7 ივნისი, შაბათი, 2025

მოს­წავ­ლე­თა არ­და­დე­გე­ბის, დი­დი სი­ხა­რუ­ლის წი­ნა სა­კითხა­ვი მშო­ბელ­თა და სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირ­თათ­ვის

spot_imgspot_img
დი­დი სი­ხა­რუ­ლის შე­სა­ხებ

მა­ლე დამ­თავ­რ­დე­ბა ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, შვი­ლე­ბის­თ­ვის, მშობ­ლე­ბის­თ­ვის, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის უსაშ­ვე­ლოდ ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი სას­წავ­ლო წე­ლი და და­იწყე­ბა ნა­ნატ­რი, დრო­ის მი­ხედ­ვი­თა და ში­ნა­არ­სობ­რი­ვად დი­დი არ­და­დე­გე­ბი. რაც კი კა­ცობ­რი­ო­ბას სკო­ლებ­ში სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა და­უწყია, ეს დრო ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის ყო­ველ­თ­ვის იყო და იქ­ნე­ბა სი­ხა­რუ­ლი­სა და უზღ­ვა­ვი ენერ­გი­ის და­ხარ­ჯ­ვის უბედ­ნი­ე­რე­სი დღე­ე­ბი, ხო­ლო მშობ­ლე­ბის­თ­ვის კი ფიქ­რი, ბავ­შ­ვებ­თან ერ­თად სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვის ყო­ველ­დღი­უ­რი, რუ­ტი­ნუ­ლი შრო­მი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, თუ რო­გორ, რამ­დე­ნად ნა­ყო­ფი­ე­რად წარ­მარ­თონ შვი­ლე­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი ენერ­გია. ეს მდგო­მა­რე­ო­ბა მშო­ბელ­თათ­ვის, მზრუნ­ვე­ლო­ბის გარ­და, რთუ­ლი­ცაა იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის, ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი დრო­ის მან­ძილ­ზე, გზის გაკ­ვ­ლე­ვა მო­ითხოვს ცოდ­ნას, გა­მოც­დი­ლე­ბას, უნა­რებს, რომ­ლის შე­ძე­ნა სპე­ცი­ფი­კუ­რია და არც ისე იოლი. ბავ­შ­ვებ­თან გარ­კ­ვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით დაგ­რო­ვე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მაძ­ლევს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ გა­გი­ზი­ა­როთ მცი­რე­დი რამ მა­ინც. ამავ­დ­რო­უ­ლად, იმა­საც ვფიქ­რობ, რომ წლე­ბის წი­ნან­დელ გა­მოც­დი­ლე­ბას შე­იძ­ლე­ბა ცო­ტა­ო­დენ კონ­სერ­ვა­ტიზ­მის ელ­ფე­რიც დაჰ­კ­რავ­დეს, რაც ახალ­გაზ­რ­და თა­ო­ბის­თ­ვის შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად მი­სა­ღე­ბია, მაგ­რამ ვი­მე­დოვ­ნებ, რომ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით იგე­ბა ხოლ­მე შემ­დ­გო­მი წარ­მა­ტე­ბე­ბი. და­ვიწყოთ, ვი­სა­უბ­როთ ერ­თად, იქ­ნებ გა­მო­გად­გეთ.

დრო, რო­მელ­საც მოს­წავ­ლე სწავ­ლის ასაკ­ში ხარ­ჯავს, ძი­რი­თა­დად, ორ ნა­წი­ლად იყო­ფა – სას­კო­ლო და სა­არ­და­დე­გე­ბო. სას­კო­ლო დრო ასე თუ ისე მა­ინც მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია. მას­ზე ზრუ­ნავს უზარ­მა­ზა­რი რა­ო­დე­ნო­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი, დი­რექ­ტო­რი, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, მეც­ნი­ე­რე­ბი და სხვა ყვე­ლაფ­რის­ მ­ცოდ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის დი­დი რი­გი. მე­ო­რე ნა­წი­ლი კი ყმაწ­ვილ­თა ცხოვ­რე­ბი­სა არ­და­დე­გე­ბია, რო­მე­ლიც სუ­ბი­ექ­ტურ თუ ობი­ექ­ტურ მი­ზეზ­თა გა­მო, მა­ინც და მა­ინც დი­დი ყუ­რადღე­ბის ქვეშ არაა იმი­ტომ, რომ ეს ნა­წი­ლი ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლად არაა გა­წე­რი­ლი და მას­ზე „პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი“, მშობ­ლის გარ­და, არა­ვი­ნაა. სა­ერ­თო ყუ­რადღე­ბის მიღ­მაა თუ რამ­დე­ნად ეფექ­ტი­ა­ნად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი დას­ვე­ნე­ბის დღე­ე­ბი. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბავ­შ­ვე­ბის დი­დი და საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო, ნა­ყო­ფი­ე­რი დრო „თა­ვი­სუ­ფალ ცურ­ვა­ზეა“ მიშ­ვე­ბუ­ლი. ვი­საც აქვს იმის უნა­რი, გა­მოც­დი­ლე­ბა, რომ სა­ზაფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბი სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სარ­გებ­ლო გა­ხა­დოს, ხომ კარ­გი, მაგ­რამ ვი­საც ეს არ შე­უძ­ლია, მეტ­წი­ლად, გა­ურ­კ­ვევ­ლო­ბა­ში არი­ან. მით უმე­ტეს ამას ემა­ტე­ბა ე.წ. თა­ნა­მედ­რო­ვე ექ­ს­პერ­ტე­ბი, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ღი­ად უწევს რე­კო­მენ­და­ცი­ას ბავ­შ­ვ­თა ისეთ დას­ვე­ნე­ბას, რო­მე­ლიც მხო­ლოდ და მხო­ლოდ ბავ­შ­ვ­თა ნე­ბის მი­ხედ­ვით სა­არ­და­დე­გე­ბო დრო­ის გა­ტა­რე­ბას გუ­ლის­ხ­მობს. ამას მო­ზარ­დ­თათ­ვის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მი­ნი­ჭე­ბი­თა და მა­თი თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბის მო­ტი­ვით ხსნი­ან. თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის სა­სი­კე­თოდ გა­მო­ყე­ნე­ბას კა­ცობ­რი­ო­ბა დღემ­დე ცდი­ლობს, რა­საც მთლად წარ­მა­ტე­ბით მა­ინც ვერ ახერ­ხებს, ამი­ტო­მაც, ბავ­შ­ვ­თა დას­ვე­ნე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბი­სათ­ვის, სჯობს გა­მო­ვი­ყე­ნოთ ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი გა­მოც­დი­ლე­ბე­ბი.

მაგ­რამ მეგ­ზუ­რო­ბაც ფა­ქი­ზი და საფ­რ­თხი­ლო საქ­მეა მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის. რო­დე­საც სა­უ­ბა­რია სა­არ­და­დე­გე­ბო დრო­ის გო­ნივ­რულ გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, ეს ისევ ასო­ცირ­დე­ბა სა­გაკ­ვე­თი­ლო სწავ­ლე­ბის რუ­ტი­ნას­თან, რაც ზოგ­ჯერ უფ­რო­სე­ბის, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ბრა­ლი­ცაა. მოს­წავ­ლე­ებს იმ­დე­ნად მო­ბეზ­რე­ბუ­ლი აქვთ წიგ­ნი ან სხვა ნე­ბის­მი­ე­რი კოგ­ნი­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა, რაც სწავ­ლა-აღ­ზ­რ­დას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რომ მათ­ზე გა­ფიქ­რე­ბაც უკ­ვე არა­სა­სი­ა­მოვ­ნო ასო­ცი­ა­ცი­ებს იწ­ვევს თი­თო­ე­ულ­ში. მეს­მის მა­თი – ბავ­შ­ვის­თ­ვის, ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი დას­ვე­ნე­ბე­ბის პე­რი­ოდ­ში, სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის მსგავ­სი მო­დე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლი რა­მაა, მაგ­რამ თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის რა­ღაც ახ­ლის გა­აზ­რე­ბის, ახა­ლი უნა­რე­ბის შე­ძე­ნის ან არ­სე­ბუ­ლის გან­მ­ტ­კი­ცე­ბის გა­რე­შე გა­ტა­რე­ბა, მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის ზი­ა­ნის მომ­ტა­ნია.

ადა­მი­ა­ნი, თა­ვი­სი არ­სით, შე­მოქ­მე­დია. მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ მან დღე და ღა­მე, წე­ლი­წა­დის ყო­ვე­ლი დღე, გა­ნუწყ­ვეტ­ლივ იმუ­შა­ოს. მით უმე­ტეს, მო­ზარ­დი მა­ლე იღ­ლე­ბა და მის ენერ­გი­ას აღ­დ­გე­ნა ესა­ჭი­რო­ე­ბა, თუმ­ცა, გა­უ­აზ­რე­ბე­ლი ყო­ფით ის უფ­რო იფი­ტე­ბა. პი­როვ­ნე­ბის­თ­ვის მიზ­ნობ­რი­ვი ქმე­დე­ბა უფ­რო ბუ­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბაა, ვიდ­რე უმიზ­ნო არ­სე­ბო­ბა. ამის შე­სა­ნიშ­ნა­ვი მა­გა­ლი­თი თვით ბიბ­ლი­უ­რი შე­გო­ნე­ბაა ადა­მი­ა­ნის გო­ნივ­რუ­ლი დას­ვე­ნე­ბის, ძალ­თა აღ­დ­გე­ნის შე­სა­ხებ: სა­სურ­ველ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით, ბუ­ნე­ბას­თან მი­ახ­ლო­ე­ბით, სპორ­ტით, მოგ­ზა­უ­რო­ბით, ხატ­ვით, სიმ­ღე­რით, სა­ინ­ტე­რე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რის გაც­ნო­ბით და ამი­სათ­ვის გან­საზღ­ვ­რუ­ლი დღე­ე­ბიც კი არის და­წე­სე­ბუ­ლი.

არ­და­დე­გებ­ზე მშობ­ლე­ბის­თ­ვის გა­მოწ­ვე­ვა ისაა, რომ ბავ­შ­ვე­ბი წი­ნას­წარ გან­ზ­რა­ხუ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ან რა­ი­მე სპონ­ტა­ნურ ქმე­დე­ბას თვით­ნე­ბუ­რად მა­ინც და­იწყე­ბენ, სწო­რედ ამ დრო­საა სა­ჭი­რო უფ­რო­სე­ბის მზად­ყოფ­ნა, მათ­თ­ვის ხე­ლის წაშ­ვე­ლე­ბა, ოც­ნე­ბე­ბის ახ­დე­ნა­ში დახ­მა­რე­ბა. ამი­სათ­ვის ბავ­შ­ვ­თან ერ­თად ფიქ­რია აუცი­ლე­ბე­ლი, რო­გორ გა­ა­ტა­როთ ნა­ყო­ფი­ე­რად ეს უძ­ვირ­ფა­სე­სი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო. ამა­ზე სი­ა­მოვ­ნე­ბით თან­ხ­მ­დე­ბი­ან მო­ზარ­დე­ბი, რად­გა­ნაც მათ კმა­ყო­ფი­ლე­ბას ანი­ჭებთ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, რო­ცა ეხ­მა­რე­ბი და არ კარ­ნა­ხობ მა­თი­ვე საქ­მი­ა­ნო­ბის და­გეგ­მ­ვას.

რით და­ვიწყოთ

არ­და­დე­გე­ბი და­ვიწყოთ იმით, რაც ყო­ველ­თ­ვის, ყვე­ლა­ზე მე­ტად ენატ­რე­ბათ ბავ­შ­ვებს, ეს ძი­ლია, რის­თ­ვი­საც დრო ნაკ­ლე­ბად რჩე­ბათ სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ასე რომ, იძი­ნონ იმ­დე­ნი, რამ­დე­ნიც უნ­დათ. ეს ძი­ლიც მოს­წყინ­დე­ბათ და სულს რომ მო­ით­ქ­ვა­მენ, თან­და­თან, ერ­თად უნ­და გა­ვი­აზ­როთ, რო­დის და რით და­ვიწყოთ დღე. მა­ნამ­დე ვიტყ­ვი, რომ და­ძი­ნე­ბაც და გაღ­ვი­ძე­ბაც ცხოვ­რე­ბის წეს­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. დრო­ის გან­კარ­გ­ვა მი­სი საქ­მი­დან, ცხოვ­რე­ბის წე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს. ვე­რა­ვი­თა­რი შე­გო­ნე­ბა, მით უმე­ტეს არ­და­დე­გებ­ზე, რომ დი­ლით ყო­ჩა­ღე­ბი დგე­ბი­ან, რომ მზეს­თან ერ­თად ად­გო­მი­სას ყვე­ლა­ფერს მო­ას­წ­რებ, არაფ­რის მომ­ტა­ნია. თუ­კი დრო მიზ­ნობ­რი­ვად, ასა­კი­სა და, რაც მთა­ვა­რია, გა­რე­მო­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად არის და­გეგ­მი­ლი, და­ძი­ნე­ბაც და გაღ­ვი­ძე­ბაც მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ექ­ნე­ბათ მო­ზარ­დებს. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მთა­ვა­რია მო­ტი­ვი. მო­ტი­ვი აყა­ლი­ბებს, აწეს­რი­გებს, იქ­ვემ­დე­ბა­რებს წამს, წუთს, დღეს, თვეს, წლებს. ბავ­შ­ვის მი­ერ დარ­გუ­ლი მცე­ნა­რე დი­ლით მორ­წყ­ვა­სა და ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლის ან ფრინ­ვე­ლის გა­მოკ­ვე­ბა, თევ­ზა­ო­ბა შე­ღა­მე­ბულ­ზე, მე­გობ­რის მი­ერ მოწყო­ბი­ლი გა­მო­ფე­ნა თუ შუ­ადღი­სას წას­ვ­ლას მო­ითხოვს, მა­შინ მას მო­მა­ვა­ლი დღე­ე­ბის­თ­ვის დრო­ის და­გეგ­მ­ვას ბუ­ნებ­რი­ვად  თვით საქ­მე უკარ­ნა­ხებს. თუ­კი ბავ­შ­ვი დი­ლით ისევ გა­უ­თა­ვებ­ლად ძილს აგ­რ­ძე­ლებს, მა­შინ მას ან არა­ფე­რი, ან ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სო რამ აქვს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იმ დღის­თ­ვის, და­ბა­ლია მო­ტი­ვა­ცია შე­სა­ფე­რის დრო­ზე გაღ­ვი­ძე­ბი­სათ­ვის.

სიტყ­ვა „და­გეგ­მ­ვა­ზე“ ყვე­ლას გარ­თუ­ლე­ბა აქვს, დიდს თუ პა­ტა­რას, მაგ­რამ ამ პრო­ცე­დუ­რას ვერ ას­ც­და ადა­მი­ა­ნის მოდ­გ­მა. არ­და­დე­გებ­ზე თავ­გა­და­სავ­ლებ­სა და წა­სას­ვ­ლელ-წა­მო­სას­ვ­ლელს რა გა­მო­ლევს, ამი­ტო­მაც, თავ­და­პირ­ვე­ლად, გა­ა­კე­თეთ სა­სურ­ვე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის ზო­გა­დი, თუნ­დაც არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლი მო­ნა­ხა­ზი და და­არ­ქ­ვით მას მო­ზარ­დ­თათ­ვის ნაკ­ლე­ბად გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი სა­ხე­ლი – ზაფხუ­ლის ნა­ბი­ჯე­ბი, სა­არ­და­დე­გე­ბო კა­ლენ­და­რი, დას­ვე­ნე­ბა­ზე მო­სა­ყო­ლი ამ­ბე­ბი, მატ­რი­ცა, ფაზ­ლი…

არ­და­დე­გე­ბის ცხრი­ლი უმ­ჯო­ბე­სია მხო­ლოდ ბავ­შ­ვის­თ­ვის იყოს მი­საწ­ვ­დო­მი. სხვი­სი თვა­ლის­თ­ვის შე­სამ­ჩ­ნე­ვი უკ­ვე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბად აღიქ­მე­ბა, რაც დი­დად სა­სურ­ვე­ლი არაა. დაე, თვი­თონ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს და აკონ­ტ­რო­ლოს მის მი­ერ­ვე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ქმე­დე­ბა, თან­და­თან მი­ეჩ­ვი­ოს თვით­კონ­ტ­როლ­სა და თვით­რე­გუ­ლი­რე­ბას. ცხრილ­ზე თვა­ლის მოკ­ვ­რა უნე­ბუ­რად თვით­შე­ფა­სე­ბას მა­ინც გა­ა­კე­თე­ბი­ნებს და რა­ღაც დო­ზით წინ წა­წევს ში­ნა­გა­ნი მეს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას. ბევ­რი რამ რომ არ დარ­ჩეს შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი და მო­ზარ­დი თა­ვი­სი­ვე და­გეგ­მილ­ში რომ არ გა­იხ­ლარ­თოს, ურ­ჩი­ეთ, და­გეგ­მოს მცი­რე­დი რა­ო­დე­ნო­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა, ხო­ლო თუ რა­ი­მეს წი­ნას­წარ გა­უთ­ვ­ლე­ლად გა­ა­კე­თებს, შემ­დ­გომ და­ა­მა­ტოს. მერ­წ­მუ­ნეთ, თავ­და­პირ­ვე­ლად თუ არა, სულ ცო­ტა ხან­ში მატ­რი­ცა გა­და­ივ­სე­ბა, ის ხომ მი­სი შრო­მი­სა და სი­ა­მა­ყის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

დროს­თან და­მე­გობ­რე­ბა

მო­ზარ­დის წარ­მოდ­გე­ნით დრო აურაცხე­ლი, უკი­დე­გა­ნოა, მის სას­რულს ბო­ლო არ უჩანს. თუ სად­მე ადევ­ნე­ბენ მას ყუ­რადღე­ბას, ეს სწავ­ლის პრო­ცე­სია, სა­დაც თა­ვი­სე­ბუ­რად აღიქ­ვა­მენ დრო­ის დი­ნე­ბას. ტი­პურ, ჩვე­უ­ლებ­რივ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე დრო ნე­ლა გა­დის, ხო­ლო ტეს­ტი­რე­ბა­ზე, შე­მა­ჯა­მე­ბელ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე კი გარ­ბის. ისი­ნი ამ გა­რე­მო­ე­ბას გრძნო­ბენ და ცდი­ლო­ბენ  სას­კო­ლო დრო რაც შე­იძ­ლე­ბა მა­ლე გა­ვი­დეს, რომ თა­ვი­სუფ­ლად, არ­ტა­ხე­ბის გა­რე­შე იგ­რ­ძ­ნონ თა­ვი (დღე­ი­სათ­ვის სწო­რედ ესაა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის ერთ-ერ­თი დი­დი გა­მოწ­ვე­ვა, რომ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი გახ­დეს შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ხა­ლი­სი­ა­ნი). მოს­წავ­ლე­ებს დრო­ის შეგ­რ­ძ­ნე­ბა ნაკ­ლე­ბად აქვთ (გან­სა­კუთ­რე­ბით ე.წ. თა­ვი­სუ­ფალ დროს), ძი­რი­თა­დად, ამის მი­ზე­ზი ის არის, რომ მა­თი დრო უფ­რო­სე­ბის ხელ­შია და რო­გორც მი­აჩ­ნი­ათ, ისე ანა­წი­ლე­ბენ. რო­დე­საც მო­ზარ­დი დრო­ის გა­და­ნა­წი­ლე­ბა­ში სა­ერ­თოდ არ მო­ნა­წი­ლე­ობს ან პი­რი­ქით, თა­ვად გეგ­მავს მას სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით (თუნ­დაც სხვი­სი დახ­მა­რე­ბით), მა­შინ სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რად აც­ნო­ბი­ე­რებს გა­რე სამ­ყა­როს. ბავ­შ­ვის სირ­თუ­ლე­ე­ბი მა­შინ იწყე­ბა, რო­დე­საც გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა აღარ ერე­ვა მისი დრო­ის და­გეგ­მ­ვა­ში, ხო­ლო მას, ად­რე­ულ ასაკ­ში, დრო­ის რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად გა­და­ნა­წი­ლე­ბის უნა­რი არ შეს­წევს. ამი­ტო­მაც არ­და­დე­გე­ბი ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო დამ­ხ­მა­რე სა­შუ­ა­ლე­ბაა, რომ ბავ­შ­ვი, მშობ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით, თან­და­თან მი­ეჩ­ვი­ოს დრო­ის და­ნა­წი­ლე­ბას, მის გო­ნივ­რულ გა­მო­ყე­ნე­ბას, მარ­თ­ვას და, რაც მთა­ვა­რია, მი­სი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­აზ­რე­ბას დრო­ში.

ნა­თე­ლი წერ­ტი­ლე­ბი

ადა­მი­ა­ნე­ბი ხში­რად ამ­ბო­ბენ წარ­სულ­ზე, რა კარ­გი დრო იყოო. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, დრო კი არ ახ­სოვთ, არა­მედ სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სი­ა­მოვ­ნო მოქ­მე­დე­ბა იმ დრო­ში. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ადა­მი­ა­ნის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში რა­ი­მე მო­გო­ნე­ბა რომ არ არ­სე­ბობ­დეს, დროს ახ­სე­ნებ­დ­ნენ? არა მგო­ნია. ლევ ტოლ­ს­ტო­ის აქვს ერ­თი შე­სა­ნიშ­ნა­ვი მოთხ­რო­ბა. სას­თუ­მალ­ზე მწო­ლი­ა­რე მო­მაკ­ვ­და­ვი ადა­მი­ა­ნი, კან­ცე­ლა­რი­ის დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­დამ­წე­რი (დღე­ვან­დე­ლი ქსე­როქ­სის ფუნ­ქ­ცი­ის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი) გა­და­ხე­დავს თა­ვი­სი წარ­სუ­ლი ცხოვ­რე­ბის გზას და ვე­რა­ფერს გა­მო­არ­ჩევს. წა­მიც არ დას­ჭირ­ვე­ბია ამი­სათ­ვის, წამ­ში ჩა­ე­ტია მი­სი სი­ცოცხ­ლეც, მი­სი დღე­ე­ბი ხომ ტყუ­პის­ცა­ლი­ვით ჰგავ­დ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს რო­გორც სახ­ლ­ში, ისე­ვე სამ­სა­ხურ­ში. მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე, მხო­ლოდ ერ­თად ერ­თი დღე გა­ახ­სენ­და, რო­დე­საც სამ­სა­ხურ­ში ად­რინ­დე­ლის­გან და შემ­დ­გო­მი დღე­ე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად მო­იქ­ცა, წე­რი­ლის გა­და­წე­რი­სას უფ­როსს შე­ე­კა­მა­თა სას­ვე­ნი ნიშ­ნის დას­მის გა­მო. ეს იყო და ეს, სხვა არა­ფე­რი… სწო­რედ ეს წუ­თი ეჩ­ვე­ნა მი­სი ცხოვ­რე­ბის ლა­მაზ, ნა­თელ წერ­ტი­ლად. რო­გო­რი შე­საბ­რა­ლი­სია ის ადა­მი­ა­ნი…

ასე რომ,  სე­რი­ო­ზუ­ლად მო­ემ­ზა­დეთ სა­ზაფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბის­თ­ვის წი­ნას­წარ, ერ­თობ­ლი­ვად და­გეგ­მეთ სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბი. ცა­ზე მო­ჭე­დი­ლი, ბრწყინ­ვა­ლე ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბით შე­ავ­სეთ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა. არა­ფე­რი სჯობს ბედ­ნი­ერ მო­გო­ნე­ბებს, ცხოვ­რე­ბა ამით უსაშ­ვე­ლოდ ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი და სა­ინ­ტე­რე­სო ხდე­ბა.

სი­ხა­რულ­საც უნ­და შექ­მ­ნა

ახ­ლა დი­ლა­ზე, სი­ცოცხ­ლის დაწყე­ბა­ზე ვი­სა­უბ­როთ. დი­ლა საწყი­სია იმ რა­ღაც დი­დის ნა­წი­ლე­ბი­სა, რა­საც, მთლი­ა­ნო­ბა­ში, ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა ჰქვია. ნე­ბის­მი­ე­რი პი­როვ­ნე­ბა, ვი­საც ელე­მენ­ტა­რუ­ლი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, გულ­წ­რ­ფე­ლად გეტყ­ვის, რომ ყო­ვე­ლი დღის წარ­მა­ტე­ბა დიდ­წი­ლად და­მო­კი­დე­ბუ­ლია დი­ლის პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბის შექ­მ­ნა­ზე. რამ­დე­ნი­მე წლის წინ მო­ვუს­მი­ნე საზღ­ვაო ძა­ლე­ბის ად­მი­რალს, უილი­ამ მაკ­რა­ვენს, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი სარ­დ­ლო­ბის მე­თა­ურს. თით­ქოს მი­სი გა­რეგ­ნო­ბაც სა­უბ­რობ­და მას­ზე – სა­და, სა­ზე­ი­მო ად­მი­რა­ლის ფორ­მით, დახ­ვე­წი­ლი მეტყ­ვე­ლე­ბით, მა­ნე­რე­ბით, და­მა­ჯე­რებ­ლო­ბით ჩან­და, რომ რა­საც ამ­ბობ­და, მი­სი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი იყო და არა მო­ვა­ლე­ო­ბის მოხ­დის მიზ­ნით გა­მოთ­ქ­მუ­ლი. მან უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებს სიტყ­ვით მი­მარ­თა. მო­მა­ვალ ლი­დე­რებს ურ­ჩია, რომ თუ მათ სურთ შეც­ვა­ლონ თა­ვი­ან­თი ცხოვ­რე­ბა და მსოფ­ლიო, უმ­ჯო­ბე­სია, უპირ­ვე­ლე­სად, დღე სა­კუ­თა­რი სა­წო­ლის გას­წო­რე­ბით და­იწყონ. „თუ ყო­ველ დი­ლით შენს სა­წოლს გა­ას­წო­რებ, დღის პირ­ვე­ლი საქ­მე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი გექ­ნე­ბა. ეს მო­გა­ნი­ჭებს სი­ა­მა­ყის გან­ც­დას და გი­ბიძ­გებს შემ­დე­გი საქ­მის შეს­რუ­ლე­ბი­სა­კენ, შემ­დეგ – სხვა საქ­მის და ასე შემ­დეგ. დღის ბო­ლოს კი აღ­მო­ა­ჩენ, რომ საქ­მე, რო­მე­ლიც დი­ლით კარ­გად შე­ას­რუ­ლე, სხვა წარ­მა­ტე­ბით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბით გაგ­რ­ძელ­და. და მა­ში­ნაც კი, თუ რო­მე­ლი­ღაც დღე ცუ­დად ჩა­ივ­ლის, შენ დაბ­რუნ­დე­ბი შინ, სა­დაც დაგ­ხ­ვ­დე­ბა სა­წო­ლი, რო­მე­ლიც დი­ლით გა­ას­წო­რე. სწო­რედ შენ მი­ერ ასე კარ­გად გას­წო­რე­ბუ­ლი სა­წო­ლი კი აგავ­სებს იმე­დით, რომ ხვა­ლინ­დე­ლი დღე უკე­თე­სი იქ­ნე­ბა“.

დი­მიტ­რი უზ­ნა­ძი­სე­უ­ლი შე­გო­ნე­ბაა მცი­რე, აუცი­ლე­ბე­ლი საქ­მის შეს­რუ­ლე­ბით კმა­ყო­ფი­ლე­ბა. თით­ქოს არა­ფე­რია სა­წო­ლის გას­წო­რე­ბა, მაგ­რამ მას შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მე ჰქვია, ხო­ლო მის­გან მო­ნი­ჭე­ბუ­ლი დღის პირ­ვე­ლი კმა­ყო­ფი­ლე­ბა შემ­დ­გო­მის კე­თი­ლი საწყი­სია. აქ ყუ­რადღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლია შე­და­რე­ბით უფ­რო­სი ასა­კის ბავ­შ­ვებ­ზე, რომ მათ უკ­ვე ში­ნა­გა­ნი მო­ტი­ვა­ცი­ის ხარ­ჯ­ზე უნ­და შეძ­ლონ დი­ლის მა­ჟო­რულ ნო­ტა­ზე დაწყე­ბა, მაგ­რამ შე­და­რე­ბით და­ბა­ლი ასა­კის ბავ­შ­ვებს უფ­რო მე­ტად სჭირ­დე­ბათ გა­რე, დამ­ხ­მა­რე ძა­ლე­ბით გან­წყო­ბის შექ­მ­ნა. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს შვი­ლის საყ­ვა­რე­ლი მუ­სი­კის ჩარ­თ­ვა, ყვა­ვი­ლის და­დე­ბა სას­თუ­მალ­თან, მა­ცი­ვარ­ზე მი­წე­ბე­ბუ­ლი ღი­მი­ლი­ა­ნი ან წარ­წე­რი­ა­ნი ბა­რა­თი, გა­მამ­ხ­ნე­ვე­ბე­ლი შე­ძა­ხი­ლი, მა­გი­დის შუ­ა­გულ­ში, ლა­მაზ თეფ­შ­ზე და­დე­ბუ­ლი ნამ­ცხ­ვ­რის ნა­ჭე­რი, ყვე­ლა­ზე კარ­გი – დი­ლის ამ­ბო­რი და ათა­სი რამ, ოღონდ რა­ღაც ფორ­მით – პო­ზი­ტი­ვი. ჩემს შვილს არა­ფე­რი აკ­ლია და ისე­დაც კარგ ხა­სი­ათ­ზე გა­იღ­ვი­ძებ­სო, ეს არაა საკ­მა­რი­სი. თა­ვი­სით არა­ფე­რი მო­დის – არც სი­ხა­რუ­ლი, არც კარ­გი გან­წყო­ბა, ყვე­ლა­ფე­რი უნ­და შე­ქ­მ­ნა.

სა­წო­ლის გას­წო­რე­ბა, ყვა­ვი­ლი­სა და ბა­რა­თე­ბის დახ­ვედ­რე­ბა ერთ-ერ­თი კარ­გი რი­ტუ­ა­ლია, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე არ შე­იძ­ლე­ბა იყოს მორ­გე­ბუ­ლი. უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა თუ, ბავ­შ­ვ­თან ერ­თად, მი­სი ხა­სი­ა­თის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რა­ი­მე ძალ­და­უ­ტა­ნე­ბელ რი­ტუ­ალს/რი­ტუ­ა­ლებს და­ამ­კ­ვიდ­რებთ. წლე­ბის მან­ძილ­ზე, ბავ­შ­ვის ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, დი­ლის რი­ტუ­ა­ლის ფორ­მა შე­იც­ვ­ლე­ბა, მაგ­რამ კარ­გი გან­წყო­ბის შე­საქ­მ­ნე­ლად სა­სურ­ვე­ლია რი­ტუ­ა­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ის ოჯა­ხის, იქ დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი კულ­ტუ­რის დო­ნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. რი­ტუ­ა­ლი, უმე­ტე­სად, მშვიდ კე­თილ­გან­წყო­ბილ ოჯახ­ში ერ­თობ­ლი­ვად, თან­ხ­მო­ბით იქ­მ­ნე­ბა და ხელს უწყობს ოჯა­ხის წევ­რე­ბის ურ­თი­ერ­თ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის სიმ­ყა­რეს.

ას­წავ­ლეთ შვი­ლებს დი­ლის პო­ზი­ტი­ვით დაწყე­ბა და მი­სი ცხოვ­რე­ბა ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბა, თქვე­ნიც.

რა­ტომ ის

ჩე­მი სა­არ­და­დე­გე­ბო რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და­ლა­გე­ბუ­ლი ვერ იქ­ნე­ბა რი­გი­თო­ბის მი­ხედ­ვით, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე უკე­თესს, ჯერ კი­დევ შე­უც­ვ­ლელს, რა­საც კი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის არ­და­დე­გებ­ზე სა­მე­გობ­როდ შე­მოგ­თა­ვა­ზებთ, სი­ხა­რუ­ლის, აღ­ტა­ცე­ბის, და­ღო­ნე­ბის, სიყ­ვა­რუ­ლის, სამ­ყა­როს შეც­ნო­ბის, ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბის, და­მე­გობ­რე­ბის, მოგ­ზა­უ­რო­ბის, და­ფიქ­რე­ბის, სიბ­რ­ძ­ნის მო­ცე­მის მხრივ, ეს წიგ­ნია, პირ­ველ რიგ­ში, მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, კლა­სი­კა. ამის ახ­ს­ნა შე­იძ­ლე­ბა ზედ­მე­ტიც იყოს, მაგ­რამ ამას იმი­ტომ ვამ­ბობ, რომ წიგ­ნი ჩე­მი თა­ო­ბის და სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ფა­ვო­რი­ტია, მან ათას­წ­ლე­უ­ლებს გა­უძ­ლო. უსაშ­ვე­ლოდ მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია ყო­ველ­გ­ვარ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, არ სჭირ­დე­ბა და­მა­ტე­ბით არც ელექ­ტ­როწყა­რო და სხვა რა­ი­მე უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. ტყე­ში, ღრე­ში შე­იძ­ლე­ბა უსაფ­რ­თხოდ ატა­რო, თვა­ლებს არ აზი­ა­ნებს ელექ­ტ­რო­ნუ­ლის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით… უპი­რა­ტე­სად რა­ტომ მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა? მი­სი შემ­წე­ო­ბით მი­ლი­ო­ნო­ბით ბავ­შ­ვის წარ­მოდ­გე­ნა­ში იმ­დე­ნი­ვე ჰეკ­ლ­ბე­რი ფი­ნი, ტომ სო­ი­ე­რი, დიდ­რო, ცის­კა­რა და ამი­რა­ნი იბა­დე­ბა, რამ­დე­ნიც მკითხ­ვე­ლია. წიგ­ნის კითხ­ვი­სას ყვე­ლა ბავ­შ­ვი აზ­როვ­ნებს, შრო­მობს და თა­ვის თავ­ში ქმნის გმი­რე­ბის, ქვეყ­ნის, ქა­ლა­ქე­ბის, ცი­ხე-სი­მაგ­რე­ე­ბის, ზღვის­ქ­ვე­შა თუ კოს­მი­ურ, თა­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სამ­ყა­როს. ყვე­ლა სხვა სა­ინ­ფორ­მა­ციო თუ შე­მეც­ნე­ბი­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, წიგ­ნის კითხ­ვა უფ­რო მე­ტად უწყობს ხელს გან­ვი­თა­რე­ბას, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი აზ­როვ­ნე­ბის, გე­მოვ­ნე­ბის დახ­ვე­წას… რა ჩა­მოთ­ვ­ლის მის სი­კე­თეს ან თქვენ რა გეს­წავ­ლე­ბათ.

რა­ტომ პირ­ველ რიგ­ში წიგ­ნი და შემ­დეგ – კო­მიქ­სი, თე­ატ­რა­ლუ­რი დად­გ­მა? იმი­ტო­მაც რომ, გან­სა­კუთ­რე­ბით ამ ბო­ლო დროს, ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვია ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის არე­ა­ლის სწრა­ფი გა­ფარ­თო­ე­ბა. მათ არ­ნა­ხუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქვთ, ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სოდ, მრა­ვალ­ფე­როვ­ნად, მრა­ვა­ლი რა­კურ­სით და­ამ­ზა­დონ და მო­ზარ­დებ­თან მი­ი­ტა­ნონ მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის შემ­ც­ვე­ლი ამ­ბა­ვი. მა­თი გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლი ძა­ლი­ან მიმ­ზიდ­ვე­ლად გად­მოს­ცემს ში­ნა­არსს, მაგ­რამ ისი­ნი მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ტი­პა­ჟე­ბი­დან ქმნი­ან სტე­რე­ო­ტი­პებს, რო­მე­ლიც ხან­გ­რ­ძ­ლი­ვად ილე­ქე­ბა ადა­მი­ან­თა ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში, ზღუ­დავს და გა­სა­ქანს არ აძ­ლევს მო­ზარ­დის აზ­როვ­ნე­ბას, გან­ვი­თა­რე­ბას. მახ­სოვს, რო­დე­საც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ნა­წარ­მო­ე­ბის – „და­თა თუ­თაშ­ხი­ას“ მი­ხედ­ვით კი­ნო­ფილ­მი შე­იქ­მ­ნა, მა­ყუ­რე­ბელ­თა აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში ჩა­ი­ბეჭ­და ნა­წარ­მო­ე­ბის მთა­ვა­რი გმი­რის, და­თა თუ­თაშ­ხი­ას მხატ­ვ­რუ­ლი კი­ნო­სა­ხე, რო­მე­ლიც დღემ­დე დო­მი­ნი­რებს. პროგ­რესს ვერ­სად წა­ვუ­ვალთ, ვი­თარ­დე­ბა ახა­ლი დარ­გე­ბი, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ბავ­შ­ვის აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის უმ­ჯო­ბე­სია, ჯერ გა­ეც­ნოს წიგნს, სა­კუ­თა­რი წარ­მოდ­გე­ნა შე­იქ­მ­ნას იქ აღ­წე­რილ მოვ­ლე­ნებ­სა თუ გმი­რებ­ზე და შემ­დ­გომ გა­ეც­ნოს ამ მხატ­ვ­რუ­ლი პრო­ზის, ლე­გენ­დის, მი­თის თუ სხვა­თა მი­ხედ­ვით შექ­მ­ნილ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­დუქ­ტებს – კი­ნო­ფილ­მებს, თე­ატ­რა­ლურ წარ­მოდ­გე­ნებს – სხვა­დას­ხ­ვა კუთხით შე­ა­და­როს წიგ­ნი­დან მი­ღე­ბულ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას და გან­სა­ჯოს, რო­მე­ლი წყა­რო უფ­რო ორი­გი­ნა­ლუ­რად აღ­წერს ამა თუ იმ მოვ­ლე­ნას…

ასე რომ, ამ ზაფხულ­ზეც უპი­რა­ტე­სად ვუ­მე­გობ­როთ ჩვენს ფა­ვო­რიტს, წიგნს, სა­სი­ა­მოვ­ნო შრო­მის, ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბის ვარ­ჯი­შის, ფან­ტა­ზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის, მი­ლი­ო­ნო­ბით ახა­ლი სა­ხის შექ­მ­ნის ერთ-ერთ პირ­ველ­საწყისს.

პა­წა­წა ვარ ობო­ლი…

ბავ­შ­ვ­თა „დი­დი სი­ხა­რუ­ლის“ დღე­ებს ის უპი­რა­ტე­სი დატ­ვირ­თ­ვა აქვს, რომ ამ დრო­ი­სათ­ვის აქ­ცენ­ტი უმე­ტე­სად გა­და­ტა­ნი­ლი უნ­და იქ­ნეს იმ უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რა­საც სკო­ლე­ბი, თა­ვი­ან­თი სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერ ახერ­ხე­ბენ, მაგ­რამ დი­დი სა­სი­ცოცხ­ლო აუცი­ლებ­ლო­ბაა პი­როვ­ნე­ბი­სათ­ვის.

ადა­მი­ა­ნი გა­რე­მოს შვი­ლია, მო­ნა­წი­ლე­ობს მის გარ­დაქ­მ­ნა­ში, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად  აყა­ლი­ბებს და თა­ვად ემ­ს­გავ­სე­ბა, რა­ღაც კუთხით, მი­სი­ვე შექ­მ­ნილს. ბავ­შ­ვ­თა ცნო­ბი­ე­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სას აუცი­ლე­ბე­ლია, რომ მათ აგ­რ­ძ­ნო­ბი­ნო სამ­ყა­როს­თან გა­ნუ­ყო­ფე­ლი, სის­ხ­ლ­ხორ­ცე­უ­ლი  კავ­ში­რი. მო­ზარ­დ­თა უმე­ტეს ნა­წილს, ჯერ კი­დევ, ჰგო­ნია, რომ ჩვენ ირ­გ­ვ­ლივ არ­სე­ბუ­ლი ცოცხა­ლი გა­რე სამ­ყა­რო თა­ვის­თა­ვად არ­სე­ბობს, მათ­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, ისი­ნი სხვა­ნი არი­ან, ხო­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი კი მათ­ზე მაღ­ლა მდგომ­ნი, გა­მორ­ჩე­ულ­ნი, მა­ღალ­გან­ვი­თა­რე­ბულ­ნი, გა­რე სამ­ყა­როს მხო­ლოდ მომ­ხ­მა­რებ­ლის თვა­ლით აღიქ­ვა­მენ და ამი­ტო­მაც ინ­დი­ფე­რენ­ტუ­ლი, მხო­ლოდ მომ­ხ­მა­რებ­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ ყო­ვე­ლი­ვეს მი­მართ. ჩვე­ნი ინ­დი­ფე­რენ­ტუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით თან­და­თან კვდე­ბა ყო­ვე­ლი ცოცხა­ლი ირ­გ­ვ­ლივ და მას­ვე მიჰ­ყ­ვე­ბა გა­რე სამ­ყა­როს­თან ჰარ­მო­ნი­უ­ლად თა­ნა­არ­სე­ბო­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, ზო­გა­დად, სიყ­ვა­რუ­ლი. ამას არ ვამ­ბობ ეკო­ლო­გი­უ­რი პრო­პა­გან­დის გა­მო – „გა­და­ვარ­ჩი­ნოთ გა­რე სამ­ყა­რო“, არა­მედ იმი­ტო­მაც, რომ ჯერ ადა­მი­ან­ში გა­დარ­ჩეს თვით ადა­მი­ა­ნი. თუ­კი მო­ზარდს ცოცხა­ლი არ­სე­ბე­ბის მი­მართ არ აქვს „თა­ნას­წო­რო­ბის“ გან­ც­და, არც მის მაგ­ვარ­თან ექ­ნე­ბა სიყ­ვა­რუ­ლის გან­ც­და.

ადა­მი­ა­ნის მი­ერ ცოცხალ გა­რე­მოს­თან გა­უცხო­ე­ბა, უმე­ტე­სად, ლო­გი­კუ­რი შე­დე­გია სას­წავ­ლო შე­მეც­ნე­ბი­თი პროგ­რა­მე­ბის და­გეგ­მ­ვი­სა, სა­დაც აბ­სო­ლუ­ტუ­რი ნა­წი­ლი მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლად და ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით შეს­წავ­ლას ეთ­მო­ბა. აბა რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, მო­ზარდს სას­წავ­ლო პროგ­რა­მით და­გეგ­მი­ლი ჰქონ­დეს მდი­ნა­რე მი­სი ყვე­ლა მა­ხა­სი­ა­თებ­ლით და მდი­ნა­რე არ აჩ­ვე­ნო, მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტი, დე­ბი­ტი, სიჩ­ქა­რე, ჩა­მო­ნა­ტა­ნი ქვი­შა, მი­სი და­ბინ­ძუ­რე­ბის დო­ნე, და­ბინ­ძუ­რე­ბის წყა­რო და სხვა, თუნ­დაც მცე­ნა­რე­თა ცოცხა­ლი სამ­ყა­როს გაც­ნო­ბა. ბავ­შ­ვო­ბი­დან სულ მეს­მო­და სა­უ­ბა­რი, ქარ­მა ერ­თი ყვა­ვი­ლიც არ შე­არ­ჩი­ნა მცე­ნა­რეს, ჩა­მო­ყა­რა ყვე­ლა­ფე­რი, ვე­ნახ­სა და სი­მინდს ფო­თო­ლიც არ შერ­ჩაო, ზამ­თარ­ში ცხო­ვე­ლე­ბი და ფრინ­ვე­ლე­ბი რით გა­მოვ­კ­ვე­ბო­თო… ეს სა­უბ­რე­ბი სა­ერ­თოდ არ გვტკი­ო­და, მით უმე­ტეს ქა­ლაქ­ში მაცხოვ­რებ­ლებს. ქა­რი სა­ჯავ­რე­ბე­ლი იმი­ტომ იყო, რომ მა­თი სარ­ჩო სა­ბა­დე­ბე­ლი მო­იკ­ლებ­და, ხო­ლო მცე­ნა­რეს, ყვა­ვილს რომ სტკი­ო­და, სცი­ო­და და ზი­ან­დე­ბო­და, ამის გან­ც­და ნაკ­ლე­ბად გვქონ­და. ასე ვფიქ­რობ­დი მეც, სა­ნამ მი­წას­თან პრაქ­ტი­კუ­ლად არ მო­მი­წია შე­ხე­ბა და რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე დად­გო­მა. მცე­ნა­რე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­ნო­ბებ­სა და დიდ ხე­ებს იყ­ვ­ნენ ამო­ფა­რე­ბუ­ლი, მშვე­ნივ­რად ხა­რობ­დ­ნენ და ნა­ყოფ­საც ის­ხამ­დ­ნენ. იქ, სა­დაც არა­ფე­რი ეფა­რე­ბო­დათ, მარ­თ­ლაც ფო­თოლ­გაც­ვე­ნი­ლი, უნა­ყო­ფოდ და სა­ცო­და­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდ­ნენ. მა­თი შემ­ყუ­რე მახ­სენ­დე­ბო­და ჩე­მი ზე­და­პი­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ბუ­ნე­ბი­სა და ზო­გა­დად, ცოცხალ არ­სე­ბა­თა მი­მართ. მი­წა­ზე შრო­მის დროს შე­ვი­ცა­ნი მცე­ნა­რის „ადა­მი­ა­ნუ­რი“ თვი­სე­ბა, რომ მა­საც სცი­ვა, მა­საც უნ­და საკ­ვე­ბი, სას­მე­ლი, ქა­რის­გან დაც­ვა, სა­უ­ბა­რი, ხე­ლის შევ­ლე­ბა, სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი, მე­ტად შე­ვი­ცა­ნი ჩე­მი თა­ვი.

ვი­ცი, რომ ამ პრობ­ლე­მა­ზე სა­უბ­რობს ცა და ქვე­ყა­ნა, მაგ­რამ მიდ­გო­მე­ბია შე­საც­ვ­ლე­ლი. ვე­რა­ვი­თა­რი ექ­ს­კურ­სია, ვი­დე­ოკ­ლი­პი, ლექ­ცია-პრო­პა­გან­და გა­რე სამ­ყა­როს სიყ­ვა­რუ­ლი­სა და მოვ­ლის შე­სა­ხებ ვერ შე­ედ­რე­ბა თუნ­დაც ერ­თი ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლი­სა თუ ფრინ­ვე­ლის, მცე­ნა­რის შე­ძე­ნა-მოვ­ლას. პრობ­ლე­მის მხო­ლოდ გო­ნებ­რი­ვი გა­აზ­რე­ბა ნაკ­ლე­ბე­ფექ­ტუ­რია, ვიდ­რე მი­სი ში­ნა­გა­ნი გან­ც­დით შეც­ნო­ბა.

არ­და­დე­გე­ბიც სა­უ­კე­თე­სო დროა, რომ შე­ი­ძი­ნოთ ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლი, მცე­ნა­რის ნერ­გე­ბი, ყვა­ვი­ლე­ბი და დარ­გოთ, სა­დაც კი მო­გე­ხერ­ხე­ბათ. გა­მოც­დი­ლე­ბა აჩ­ვე­ნებს, რომ ადა­მი­ა­ნებს რა­ი­მე ცოცხალ არ­სე­ბა­ზე, მცე­ნა­რე­ზე, ცხო­ველ­ზე, ფრინ­ველ­ზე მი­კუთ­ვ­ნე­ბუ­ლო­ბის, დე­დობ­რი­ვი გრძნო­ბის გა­მოვ­ლე­ნით, თან­და­თან უყა­ლიბ­დე­ბათ მზრუნ­ვე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­რე სამ­ყა­როს მი­მართ. მათ მი­ერ დარ­გულ/კუთ­ვ­ნილ მცე­ნა­რე­ებ­ზე ქა­რის, წვი­მის, სიცხის, თოვ­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბი­სას მიხ­ვ­დე­ბი­ან, რომ ყვე­ლა ცოცხალ არ­სე­ბას სჭირ­დე­ბა წყა­ლი, საკ­ვე­ბი, სით­ბო, ქა­რი­სა­გან დაც­ვა, მო­ფე­რე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი, სა­უ­ბა­რიც კი. აბა, და­აკ­ვირ­დით, ვი­საც ფი­სო, მცე­ნა­რე, ძაღ­ლი ჰყავს სახ­ლ­ში, რო­გო­რი დე­დობ­რი­ვი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს მი­სი გაზ­რ­დი­ლის/საზ­რუ­ნა­ვის მი­მართ და ისე­თი­ვე სო­ლი­და­რუ­ლი, მზრუნ­ვე­ლი და გუ­ლის­ხ­მი­ე­რია სხვის მი­მარ­თაც.

მო­ზარ­დის გულ­ში გა­ჩე­ნი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ზრდის მას ადა­მი­ა­ნად.

ფეხ­თ­ბა­ნის რი­ტუ­ა­ლე­ბი

ახ­ლა ისეთ თე­მას შე­ვე­ხე­ბი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია, ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლი და ფა­ქი­ზი თე­მაა სა­ზო­გა­დოდ. მას­ზე სა­ერ­თოდ რომ არ ვი­სა­უბ­როთ, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. გა­რე სამ­ყა­როს­თან ადაპ­ტი­რე­ბა რე­ლი­გი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მას­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი ნი­უ­ან­სე­ბის გა­რე­შე თით­ქ­მის შე­უძ­ლე­ბე­ლია. მხატ­ვ­რო­ბა, არ­ქი­ტექ­ტუ­რა, სკულ­პ­ტუ­რა, გა­ლო­ბა, ლი­ტე­რა­ტუ­რა, ჩვე­ნი ყო­ფის ტრა­დი­ცი­უ­ლი რი­ტუ­ა­ლე­ბი, ზო­გა­დად ცხოვ­რე­ბის წე­სი, გა­ჯე­რე­ბუ­ლია ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ფორ­მი­თა და ში­ნა­არ­სით, ის დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს ადა­მი­ა­ნის ზნე­ობ­რივ სრულ­ყო­ფა­ზე და უფ­რო­სებ­მა, რამ­დე­ნა­დაც შეგ­ვ­წევს ძა­ლა, უნ­და შევ­ძ­ლოთ ამ დიდ სამ­ყა­როს­თან მო­ზარ­დის ზო­მი­ე­რი და­ახ­ლო­ვე­ბა.

რწმე­ნა, კონ­კ­რე­ტუ­ლად ქრის­ტი­ა­ნუ­ლი, პი­როვ­ნე­ბის სუ­ლი­ე­რი მოთხოვ­ნი­ლე­ბაა და ის ინ­დი­ვიდ­შია. და­ნარ­ჩე­ნი სხვა – ბიბ­ლია, ეკ­ლე­სია, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე ხელ­შემ­წყო­ბი რა­მაა პი­როვ­ნე­ბის მი­ერ გა­სავ­ლელ გზა­ზე. რო­გორ, სად და რა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ვა­ზი­ა­როთ მო­ზარ­დი ამ უკი­დე­გა­ნო, უფა­ქი­ზეს სამ­ყა­როს? ზო­გი­ერ­თი სა­სუ­ლი­ე­რო და სა­ე­რო პი­რე­ბის აზ­რით, რე­ლი­გია სკო­ლებ­ში ცალ­კე საგ­ნად უნ­და ის­წავ­ლე­ბო­დეს. არა­და, თუ­კი კარ­გად და­ვაკ­ვირ­დე­ბით, რი­გი სას­წავ­ლო პროგ­რა­მა, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, მით უმე­ტეს, მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის, პირ­და­პირ თუ ირი­ბად, გა­ჯე­რე­ბუ­ლია ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ში­ნა­არ­სი­თა და სუ­ლის­კ­ვე­თე­ბით (იგა­ვე­ბი, მხატ­ვ­რუ­ლი ტექ­ს­ტე­ბი, ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი, თუმ­ცა სწავ­ლე­ბი­სას, უმე­ტე­სად, ყუ­რადღე­ბის მიღ­მაა, ძი­რი­თა­დად, ამ თე­მა­ტი­კის არ­ცოდ­ნის გა­მო). თუ­კი არ­სე­ბულ შე­სა­ნიშ­ნავ რე­სურ­სებს სა­თა­ნა­დოდ მი­ვაწ­ვ­დით, ახალ­გაზ­რ­დე­ბი იოლად, და­უ­ძა­ლებ­ლად შე­ით­ვი­სე­ბენ ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მოძღ­ვ­რე­ბის საწყი­სებს.

აღარ გვინ­და სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ზე სა­უ­ბა­რი, რად­გან არ­და­დე­გე­ბის ყო­ფი­თი ქცე­ვე­ბის სა­უ­კე­თე­სო გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა იდენ­ტუ­რია ქრის­ტი­ა­ნუ­ლი და სხვა კონ­ფე­სი­ე­ბის შე­გო­ნე­ბე­ბი­სა. შე­სა­ბა­მი­სად, თუ­კი მათ მი­ვა­ნიშ­ნებთ მა­თი­ვე ქცე­ვა­ში არ­სე­ბულ ქრის­ტი­ა­ნულ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებ­ზე, უფ­რო ღრმად, მკვიდ­რად გა­უჯ­დე­ბათ ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში და, ამ მარ­ტივ მა­გა­ლი­თებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, და­იძ­ლე­ვა ის ბა­რი­ე­რი, რომ რე­ლი­გი­უ­რი მო­რა­ლით ცხოვ­რე­ბა არაა რთუ­ლი, მი­უღ­წე­ვე­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბის­თ­ვის.

სტუ­დენ­ტო­ბის დროს, სა­მეც­ნი­ე­რო ექ­ს­პე­დი­ცი­ი­სას, სო­ლი­დუ­რი ხნის ლექ­ტორ­მა, ჩვენ­თ­ვის გა­მო­აცხო ნამ­ცხ­ვ­რე­ბი და ჩა­ი­ზე მოგ­ვარ­თ­ვა. მა­შინ ღრმად ვერც კი გა­ვი­აზ­რე რა ხდე­ბო­და. იმას კი ვგრძნობ­დი, რომ ეს იყო ჩვენ მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლის, თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბა, კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი ჟეს­ტი. ვერც შემ­დ­გომ ვერ ვწვდე­ბო­დი ბო­ლომ­დე იმ სი­ხა­რუ­ლის სიღ­რ­მეს, რო­დე­საც, ჩე­მი ლექ­ტო­რის მსგავ­სად, მეც ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დი ჩემს მო­წა­ფე­ებ­სა და უმ­ც­როს კო­ლე­გებს, სა­ნამ ქრის­ტეს „ფეხ­თ­ბა­ნა“ და ჩე­მი­ვე მსა­ხუ­რე­ბა არ და­ვა­კავ­ში­რე ერ­თ­მა­ნეთს, რომ ყო­ფი­თი რამ, ჩა­ის მო­დუ­ღე­ბა და მირ­თ­მე­ვა მე­გობ­რის­თ­ვის, ხან­დაზ­მული ადა­მი­ა­ნის­თ­ვის ტვირ­თის ტა­რე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა, სხვი­სი სახ­ლის გა­და­თოვ­ლა ქრის­ტეს­მი­ე­რი „ფეხ­თ­ბა­ნის“ რი­ტუ­ა­ლია. ეს ხომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნუ­რი, კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი ქცე­ვაა და სხვა არა­ფე­რი, მაგ­რამ მო­ზარ­დებს „ჩვე­უ­ლებ­რივს“ რომ უფ­რო ამაღ­ლე­ბუ­ლი გან­ც­დით და­ა­ნა­ხებ — მი­სი ქცე­ვე­ბის თან­ხ­ვედ­რა უზე­ნა­ე­სის ქმე­დე­ბებ­ზე, ბევ­რად იოლი გახ­დე­ბა იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, რომ ყო­ველ­დღი­უ­რი „ჩვე­უ­ლებ­რი­ვი“ ზნე­ობ­რი­ვი საქ­ცი­ე­ლი საწყი­სია ღმერ­თის მი­ერ გა­მოწ­ვ­დილ თით­თან მი­ახ­ლო­ე­ბი­სა (ამ ში­ნა­არ­სის გა­გე­ბა­ში ბავ­შ­ვებს და­ეხ­მა­რე­ბა მი­ქე­ლან­ჯე­ლოს სიქ­ს­ტის კა­პე­ლის ფრეს­კა „ადა­მის შექ­მ­ნა“).

იმა­საც ვიტყ­ვი, მო­ზარ­დის აღ­ზ­რ­დი­სას, თუ­კი არ გა­ავ­ლებ პა­რა­ლელს ქრის­ტი­ა­ნულ, ზო­გა­დად რე­ლი­გი­ურ მო­რალ­ზე, დი­დად არც ამით და­შავ­დე­ბა რა­ი­მე, მაგ­რამ, ვფიქ­რობ, ცხოვ­რე­ბის დიდ გზა­ზე, სიმ­ტ­კი­ცე­ში საყ­რ­დე­ნად, უმ­ჯო­ბე­სია უზე­ნა­ე­სის ქმე­დე­ბებ­თან თან­ხ­ვედ­რა.

ფეს­ვე­ბი

თე­მა, რო­მელ­საც ახ­ლა მი­ვაქ­ცევ თქვენს ყუ­რადღე­ბას, ზედ­გა­მოჭ­რი­ლია არ­და­დე­გე­ბის­თ­ვის. ბავ­შ­ვო­ბა­ში არ­და­დე­გე­ბი იმი­ტო­მაც მი­ხა­რო­და, რომ მშობ­ლებ­თან, ბე­ბია-ბა­ბუ­ებ­თან ერ­თად იწყე­ბო­და დი­დი ვო­ი­ა­ჟე­ბი ნა­თე­სა­ვებ­ში. ბა­ბუ­ას თით­ქ­მის ყველ­გან დავ­ყავ­დით შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი, სა­დაც კი წა­ვი­დო­და. ზაფხულ­ში არის დრო, რო­დე­საც სო­ფელ­ში ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლია. ვე­ნა­ხი და სი­მინ­დი გა­თოხ­ნი­ლი, გა­ლა­მა­ზე­ბუ­ლია, ჰო­და, ძი­რი­თად საქ­მეს რომ მორ­ჩე­ბო­და ბა­ბუა, ახ­ლა ნა­თე­სა­ვებ­თან მის­ვ­ლა-მოს­ვ­ლის დროაო, იტყო­და. ჩა­ა­ლა­გებ­და ჩან­თა­ში სოფ­ლის სა­ნო­ვა­გეს და ჩვენ­თან ერ­თად იწყე­ბო­და მოგ­ზა­უ­რო­ბა ახ­ლობ­ლებ­თან. „დე­და, რა კარ­გი დღე გაგ­ვი­თენ­და“, „სა­და ხარ აქამ­დე, სად და­ი­კარ­გე, ასე რა­ტომ მოგ­ვი­ძუ­ლე“, „ეს ბავ­შ­ვე­ბი რო­გორ გაზ­რ­დი­ლან, ქსე­ნია (ბე­ბი­ა­ჩე­მი) რა­ტომ არ წა­მო­იყ­ვა­ნე“… ატყ­დე­ბო­და ერ­თი ამ­ბა­ვი, მი­კითხვ-მო­კითხ­ვა. შემ­დეგ ამო­ა­ლა­გებ­და ბა­ბუა ქსე­ნი­ას გა­მო­ტა­ნე­ბულ მრგვლად მო­ხარ­შულ დე­დალს, ყველს, მწვა­ნილს, კიტრს, პა­მი­დორს, თო­ნე­ში გა­მომ­ცხ­ვარ პურს, დო­ქით ღვი­ნოს… ამა­ზეც გვსაყ­ვე­დუ­რობ­დ­ნენ, რად გინ­დო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი, ხომ შეგ­ვარ­ცხ­ვი­ნა ახ­ლა ამ კაც­მაო და ბი­ძაშ­ვილ-მა­მი­დაშ­ვილ-დე­ი­დაშ­ვილ მოყ­ვ­რებ­ში იწყე­ბო­და ყო­ვე­ლი მათ­გა­ნის გაც­ნო­ბა და იმის ხაზ­გას­მა, რომ არ უნ­და დაგ­ვე­ვიწყე­ბი­ნა ასე ახ­ლობ­ლებს ერ­თ­მა­ნე­თი. ყო­ვე­ლი ასე­თი შეხ­ვედ­რა იყო უზო­მო სიყ­ვა­რუ­ლის დი­დი დღე. გა­იხ­სე­ნებ­დ­ნენ ბავ­შ­ვო­ბას, მათ დე­დებ­სა და მა­მებს, ბე­ბი­ებ­სა და ბა­ბუ­ებს, მე­ზობ­ლებს, ახ­ლობ­ლებს, ნა­თელ-მი­რო­ნებს. ამ სით­ბო­თი გა­ჯე­რე­ბულ სა­უ­ბარს ვუს­მენ­დით, ვხა­რობ­დით, ვმდიდ­რ­დე­ბო­დით ერ­თ­მა­ნე­თით ჩვენ და იმ ოჯა­ხის ჩვე­ნი ტო­ლა ბავ­შ­ვე­ბი. შემ­დეგ ჯერ­ზე ისი­ნი მო­დი­ოდ­ნენ ჩვენ­თან და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ასე მტკიც­დე­ბო­და ჩვე­ნი სის­ხ­ლი­სა და ხორ­ცის ფეს­ვე­ბი. ახ­ლა ვფიქ­რობ, რომ ამ სტუმ­რო­ბე­ბის ერთ-ერ­თი ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი ახალ­გაზ­რ­და თა­ო­ბის ნა­თე­სა­ვე­ბის გაც­ნო­ბა-და­ახ­ლო­ე­ბა, ჭირ­სა და ლხინ­ში ერ­თად ყოფ­ნის­თ­ვის მზა­დე­ბა იყო ნამ­დ­ვი­ლად. ამ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­მოა, რომ დღემ­დე მოგ­ვ­ყ­ვე­ბა ჩვენს თა­ო­ბას დედ-მა­მის და ბე­ბია-ბა­ბუ­ის მა­მულ-დე­დუ­ლე­თის გვა­რე­ბის, ოჯა­ხე­ბის, პი­როვ­ნე­ბე­ბის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მა.

ვფიქ­რობ, ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და გან­მ­ტ­კი­ცე­ბა აუცი­ლე­ბე­ლი ელე­მენ­ტი უნ­და იყოს მო­ზარ­დის აღ­ზ­რ­დის­თ­ვის. სიყ­ვა­რუ­ლით გაჟ­ღენ­თი­ლი გან­წყო­ბის კონ­ცენ­ტ­რა­ცია მხო­ლოდ ნა­თე­სა­ურ კავ­შირ­შია შე­მო­ნა­ხუ­ლი.

მო­ი­ცა­ლეთ ამ სიმ­დიდ­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სათ­ვის, ატა­რეთ ბავ­შ­ვე­ბი ნა­თე­სა­ვებ­ში, არ გაწყ­ვი­ტოთ თქვე­ნი ხორ­ცი­ე­ლი თუ სუ­ლი­ე­რი ბმა წი­ნა თა­ო­ბებ­თან.

რაც არა გწა­დის ისა ჰქმენ…

სტუ­დენ­ტო­ბი­სას ერთ-ერ­თი საგ­ნის ლექ­ტორ­მა შე­მომ­თა­ვა­ზა, ახ­ლა­ვე და­ვიწყოთ სა­დიპ­ლო­მო ნაშ­რო­მის წე­რა, რო­მელ­საც შემ­დ­გომ­ში დი­სერ­ტა­ცი­ის­თ­ვის გა­აგ­რ­ძე­ლე­ბო, ოღონდ იცო­დე, ეს ხან­გრ­ძ­ლივ შრო­მას მო­ითხოვ­სო. შემ­დეგ შე­მე­კითხა, სო­ფელ­ში გა­ი­ზარ­დე თუ ქა­ლა­ქა­დო. ვერ მივ­ხ­ვ­დი მი­სი კითხ­ვის არსს და ვთხო­ვე გა­ნე­მარ­ტა თუ რას ეხე­ბო­და შე­კითხ­ვა. საკ­მა­ოდ მოკ­ლედ და ორი­გი­ნა­ლუ­რად ამიხ­ს­ნა: არც მე და არც შენ და­სა­კარ­გი დრო არა გვაქვს, მინ­დო­და გა­მო­მეც­ნო გე­ყო­ფა თუ არა დამ­ღ­ლელ გზა­ზე შრო­მი­სათ­ვის ნე­ბის­ყო­ფაო. ქა­ლა­ქე­ლე­ბი ნა­მე­ტა­ნი უნე­ბის­ყო­ფო­ნი არი­ან, მოკ­ლე დის­ტან­ცი­ა­ზე კი ბა­ტო­ნო, მაგ­რამ რო­დე­საც ხან­გ­რ­ძ­ლივ შრო­მას ეხე­ბა საქ­მე, მა­შინ შრო­მა­ში გაზ­რ­დი­ლე­ბი (გუ­ლის­ხ­მობ­და სოფ­ლად გაზ­რ­დილს) უფ­რო აღ­წე­ვენ წარ­მა­ტე­ბა­სო.

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მთა­ვა­რი ყუ­რადღე­ბა გა­და­სუ­ლია საგ­ნობ­რი­ვი დის­ციპ­ლი­ნე­ბის შეს­წავ­ლა­ზე, ხო­ლო რაც შე­ე­ხე­ბა მოს­წავ­ლის ნე­ბის­ყო­ფის გან­მ­ტ­კი­ცე­ბას,  სა­კუ­თა­რი ქცე­ვის მარ­თ­ვას, ეს სფე­რო უმე­ტე­სად იგ­ნო­რი­რე­ბუ­ლია. უამ­რა­ვი რე­ი­ტინ­გით იზო­მე­ბა საგ­ნობ­რი­ვი წარ­მა­ტე­ბე­ბი, ქცე­ვის თან­მიმ­დევ­რუ­ლი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის სა­ზო­მე­ბი კი ნაკ­ლე­ბა­დაა და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. ადა­მი­ა­ნებს ხში­რად უწევთ სურ­ვი­ლებ­თან ბრძო­ლა. ამ ბრძო­ლა­ში მთა­ვა­რი იარა­ღი ნე­ბის­ყო­ფაა, რის გა­რე­შეც წარ­მა­ტე­ბა ძნე­ლი მი­საღ­წე­ვია. მოს­წავ­ლის­თ­ვის თვით­კონ­ტ­რო­ლი, თავ­შე­კა­ვე­ბა, ან­გა­რი­შის გა­წე­ვა გარ­შე­მო მყოფ­თა მი­მართ და სხვა სა­თა­ნა­დო ქცე­ვე­ბის მხო­ლოდ ცოდ­ნა ნაკ­ლებ ეფექ­ტუ­რია, ისი­ნი უნ­და რე­ა­ლიზ­დე­ბო­დეს გა­რე­მო­ში.

არა­ერ­თი ევ­რო­პე­ლი და ამე­რი­კე­ლი, იაპო­ნე­ლი ცნო­ბი­ლი პე­და­გო­გე­ბი ადა­მი­ა­ნის ნე­ბის­ყო­ფის და სხვა ბევ­რი უნა­რის  შე­ძე­ნა-გან­ვი­თა­რე­ბა­ში, ასა­კის შე­სა­ბა­მის შრო­მით აღ­ზ­რ­დას აძ­ლევ­დ­ნენ უპი­რა­ტე­სო­ბას. ძა­ლი­ან კარ­გია, რომ ბავ­შ­ვე­ბი სპორ­ტ­ზე და­დი­ან, მწვრთნე­ლი მათ თან­და­თან აჩ­ვევს დატ­ვირ­თ­ვას, სხვა­დას­ხ­ვა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ადაპ­ტი­რე­ბას, რი­თაც, ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თ­ვის გაძ­ლი­ე­რე­ბას­თან ერ­თად, ნე­ბის­ყო­ფაც უმუ­შავ­დე­ბათ, მაგ­რამ შრო­მა­სა და სპორ­ტ­ში, ან ხე­ლოვ­ნე­ბა­ში გა­მო­მუ­შა­ვე­ბულ ნე­ბე­ლო­ბას შო­რის გა­დამ­წყ­ვე­ტი სხვა­ო­ბაა. სპორ­ტ­ში, ხე­ლოვ­ნე­ბა­ში გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ნე­ბის­ყო­ფა მა­ინც კომ­ფორ­ტ­ში გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ნე­ბის­ყო­ფაა, რაც ბო­ლომ­დე ვერ რე­ა­ლიზ­დე­ბა არას­ტან­დარ­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რომ­ლი­თაც სავ­სეა ცხოვ­რე­ბა, ხო­ლო ცხოვ­რე­ბა კომ­ფორ­ტუ­ლად მოწყო­ბი­ლი გა­რე­მო არაა, ის გა­ცი­ლე­ბით მკაც­რია. ნე­ბის­ყო­ფი­სა და სიმ­ტ­კი­ცის უნა­რის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად ლე­გენ­და­რუ­ლი სპორ­ტ­ს­მე­ნე­ბი დრო­დად­რო შორ­დე­ბოდ­ნენ კომ­ფორტს; მოკ­რი­ვე მუ­ჰა­მედ ალი ტყე­ში შე­შას ჭრი­და, ხერ­ხავ­და, აპობ­და, ხო­ლო ფეხ­ბურ­თე­ლი გა­რინ­ჩა კი ნახ­ნა­ვებ­ში ქა­თამს უშ­ვებ­და და დას­დევ­და და­სა­ჭე­რად.

მო­ზარ­დე­ბი, ცხოვ­რე­ბა­ში არა­სა­სურ­ვე­ლის და­საძ­ლე­ვად, თან­და­თან უნ­და მომ­ზად­დ­ნენ. ამის კლა­სი­კუ­რი გან­მარ­ტე­ბაა – „რაც არა გწად­დეს, იგი ჰქმენ, ნუ სდევ წა­დილ­თა ნე­ბა­სა“. საკ­ლა­სო ოთა­ხის და­ლა­გე­ბა, მი­წის ნაკ­ვე­თის და­ბარ­ვა, ფრინ­ვე­ლე­ბი­სა და ცხო­ვე­ლე­ბი­სათ­ვის საკ­ვე­ბის დამ­ზა­დე­ბა, გა­მოკ­ვე­ბა, წე­რი­სა და მეტყ­ვე­ლე­ბის დროს გრა­მა­ტი­კუ­ლი კა­ტე­გო­რი­ე­ბის გა­ნუხ­რე­ლი დაც­ვა, ლექ­სის ან რა­ი­მე ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მო­ნაკ­ვე­თის ზე­პი­რად სწავ­ლა და სხვა ბევ­რი რამ ეძ­ნე­ლე­ბათ და არ სი­ა­მოვ­ნებთ შვი­ლებს, მაგ­რამ ეს, თქვენ­თან ერ­თად, ერთ-ერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბაა მიზ­ნის, მა­თი­ვე ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გოს დაძ­ლე­ვის უნა­რის გა­მო­მუ­შა­ვე­ბი­სათ­ვის. სხვა­თა შო­რის, ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო საქ­მის დაძ­ლე­ვა აჩ­ქა­რებს სამ­ყა­როს პროგ­რესს, ეძე­ბოს სხვა მარ­ტი­ვი გზე­ბი. გა­იხ­სე­ნეთ თქვენ მი­ერ ლექ­სის სწავ­ლი­სას ან რა­ი­მეს და­მახ­სოვ­რე­ბის­თ­ვის, ნე­ბის­ყო­ფის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას­თან ერ­თად, ინ­ტუ­ი­ცი­უ­რად, რო­გორ ვი­თარ­დე­ბო­და და ყა­ლიბ­დე­ბო­და ტექ­ს­ტის და­მახ­სოვ­რე­ბის ახალი კოგ­ნი­ტუ­რი უნა­რე­ბი.

ოღონდ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი და აუცი­ლებ­ლად გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ და­ცუ­ლი იყოს ბა­ლან­სი; და­ვა­ლე­ბის მო­ცუ­ლო­ბა, დრო­ის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა, ასა­კი, ვის­თან ერ­თად ას­რუ­ლებ და რამ­დე­ნად კე­თილ­გან­წყო­ბი­ლია გა­რე­მო. კი­დევ, აუცი­ლე­ბე­ლია, რომ შრო­მას ახ­ლ­დეს წა­ხა­ლი­სე­ბა.

ძა­ლი­ან გა­მიგ­რ­ძელ­და. ვფიქ­რობ, სა­ზაფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბი სწო­რედ სა­უ­კე­თე­სო დროა ბავ­შ­ვის მარ­ტივ შრო­მით საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­საბ­მე­ლად, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­და­სად­გ­მე­ლად ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გზის საწყის ეტაპ­ზე. კარ­გი იქ­ნე­ბა თუ ბავ­შ­ვი, რა თქმა უნ­და მას­თან შე­თან­ხ­მე­ბით, ასა­კის შე­სა­ფე­რი­სად, ოჯა­ხურ ბიზ­ნეს­ში და­საქ­მ­დე­ბა. შრო­მას­თან ერ­თად, ის სა­კუ­თა­რი შრო­მით მო­პო­ვე­ბუ­ლი თან­ხის გან­კარ­გ­ვი­სა და ხარ­ჯ­ვის უნარ­საც გა­მო­ი­მუ­შა­ვებს. სხვა­თა შო­რის, ინ­გ­ლი­სის ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, მარ­გა­რეტ ტეტ­ჩერს, უმ­დიდ­რე­სი მა­მა ჰყავ­და, რო­მე­ლიც შვილს, ზაფხუ­ლის არ­და­დე­გებ­ზე, კა­ფე­ში მიმ­ტა­ნად ამუ­შა­ვებ­და.

მე­ტად ვა­ჟე­ბი­სათ­ვის

უფ, კარ­გია ხინ­კა­ლი, ხა­ჭა­პუ­რი, პელ­მე­ნი და სხვა ამ­გ­ვარ, სი­ხა­რუ­ლის მომ­ნი­ჭე­ბელ, თე­მებ­ზე სა­უ­ბა­რი. გა­ი­ფიქ­რებთ, რა­ღაც მა­მო­ტი­ვი­რე­ბე­ლი თე­მის გა­რე­შე არ და­იწყებ­დი ხა­ჭა­პურ­ზე და ხინ­კალ­ზე სა­უ­ბარ­სო, მარ­თა­ლიც იქ­ნე­ბით. ცო­ტა რა­ი­მეს გა­ვიხ­სე­ნებ, მო­უხ­დე­ბა თე­მას. ახალ­გაზ­რ­დო­ბა­ში მე­გო­ბარ­თან წა­ვიტ­რა­ბა­ხე, მე­უღ­ლე „ვა­რე­ნი­კებს“ ამ­ზა­დებს კარ­გად და მეწ­ვიე ოჯახ­თან ერ­თად-მეთ­ქი. სამ­ზა­დი­სი­სას ჩე­მი მე­უღ­ლე მო­უ­ლოდ­ნე­ლად ცო­ტა შე­უძ­ლოდ შე­იქ­ნა და ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა ჩემ­ზე გად­მო­ვი­და. ფქვი­ლი მოვ­ცო­მე, და­ვა­ნა­წევ­რე პა­ტა­რა ნა­წი­ლე­ბად და გა­ვაბ­რ­ტყე­ლე, ეს არა­ფე­რი, მაგ­რამ ყვე­ლის ჩა­დე­ბა ცო­მის ფირ­ფი­ტებ­ში და შემ­დეგ მი­სი სა­თი­თა­ოდ მო­ხუ­ჭუ­ჭე­ბა გა­მი­ჭირ­და. მო­ვიდ­ნენ სტუმ­რე­ბი, მოვ­ხარ­შე, ამო­ვი­ღე ცხე­ლი „ვა­რე­ნი­კე­ბი“, იქ­ვე – არა­ჟა­ნი და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად წა­ვი­და. რა­ღაც დრო­ის შემ­დეგ, თვა­ლი შე­ვავ­ლე მა­გი­დას, ჩავ­ხე­დე ქვაბს, „ვა­რე­ნი­კის“ ნა­სა­ხიც აღარ იყო დარ­ჩე­ნი­ლი. გა­ვოც­დი, მთე­ლი კვი­რის სამ­ყო­ფი მე­გო­ნა გა­ვამ­ზა­დე.

ამ მო­მენ­ტამ­დეც ვა­ფა­სებ­დი ქა­ლის შრო­მას, მაგ­რამ მა­შინ სხვაგ­ვა­რად შევ­ხე­დე. დამ­ქან­ც­ვე­ლად მი­მაჩ­ნ­და ას­ფალ­ტის და­გე­ბა, რკი­ნის გა­მოდ­ნო­ბა ღუ­მელ­ში, მი­წის თოხ­ნა, ბავ­შ­ვებ­თან მუ­შა­ო­ბა და ა.შ., მაგ­რამ რო­ცა ჩემს თავ­ზე გა­მოვ­ცა­დე, სამ-ოთხ­სა­ა­თი­ა­ნი შრო­მის შემ­დეგ, ნაწ­ვა­ლე­ბის კვა­ლიც არ­სად რომ არ ჩან­და, უკ­ვე სხვაგ­ვა­რად შევ­ხე­დე „და­უ­ფა­სე­ბელ“ შრო­მას. ამ­გ­ვა­რი ფაქ­ტე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის შემ­დეგ, უხერ­ხუ­ლად ვიგ­რ­ძე­ნი თა­ვი დე­დის, მე­უღ­ლის, ქალ­ბა­ტო­ნე­ბის და ზო­გა­დად მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში და­საქ­მე­ბულ­თა მი­მართ. ბავ­შ­ვო­ბი­სას ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თ­ვის ყო­ველ­დღი­უ­რად სა­უზ­მის, სა­დილ-ვახ­შ­მის მზა­დე­ბას, პე­რან­გე­ბის, შარ­ვ­ლე­ბის რეცხ­ვა-გა­უ­თო­ე­ბას, სხვა უამ­რავ წვრილ­მანს შრო­მად ვერ აღ­ვიქ­ვამ­დი. პა­რა­დოქ­სია, მაგ­რამ რო­ცა სხვა მო­მემ­სა­ხუ­რე­ბო­და, უამ­რავ მად­ლო­ბას ვიხ­დი­დი, ისი­ნი უცხო­ნი იყ­ვ­ნენ, მე კი – თა­ვა­ზი­ა­ნი, ოჯახ­ში მად­ლო­ბის თქმას მა­ინც და მა­ინც სა­ჭი­როდ არ ვთვლი­დი, მი­ვიჩ­ნევ­დი, რომ ისი­ნი ში­ნა­უ­რე­ბი იყ­ვ­ნენ და ჩვენ, და­ნარ­ჩე­ნებს, მსა­ხუ­რე­ბა ისე­დაც გვე­კუთ­ვ­ნო­და. უფ­რო მე­ტად ცუ­დი შეგ­რ­ძ­ნე­ბა მე­უფ­ლე­ბო­და, რო­ცა ჩე­მი კო­მენ­ტა­რე­ბი მახ­სენ­დე­ბო­და: „მა­რი­ლი აკ­ლია“, „პუ­რი გუ­შინ­დე­ლია“, „სა­ყე­ლოს ნა­კე­ცი არ ამ­ჩ­ნე­ვია“… ხო­ლო კო­მენ­ტა­რე­ბი: „შე­გარ­გოთ ღმერ­თ­მა“, „რო­გორ გიხ­დე­ბათ ეს ტან­საც­მე­ლი“, „ლა­მა­ზად გა­მო­ი­ყუ­რე­ბით“ – რო­მე­ლი მხრი­დან იყო, ად­ვი­ლი მი­სახ­ვედ­რია.

ჰო­და, არ­და­დე­გე­ბი კარ­გი დროა, რომ შვი­ლებს შე­აგ­რ­ძ­ნო­ბი­ნოთ ე.წ. სა­ვალ­დე­ბუ­ლო და და­უ­ფა­სე­ბე­ლი შრო­მის ყად­რი, მი­სი ფა­სი. უმ­ჯო­ბე­სია, პირ­ველ რიგ­ში, ერ­თობ­ლი­ვად და­იწყოთ შვი­ლე­ბის კუთ­ვ­ნი­ლი ოთა­ხის და იქ მო­თავ­სე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის და­რეცხ­ვა, და­ლა­გე­ბა, ფეხ­საც­მ­ლის გაწ­მენ­და-გაპ­რი­ა­ლე­ბა, სა­მო­სის რეცხ­ვა-გა­უ­თო­ე­ბა, ბავ­შ­ვ­თა კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის მო­მა­რა­გე­ბა, და­მუ­შა­ვე­ბა და კერ­ძის მომ­ზა­დე­ბა, სა­ერ­თო ფარ­თის მო­წეს­რი­გე­ბა და სხვ. ვი­ცი, რომ სხვა საქ­მი­ა­ნო­ბებს ისე­დაც აკე­თებთ, რაც აუცი­ლებ­ლად იმ­სა­ხუ­რებს შე­ქე­ბას, მაგ­რამ უმე­ტე­სად მას არ ახ­ლავს სის­ტე­მა­ტუ­რო­ბა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა. მა­თი მხრი­დან ეს უფ­რო წა­ა­გავს გულ­მოწყა­ლე­ბას ოჯა­ხის წევ­რ­თა მი­მართ, რაც მცი­რე ასა­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ბუ­ნებ­რი­ვი და მი­სა­ღე­ბი­ცაა, მაგ­რამ წლე­ბის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, თან­და­თა­ნო­ბით, სა­ჭი­როა საქ­მი­ა­ნო­ბის სის­ტე­მა­ტუ­რო­ბა და, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის და­კის­რე­ბა.

აღ­ზ­რ­დის ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თია იაპო­ნი­ის სკო­ლე­ბის საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბის იდე­ა­ლუ­რი სი­სუფ­თა­ვე. იქ მოს­წავ­ლე­ებს, სას­კო­ლო წეს­დე­ბით, მა­თი ოთა­ხე­ბის სრუ­ლი მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა აკის­რი­ათ, რაც შრო­მი­თი ურ­თი­ერ­თ­პა­ტი­ვის­ცე­მის, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბი­სა და სხვა სა­მო­ქა­ლა­ქო უნა­რებს ავი­თა­რებს მოს­წავ­ლე­ებ­ში.

მერ­წ­მუ­ნეთ, რომ ოჯა­ხურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის შემ­დეგ ბავ­შ­ვი აუცი­ლებ­ლად შე­ამ­ჩ­ნევს უად­გი­ლო ად­გი­ლას და­დე­ბულ ნივ­თებს, მის მი­ერ მოწ­მენ­დილ იატაკ­ზე წყლის წვეთ­საც, არა­სო­დეს იყი­დის ზედ­მეტ პრო­დუქტს, რო­მე­ლიც შემ­დეგ უნ­და გა­და­ი­ყა­როს. ძა­ლი­ან გა­ე­ხარ­დე­ბა თუ მის მომ­ზა­დე­ბულ საკ­ვებს სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ირ­თ­მევთ. მე, მა­გა­ლი­თად, ცა­ში დავ­ფ­რი­ნავ, რო­ცა შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ჩემს გა­კე­თე­ბულ ტოსტს მო­ი­წო­ნე­ბენ.

ისე, სჯობს ერ­თობ­ლი­ვი შრო­მა ხა­ჭა­პუ­რით და­იწყოთ, მის გა­კე­თე­ბა­ზე ძნე­ლად თუ იტყ­ვის ბავ­შ­ვი უარს.

სა­ზაფხუ­ლო არ­და­დე­გებ­ზე სა­სა­უბ­რო თე­მა­ტი­კას რა და­ლევს, ვი­მე­დოვ­ნებ ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბის რა­ღაც მარ­ც­ვა­ლი მა­ინც გა­მო­გად­გე­ბათ.

 

პა­ტი­ვის­ცე­მით, თა­მაზ ცხა­და­ძე
სას­კო­ლო კუ­რუ­კუ­ლუ­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის ექ­ს­პერ­ტი 

 

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება