დღეს, მეორე სესიაზე, მასწავლებლების გამოცდებში მონაწილეებისათვის, გამოყენებითი ხელოვნების გამოცდა მიმდინარეობს. გამოცდაზე 83%-მეტი გამოსაცდელი გამოცხადდა.
ხვალ მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები პირველ სესიაზე მათემატიკის გამოცდას ჩააბარებენ, მეორე სესიაზე – გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების.
ასევე, მიმდინარეობს ისტორიის გამოცდის მეორე სესია აბიტურიენტებისათვის, სესიაზე გამოცხადდა 94%-ზე მეტი აბიტურიენტი. ამ დროის მონაცემებით არ არის დაგვიანების არც ერთი შემთხვევა.
ხვალ აბიტურიენტები ისევ ისტორიის, ასევე ქიმიის გამოცდას ჩააბარებენ.
გისურვებთ წარმატებას!