19 აპრილი, შაბათი, 2025

მსრო­ლელ­თა სა­დე­ბი­უ­ტო ტრი­უმ­ფი

spot_imgspot_img

ირაკ­ლი თა­ვა­ძე

 

ამ დღე­ებ­ში ტა­ლინ­ში დამ­თავ­რ­და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი 16 და 18-წლამ­დელ ტყვი­ის მსრო­ლელ­თა შო­რის, 10-მეტ­რი­ან დის­ტან­ცი­ა­ზე პნევ­მა­ტუ­რი პის­ტო­ლე­ტი­დან სრო­ლა­ში. ტურ­ნირ­ში დი­დი წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ვი­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს 16-წლამ­დელ­თა ნაკ­რე­ბი, რო­მელ­მაც უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა, 4-დან 4-ივე, დის­ტან­ცი­ა­ში მე­და­ლი მო­ი­პო­ვა, ანუ 4 ჯილ­დო­თი და­ამ­თავ­რა გა­მოს­ვ­ლა: თი­თო ოქ­რო-ვერ­ცხ­ლი და 2 ბრინ­ჯაო. წარ­მა­ტე­ბა, ძი­რი­თა­დად, ბი­ჭე­ბის ნაკ­რებ­ზე მო­დის, თუმ­ცა ერთ დის­ციპ­ლი­ნა­ში – მიქ­ს­ში გო­გო­ნაც გა­მო­დი­ო­და.

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი, ჭა­ბუკ­თა ორი­ვე ასაკ­ში, პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­და. აქამ­დე ამ ასაკს არც მსოფ­ლი­ოს ფე­დე­რა­ცია აღი­ა­რებ­და, არც ევ­რო­პის კონ­ფე­დე­რა­ცია და არც ერ­თი რე­გი­ო­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცია, წლე­ულს კი ევ­რო­პულ­მა კონ­ფე­დე­რა­ცი­ამ გა­დაწყ­ვი­ტა მი­სი გა­მარ­თ­ვა. ცხა­დია, სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ას­თან შე­თან­ხ­მე­ბით – რე­გი­ო­ნულ კონ­ფე­დე­რა­ცი­ებს კი აქვთ მსგავ­სი ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა, თუმ­ცა ამ­ჯე­რად სა­ერ­თა­შო­რი­სოც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო, რამ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და ამ ასაკ­ში ასე­თი რან­გის შე­ჯიბ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და გა­მოდ­გე­ბო­და თუ არა მსგავ­სი მო­დე­ლი მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის გა­სა­მარ­თა­ვად. ვერ გეტყ­ვით, რა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დარ­ჩათ მათ, შო­რი­დან რაც ჩან­და, ტურ­ნი­რი გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლად უნ­და მი­ვიჩ­ნი­ოთ და არ გა­მოვ­რიცხავთ, ამ ასაკ­ში, მა­ლე, მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბიც ვი­ხი­ლოთ.

რა­კი ევ­რო­პულ კონ­ფე­დე­რა­ცი­ებს გარ­კ­ვე­უ­ლი ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბის ნე­ბა აქვთ, აქაც შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზეს რა­ღაც სი­ახ­ლე­ე­ბი წე­სებ­ში, თუმ­ცა ეს მხო­ლოდ სა­ხელ­წო­დე­ბებს შე­ე­ხე­ბო­და, სხვა მხრივ კი ყვე­ლა­ფე­რი ნაც­ნო­ბი ფორ­მა­ტით ჩა­ტარ­და. სხვა საქ­მეა, რომ ეს ფორ­მა­ტე­ბი ხში­რად ენაც­ვ­ლე­ბა ხოლ­მე ერ­თ­მა­ნეთს, თუმ­ცა ტა­ლინ­ში სი­ახ­ლე მხო­ლოდ სა­ხელ­წო­დე­ბებ­ში იყო. ასე მა­გა­ლი­თად, პირ­ველ ორ დღეს გა­მარ­თუ­ლი შე­ჯიბ­რე­ბე­ბი, თა­ვი­სი ფორ­მა­ტით, ზუს­ტად იმე­ო­რებ­და პი­რად პირ­ვე­ლო­ბას, თუმ­ცა პირ­ველ დღეს გა­მარ­თულს სო­ლო ტურ­ნი­რი ეწო­დე­ბო­და, მე­ო­რე დღი­სას – ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი; „დუ­ე­ტე­ბი“ იგი­ვე შე­რე­ულ წყვილ­თა შე­ჯიბ­რე­ბა, ანუ მიქ­სია – გუნ­დ­ში ორი­ვე­გან 2 მო­ნა­წი­ლეა, თი­თო გო­გო და ბი­ჭი; „ტრი­ოც“ იგი­ვე „ტრიო გუნ­დუ­რია“, რად­გან გუნ­დ­ში აქაც 3 მსრო­ლე­ლი შე­დის.

ტა­ლინ­ში სულ 5 მო­ნა­წი­ლე გვყავ­და: 4 – 16-იანებ­ში და 1 – 18-წლამ­დე­ლებ­ში. 16-იანებ­ში, გო­გო­ნებ­ში, გა­მო­დი­ო­და რუს­თა­ვე­ლი ელე­ნე წიკ­ლა­უ­რი, ბი­ჭებ­ში კი თბი­ლი­სე­ლი სან­დ­რო ხო­სი­ტაშ­ვი­ლი და ქუ­თა­ი­სე­ლე­ბი – რე­ვაზ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი და ლუ­კა კო­ბა­ხი­ძე ას­პა­რე­ზობ­დ­ნენ. 18-წლამ­დე­ლებ­ში მხო­ლოდ გო­გო­ნებ­ში გვყავ­და ერ­თი მო­ნა­წი­ლე – თბი­ლი­სე­ლი ლი­ზი აღ­ნი­აშ­ვი­ლი.

ჩვე­ნე­ბის ყვე­ლა მე­და­ლი 16-წლამ­დე­ლებ­ზე მო­დის. აქ ყვე­ლა­ზე დი­დი წარ­მა­ტე­ბა ბი­ჭებს შო­რის გუნ­დურ ტურ­ნირ­ში მო­ვი­პო­ვეთ – ჩემ­პი­ო­ნა­ტის ბო­ლო დღეს, რო­ცა ყუ­ლა­ბა­ში 3 მე­და­ლი გვქონ­და, თუმ­ცა ოქ­როს გა­რე­შე ვრჩე­ბო­დით, ჩემ­პი­ო­ნე­ბი გახ­დ­ნენ და ნა­ნატ­რი ოქ­რო­თიც გაგ­ვა­ხა­რეს. ჩვე­ნე­ბის გა­მოს­ვ­ლა იმ­დე­ნად გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­მოდ­გა, რომ გუნ­დ­თან სა­მახ­სოვ­რო ფო­ტო სრო­ლის ევ­რო­პის კონ­ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტ­მა, ალექ­სანდრ რატ­ნერ­მაც გა­და­ი­ღო, რაც სხვა გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლებ­თან არ გა­უ­კე­თე­ბია.

სანდრო ხოსიტაშვილი

ევ­რო­პირ­ვე­ლო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოდ­გა ხო­სი­ტაშ­ვი­ლის­თ­ვის, რო­მელ­მაც 4-ივე მე­დალ­ში შე­ი­ტა­ნა წვლი­ლი და თა­ნაც – გა­მორ­ჩე­უ­ლი: პირ­ვე­ლი­ვე დღეს, სო­ლო ტურ­ნირ­ში, საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პი 28 ქუ­ლით მო­ი­გო და ევ­რო­პის რე­კორ­დიც და­ამ­ყა­რა – ვი­ნა­ი­დან ევ­რო­პირ­ვე­ლო­ბა პირ­ვე­ლად ტარ­დე­ბო­და, ყვე­ლა გა­მარ­ჯ­ვე­ბა ავ­ტო­მა­ტუ­რად იყო ევ­რო­რე­კორ­დი. მან ფი­ნალ­შიც კარ­გად იბ­რ­ძო­ლა, უნ­გ­რელ ზოლ­ტან კისს გვა­რი­ა­ნი ჩა­მორ­ჩე­ნაც ამო­უ­ქა­ჩა და ან­გა­რი­ში 10:10 გა­ხა­და, ბო­ლოს­კენ ცო­ტა ნერ­ვებ­მა უმ­ტყუ­ნა და 11:12 და­მარ­ცხ­და; მე­ო­რე დღეს, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ­ში, მე­და­ლი ვერ მო­ი­პო­ვა, თუმ­ცა ის და ლი­ლუ­აშ­ვი­ლი ფი­ნალ­ში გა­ვიდ­ნენ. სა­მა­გი­ე­როდ, პი­რა­დის შე­დე­გე­ბით და­ჯამ­და გუნ­დუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი, სა­დაც ჩვენს გუნდს მე­სა­მე შე­დე­გი აღ­მო­აჩ­ნ­და და ბრინ­ჯა­ოც მო­ი­პო­ვეს; მე­სა­მე დღეს ხო­სი­ტაშ­ვილ­მა კი­დევ ერ­თი ბრინ­ჯაო, უკ­ვე დუ­ე­ტებ­ში, მოგ­ვი­ტა­ნა, სა­დაც წიკ­ლა­ურ­თან ერ­თად გა­მო­ვი­და. თან, საკ­ვა­ლი­ფი­კა­ცი­ო­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი ჰქონ­და – 3 სე­რი­ი­დან 2-ში 100-ქუ­ლი­ან ზო­ნა­ში შე­ვი­და (მის გარ­და, 34 მო­ნა­წი­ლი­დან, კი­დევ 5-მა შეძ­ლო ამ ზღვარ­ზე გა­და­ბი­ჯე­ბა, თუმ­ცა ყვე­ლამ – მხო­ლოდ თი­თო­ჯერ) და თან შე­სარ­ჩე­ვი მო­ი­გო. ამას მოჰ­ყ­ვა გა­მარ­ჯ­ვე­ბა და ოქ­როს მე­და­ლი გუნ­დურ­ში. ხო­სი­ტაშ­ვი­ლის ეს გა­მოს­ვ­ლა მა­რი­ამ ფრო­დი­აშ­ვი­ლის შარ­შან­დელ ევ­რო­პირ­ვე­ლო­ბა­ზე ტრი­უმფს ჰგავს, რო­ცა მა­ნაც 4 მე­და­ლი მო­ი­პო­ვა, თუმ­ცა თე­ლა­ვე­ლი ტყუ­პის­ცა­ლის გა­მოს­ვ­ლა უფ­რო ტრი­უმ­ფა­ლუ­რი იყო – 3 ოქ­რო და 1 ვერ­ცხ­ლი.

2-2 ჯილ­დო – თი­თო ოქ­რო და ბრინ­ჯაო ირ­გუ­ნეს კო­ბა­ხი­ძემ და ლი­ლუ­აშ­ვილ­მა, წიკ­ლა­ურ­მა კი 1 ბრინ­ჯაო მო­ი­პო­ვა. უმედ­ლოდ მხო­ლოდ 18-იანებ­ში მო­ას­პა­რე­ზე აღ­ნი­აშ­ვი­ლი დაგ­ვირ­ჩა, თუმ­ცა მთლად ხელ­ცა­რი­ე­ლი არც ის დარ­ჩე­ნი­ლა – ევ­რო­პის ზაფხუ­ლის ახალ­გაზ­რ­დულ ოლიმ­პი­ურ ფეს­ტი­ვალ­ში გა­მოს­ვ­ლის უფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვა. სამ­წუ­ხა­როდ, ამ ფეს­ტი­ვალ­ში მოხ­ვედ­რა, ასა­კობ­რი­ვი ცენ­ზის გა­მო, ჩვენ­მა სხვა მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ვერ შეძ­ლეს – 2007-2008 წლებ­ში და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, ესე­ნი კი 2009 და შემ­დ­გომ წლი­ა­ნე­ბი არი­ან.

წლე­ვან­დე­ლი სე­ზო­ნი ქარ­თუ­ლი ტყვი­ის სრო­ლის­თ­ვის ერ­თ­გ­ვა­რად სა­ე­ტა­პოა, რად­გან ლე­გენ­და­რუ­ლი ნი­ნო სა­ლუქ­ვა­ძის გა­რე­შე უწევთ ას­პა­რე­ზო­ბა, თუმ­ცა რაც შარ­შან 20-წლამ­დე­ლებ­მა, ახ­ლა კი ამ პა­ტა­რებ­მა დაგ­ვა­ნახ­ვეს, თა­ო­ბა­თა ცვლა უმ­ტ­კივ­ნე­უ­ლოდ მი­დის და „ნა­თე­ლი მო­მავ­ლი­სა“ უნ­და გვე­ი­მე­დე­ბო­დეს. სა­ლუქ­ვა­ძე ახ­ლაც მათ­თან ერ­თად არის, მაგ­რამ უკ­ვე – მწვრთნე­ლის რან­გ­ში (თუმ­ცა ტა­ლინ­ში არ ყო­ფი­ლა, გუნ­დი ვაჟ­თა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რ­მა, ლე­ვან ქა­და­გი­ძემ წა­იყ­ვა­ნა. მის­თ­ვის ეს მწვრთნე­ლის რან­გ­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ო­ბის დე­ბი­უ­ტი იყო). თბი­ლი­სე­ლი მსრო­ლე­ლე­ბი ყვე­ლა­ნი მი­სი კლუ­ბის წევ­რე­ბი არი­ან, ასე­ვე წიკ­ლა­უ­რიც, რო­მე­ლიც რუს­თა­ვი­დან და­დის თბი­ლის­ში სა­ვარ­ჯი­შოდ. სა­ლუქ­ვა­ძე ამ­ბობს, რომ ის ლოს ან­ჟე­ლე­სის ოლიმ­პი­ა­და­ზეც იქ­ნე­ბა, ოღონდ მწვრთნე­ლის რან­გ­ში, ამით კი იმას მიგ­ვა­ნიშ­ნებს, რომ ჩვე­ნე­ბი ლი­ცენ­ზი­ას მო­ი­პო­ვე­ბენ.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ტა­ლინ­ში ნა­ას­პა­რე­ზე­ბი ბი­ჭე­ბის ამ სა­მე­ულ­მა მო­ი­გო შარ­შან შე­მოდ­გო­მა­ზე, თბი­ლის­ში, სა­ლუქ­ვა­ძის ტირ­ში გა­მარ­თუ­ლი ჭა­ბუკ­თა ყვე­ლა შე­ჯიბ­რე­ბა. ამ ტრი­ოს მო­ნო­ლი­თუ­რო­ბა ვე­რა­ვინ და­არ­ღ­ვია, ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რ­დე­ბის ყო­ლის მი­უ­ხე­და­ვად. თან, ჩემ­პი­ო­ნი ყო­ველ­თ­ვის ხო­სი­ტაშ­ვი­ლი ხდე­ბო­და. გო­გო­ნებ­შიც ასე იყო იმა­ვე პე­რი­ო­დის შე­ჯიბ­რე­ბებ­ში – პირ­ველ-მე­ო­რე ად­გი­ლებს წიკ­ლა­უ­რი და აღ­ნი­აშ­ვი­ლი ინა­წი­ლებ­დ­ნენ.

ამ ასა­კის მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის ტურ­ნი­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა სა­ლუქ­ვა­ძის იდეა იყო და ამას „დამ­წყებ­თა ტურ­ნი­რებს“ უწო­დებ­დ­ნენ, რად­გან მო­ნა­წი­ლე­თა უმე­ტე­სო­ბას ვარ­ჯი­ში ახა­ლი დაწყე­ბუ­ლი აქვს. ამ ასაკ­ში არც სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ჯიბ­რე­ბე­ბი იმარ­თე­ბა, თუმ­ცა სა­ლუქ­ვა­ძე, რამ­დე­ნი­მე წე­ლია, მა­ინც ატა­რებს. მა­შინ ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ზე ფიქ­რიც არ იყო, მაგ­რამ გა­მოც­დი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად მა­ინც უმარ­თავ­და ტურ­ნი­რებს. ინ­ტუ­ი­ცი­ამ არც უმ­ტყუ­ნა – ახ­ლა, რო­ცა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი რე­ა­ლო­ბად იქ­ცა, მომ­ზა­დე­ბუ­ლი კად­რე­ბი ჰყავ­და. მარ­თა­ლია, მათ აკ­ლ­დათ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა, რაც ძა­ლი­ან დი­დი სკო­ლაა ნე­ბის­მი­ე­რი დამ­წყე­ბის­თ­ვის, თუმ­ცა პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი მა­ინც გა­დად­გ­მუ­ლი ჰქონ­დათ. სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა კი ახ­ლაც აკ­ლ­დათ, გან­სა­კუთ­რე­ბით – აღ­ნი­აშ­ვილს, კო­ბა­ხი­ძეს და ლი­ლუ­აშ­ვილს, რომ­ლე­ბიც პირ­ვე­ლად გა­ვიდ­ნენ უცხო­ეთ­ში ტურ­ნირ­ზე, წიკ­ლა­უ­რი და ხო­სი­ტაშ­ვი­ლი კი, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის წინ, სლო­ვე­ნი­ის „გრანდ პრიზ­ზე“ და მი­უნ­ხე­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირ­ზე გა­მო­ვიდ­ნენ.

არა­და, ეს წარ­მა­ტე­ბა სულ 4-მა ტირ­მა მო­ი­ტა­ნა: 2 – თბი­ლის­ში და თი­თო-თი­თო – თე­ლავ­სა და ქუ­თა­ის­ში. ქვე­ყა­ნა­ში მე­ტი სა­ვარ­ჯი­შო ტი­რი არ არ­სე­ბობს და მა­ინც ამ­ხე­ლა შე­დე­გია ახალ­გაზ­რ­დებ­შიც და აგერ, უკ­ვე ჭა­ბუ­კებ­შიც. ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რა იქ­ნე­ბა, 8-10 ტი­რი მა­ინც რომ გვქონ­დეს, აღა­რა­ფერს ვამ­ბობ, ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი­ვით გა­დავ­სე­ბუ­ლი რომ ვი­ყოთ სას­რო­ლე­თე­ბით, სა­დაც არა­თუ დიდ ქა­ლა­ქებ­ში, სოფ­ლებ­შიც კი აქვთ ტი­რე­ბი. 10-იოდ წლის წინ თე­ლა­ვის ტი­რი შეგ­ვე­მა­ტა და ამან იმ­ხე­ლა საქ­მე გაგ­ვი­კე­თა – ეროვ­ნულ ნაკ­რებს უკ­ვე აღარ სჭირ­დე­ბა შეკ­რე­ბებ­ზე უცხო­ეთ­ში წას­ვ­ლა; ეს დიდ­ძალ ფულ­საც ხომ გვი­ზო­გავს და თე­ლავ­ში თუ, ზო­გა­დად, კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ცაა და უმ­თავ­რე­სი – ახალ­გაზ­რ­დულ­მა ნაკ­რებ­მა იქი­დან უკ­ვე მი­ი­ღო უძ­ლი­ე­რე­სი შევ­სე­ბა, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­ლე ეროვ­ნულ ნაკ­რებ­საც შე­ავ­სე­ბენ, თუმ­ცა ნა­წი­ლობ­რივ დღე­საც იცა­ვენ მის ღირ­სე­ბას. და­სა­ნა­ნია, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­ნარ­ჩენ რე­გი­ო­ნებ­ში არაა სა­ვარ­ჯი­შო პი­რო­ბე­ბი. არა­და, ბუ­ნებ­რი­ვი პი­რო­ბე­ბი ზამ­თარ­ში გა­რეთ ვარ­ჯი­შის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც კი გვაძ­ლევს, ჩვენ კი სა­ერ­თოდ არა გვაქვს ღია სას­რო­ლე­თი. იმ ოთხი ტი­რი­და­ნაც არც ერ­თ­ში არაა ფი­ნალ-ბოქ­სი, ანუ ფი­ნა­ლუ­რი სე­რი­ის­თ­ვის სა­ჭი­რო სას­რო­ლე­თი. წე­სით, ეს ღია მო­ე­დან­ზე უნ­და იმარ­თე­ბო­დეს ან რო­გორც უცხო­ეთ­ში აქვთ შე­ნო­ბე­ბი ნა­ხევ­რად ღია ტი­პის არე­ნე­ბად მოწყო­ბი­ლი; თან, ელექ­ტ­რო­ფა­რე­ბი უნ­და იყოს, ჩვენ­თან კი ამის სა­შუ­ა­ლე­ბა და­ხუ­რულ ტი­რებ­შიც არ გვაქვს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ნი­ნო სა­ლუქ­ვა­ძე გი­ნე­სის რე­კორ­დე­ბის წიგ­ნ­მა ორ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში აღი­ა­რა რე­კორ­დ­ს­მე­ნად – ქა­ლი, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ზე მეტ ოლიმ­პი­ა­და­ზე იას­პა­რე­ზა და სპორ­ტ­ს­მე­ნი, რო­მელ­მაც ზე­დი­ზედ 10 ოლიმ­პი­ა­და­ზე იას­პა­რე­ზა (10-გზის ოლიმ­პი­ე­ლი კა­ნა­დე­ლი ცხე­ნო­სა­ნი იან მი­ლა­რი­ცაა, თუმ­ცა მას წყვე­ტაც ჰქონ­და – მოს­კო­ვის ოლიმ­პი­ა­და­ზე არ გა­მო­სუ­ლა იმ ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ცი­დენ­ტის გა­მო, რო­ცა და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა უარი თქვა მოს­კოვ­ში ჩას­ვ­ლა­ზე, კა­ნა­და მათ რიცხ­ვ­ში იყო). ზე­მო­ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი პრობ­ლე­მე­ბის ფონ­ზე, უპ­რი­ა­ნი მგო­ნია, გი­ნე­სის კო­მი­ტეტს ჩვენ­ვე მივ­მარ­თოთ და ან მთლი­ა­ნად სა­ქარ­თ­ვე­ლო წარ­ვად­გი­ნოთ, რო­გორც ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბა­ში 1 თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტის ბა­ზა არ აქვს და მა­ინც ასეთ შე­დე­გებს აღ­წევს ან სა­ლუქ­ვა­ძე წარ­ვად­გი­ნოთ მე­სა­მე ნო­მი­ნა­ცი­ა­ზე – სპორ­ტ­ს­მე­ნი, რო­მელ­საც ხე­ი­რი­ა­ნი ბა­ზა არა აქვს და მა­ინც რე­კორ­დებს ამ­ყა­რებს. დღეს კი­დევ რა უჭირს პი­რო­ბებს, იყო დრო, რო­ცა სარ­დაფ­ში მოწყო­ბილ ტირ­ში ვარ­ჯი­შობ­და, მარ­ტოდ­მარ­ტო, რად­გან სხვა არა­ვინ ვარ­ჯი­შობ­და, უცხო­ურ შე­ჯიბ­რე­ბებ­ზეც, უმე­ტე­სად, მარ­ტოდ­მარ­ტო და­დი­ო­და, მწვრთნე­ლიც კი ვერ დაჰ­ყ­ვე­ბო­და… ერ­თხელ, რო­მე­ლი­ღაც ტურ­ნირ­ზე, ხმა­უ­რი კა­სე­ტა­ზე ჩა­ი­წე­რა და მე­რე ტირ­ში იმ ფონ­ზე ვარ­ჯი­შობ­და, რა­თა სა­შე­ჯიბ­რო ატ­მოს­ფე­რო შე­ეგ­რ­ძ­ნო, თო­რემ ამ სა­მა­რი­სე­ბუ­რი სი­ჩუ­მის შემ­დეგ, რა­საც მხო­ლოდ მი­სი გას­რო­ლე­ბი არ­ღ­ვევ­და, უცხო­ეთ­ში ტურ­ნი­რებ­ზე იმ ხმა­ურ­თან შე­გუ­ე­ბა უჭირ­და…

თუმ­ცა, ვიდ­რე ამ ოც­ნე­ბას რე­ა­ლო­ბად ვაქ­ცევთ, წინ კი­დევ ერ­თი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი გვე­ლო­დე­ბა. ამ­ჯე­რად – 20-წლამ­დე­ლებ­სა და უფ­რო­სებ­ში, რო­მელ­საც, 1-14 მარტს, ხორ­ვა­ტია უმას­პინ­ძ­ლებს. თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ჩვე­ნი ახალ­გაზ­რ­დე­ბი იქაც გა­მო­ი­ჩე­ნენ თავს, ანუ მო­რიგ მას­შ­ტა­ბურ წარ­მა­ტე­ბებს ვე­ლო­დე­ბით.

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

ამას რა ეშ­ვე­ლე­ბა?

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება