30 ივლისი, ოთხშაბათი, 2025

მი­უ­დე­ქით ყო­ველ მათ­განს, რო­გორც სა­კუ­თარს და თქვენ მათ გა­ა­ბედ­ნი­ე­რებთ!

spot_imgspot_img

 

ელი­სო ჯა­ფა­რი­ძე
თბი­ლი­სის №130 სა­ჯა­როს სკო­ლის ფი­ზი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი

ფი­ზი­კის მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლის­თ­ვის მულ­ტი­მო­და­ლუ­რი სწავ­ლე­ბის მე­თო­დით შექ­მ­ნი­ლი მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლის ნი­მუ­ში.

ერ­თი წუ­თით წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ირ­გ­ვ­ლივ ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი ერ­თ­მა­ნეთს ჰგავს, ყვე­ლა­ფერს ერ­თ­ნა­ი­რი გე­მო, არო­მა­ტი და ფე­რი აქვს, ყვე­ლა ემო­ცია ერ­თ­ნა­ი­რად გა­მო­ი­ხა­ტე­ბა და ყვე­ლას ყვე­ლა­ფერ­ზე ერ­თ­ნა­ი­რი რე­აქ­ცია აქვს, ერ­თ­ნა­ი­რად ლა­პა­რა­კობს, ერ­თ­ნა­ი­რად სწავ­ლობს, ერ­თ­ნა­ი­რად აღიქ­ვამს და ასე უსას­რუ­ლოდ. ალ­ბათ, და­მე­თან­ხ­მე­ბით, რომ ასე­თი სამ­ყა­რო მო­საწყე­ნი და უინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, სწო­რედ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბა­შია სამ­ყა­როს სი­ლა­მა­ზე და ჩვენ მას ვი­ღებთ ისეთს, რო­გო­რიც არის თა­ვი­სი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბი­თა და უც­ნა­უ­რო­ბე­ბით.

მა­შინ, რო­ცა 130-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მოწ­ვე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლო­ბის პა­ტი­ვი მხვდა წი­ლად, მივ­ხ­ვ­დი, რომ სწო­რედ სკო­ლაა იმ დი­დი სამ­ყა­როს პა­ტა­რა ნა­წი­ლი, სა­დაც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბას­თან პი­რის­პირ შე­ხე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რო­ბაა და აქ ის­წავ­ლე­ბა რო­გორ ვიცხოვ­როთ გვერ­დიგ­ვერდ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლებ­მა პა­ტი­ვის­ცე­მით, თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბი­თა და გა­გე­ბით.

ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი სწავ­ლე­ბა სხვა, გან­ვი­თა­რე­ბულ, ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, ახ­ლა იდ­გამს ფეხს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბი, თუ მცი­რე­ო­დენ წვლილს მეც შე­ვი­ტან ამ დიდ საქ­მე­ში და ისე­თი საგ­ნის სწავ­ლა­ში და­ვეხ­მა­რე­ბი ჩვენს მო­მა­ვალ თა­ო­ბას, რო­გო­რი­ცაა ფი­ზი­კა. ზო­გი ფიქ­რობს, რომ ფი­ზი­კა გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ფორ­მუ­ლე­ბი, გრა­ფი­კე­ბი და რთუ­ლად გა­სა­გე­ბი თო­რი­ე­ბია, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ეს მეც­ნი­ე­რე­ბაა, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც გვე­ლა­პა­რა­კე­ბა სამ­ყა­რო. სწო­რედ სამ­ყა­როს გზავ­ნი­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბამ­დე გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბი­თა და ხერ­ხე­ბით მი­ტა­ნაა ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის არ­სი, რო­ცა ვხვდე­ბით, რომ ყვე­ლა ბავ­შ­ვი იმ­სა­ხუ­რებს ჰქონ­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სამ­ყა­როს მის­თ­ვის გა­სა­გებ ენა­ზე უს­მი­ნოს და თა­ვი­სი ად­გი­ლი იპო­ვოს მის წი­აღ­ში.

ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად შე­მუ­შავ­და სწავ­ლის უნი­ვერ­სა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნის პრინ­ცი­პე­ბი, რო­მელ­თა შეს­წავ­ლი­სას აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ერთ-ერ­თი ეფექ­ტი­ა­ნი სწავ­ლე­ბის გზა მულ­ტი­მო­და­ლუ­რი მე­თო­დია.

სწავ­ლის უნი­ვერ­სა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნი, რო­გორც დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის მე­ქა­ნიზ­მი, აფარ­თო­ებს მას­წავ­ლებ­ლის როლს და მის საზღ­ვ­რებს, მოს­წავ­ლის­თ­ვი­სის აღარ არის უბ­რა­ლოდ ცოდ­ნის გა­დამ­ცე­მი, ის უნ­და იყოს შე­მოქ­მე­დი, დი­ზა­ი­ნე­რი, კონ­ს­ტ­რუქ­ტო­რი, არ­ქი­ტექ­ტო­რი და ინ­ს­პი­რა­ცი­ის წყა­რო, რა­თა გაკ­ვე­თი­ლი და თე­მა გა­ხა­დოს სა­ინ­ტე­რე­სო და ად­ვი­ლად გა­სა­გე­ბი ყვე­ლა ტი­პის მსმე­ნე­ლის­თ­ვის, იქ­ნე­ბა ის აუდი­ა­ლი, კი­ნეს­თე­ტი­კი, ვი­ზუ­ა­ლი თუ სხვა. მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და გარ­დაქ­მ­ნას აბ­ს­ტ­რაქ­ტუ­ლი კა­ნო­ნე­ბი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის გა­სა­გებ ნა­ხა­ტე­ბად, ვი­დე­ო­ე­ბად, თა­მა­შე­ბად, ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბად. მუდ­მი­ვად ეძე­ბოს თი­თო­ე­ულ მათ­გან­ზე მორ­გე­ბუ­ლი ახა­ლი გზა სა­ინ­ტე­რე­სო გაკ­ვე­თი­ლის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, შექ­მ­ნას ისე­თი გა­რე­მო, სა­დაც არც ერ­თი ბავ­შ­ვი არ იგ­რ­ძ­ნობს თავს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად და სა­დაც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბა იქ­ნე­ბა აღ­ქ­მუ­ლი არა რო­გორც ბა­რი­ე­რი, არა­მედ რო­გორც შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ყვე­ლამ ერ­თ­მა­ნე­თი­სა­გან ის­წავ­ლოს და გან­ვი­თარ­დეს, რო­გორც ამ სამ­ყა­როს სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რი.

მულ­ტი­მო­და­ლუ­რი მე­თო­დი სწო­რედ ზე­მოთ ხსე­ნე­ბულ პრინ­ციპს ეფუძ­ნე­ბა. მოს­წავ­ლე­ებ­მა, რომ­ლებ­საც ინ­ფორ­მა­ცი­ის აღ­ქ­მის, და­მუ­შა­ვე­ბი­სა და გად­მო­ცე­მის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი უნა­რი და სტი­ლი აქვთ, პე­და­გო­გის­გან ახა­ლი მა­სა­ლა და და­ვა­ლე­ბაც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბით უნ­და მი­ი­ღონ. ფი­ზი­კა კი იმ სა­გან­თა რიცხვს გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც იძ­ლე­ვა ამ მე­თო­დებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­სა­ლა – სქე­მე­ბი, ანი­მა­ცი­ე­ბი, ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ისე­თი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც მა­სა­ლას უკეთ აღიქ­ვა­მენ დაკ­ვირ­ვე­ბი­სას. მა­გა­ლი­თად, უწო­ნო­ბი­სა და გა­დატ­ვირ­თ­ვის ახ­ს­ნი­სას, შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია ან თა­ვად გა­და­ვი­ღოთ მოკ­ლე ვი­დეო, სა­დაც გა­მოჩ­ნ­დე­ბა, რო­გორ იც­ვ­ლე­ბა დი­ნა­მო­მეტ­რის ჩვე­ნე­ბა, თუ­კი მას ტვირ­თი­ა­ნად აჩ­ქა­რე­ბუ­ლად ვა­მოძ­რა­ვებთ ზე­ვით და ქვე­ვით. თუ ვი­დე­ოს ექ­ს­პე­რი­მენ­ტის ხმო­ვან აღ­წე­რა­საც და­ვურ­თავთ, ეს წა­ად­გე­ბათ არა მხო­ლოდ ვი­ზუ­ა­ლებს, არა­მედ აუდი­ა­ლებ­საც, რო­მელ­თათ­ვი­საც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ინ­ფორ­მა­ცი­ის სმე­ნი­თი ორ­გა­ნოს სა­შუ­ა­ლე­ბით აღ­ქ­მა. კი­ნეს­თე­ტი­კებს თა­ვად შე­უძ­ლი­ათ ექ­ს­პე­რი­მენ­ტის ჩა­ტა­რე­ბა, რა­თა უკეთ შე­იგ­რ­ძ­ნონ ფი­ზი­კუ­რი პრო­ცე­სი, მათ­თ­ვის ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. იმის შე­სა­მოწ­მებ­ლად, რამ­დე­ნად კარ­გად გა­ი­გეს ახა­ლი მა­სა­ლა, პე­და­გო­გებ­მა მოს­წავ­ლე­ებს უნ­და მივ­ცეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, აირ­ჩი­ონ მათ­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გად­მო­ცე­მის ფორ­მა – თხრო­ბით, წე­რით ან თუნ­დაც ხატ­ვით მო­ი­ტა­ნონ ჩვე­ნამ­დე გა­გე­ბუ­ლი მა­სა­ლა.

ვა­მუ­შა­ოთ ჯგუ­ფებ­ში, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბი გუნ­დ­ში გა­ვა­ერ­თი­ა­ნოთ, რა­თა ურ­თი­ერ­თ­შე­ჯე­რე­ბით გაძ­ლი­ერ­დეს მა­თი უნა­რე­ბი. ამო­ცა­ნის გა­აზ­რე­ბის და პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რი­სას, ერ­თ­მა­ნე­თი შე­ავ­სონ და თე­მა­ტუ­რი სა­კითხე­ბი გა­დაჭ­რან. ეს კი მათ­ში ერ­თ­მა­ნე­თის პა­ტი­ვის­ცე­მას, სა­კუ­თა­რი რწმე­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბას და მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას შე­უწყობს ხელს. შე­ფა­სე­ბის დროს უმ­ჯო­ბე­სი და აუცი­ლე­ბე­ლია, შე­ვა­ფა­სოთ თი­თო­ე­უ­ლის ძა­ლის­ხ­მე­ვა და მონ­დო­მე­ბა და არა შე­დე­გი, ეს მა­თი მო­ტი­ვა­ცი­ის­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.

ბო­ლოს მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ მულ­ტი­მო­და­ლუ­რი მე­თო­დი ეხ­მა­რე­ბა მას­წავ­ლე­ბელს, თა­ვად ირ­წ­მუ­ნოს და და­არ­წ­მუ­ნოს ნე­ბის­მი­ე­რი მოს­წავ­ლე სა­კუ­თარ ძა­ლებ­სა და წარ­მა­ტე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ში. ნი­მუ­შად გთა­ვა­ზობთ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლის­თ­ვის შექ­მ­ნილ მო­დი­ფი­ცი­რე­ბულ გაკ­ვე­თილს, რო­მელ­საც მულ­ტი­მო­და­ლუ­რი სწავ­ლე­ბის მე­თო­დით ვქმნი.

ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა 

  

 

თბოგადაცემა

 

ინკლუზიური განათლება თანატოლებთან ერთად ხარისხიანი განათლების მიღებას გულისხმობს. იმისათვის, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები ჩართულები იყვნენ საგაკვეთილო აქტივობებში, მნიშვნელოვანია გაკვეთილი მორგებული იყოს მის შესაძლებლობებსა და საგანმანათლებლო საჭიროებებზე. აქედან გამომდინარე შევქმენი მოდიფიცირებული მასალა, რომელიც მაქსიმალურად მარტივად და თვალსაჩინოდ აწვდის მოსწავლეს თემატიკით განსაზღვრულ ტექსტს. მულტიმოდალური მეთოდის გამოყენება კი განსაკუთრებით ეფექტიანს ხდის მოსწავლისთვის სწავლა-სწავლების პროცესს. აღსანიშნავია, რომ ამგვარად მიწოდებული სასწავლო მასალა ადვილად აღსაქმელი, გასააზრებელი, დასამახსოვრებელი და გამოყენებადია არა მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვისთვის, არამედ ყველა მოსწავლისთვის.

 

 

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება