21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

მიმდინარეობს უცხოური ენის გამოცდა

spot_img

გუშინ, 8 ივლისს, მცირე დასვენების შემდეგ, უცხოური ენის გამოცდით განახლდა საგამოცდო პროცესი. დღეს ინგლისური ენის გამოცდის მეორე დღეა. ამ წუთებშიც აბიტურიენტები საქართველოს 12 ქალაქში გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში ინგლისური ენის გამოცდას აბარებენ.

პირველ სესიაზე განაწილებულ აბიტურიენტთაგან გამოცხადდა 93%-მდე გამოსაცდელი. სამწუხაროდ, ამ დროის მონაცემებით, დაგვიანების 7 შემთხვევაა. დღეს აბიტურიენტები ინგლისური ენის გამოცდას ისევ ორ სესიად აბარებენ.

უცხოური ენის გამოცდა სამი დღე გაგრძელდება. პირველ და მეორე დღეს ინგლისური ენის გამოცდა ჩატარდება ორ სესიად, მესამე დღეს, 10 ივლისს, პირველი სესია კვლავ ინგლისურ ენას დაეთმობა, მეორე სესია კი ფრანგული, გერმანული და რუსული ენების ტესტირებით გაგრძელდება.

პირველ დღეს, პირველ სესიაზე განაწილებულ აბიტურიენტთაგან გამოცხადდა 93%-ზე მეტი. დაიგვიანა სამმა აბიტურიენტმა; მეორე სესიაზე, ასევე, 93%-ზე მეტი აბიტურიენტი გამოცხადდა და დაგვიანების 3 შემთხვევა იყო.

უცხოური ენის გამოცდა 2 საათი და 30 წუთი გრძელდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეა 4 შვილის მამა, დეკანოზი მატათა (ზვიად) ბერიძე. გამოცდებს აბარებენ წელს მისი შვილებიც – ნონა და იოანე ბერიძეები.

დეკანოზი ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ფსიქოლოგია-ფილოსოფიის ცოდნა და სწავლის გაგრძელებასაც სწორედ ამ მიმართულებით გეგმავს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებს, ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას – ცენტრის მისამართსა და გამოცხადების დროს.

გისურვებთ წარმატებას!

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები