24 ნოემბერი, კვირა, 2024

მომ­ზა­დე­ბუ­ლი კად­რი, პირ­ველ რიგ­ში, სკო­ლის ინ­ტე­რე­სია

spot_img

ირაკლი თავაძე

უკ­ვე საკ­მაო დრო გა­ვი­და, რაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ, ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით სპორ­ტის გაკ­ვე­თი­ლე­ბის უკეთ ჩა­სა­ტა­რებ­ლად, სპორ­ტის ექ­ს­პერ­ტ­თა გა­დამ­ზა­დე­ბა და­იწყო. ეს ერ­თ­გ­ვა­რი შუ­ა­ლე­დუ­რი რგო­ლია სა­მი­ნის­ტ­რო­სა და უშუ­ა­ლოდ სკო­ლებს შო­რის: ექ­ს­პერ­ტებს ევა­ლე­ბათ, სპორ­ტის მას­წავ­ლებ­ლებს ად­გილ­ზე გა­უ­წი­ონ თე­ო­რი­ულ-პრაქ­ტი­კუ­ლი დახ­მა­რე­ბა სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბი­სა და ტენ­დენ­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით სპორ­ტის გაკ­ვე­თი­ლე­ბის და­გეგ­მ­ვა­ში. სა­მი­ნის­ტ­რომ ჯერ სა­ექ­ს­პერ­ტო კან­დი­და­ტე­ბი შე­არ­ჩია, ჩა­უ­ტა­რა რამ­დე­ნი­მე ტრე­ნინ­გი, სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის გა­დამ­ზა­დე­ბის კურ­სე­ბი, რა­თა მათ, ად­გი­ლებ­ზე, თა­ვი­ანთ რე­გი­ო­ნებ­სა თუ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში სხვე­ბის­თ­ვის გა­და­ე­ცათ იქ მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა, ად­გილ­ზე დახ­მა­რე­ბოდ­ნენ კად­რებს, რომ სპორ­ტის გაკ­ვე­თი­ლე­ბი რაც შე­იძ­ლე­ბა ქმე­დუ­ნა­რი­ა­ნი იყოს და მე­ტად უპა­სუ­ხოს თა­ვის პირ­ვე­ლად და­ნიშ­ნუ­ლე­ბას… თუმ­ცა, ექ­ს­პერ­ტ­თა ფუნ­ქ­ცი­ა­ში, სწავ­ლე­ბას­თან ერ­თად, კონ­ტ­რო­ლიც შე­დის – რამ­დე­ნად კარ­გად ნერ­გა­ვენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი გაკ­ვე­თილ­ზე სა­მი­ნის­ტ­რო­დან წა­მო­სულ ტენ­დენ­ცი­ებს, სა­ა­მი­სოდ კი ად­გი­ლებ­ზეც ახ­დე­ნენ გას­ვ­ლებს.

დღე­ი­სათ­ვის უკ­ვე 26 ექ­ს­პერ­ტია გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი, 2 მიმ­დი­ნა­რე თვი­დან და­ე­მა­ტა, ორი­ვე არა­ქარ­თუ­ლი სკო­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით (აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი და სომ­ხუ­რი). მათ ქვეყ­ნის ყვე­ლა რე­გი­ო­ნი მო­იც­ვეს. ამას­თან, დღი­თი დღე იზ­რ­დე­ბა პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თუ­ლი სკო­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რაც კად­რებ­ზე ახალ მოთხოვ­ნებს აყე­ნებს. მა­გა­ლი­თად, კა­ხე­თის რე­გი­ონს 2 ასე­თი გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი ექ­ს­პერ­ტი ჰყავს, რომ­ლე­ბიც ად­გილ­ზე აგ­რ­ძე­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას იქა­ურ კო­ლე­გებ­თან. ერთ-ერ­თი მათ­გა­ნი თე­ლა­ვე­ლი მევ­ლუდ მა­ი­სუ­რა­ძეა, რო­მელ­საც თე­ლა­ვის, ახ­მე­ტის, გურ­ჯა­ა­ნი­სა და ყვარ­ლის სკო­ლე­ბი აბა­რია, ჯამ­ში – 26 სკო­ლა. თუმ­ცა ეს ციფ­რიც პი­რო­ბი­თია, რად­გან რა­ო­დე­ნო­ბა თან­და­თან იზ­რ­დე­ბა, ახალ-ახა­ლი სკო­ლე­ბი ემა­ტე­ბა, რამ­დე­ნი­მე უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ჩა­ერ­თ­ვე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, ახალ­შე­მო­მა­ტე­ბულ სკო­ლებ­თან სხვა გრა­ფი­კით, სხვა პროგ­რა­მით მი­დის მუ­შა­ო­ბა, რად­გან ად­რი­დან­ვე ჩარ­თუ­ლებს ეს პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი უკ­ვე გავ­ლი­ლი აქვთ.

ამ სკო­ლებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო არ­ჩევს თა­ვი­სი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით, მე­რე მათ­თან მუ­შა­ო­ბა გეგ­მის მი­ხედ­ვით მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­გორც მევ­ლუდ მა­ი­სუ­რა­ძემ გვითხ­რა, მან უკ­ვე შე­მო­ი­ა­რა 16 სკო­ლა, და­ნარ­ჩენ 10-ს, გა­წე­რი­ლი გრა­ფი­კის მი­ხედ­ვით, ივ­ნი­სამ­დე შე­მო­ივ­ლის. ისე კი დაგ­ვე­თან­ხ­მე­ბით, ერ­თი კა­ცის­თ­ვის ძნე­ლია ამ­ხე­ლა მას­შ­ტა­ბის სრულ­ყო­ფი­ლად მოც­ვა – 4 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი პა­ტა­რა არე­ა­ლი ნამ­დ­ვი­ლად არაა. თან, ისიც ხომ მუ­შა­ობს სკო­ლა­ში და თა­ვი­სი გაკ­ვე­თი­ლე­ბიც აქვს… დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვართ, სხვა რე­გი­ო­ნებ­ში, სხვა ექ­ს­პერ­ტებ­თან მი­მარ­თე­ბა­შიც მსგავ­სი მდგო­მა­რე­ო­ბა იქ­ნე­ბა.

დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კის მი­უ­ხე­და­ვად, მევ­ლუდ მა­ი­სუ­რა­ძე, პე­რი­ო­დუ­ლად, აწყობს სა­ინ­ფორ­მა­ციო ხა­სი­ა­თის შეხ­ვედ­რებს ოთხი­ვე რე­გი­ო­ნის სხვა­დას­ხ­ვა სკო­ლა­ში. მით უფ­რო – სა­მუ­შა­ოც ბევ­რია და ამ­გ­ვა­რი ხა­სი­ა­თის შეხ­ვედ­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბაც: უშუ­ა­ლოდ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის გარ­და, საკ­მა­ოდ დი­დი პრობ­ლე­მაა სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შევ­სე­ბა, ყვე­ლაფ­რის აღ­რიცხ­ვა, რა­საც სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ით­ვა­ლის­წი­ნებს. და­სა­მა­ლი არც ისაა, რომ რე­გი­ო­ნებ­ში, სა­დაც ხში­რად შე­და­რე­ბით უფ­რო­სი თა­ო­ბის პე­და­გო­გე­ბი არი­ან, უჭირთ კომ­პი­უ­ტერ­თან მუ­შა­ო­ბა, არა აქვთ სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვე­ბი. ეს პრობ­ლე­მა ნამ­დ­ვი­ლად დგას, თუმ­ცა, ვფიქ­რობთ, აქ თა­ვად სკო­ლის დი­რექ­ცი­ა­საც მე­ტი მუ­შა­ო­ბა მარ­თებს და უფ­რო მე­ტად უნ­და იაქ­ტი­უ­როს – ყო­ველ მხრივ მომ­ზა­დე­ბუ­ლი კად­რი ხომ მის პირ­და­პირ ინ­ტე­რეს­შიც შე­დის. რაც უფ­რო სრულ­ყო­ფი­ლად, მაქ­სი­მა­ლუ­რად მა­ღალ დო­ნე­ზე წა­რი­მარ­თე­ბა გაკ­ვე­თი­ლი, ნე­ბის­მი­ერ სა­გან­ში, ეს ხომ სკო­ლის­თ­ვი­საც უკე­თე­სია. არა­და, ამ რე­ა­ლო­ბა­ში, რო­ცა სას­წავ­ლო პრო­ცე­სი დიდ­წი­ლად ონ­ლა­ინ ფორ­მატ­ში გა­და­ვი­და, კომ­პი­უ­ტერ­თან მუ­შა­ო­ბას გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა…

აქ სხვა მო­მენ­ტი­ცაა გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი: სპორ­ტის გაკ­ვე­თი­ლი პრაქ­ტი­კულ ნა­წილ­თან, ანუ უშუ­ა­ლოდ დარ­ბაზ­ში ჩა­სა­ტა­რე­ბელ აქ­ტი­ვო­ბებ­თან ერ­თად თე­ო­რი­ულ მე­ცა­დი­ნე­ო­ბებ­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტე­ბის დო­ნე­ზე, რაც, ძი­რი­თა­დად, სას­კო­ლო კონ­კურ­სე­ბის­თ­ვის მზა­დე­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა: მას­წავ­ლე­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბა-მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბით ბავ­შ­ვებ­მა უნ­და მო­ამ­ზა­დონ თე­მე­ბი ოლიმ­პი­აზ­მ­ზე, სპორ­ტის ის­ტო­რი­ა­ზე და სხვა, ეს ყვე­ლა­ფე­რი კი კომ­პი­უ­ტე­რის მეშ­ვე­ო­ბით კეთ­დე­ბა.

ზე­მოთ ექ­ს­პერ­ტ­თა მი­ერ სკო­ლე­ბის კონ­ტ­რო­ლის ფუნ­ქ­ცი­აც ვახ­სე­ნეთ, ოღონდ ეს არ ნიშ­ნავს, რომ სკო­ლებს და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბას არ­თ­მე­ვენ, პი­რი­ქით, სა­მი­ნის­ტ­რო მი­ე­სალ­მე­ბა მათ ინი­ცი­ა­ტი­ვებს, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით სა­შუ­რი გახ­და ონ­ლა­ინ ფორ­მატ­ში მუ­შა­ო­ბი­სას. სპორ­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა ონ­ლა­ინ ცო­ტა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ჩან­და, თუმ­ცა გა­მოჩ­ნ­დ­ნენ ნო­ვა­ტო­რი, ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ახალ-ახა­ლი სპორ­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი და­ნერ­გეს და გა­ავ­რ­ცე­ლეს კი­დეც (ამ­გ­ვარ სკო­ლებ­ზე ჩვენც ვწერ­დით). სა­მი­ნის­ტ­რო ამ­გ­ვარ ინი­ცი­ა­ტი­ვებს მი­ე­სალ­მე­ბა, თუმ­ცა გარ­კ­ვე­უ­ლი ჩარ­ჩო­ე­ბი ყვე­ლა­ფერს აქვს და სწო­რედ აქ არის სა­ჭი­რო კონ­ტ­რო­ლი. მა­გა­ლი­თად, ბა­ტონ­მა მევ­ლუდ­მა გა­იხ­სე­ნა შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ მომ­ზა­დე­ბულ-და­რი­გე­ბუ­ლი ფიტ­ნეს-ვარ­ჯი­შე­ბის სა­რე­კო­მენ­და­ციო რგო­ლებს ზო­გან, სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით, რა­ღაც და­ა­მა­ტეს, სა­დაც არ იყო და­ცუ­ლი სა­ვარ­ჯი­შო სპე­ცი­ფი­კა, რა­მაც, შე­იძ­ლე­ბა, ძა­ლი­ან ცუ­დი შე­დე­გი მო­ი­ტა­ნოს – ამა­საც მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა სჭირ­დე­ბა.

ცალ­კე­ულ სკო­ლებ­თან ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რე­ბის გარ­და, ექ­ს­პერ­ტ­მა, 16 თე­ბერ­ვალს, ანა­ლო­გი­უ­რი სე­მი­ნა­რი, ოღონდ უკ­ვე გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ფორ­მატ­ში, თა­ვი­სი სა­კუ­რა­ტო­რო ზო­ნის ოთხი­ვე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სკო­ლე­ბის­თ­ვი­საც ჩა­ა­ტა­რა, რა­მაც საკ­მა­ოდ დი­დი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია – თე­ლა­ვის, ახ­მე­ტის, გურ­ჯა­ა­ნი­სა და ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი­დან ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დი­სა და სპორ­ტის 100-ზე მე­ტი მას­წავ­ლე­ბე­ლი და­ეს­წ­რო. მათ შო­რის, იმ სკო­ლე­ბი­და­ნაც, რომ­ლე­ბიც ჩარ­თუ­ლი არ არი­ან ამ პრო­ექ­ტ­ში. ცხა­დია, ესეც დიდ ინ­ტე­რეს­ზე მი­უ­თი­თებს. მსგავს შეხ­ვედ­რებ­ზე ყო­ველ­თ­ვის დი­დია და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი შე­კითხ­ვე­ბის სპექ­ტ­რი, მით უფ­რო, რომ ყვე­ლა სკო­ლას სპორ­ტის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სა­ხე­ო­ბა აქვს არ­ჩე­უ­ლი, რაც მა­თი მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ თე­მა­ტი­კა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. თუმ­ცა, მევ­ლუდ­მა ისიც გვითხ­რა, რომ რო­გორც ყვე­ლა სხვა სი­ახ­ლეს, და­გეგ­მილ რე­ფორ­მებ­საც თა­ვი­დან ყვე­ლა ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რებს.

ასე­თი დი­დი ინ­ტე­რე­სის მი­უ­ხე­და­ვად, რე­გი­ონ­ში მა­ინც დგას კად­რე­ბის პრობ­ლე­მა. მა­გა­ლი­თად, ახ­მე­ტის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ დუ­ის­ში სა­ერ­თოდ არ ჰყავთ ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დი­სა და სპორ­ტის მას­წავ­ლე­ბე­ლი და მი­სი სა­ა­თე­ბი სხვა საგ­ნე­ბის მას­წავ­ლებ­ლებ­ზეა გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი. მრა­ვა­ლი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, იქ სა­თა­ნა­დო კად­რი მა­ინც ვერ მო­ი­ძებ­ნა. სხვა­გან მთლად ასე­თი სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა არაა, თუმ­ცა, კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტი მა­ინც იგ­რ­ძ­ნო­ბა, პლუს – კვა­ლი­ფი­კა­ცი­ი­საც: ბევ­რი დამ­წყე­ბი პე­და­გო­გია, მათ­გან უმე­ტე­სო­ბა სხვა სფე­რო­დან მო­ვი­და, გა­მოც­დე­ბი ჩა­ა­ბა­რა და ახ­ლა იწყებს ყვე­ლა სა­ფე­ხუ­რის გავ­ლას.

ერ­თი შე­ხედ­ვით, თით­ქოს გა­მოს­წორ­და მას­წავ­ლე­ბელ­თა სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვა, გა­ე­ზარ­დათ ხელ­ფა­სი და თით­ქოს რა უნ­და იყოს კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტის მი­ზე­ზი, რა­ტომ უნ­და ჭირ­დეს მა­თი მო­ძი­ე­ბა? საქ­მეს ვერც ვა­კან­სი­ე­ბის გა­მოცხა­დე­ბა შვე­ლის იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი არის. სა­ვა­რა­უ­დოდ, მი­ზე­ზი მა­ინც და­ბა­ლი ანაზღა­უ­რე­ბაა – ვიდ­რე დამ­წყე­ბი გა­მოც­დებს არ ჩა­ა­ბა­რებს და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას არ აიმაღ­ლებს, სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტი არ ეძ­ლე­ვა, ხელ­ფა­სი კი და­ბა­ლია. ბევ­რი ამი­ტომ ამ­ბობს უარს, თუმ­ცა, ფი­ზი­კუ­რა­დაც არაა საკ­მა­რი­სი კად­რე­ბი, რა­საც ვერ ვიტყ­ვით ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი გან­ხ­რის საგ­ნებ­ზე.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები