21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში კო­ლეჯ­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა და პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და­ეხ­მა­რე­ბათ

spot_img

ამ რუბ­რი­კა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას სულ მქონ­და სურ­ვი­ლი, ჩე­მი სტუ­მა­რი სა­ექ­თ­ნო საქ­მის პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტი ვა­ჟი ყო­ფი­ლი­ყო. მხო­ლოდ ორ­ჯერ გა­მი­მარ­თ­ლა – პირ­ვე­ლად „პა­ნა­ცე­ა­ში“, მე­ო­რედ მარ­ნე­უ­ლის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ კო­ლეჯ­ში (დი­რექ­ტო­რი – მა­ხირ ბა­ი­რა­მო­ვი), რო­ცა ერთ-ერთ რეს­პონ­დენ­ტად ელ­თაჯ მირ­ზა­ლი­ე­ვი და­მი­სა­ხე­ლეს. ექ­თა­ნი მა­მა­კა­ცე­ბი ჩვენ­ში იშ­ვი­ა­თო­ბაა, თუმ­ცა, ვფიქ­რობ, ამ პო­ზი­ცი­ა­ზე ძა­ლი­ა­ნაც სა­ჭი­რო და აუცი­ლე­ბე­ლი, ბევ­რი მი­ზე­ზის გა­მო.

რაც შე­ე­ხე­ბა ელ­თაჯს, იგი მარ­ნე­უ­ლი­და­ნაა, კა­ჩა­გა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლა აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. შემ­დეგ ისე მოხ­და, რომ ოჯა­ხი ბა­ქო­ში გა­და­ვი­და, მათ­თან ერ­თად ელ­თა­ჯიც, მაგ­რამ დიდ­ხანს ვერ გაძ­ლო და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუნ­და ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან და, რო­გორც ამ­ბობს, არ­სად წას­ვ­ლას აღარ აპი­რებს: „მე­დი­ცი­ნა ყო­ველ­თ­ვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და, მაგ­რამ არ ვი­ცო­დი რით და­მეწყო. პირ­ვე­ლად „იმედ­ში“ ჩა­ვა­ბა­რე ფარ­მა­ცი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე. პრობ­ლე­მე­ბი მქონ­და, ქარ­თუ­ლი ენის მხრივ, ამი­ტომ შეს­წავ­ლა და­ვიწყე, თე­ო­რი­ულ საგ­ნებს ქარ­თუ­ლად ვსწავ­ლობ­დი, თუ გა­მი­ჭირ­დე­ბო­და, მას­წავ­ლე­ბე­ლი და მე­გობ­რე­ბი მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. რო­ცა და­ვას­რუ­ლე და პრო­ფე­სია ავით­ვი­სე, მე­რე სა­ექ­თ­ნო საქ­მის შეს­წავ­ლა მო­მინ­და. გა­მი­ხარ­და, რომ მარ­ნე­ულ­ში აღ­მოჩ­ნ­და ასე­თი კო­ლე­ჯი“.

ამ დროს, სა­ხელ­მ­წი­ფო ენის მხრივ, უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა ჰქონ­და. მო­ინ­დო­მა, ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი ჩა­ა­ბა­რა და მე­ო­რედ გახ­და პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტი – ახ­ლა უკ­ვე მი­სი მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სია ექ­თ­ნო­ბაა. ჯერ პირ­ველ კურ­ს­ზეა ელ­თა­ჯი, მაგ­რამ უკ­ვე რამ­დე­ნი­მე თვეა, მარ­ნე­ულ­ში, „ჯე­ო­ჰოს­პი­ტალ­ს­ში“ მუ­შა­ობს, რენ­ტ­გე­ნის კა­ბი­ნეტ­ში ლა­ბო­რან­ტად, პა­რა­ლე­ლუ­რად, ექ­თ­ნის პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბა, ენა­საც იუმ­ჯო­ბე­სებს და, რო­გორც ჩანს, უფ­რო დი­დი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად ემ­ზა­დე­ბა. სჯე­რა, რომ კო­ლეჯ­ში მი­ღე­ბუ­ლი თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა და პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და­ეხ­მა­რე­ბა მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში, ექი­მის­თ­ვის ექ­თ­ნად მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა აუცი­ლე­ბე­ლიაო – ამ­ბობს. ჯერ­ჯე­რო­ბით, მი­სი ინ­ტე­რე­სის სფე­რო რენ­ტ­გე­ნო­ლო­გიაა.

„თუ შევ­ძ­ლებ და სწავ­ლას სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ვაგ­რ­ძე­ლებ, რაც ძა­ლი­ან მინ­და, ვი­ცი, რომ კო­ლეჯ­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა­ცა და გა­მოც­დი­ლე­ბაც აუცი­ლებ­ლად გა­მო­მად­გე­ბა“.

ორი წე­ლია, ამ ცოდ­ნის მი­სა­ღე­ბად, სტუ­დენ­ტე­ბი პრაქ­ტი­კას მე­დი­ცი­ნის თით­ქ­მის ყვე­ლა სფე­რო­ში გა­დი­ან; ვინ იცის იქ­ნებ ელ­თაჯს სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც გა­უ­წი­ოს გულ­მა, თუმ­ცა მა­ნამ­დე, მთე­ლი მონ­დო­მე­ბით, სა­ექ­თ­ნო საქ­მეს სწავ­ლობს და მი­სი დი­დი ინ­ტე­რე­სი მხო­ლოდ ისაა, რომ კარ­გი ექ­თა­ნი გა­მო­ვი­დეს.

სა­ი­და ის­მა­ი­ლო­ვაც ამა­ვე კო­ლე­ჯის III კურ­სის სტუ­დენ­ტია. დმა­ნი­სის რუ­სუ­ლი სკო­ლა აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ქარ­თუ­ლად მშვე­ნივ­რად ლა­პა­რა­კობს. რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ფე­სი­ას, ჩვე­ნი რუბ­რი­კის სხვა პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის მსგავ­სად, მე­დი­ცი­ნა მი­სი ბავ­შ­ვო­ბის­დ­რო­ინ­დე­ლი არ­ჩე­ვა­ნი აღ­მოჩ­ნ­და. ამ ოც­ნე­ბის ასას­რუ­ლებ­ლად ჩა­მო­ვი­და მარ­ნე­ულ­ში, ნა­თე­სა­ვებ­თან. სა­ი­დას, ელ­თა­ჯის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, კო­ლე­ჯი­დან მე­დი­ცი­ნის სხვა­დას­ხ­ვა სფე­რო­ში გავ­ლი­ლი პრაქ­ტი­კის წყა­ლო­ბით, ნა­თე­ლი წარ­მოდ­გე­ნა აქვს მე­დი­ცი­ნის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე. თბი­ლის­ში, ფსი­ქი­ატ­რი­ა­ში, მთა­ვა­რი ექ­თ­ნის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბით, გა­ი­ა­რა პრაქ­ტი­კა; მარ­ნე­უ­ლის „ჯე­ო­ჰოს­პი­ტალ­სის“ თე­რა­პი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ექ­თან-თე­რა­პევ­ტ­თან მუ­შა­ობს და ძა­ლი­ან ღი­რე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბა­საც იღებს. აკა­დე­მი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ზე ისიც ფიქ­რობს, ექი­მი-პე­დი­ატ­რი უნ­და გახ­დეს. ამ­ბობს, რომ ამ გზა­ზე და­მაბ­რ­კო­ლე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი მხო­ლოდ მი­სი დე­დო­ბა შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს, თუმ­ცა ასეც რომ მოხ­დეს, მი­ზა­ნი მა­ინც ძა­ლა­ში რჩე­ბა და იმე­დია, სა­ი­დას მი­სი მიღ­წე­ვა არ გა­უ­ჭირ­დე­ბა.

ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები