31 მარტი, ორშაბათი, 2025

მინ­და, ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ღირ­სე­ულ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დ­ნენ

spot_imgspot_img

ნა­ტო სამ­ხა­რა­ძე
არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან მას­წავ­ლე­ბელ­თა მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მის კონ­სულ­ტან­ტი მას­წავ­ლე­ბე­ლი,  ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფ. ქვე­მო ბოლ­ნი­სის №2 სა­ჯა­რო სკო­ლი­სა და მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფ. დაშ­ტა­ფის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

მე ვარ ნა­ტო სამ­ხა­რა­ძე, ვმუ­შა­ობ არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან მას­წავ­ლე­ბელ­თა მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მა­ში კონ­სულ­ტანტ მას­წავ­ლებ­ლად, ეთ­ნი­კუ­რად აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ მოს­წავ­ლე­ებ­თან, სსიპ ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქვე­მო ბოლ­ნი­სის მე­ო­რე სა­ჯა­რო სკო­ლა­სა და მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ დაშ­ტა­ფის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლებ­ლად. ყვე­ლა­ფე­რი იმ დღეს და­იწყო, რო­დე­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვნა­ხე გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს გან­ცხა­დე­ბა ვა­კან­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს იყო 2015 წლის შე­მოდ­გო­მა. და­ვამ­თავ­რე ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი. ამ ფა­კულ­ტეტ­ზე შეგ­ნე­ბუ­ლად ვსწავ­ლობ­დი, რად­გან ჩე­მი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი ოც­ნე­ბა იყო, მას­წავ­ლებ­ლად მე­მუ­შა­ვა, სად­მე სახ­ლი­დან, თბი­ლი­სი­დან, შორს. შე­ვავ­სე გა­ნაცხა­დი, და­მი­ბა­რეს გა­სა­უბ­რე­ბა­ზე და იქ­ვე მითხ­რეს, რომ სამ­სა­ხურ­ში ამიყ­ვან­დ­ნენ, რად­გან თა­ვა­დაც შე­ამ­ჩ­ნი­ეს ჩე­მი დი­დი სურ­ვი­ლი და ინ­ტე­რე­სი. ეს მხო­ლოდ სამ­სა­ხუ­რის, შე­მო­სავ­ლის წყა­როს ძებ­ნა არ იყო, ეს იყო სურ­ვი­ლი იქ, იმ ად­გი­ლას მუ­შა­ო­ბის, რად­გან თბი­ლის­ში მე იმ დროს სამ­სა­ხუ­რი დავ­ტო­ვე და ისე წა­ვე­დი.

გა­ნა­წი­ლე­ბით, მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ დაშ­ტა­ფა­ში მოვ­ხ­ვ­დი. ამ სო­ფელ­ში ეთ­ნი­კუ­რად აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი თე­მი ცხოვ­რობს და სკო­ლაც აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლია. დი­რექ­ტო­რი რა­ი­ონ­ში­ვე დამ­ხ­ვ­და და თა­ვად წა­მიყ­ვა­ნა სკო­ლა­ში. ამ სკო­ლა­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლებ­ლის დამ­ხ­მა­რე მას­წავ­ლე­ბე­ლი ვი­ყა­ვი. დი­რექ­ტორ­მა და ამ სკო­ლის კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­მაც­ნეს სო­ფე­ლი, სკო­ლა, კო­ლე­გე­ბი და შე­ვუ­დე­ქი მუ­შა­ო­ბას. ჩე­მი პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, მე­ვა­ლე­ბო­და ად­გი­ლობ­რივ ოჯახ­ში ცხოვ­რე­ბა და მათ­თ­ვის ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბა. მე სულ მცი­რე ხნით მო­მი­წია ად­გი­ლობ­რივ ოჯახ­ში ცხოვრე­ბა, სა­მი თვე, რად­გან შემ­დეგ არ­და­დე­გე­ბი და­იწყო და სექ­ტემ­ბ­რი­დან უკ­ვე, ყო­ველ­დღი­უ­რად, თბი­ლი­სი­დან ვა­ხერ­ხებ­დი სკო­ლა­ში ჩას­ვ­ლას. ოჯახ­ში ვის­წავ­ლე ბევ­რი რამ, მა­თი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბი, კულ­ტუ­რა და სამ­ზა­რე­უ­ლო, ჩა­ის მომ­ზა­დე­ბა, სტუმ­რე­ბის­თ­ვის მირ­თ­მე­ვა… მე და იმ ოჯახ­ში მცხოვ­რე­ბი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც მა­შინ მე-11 კლას­ში სწავ­ლობ­და, დღემ­დე ვმე­გობ­რობთ. მარ­თ­ლა ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თ­ლა რო­გორც დი­რექ­ტორ­სა და ად­გი­ლობ­რივ მას­წავ­ლებ­ლებ­ში, ასე­ვე ოჯა­ხიც ძა­ლი­ან კარ­გი შემ­ხ­ვ­და. ვის­წავ­ლე სხვა­დას­ხ­ვა სა­სოფ­ლო სა­მე­ურ­ნეო საქ­მე, თეს­ვა, კრე­ფა… ცხო­ვე­ლე­ბი ისე­დაც მიყ­ვარ­და ყო­ველ­თ­ვის და მათ­თან სი­ა­მოვ­ნე­ბით ვა­ტა­რებ­დი დროს. ამ სკო­ლა­ში უკ­ვე 9 წე­ლია ვმუ­შა­ობ და ჩე­მი სურ­ვი­ლით, ალ­ბათ, ვერც ვე­რას­დ­როს დავ­ტო­ვებ, რად­გან ეს ჩე­მი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია. აქ, ამ ად­გი­ლას, მი­ვი­ღე სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი და ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა.

5-წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დ­გომ, და­მი­კავ­შირ­და ჩე­მი მე­ნე­ჯე­რი, ქალ­ბა­ტო­ნი ნი­ნო და შე­მომ­თა­ვა­ზა, დამ­ხ­მა­რე მას­წავ­ლებ­ლო­ბი­დან, კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლებ­ლად გა­დას­ვ­ლა ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში. რა თქმა უნ­და, უდი­დე­სი სი­ხა­რუ­ლით და სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხ­მ­დი, სი­ა­მოვ­ნე­ბაც აღარ ერ­ქ­ვა ამას, ეს იყო ძა­ლი­ან დი­დი მიღ­წე­ვა და იმის და­ფა­სე­ბა, რაც გა­მი­კე­თე­ბია ამ 5 წლის მან­ძილ­ზე. ამ სი­ხა­რულ­თან ერ­თად, ასე­ვე, იყო სევ­დაც, რად­გან ჩე­მი სკო­ლის და­ტო­ვე­ბა არ მინ­დო­და, ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა ამ სკო­ლის, სოფ­ლის და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გა­რე­შე თა­ვი. ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტე, ორი­ვე სკო­ლა­ში მე­მუ­შა­ვა. ყო­ველ­დღე დავ­დი­ვარ თბი­ლი­სი­დან ბოლ­ნის­სა და მარ­ნე­ულ­ში.

მარ­ნე­ულ­ში სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექტს ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დი, მოს­წავ­ლე­ე­ბი სულ დამ­ყავ­და ექ­ს­კურ­სი­ებ­ზე. ქარ­თუ­ლის სწავ­ლა ბევ­რად ნა­ყო­ფი­ე­რია, რო­დე­საც მას პრაქ­ტი­კა­შიც იყე­ნე­ბენ და ვცდი­ლობ, ჩემს მოს­წავ­ლე­ებს ხში­რად ჰქონ­დეთ მსგავ­სი გა­მოც­დი­ლე­ბა – ინ­ტეგ­რა­ცია სხვა­დას­ხ­ვა სკო­ლას­თან თუ სფე­როს­თან, ვი­ზი­ტი უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში… ამ ყვე­ლა­ფერ­ში ძა­ლი­ან მიწყობ­და ხელს სკო­ლა, დი­რექ­ტო­რი და ად­გი­ლობ­რი­ვი მას­წავ­ლებ­ლე­ბი. ყო­ველ­დღე ვსწავ­ლობ­დი და ვსწავ­ლობ მეც მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად.

ასე­თი მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი გა­და­ვე­დი ბოლ­ნი­სის სკო­ლა­შიც, სა­დაც ასე­ვე ვაგ­რ­ძე­ლებ მუ­შა­ო­ბას. გვაქვს სხვა­დას­ხ­ვა გას­ვ­ლი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, სკო­ლა­შიც, სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის პა­რა­ლე­ლუ­რად, სხვა­დას­ხ­ვა არა­ფორ­მა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბით ვართ და­კა­ვე­ბუ­ლი.

მინ­და, ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ღირ­სე­ულ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დ­ნენ და ჩე­მი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლას­თან ერ­თად, მათ ემ­პა­თია, სიყ­ვა­რუ­ლი, ზრუნ­ვა და ერ­თ­მა­ნე­თის პა­ტი­ვის­ცე­მა ვას­წავ­ლო.

 

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება