონ­და ბედ­ნი­ე­რე­ბა, ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა მე­თერ­თ­მე­ტე კლა­სის­თ­ვის. ჩემ­თ­ვის მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბა მოს­წავ­ლე­ებ­თან და­ახ­ლო­ე­ბის და ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბა აღ­მოჩ­ნ­და. მო­დით, თა­ვი­დან­ვე გეტყ­ვით, რომ ეს სა­გა­ნი – მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბა – ყვე­ლა საგ­ნის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, მკა­ფი­ოდ გა­მოკ­ვე­თილ უნა­რებს მო­ითხოვს, კერ­ძოდ, მოს­წავ­ლეს არ­გუ­მენ­ტი­რე­ბის­თ­ვის, აზ­რის თა­ვი­სუფ­ლად გა­მოთ­ქ­მის­თ­ვის მე­ტი სივ­რ­ცე ეძ­ლე­ვა. რო­ცა ფილ­მის ფრაგ­მენ­ტის, მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის რე­სურ­სის, ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შის, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის, მუ­სი­კა­ლუ­რი  შე­დევ­რის ანა­ლიზს ვა­კე­თებთ, ხში­რად ვი­ყე­ნებთ ხოლ­მე მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონს კლას­ში, ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე სრუ­ლად წვდო­მის­თ­ვის. ტარ­გე­ტუ­ლად მორ­გე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის დახ­მა­რე­ბით მოს­წავ­ლე­ე­ბი მარ­ტი­ვად პო­უ­ლო­ბენ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის სა­ინ­ტე­რე­სო გზებს, რო­მე­ლიც პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბის თე­მად  შეგ­ვიძ­ლია ავირ­ჩი­ოთ. გაკ­ვე­თი­ლი, რო­მე­ლიც ზოგ­ჯერ სპონ­ტა­ნუ­რად წა­რი­მარ­თე­ბა, შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს პრო­ექ­ტის იდე­ის სა­წინ­და­რი. ასე გა­მო­იკ­ვე­თა სწო­რედ პრო­ექ­ტის­თ­ვის ახა­ლი თე­მა: „ინ­ფორ­მა­ცი­ის ენა – ვინ დას­ვა პირ­ვე­ლი კითხ­ვა?“

მე­თერ­თ­მე­ტე კლას­ში თა­ვი­სუფ­ლად შე­მეძ­ლო მე­სა­უბ­რა სა­ხის­მეტყ­ვე­ლე­ბის რა­ო­ბა­სა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე ლი­ტე­რა­ტუ­რა­სა და ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, ხში­რად ვაც­ნობ­დი მოს­წავ­ლე­ებს რე­ვაზ სი­რა­ძის „სა­ხის­მეტყ­ვე­ლე­ბი­დან“ მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო და კონ­ტექ­ს­ტუ­რად სა­ჭი­რო სა­კითხებს, მით უმე­ტეს, რომ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მა­თი სა­ბა­ზი­სო ცოდ­ნა მაძ­ლევ­და, გავ­ლი­ლი ჰქონ­დათ ჰა­გი­ოგ­რა­ფია, რო­მელ­საც თა­ვი­სუფ­ლად ვა­კავ­ში­რებ­დი ტექ­ს­ტე­ბის და­შიფ­ვრას­თან, სიმ­ბო­ლო­ე­ბის, მე­ტა­ფო­რე­ბის გა­აზ­რე­ბას­თან. „სა­ხის­მეტყ­ვე­ლე­ბა­ში“ მოთხ­რო­ბი­ლია, რომ ქარ­თუ­ლი ეს­თე­ტი­კის, მუ­სი­კი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­თა­ვე­ებ­ში უნ­და ვე­ძე­ბოთ სწო­რედ ის გზა, რო­მე­ლიც ინ­ფორ­მა­ცი­ას ცოდ­ნად გა­და­აქ­ცევს. მა­გა­ლი­თი­სათ­ვის მო­ვიყ­ვან  რამ­დე­ნი­მე სა­კითხს: ქარ­თუ­ლი ჩუ­ქურ­თ­მა და მზე, მოძღ­ვ­რე­ბა ადა­მი­ან­ზე, სა­გა­ლო­ბე­ლი, ფრეს­კა, ტა­ძა­რი. გაკ­ვე­თილ­ზე ხში­რად ვი­ყე­ნებ პოს­ტ­მო­დერ­ნიზ­მის გა­მომ­სახ­ველ ენას, ძა­ლი­ან ნი­შან­დობ­ლი­ვია ჯე­მალ ქარ­ჩხა­ძის წე­რის სტი­ლუ­რი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, აკა მორ­ჩი­ლა­ძის „ობო­ლე­დან“ თხრო­ბის ჰი­პერ­რე­ა­ლის­ტუ­რი შეგ­რ­ძ­ნე­ბა. ვე­რაფ­რით ვუ­ღა­ლა­ტებ­დი ნი­დერ­ლან­დურ რე­ნე­სანსს და ხში­რად ვშიფ­რავ­დით ჰი­ე­რო­ნი­მუს ბოს­ხის ტი­ლო­ებს: „თი­ვის გა­და­ტა­ნა“, ტონ­დო „კა­ცობ­რი­ო­ბის შვი­დი მო­მაკ­ვ­დი­ნე­ბე­ლი ცოდ­ვა“, პი­ტერ ბრე­ი­გე­ლის „ნი­დერ­ლან­დუ­რი ან­და­ზე­ბი“, ეს ხომ „წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბაა“ სამ­ყა­როს საზ­რის­ზე, ადა­მი­ა­ნის როლ­ზე წუ­თი­სო­ფელ­ში. ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის რო­ლი უაღ­რე­სად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ფუნ­ქ­ცი­უ­რი  აღ­მოჩ­ნ­და ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის, მა­სა­ლე­ბის მო­ძი­ე­ბა­სა და გე­ნე­რი­რე­ბა­ში. მოს­წავ­ლე­ე­ბი  მუ­შა­ობ­დ­ნენ რამ­დე­ნი­მე AI პლატ­ფორ­მა­ზე: Chatgpt.com, Gemini.google.com.app, claude.ai.new, copilot.microsoft.com,  app.leonardo.ai.

დე­კო­დი­რე­ბა, რო­გორც ინ­ფორ­მა­ცი­ის ფილ­ტ­რა­ცი­ი­სა და ცოდ­ნად გა­დაქ­ცე­ვის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი, მოს­წავ­ლე­ებ­მა არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი ესე­ე­ბის, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ჩა­ნა­ხა­ტე­ბი­სა და პოპ-არ­ტის ნი­მუ­შებ­ში ბუ­ლინ­გი­სა და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის კვლე­ვის ხერ­ხად გა­მო­ი­ყე­ნეს, სა­ინ­ტე­რე­სო შე­ფა­სე­ბე­ბი და დის­კუ­სი­ე­ბი გა­ი­მარ­თა ფილ­მის – „კლა­სის წინ“ ირ­გ­ვ­ლივ.

https://www.youtube.com/watch?v=g6lrGodGMCQ

ჩვენ ყვე­ლა ერ­თად ვი­დე­ქით ტუ­რე­ტის (ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც ხა­სი­ათ­დე­ბა მო­ტო­რულ-ვო­კა­ლუ­რი ტი­კე­ბით) პრობ­ლე­მის წი­ნა­შე და ფილ­მის შემ­დეგ ვი­აზ­რებ­დით მარ­ტოდ დარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბას სო­ცი­უმ­ში, ვი­პო­ვეთ კი­დეც ტუ­რე­ტის სინ­დ­რო­მის მქო­ნე ბავ­შ­ვის/ადა­მი­ა­ნის დახ­მა­რე­ბის გზე­ბი, ეს გზა ადა­მი­ა­ნო­ბის გა­დარ­ჩე­ნი­სა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის გზაა, ჩვენ ყვე­ლას გვაქვს უფ­ლე­ბა სამ­ყა­რო­ში ვა­კე­თოთ ის, რი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და უნა­რე­ბი გაგ­ვაჩ­ნია. ტუ­რე­ტის სინ­დ­რომ­ზე მი­ცე­მულ და­ვა­ლე­ბა­ში, მოს­წავ­ლე­ებ­მა თარ­გ­მ­ნეს და ღია გაკ­ვე­თილ­ზე წა­რად­გი­ნეს ანა­ლი­ტი­კუ­რი ესე, თუ რა მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი აქვს ამ სინ­დ­რომს, რო­გორ  შე­უძ­ლია ადა­მი­ა­ნურ­მა ფაქ­ტორ­მა შე­ა­სუს­ტოს სინ­დ­რო­მის სიხ­ში­რე და სირ­თუ­ლე, რო­გორ შეგ­ვიძ­ლია ვაქ­ცი­ოთ სინ­დ­რო­მის მქო­ნე ბავ­შ­ვი სო­ცი­უ­მის ნამ­დ­ვილ წევ­რად. შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლობ­ლო­ბა რომ არ არ­სე­ბობს, ამა­ზეც ბევ­რია ნათ­ქ­ვა­მი მუ­სი­კის ის­ტო­რი­ა­ში. 13 წლის ლუ­სის შეს­რუ­ლე­ბულ­მა ფრე­დე­რიკ შო­პე­ნის ნოქ­ტურ­ნ­მა ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლებ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ხი­ლუ­ლად და­ა­ნა­ხა. ლუ­სიმ  თა­ვი­სი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­როს ილუს­ტ­რა­ცი­ის­თ­ვის, სევ­დის გად­მო­სა­ცე­მად  შო­პე­ნის ნოქ­ტურ­ნი op.9, N1 b-moll, აირ­ჩია და დღე­ვან­დე­ლო­ბის  ერთ-ერ­თი  დი­დი ვირ­ტუ­ო­ზი ლანგ ლან­გიც კი გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და­ტო­ვა.

https://www.youtube.com/watch?v=7XCBStyK6kI

ეს წე­რი­ლი მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­დან წა­მო­ვი­ღე, მინ­დო­და ყვე­ლას­თ­ვის გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა  მი­სი პა­თო­სი.

ძვირ­ფა­სო მას­წავ­ლე­ბე­ლო!

მე ცოცხა­ლი გა­და­ვურ­ჩი სა­კონ­ცენ­ტ­რა­ციო ბა­ნაკს და ჩემ­მა თვა­ლებ­მა იხი­ლა ის, რაც არ უნ­და ნა­ხოს არც ერ­თ­მა ადა­მი­ან­მა:

რო­გორ აშე­ნე­ბენ სწავ­ლუ­ლი ინ­ჟინ­რე­ბი გა­ზის კა­მე­რებს;

რო­გორ წამ­ლა­ვენ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექი­მე­ბი ბავ­შ­ვებს;

რო­გორ კლა­ვენ სწავ­ლა­დამ­თავ­რე­ბუ­ლი მედ­დე­ბი ჩვილ ბავ­შ­ვებს;

რო­გორ ეს­ვ­რი­ან და წვა­ვენ ბავ­შ­ვებ­სა და ქა­ლებს უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი.

ამი­ტო­მაც, მე არ ვენ­დო­ბი გა­ნათ­ლე­ბას!

მე გთხოვთ, და­ეხ­მა­რეთ მოს­წავ­ლე­ებს, გახ­დ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი. თქვენ­მა ძა­ლის­ხ­მე­ვამ არ უნ­და მიგ­ვიყ­ვა­ნოს სწავ­ლუ­ლი მონ­ს­ტ­რე­ბის, ნა­მე­ცა­დი­ნა­რი ფსი­ქო­პა­თე­ბის, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი აიხ­მა­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბამ­დე. კითხ­ვა, წე­რა, არით­მე­ტი­კა მხო­ლოდ მა­შინ არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რო­ცა ეხ­მა­რე­ბა ჩვენს შვი­ლებს, გახ­დ­ნენ უფ­რო ა დ ა მ ი ა ნ უ რ ე ბ ი!

სა­კონ­ცენ­ტ­რა­ციო ბა­ნაკ­ში გა­დარ­ჩე­ნი­ლი სკო­ლის ერთ-ერთი დი­რექ­ტო­რის წე­რი­ლი სამ­სა­ხურ­ში აყ­ვა­ნი­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სად­მი.

სა­ო­ცა­რია… ყვე­ლა ენის და­უფ­ლე­ბა შეგ­ვიძ­ლია ადა­მი­ა­ნებს, მუ­სი­კის ენის მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბა­ში შეღ­წე­ვამ და ამ ორი საგ­ნის ენა­თა სის­ტე­მე­ბის სინ­თეზ­მა და­მა­ნა­ხა, რომ სწავ­ლის პრო­ცე­სი უსას­რუ­ლოა, ძი­ე­ბის და კვლე­ვის გზა ენის სიმ­ბო­ლო­ე­ბის ამოხ­ს­ნის გა­რე­შე — შე­უძ­ლე­ბე­ლი, სამ­ყა­როს უდი­დეს ქსო­ვილ­ში კი ჩვე­ნე­ულ ორ­ნა­მენტს ვაქ­სოვთ დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით, სიყ­ვა­რუ­ლით და  სი­კე­თით. ჯონ დიუი ამ­ბობს, გა­ნათ­ლე­ბა თა­ვად  ცხოვ­რე­ბააო. რა­ხან ასეა, ვის­წავ­ლოთ, რა­თა ვიცხოვ­როთ!

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

√  რ. სი­რა­ძე „სა­ხის­მეტყ­ვე­ლე­ბა“, ნა­კა­დუ­ლი, 1982;

√  ნ. ინ­გო­როყ­ვა, მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის გაკ­ვე­თი­ლე­ბი, თბი­ლი­სი, 2023;

√  სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის. რო­გორ აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ და ვებ­რ­ძო­ლოთ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას. რე­დაქ­ტი­რე­ბუ­ლია:

28-01-2021;

√  https://mediasmarts.ca/digital-media-literacy/general-information/%C2%ADdigital%C2%AD-media-literacy-fundamentals

ინგა ბარამიძე – თბი­ლი­სის №115 და №133 სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის მუ­სი­კის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, მუ­სი­კის­მ­ცოდ­ნე

spot_img

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები