18 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

მოს­წავ­ლის სო­ცი­ო­ე­მო­ცი­უ­რი უნა­რე­ბის შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი

spot_img
ქეთევან ქიტესაშვილი
სსიპ გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. სარ­თი­ჭა­ლის №1 და სოფ. მუ­ღან­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის მა­თე­მა­ტი­კი­სა და დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლის წი­ნა­შე მდგარ პრი­ო­რი­ტე­ტულ ამო­ცა­ნებს შო­რის, გან­სა­კუთ­რე­ბით მზარ­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა მოს­წავ­ლის სო­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბა, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი საყ­რ­დე­ნი. კვლე­ვე­ბით დას­ტურ­დე­ბა, რომ მოს­წავ­ლის სო­ცი­ო­ე­მო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას გა­დამ­წყ­ვე­ტი გავ­ლე­ნა აქვს მის აკა­დე­მი­ურ მიღ­წე­ვებ­ზე, რაც სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის მთა­ვარ საზ­რუ­ნავს წარ­მო­ად­გენს.

ტერ­მი­ნი სო­ცი­ო­ე­მო­ცი­უ­რი სწავ­ლა მო­ი­ცავს იმ უნა­რებ­სა და პრაქ­ტი­კულ ცოდ­ნას, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლეს ეფექ­ტუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თ­ვის, თა­ნა­ტო­ლებ­თან ინ­ტე­რაქ­ცი­ის­თ­ვის, კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის გა­დაჭ­რი­სა და სტრე­სულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბის მარ­თ­ვის­თ­ვის სჭირ­დე­ბა.

სო­ცი­ო­ე­მო­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა, რო­გორც კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი ჩარ­ჩო წარ­მოდ­გე­ნი­ლია შემ­დე­გი ხუ­თი კომ­პო­ნენ­ტის სა­ხით:

♦ თვით­შე­მეც­ნე­ბა – მო­ი­ცავს სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბის, პი­რა­დი მიზ­ნე­ბის, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას, სა­კუ­თა­რი ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბის გა­აზ­რე­ბას;

♦ თვით­მარ­თ­ვა – მო­ი­ცავს უნა­რებ­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებს, რომ­ლის დახ­მა­რე­ბი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ემო­ცი­ე­ბის და ქცე­ვე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბა;

♦ სო­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბი­ე­რე­ბა – მო­ი­ცავს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის კულ­ტუ­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას, ემ­პა­თი­ი­სა და თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის გან­ც­დას. ოჯა­ხის, სკო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­ნო­ბა­სა და მხარ­და­ჭე­რას;

♦ ურ­თი­ერ­თო­ბის უნა­რე­ბი – მო­ი­აზ­რებს მოს­წავ­ლე­თა შე­საძ­ლებ­ლო­ბებს და­ამ­ყა­რონ ჯან­სა­ღი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი;

♦ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა – მო­ი­ცავს ცოდ­ნას, უნა­რებ­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებს, რო­მე­ლიც აუცი­ლე­ბე­ლია სხვა­დას­ხ­ვა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში კონ­ს­ტ­რუქ­ცი­უ­ლი არ­ჩევ­ნი­სა და სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად. მო­ი­ცავს ეთი­კუ­რი სტან­დარ­ტე­ბის, სა­კუ­თა­რი და სხვე­ბის უსაფ­რ­თხო­ე­ბის, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას.

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გთა­ვა­ზობთ სო­ცი­ო­ე­მო­ცი­უ­რი უნა­რე­ბის შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენტს, რო­მე­ლიც შევ­ქ­მე­ნი დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის. ქარ­თულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში, აღ­ნიშ­ნულ სა­კითხ­ზე მუ­შა­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მწი­რი გა­მოც­დი­ლე­ბაა დაგ­რო­ვი­ლი, ამი­ტომ, კითხ­ვა­რის შედ­გე­ნი­სას, აქ­ტი­უ­რად ვეც­ნო­ბო­დი სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვებს. შე­ვე­ცა­დე ისე­თი კითხ­ვა­რი მო­მემ­ზა­დე­ბი­ნა, რო­მე­ლიც მაქ­სი­მა­ლუ­რად იქ­ნე­ბო­და მორ­გე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლე­ბის რე­ა­ლო­ბას.

კითხ­ვა­რი მო­ი­ცავს ხუთ კომ­პო­ნენტს, რო­მე­ლიც, თა­ვის მხრივ, შედ­გე­ბა შე­სა­ბა­მი­სი დე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა­გან. მოს­წავ­ლე­ე­ბი თი­თო­ე­ულ დე­ბუ­ლე­ბას პა­სუხს სცე­მენ ოთხ­დო­ნი­ან სკა­ლა­ზე, სა­დაც მო­ცე­მუ­ლია ე.წ. სმა­ი­ლე­ბი. მკვლე­ვარ მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია თი­თო­ე­ულ ემო­ცი­ას მი­ა­ნი­ჭოს ქუ­ლა, ერ­თი­დან ოთხის ჩათ­ვ­ლით. მა­გა­ლი­თად, დამ­წუხ­რე­ბის აღ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლი ემო­ცია ნიშ­ნავს პა­სუხს „არა­სო­დეს“ და ფას­დე­ბა 1 ქუ­ლით, მოწყე­ნი­ლი — „იშ­ვი­ა­თად, ზოგ­ჯერ“ და ფას­დე­ბა 2 ქუ­ლით, გა­ღი­მე­ბუ­ლი — „ხში­რად“ და ფას­დე­ბა 3 ქუ­ლით, გა­ცი­ნე­ბუ­ლი კი — „ყო­ველ­თ­ვის“ და ფას­დე­ბა 4 ქუ­ლით. თავ­და­პირ­ვე­ლად, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად შე­ა­ფა­სებთ თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის შე­დე­გებს, რის შემ­დე­გაც გა­მო­იყ­ვანთ კლა­სის სა­შუ­ა­ლო ქუ­ლას. ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი და­გეხ­მა­რე­ბათ გა­მოკ­ვე­თოთ კლა­სის სუს­ტი მხა­რე­ე­ბი სო­ცი­ო­ე­მო­ცი­უ­რი ჩარ­ჩოს ხუთ კომ­პო­ნენ­ტ­თან მი­მარ­თე­ბით და და­გეგ­მოთ შე­სა­ბა­მი­სი ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბი.

წარ­მოდ­გე­ნი­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი გა­მოც­დი­ლია პრაქ­ტი­კა­ში, ვა­ლი­დუ­რია და შე­ე­სა­ბა­მე­ბა კვლე­ვის მიზ­ნებს. იმის­თ­ვის, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა კითხ­ვა­რი ობი­ექ­ტუ­რად შე­ავ­სონ, შე­გიძ­ლი­ათ პრო­ცეს­ში ჩარ­თოთ მშობ­ლე­ბი.

მო­ხა­რუ­ლი ვიქ­ნე­ბი, თუ ჩემ მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ კვლე­ვის ინ­ს­ტ­რუ­მენტს გა­მო­ი­ყე­ნებთ პრაქ­ტი­კა­ში და, სურ­ვი­ლი­სა­მებრ, გა­მო­მიგ­ზავ­ნით თქვენს უკუ­კავ­შირს მე­ილ­ზე kitesashvi.ketevan@teachers.gov.ge

შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი კვლე­ვის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი შე­გიძ­ლი­ათ ჩა­მოტ­ვირ­თოთ შემ­დე­გი მი­სა­მარ­თი­დან⇓⇓

https://docs.google.com/document/d/1rvBBcurZQBJFryEDm2DhYTLzeuBP6W8G/edit?usp=sharing&ouid=109274232938910925951&rtpof=true&sd=true

კვლე­ვის შე­დე­გე­ბის და­სათ­ვ­ლე­ლად შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ შემ­დე­გი ცხრი­ლი⇓⇓

https://docs.google.com/spreadsheets/d/13YilTtyB-SlSLlaooYRwbh2bGT2a-RVK/edit?usp=sharing&ouid=109274232938910925951&rtpof=true&sd=true

 

და­ნარ­თი №1

სო­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი უნა­რე­ბის შე­ფა­სე­ბა

მოს­წავ­ლის კითხ­ვა­რი

1. A თვით­რე­გუ­ლა­ცია

2. B თვით­შე­მეც­ნე­ბა

3. C სო­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბი­ე­რე­ბა

4. D ურ­თი­ერ­თო­ბის უნა­რე­ბი

5. E პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბა; 2021 წე­ლი; და­ვით მა­ლა­ზო­ნია, სო­ფი­კო ლობ­ჯა­ნი­ძე, შო­რე­ნა მაღ­ლა­კე­ლი­ძე, ნი­ნო ჭი­აბ­რიშ­ვი­ლი, ნა­თია ნაც­ვ­ლიშ­ვი­ლი; ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები