23 ნოემბერი, შაბათი, 2024

მიზ­ნე­ბი, რო­მელ­თა მიღ­წე­ვა­ში სას­კო­ლო კვე­ბას წვლი­ლის შე­ტა­ნა შე­უძ­ლია

spot_img

15-25 სექ­ტემ­ბერს გა­ი­მარ­თა გლო­ბა­ლუ­რი კვი­რე­უ­ლი დე­ვი­ზით „იმოქ­მე­დე მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნე­ბი­სათ­ვის“. მე­ოთხე მი­ზა­ნი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხს – ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბას ეხე­ბა. ამ კონ­ტექ­ს­ტ­ში გა­ნათ­ლე­ბის კო­ა­ლი­ცი­ამ წარ­მო­ად­გი­ნა გა­ე­როს სა­სურ­სა­თო პროგ­რა­მის (WFP) დო­კუ­მენ­ტი – რო­გორ უწყობს ხელს სას­კო­ლო კვე­ბა მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნებს.

სას­კო­ლო კვე­ბის სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობს, თუმ­ცა, სა­კითხის მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­თი მი­მო­ხილ­ვა საკ­მა­ოდ რთუ­ლია. ნაშ­რო­მის მი­ზა­ნია, ამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ანა­ლი­ზით, გა­ირ­კ­ვეს, რამ­დე­ნად უწყობს ხელს სას­კო­ლო კვე­ბა მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სხვა­დას­ხ­ვა მიზ­ნის მიღ­წე­ვას, მა­გა­ლი­თად: შიმ­ში­ლის აღ­მოფხ­ვ­რა (SDC2), ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა (SDC4), გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბა (SDC5), ასე­ვე სი­ღა­რი­ბის აღ­მოფხ­ვ­რა, ღირ­სე­უ­ლი სა­მუ­შაო, ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა და უთა­ნას­წო­რო­ბის შემ­ცი­რე­ბა. აუცი­ლე­ბე­ლია აღი­ნიშ­ნოს, რომ ეს არის უახ­ლე­სი და უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც და­მო­უ­კი­დე­ბელ კვლე­ვებს ეყ­რ­დ­ნო­ბა და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია 2009 წლის შემ­დ­გომ სა­ერ­თა­შო­რი­სოდ რე­ცენ­ზი­რე­ბად ჟურ­ნა­ლებ­ში.

ძი­რი­თა­დი ფაქ­ტე­ბი სას­კო­ლო კვე­ბის შე­სა­ხებ⇓⇓

⇔ მსოფ­ლი­ოს თით­ქ­მის ყვე­ლა ქვე­ყა­ნას აქვს რა­ი­მე სა­ხის სას­კო­ლო კვე­ბის პროგ­რა­მა;

⇔ სას­კო­ლო კვე­ბის პროგ­რა­მე­ბი მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სის­ტე­მაა;

⇔ და­ახ­ლო­ე­ბით, 368 მი­ლი­ო­ნი ბავ­შ­ვი, ყო­ველ­დღი­უ­რად, იღებს საჭ­მელს სკო­ლა­ში რო­გორც გან­ვი­თა­რე­ბად, ისე შეძ­ლე­ბულ ქვეყ­ნებ­ში;

⇔ გლო­ბა­ლუ­რი ინ­ვეს­ტი­ცია სას­კო­ლო კვე­ბა­ში შე­ად­გენს, წე­ლი­წად­ში, 75 მი­ლი­არდ აშშ დო­ლარს;

⇔ შუ­ადღის კვე­ბის სქე­მა ინ­დო­ეთ­ში ყვე­ლა­ზე დი­დი სას­კო­ლო კვე­ბის პროგ­რა­მაა მსოფ­ლი­ო­ში, რად­გან იქ, ყო­ველ­დღი­უ­რად, 106 მი­ლი­ო­ნი ბავ­შ­ვი იკ­ვე­ბე­ბა.

ძი­რი­თა­დი ფაქ­ტე­ბი მსოფ­ლიო სა­სურ­სა­თო პროგ­რა­მის სას­კო­ლო კვე­ბის პროგ­რა­მე­ბის შე­სა­ხებ⇓⇓

⇔ სას­კო­ლო კვე­ბა მსოფ­ლიო სა­სურ­სა­თო პროგ­რა­მის ნა­წი­ლია მი­სი და­არ­სე­ბი­დან (1961წ);

⇔ 2015 წელს 321 მლნ აშშ დო­ლა­რი და­ი­ხარ­ჯა 62 ქვე­ყა­ნა­ში 17.4 მი­ლი­ო­ნი ბავ­შ­ვის სას­კო­ლო კვე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თ­ვის;

⇔ ამა­ვე წელს 10 ქვეყ­ნის მთავ­რო­ბას გა­ე­წია ტექ­ნი­კუ­რი დახ­მა­რე­ბა, რი­თაც არა­პირ­და­პი­რი სარ­გე­ბე­ლი მი­ი­ღო, და­ახ­ლო­ე­ბით, 10-მა მი­ლი­ონ­მა ბავ­შ­ვ­მა.

შიმ­ში­ლის აღ­მოფხ­ვ­რის ხელ­შეწყო­ბა⇓⇓

მსოფ­ლი­ო­ში სას­კო­ლო კვე­ბის პროგ­რა­მე­ბის 45 კვლე­ვის მე­ტა-ანა­ლიზ­მა აჩ­ვე­ნა, რომ რო­დე­საც ბავ­შ­ვე­ბი იღე­ბენ სტან­დარ­ტულ კვე­ბას – 401 კკალ დღე­ში, 200 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში/წე­ლი­წად­ში, ისი­ნი, სა­შუ­ა­ლოდ, 0,37კგ-ზე მეტს და 0,54სმ-ს იმა­ტე­ბენ, ვიდ­რე მა­თი თა­ნა­ტო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც არ არი­ან პროგ­რა­მა­ში ჩარ­თულ­ნი; ასე­ვე მა­ღა­ლი და ადეკ­ვა­ტუ­რია ენერ­გი­ის, საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი­სა და მიკ­რო­ნუტ­რი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბა, 10%-ით და­ბა­ლია ანე­მი­ის გავ­რ­ცე­ლე­ბაც (გა­ნა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვა). რაც შე­ე­ხე­ბა ინ­დო­ეთს, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე დი­დი სას­კო­ლო კვე­ბის პროგ­რა­მა აქვს მსოფ­ლი­ო­ში, შუ­ადღის კვე­ბის სქე­მამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და­დე­ბი­თი გავ­ლე­ნა იქო­ნია ინ­დო­ე­ლი ბავ­შ­ვე­ბის სი­მაღ­ლე­ში ზრდა­ზე, წო­ნა­ში მა­ტე­ბა­სა და, ზო­გა­დად, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­ზე (გან­სა­კუთ­რე­ბით ეხე­ბა მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბის მო­ზარ­დებს).

დო­კუ­მენ­ტ­ში ხაზ­გას­მუ­ლია, რა­ო­დენ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სას­კო­ლო საკ­ვე­ბის გამ­დიდ­რე­ბა და­მა­ტე­ბი­თი მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბით. 11 ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ფორ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სას­კო­ლო კვე­ბა ან საჭ­მ­ლის მი­ღე­ბა თან­მიმ­დევ­რუ­ლად ამ­ცი­რებს ანე­მი­ის გავ­რ­ცე­ლე­ბას და აუმ­ჯო­ბე­სებს მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას (რკი­ნა, ვი­ტა­მი­ნი A, იოდი და ფო­ლი­უ­მი), რიგ შემ­თხ­ვე­ვებ­ში, გა­უმ­ჯო­ბეს­და სწავ­ლის ხა­რის­ხი და შემ­ცირ­და ავა­დო­ბა.

მე­ტა-ანა­ლიზ­მა კი­დევ ერ­თი სა­სი­კე­თო შე­დე­გიც აჩ­ვე­ნა – სას­კო­ლო კვე­ბის პროგ­რა­მე­ბის ჭი­ე­ბის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო კამ­პა­ნი­ებ­თან შერ­წყ­მამ, რიგ შემ­თხ­ვე­ვებ­ში, და­დე­ბი­თი გავ­ლე­ნა იქო­ნია ინ­ფი­ცი­რე­ბულ ბავ­შ­ვებ­ზე. ასე­ვე კარ­გი შე­დე­გის მომ­ტა­ნია, რო­ცა სას­კო­ლო კვე­ბის პროგ­რა­მა მო­ი­ცავს სახ­ლ­ში წა­სა­ღე­ბი რა­ცი­ო­ნის გა­ნა­წი­ლე­ბას. ბურ­კი­ნა-ფა­სო­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ იმ სტუ­დენ­ტე­ბის უმ­ც­რო­სი და-ძმე­ბი, რომ­ლებ­საც სახ­ლ­ში მიჰ­ქონ­დათ საკ­ვე­ბი, მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად იმა­ტებ­დ­ნენ წო­ნა­ში, ვიდ­რე სა­კონ­ტ­რო­ლო ჯგუ­ფის ბავ­შ­ვე­ბი. და ეს შე­დე­გი გა­ცი­ლე­ბით ეფექ­ტუ­რი აღ­მოჩ­ნ­და, ვიდ­რე ში­ნა­მე­ურ­ნე­ო­ბი­სათ­ვის გა­ცე­მუ­ლი ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბი­სას მი­ღე­ბუ­ლი სარ­გე­ბე­ლი.

კვლე­ვის ამ ნა­წილ­შიც, შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნებს, სას­კო­ლო კვე­ბის პროგ­რა­მა ერთ-ერ­თი ეფექ­ტუ­რი რგო­ლია იმ ჯაჭ­ვი­სა, რო­მელ­მაც უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს, რომ ყვე­ლას ჰქონ­დეს ნო­ყი­ე­რი და საკ­მა­რი­სი საკ­ვე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შ­ვებს, დე­დებს და და­უც­ველ ადა­მი­ა­ნებს.

წვლი­ლის შე­ტა­ნა გა­ნათ­ლე­ბის მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში⇓⇓ 

აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნებს:

⇔ სას­კო­ლო კვე­ბის პროგ­რა­მე­ბი იმ მცი­რე­რიცხო­ვან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ინ­ტერ­ვენ­ცი­ებს შო­რი­საა, რომ­ლე­ბიც და­დე­ბით გავ­ლე­ნას ახ­დე­ნენ რო­გორც დას­წ­რე­ბის (ჩა­რიცხ­ვა, დას­წ­რე­ბა, დას­რუ­ლე­ბა), ასე­ვე აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის კუთხით (ქუ­ლე­ბი კოგ­ნი­ტურ, ენი­სა და მა­თე­მა­ტი­კის ტეს­ტებ­ში);

⇔ 10%-ით იზ­რ­დე­ბა დას­წ­რე­ბა ისეთ სკო­ლებ­ში, სა­დაც სას­კო­ლო კვე­ბის პროგ­რა­მა არ­სე­ბობს;

⇔ ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც იღე­ბენ სას­კო­ლო კვე­ბას მთე­ლი სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სკო­ლა­ში 4-7 დღით მეტს და­დი­ან, ვიდ­რე ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც არ იღე­ბენ სას­კო­ლო კვე­ბას;

⇔ სას­კო­ლო კვე­ბის პროგ­რა­მე­ბი ზრდის მოს­წავ­ლე­თა შე­დე­გებს კოგ­ნი­ტურ, მა­თე­მა­ტი­კი­სა და ენის ტეს­ტებ­ში; მოს­წავ­ლე­ებს, რომ­ლე­ბიც სას­კო­ლო კვე­ბა­ში, და­მა­ტე­ბით, რკი­ნას იღებ­დ­ნენ, სის­ხ­ლ­ში ჰე­მოგ­ლო­ბი­ნის უფ­რო მა­ღა­ლი დო­ნე ჰქონ­დათ.

კვლე­ვის შე­დე­გე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­ნი­საზღ­ვ­რა შე­სა­ბა­მი­სი სა­მიზ­ნე­ე­ბი, კერ­ძოდ:

⇔ 2030 წლის­თ­ვის ყვე­ლა გო­გო­ნა­სა და ბი­ჭის­თ­ვის სრუ­ლი­ად უფა­სო, თა­ნას­წო­რი და ხა­რის­ხი­ა­ნი დაწყე­ბი­თი და სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რაც მათ შე­სა­ბა­მის და ქმე­დით სას­წავ­ლო შე­დე­გებს მო­უ­ტანს; ასე­ვე, ად­რე­ულ ასაკ­ში გან­ვი­თა­რე­ბის, ზრუნ­ვი­სა და სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რა­თა მზად იყ­ვ­ნენ დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის;

⇔ 2030 წლის­თ­ვის გა­ნათ­ლე­ბა­ში უთა­ნას­წო­რო­ბის აღ­მოფხ­ვ­რა და მოწყ­ვ­ლა­დი ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის, მათ შო­რის შშმ პი­რე­ბის­თ­ვის, პრო­ფე­სი­უ­ლი სწავ­ლე­ბის ყვე­ლა დო­ნე­ზე თა­ნა­ბა­რი წვდო­მის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა.

წვლი­ლის შე­ტა­ნა გენ­დე­რულ თა­ნას­წო­რო­ბა­ში⇓⇓

კვლე­ვის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, გო­გო­ნებს მე­ტი ბრძო­ლა უწევთ გა­ნათ­ლე­ბა­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის­თ­ვის, ვიდ­რე ბი­ჭებს. მსოფ­ლი­ო­ში ყო­ვე­ლი მე­ა­თე გო­გო­ნა­დან ერ­თი არ სწავ­ლობს, ბი­ჭებ­თან კი ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი თორ­მე­ტი­დან ერ­თია. გარ­და ამი­სა, მსოფ­ლი­ო­ში არა­საკ­მა­რი­სი კვე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის 60%-ს ქა­ლე­ბი შე­ად­გე­ნენ, ამი­ტომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია სას­კო­ლო კვე­ბის პროგ­რა­მის იმ მო­დე­ლის გავ­ლე­ნა, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს სას­კო­ლო კვე­ბა­საც და საკ­ვე­ბის სახ­ლ­ში გა­ტა­ნა­საც. პროგ­რა­მის დამ­სა­ხუ­რე­ბით, გო­გო­ნე­ბის სკო­ლა­ში დას­წ­რე­ბა 12%-ით გა­ი­ზარ­და; ასე­ვე ძლი­ე­რი კო­რე­ლა­ცია გა­მო­იკ­ვე­თა გა­ნათ­ლე­ბის დო­ნის ზრდა­სა და ბავ­შ­ვ­თა ქორ­წი­ნე­ბის შემ­ცი­რე­ბას შო­რის, ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბა­ში მყო­ფი გო­გო­ნე­ბის 60%-ს არ აქვს ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა. რომ არა გა­ნათ­ლე­ბის პრობ­ლე­მა, ბავ­შ­ვ­თა ქორ­წი­ნე­ბა 64%-ით შემ­ცირ­დე­ბო­და… ამი­ტო­მაც ერთ-ერთ მთა­ვარ სა­მიზ­ნედ მი­იჩ­ნე­ვა სწო­რედ ყო­ველ­გ­ვა­რი მავ­ნე პრაქ­ტი­კის, დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ის, ძა­ლა­დო­ბის ყვე­ლა ფორ­მის (ტრე­ფი­კინ­გი, სექ­სუ­ა­ლუ­რი ან სხვა ტი­პის ექ­ს­პ­ლუ­ა­ტა­ცია) აღ­მოფხ­ვ­რა.

სწო­რი შე­მუ­შა­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სას­კო­ლო კვე­ბის პროგ­რა­მას პირ­და­პი­რი სარ­გე­ბე­ლი მო­აქვს ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის – აუმ­ჯო­ბე­სებს ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის დო­ნეს, – ნათ­ქ­ვა­მია კვლე­ვის დას­კ­ვ­ნით ნა­წილ­ში, რა­საც პირ­და­პი­რი კავ­ში­რი აქვს სი­ღა­რი­ბი­სა და უთა­ნას­წო­რო­ბის შემ­ცი­რე­ბა­სა და ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას­თან. 139 ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­კითხ­ვე­ბის შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ ყო­ვე­ლი და­მა­ტე­ბი­თი წე­ლი სწავ­ლა­ში აისა­ხე­ბა შე­მო­სავ­ლე­ბის 10%-იან ზრდა­ში. მსოფ­ლიო სა­სურ­სა­თო პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით, ყო­ვე­ლი $1-ის ინ­ვეს­ტი­ცი­ას სას­კო­ლო კვე­ბის პროგ­რა­მა­ში 3-10$-მდე ეკო­ნო­მი­კუ­რი სარ­გე­ბე­ლი მო­აქვს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბით, გა­ნათ­ლე­ბი­თა და პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბით; გარ­და ამი­სა, სას­კო­ლო კვე­ბის პროგ­რა­მებს შე­უძ­ლია შექ­მ­ნას და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს სკო­ლე­ბის მახ­ლობ­ლად მცხოვ­რე­ბი თე­მის სა­არ­სე­ბო პი­რო­ბე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც სას­კო­ლო კერ­ძე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვა­დაა მომ­ზა­დე­ბუ­ლი.

♦ ♦ ♦

რო­გორც ვი­ცით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სას­კო­ლო კვე­ბის პროგ­რა­მე­ბი არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ამ ბო­ლო ხა­ნებ­ში თე­მა ძა­ლი­ან გა­აქ­ტი­ურ­და – გავ­რ­ცელ­და მშო­ბელ­თა პე­ტი­ცია პროგ­რა­მის სკო­ლებ­ში და­ნერ­გ­ვის მოთხოვ­ნით, ამ სა­კითხ­ზე ხში­რად სა­უბ­რო­ბენ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, მოძ­რა­ო­ბე­ბი, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი… გა­ნათ­ლე­ბის კო­ა­ლი­ცი­ის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი ჭან­ტუ­რია მი­იჩ­ნევს, რომ სა­კითხის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა კარ­გი ტენ­დენ­ციაა.

„სას­კო­ლო კვე­ბის პროგ­რა­მე­ბი ქვეყ­ნე­ბის 90%-ში მუ­შა­ობს სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მით, ჩვენ­თან სა­ერ­თოდ არ გვაქვს და არც გვქო­ნია,თუმ­ცა, წლე­ბის წინ, სა­ხელ­მ­წი­ფომ და­იწყო ამ თე­მა­ზე მუ­შა­ო­ბა. მა­შინ პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე გი­ორ­გი ამი­ლახ­ვა­რი იყო, გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რი – მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლი, ხო­ლო მო­ად­გი­ლე – ეკა დგე­ბუ­ა­ძე, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რებ­სა თუ დის­კუ­სი­ებ­ში. პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რი იყო გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დი (ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი — ჰა­სან ხა­ლი­ლი). ინ­ტერ­სექ­ტო­რუ­ლი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო ჯგუ­ფიც შე­იქ­მ­ნა, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო წა­რად­გენ­და სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბებს კვე­ბის პროგ­რა­მე­ბის სკო­ლა­ში და­ნერ­გ­ვის თა­ო­ბა­ზე, ჩვენც ვი­ყა­ვით აქ­ტი­უ­რად ჩარ­თუ­ლი და კო­ა­ლი­ცი­ის მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე ვერ­სი­აც წარ­ვად­გი­ნეთ… შემ­დეგ ეს პრო­ცე­სი შეწყ­და, ფორ­მა­ლუ­რი მი­ზე­ზი არ და­უ­სა­ხე­ლე­ბი­ათ.

ზაფხულ­ში, გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რ­თან შეხ­ვედ­რა­ზე, დე­ტა­ლუ­რად ვი­სა­უბ­რეთ ამ სა­კითხ­ზე, ვუთხა­რით ისიც, რომ გა­ნათ­ლე­ბის კო­ა­ლი­ცია გა­წევ­რი­ან­და სას­კო­ლო კვე­ბის გლო­ბა­ლურ კო­ა­ლი­ცი­ა­ში. ეს არის სამ­თავ­რო­ბო გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, რო­მე­ლიც პან­დე­მი­ის დროს შე­იქ­მ­ნა იმის­თ­ვის, რომ არა­თუ შე­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო, არა­მედ კი­დევ უფ­რო გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი­ყო სას­კო­ლო კვე­ბის პროგ­რა­მა, რო­მელ­შიც 90 ქვეყ­ნის მთავ­რო­ბაა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. ჩვე­ნი გა­წევ­რი­ა­ნე­ბით, შეგ­ვიძ­ლია, მრა­ვალ­მ­ხ­რივ და­ვეხ­მა­როთ სა­ხელ­მ­წი­ფოს სა­კითხის დაძ­ვ­რი­სა და და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში, რად­გან კო­ა­ლი­ცი­ის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის მთავ­რო­ბებს აქვთ დახ­მა­რე­ბის, გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. სხვა­თა შო­რის, ოქ­ტომ­ბერ­ში დი­დი მი­ნის­ტე­რი­ა­ლია და­გეგ­მი­ლი პა­რიზ­ში, რო­მელ­საც პრე­ზი­დენ­ტი ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი უხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებს. წი­ნა­და­დე­ბაც შევ­თა­ვა­ზეთ მი­ნისტრს პროგ­რა­მის სა­პი­ლო­ტე სკო­ლებ­ში დაწყე­ბის თა­ო­ბა­ზე, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, რო­გორც ჩანს, სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან მზა­ო­ბა არ არის. ფაქ­ტობ­რი­ვად, მხო­ლოდ გა­და­ვა­დე­ბა­ზე (2027 წლამ­დე) გა­კეთ­და აქ­ცენ­ტი, დი­დი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მი­ზე­ზით,“ – გვითხ­რა გი­ორ­გი ჭან­ტუ­რი­ამ.

კო­ა­ლი­ცია და სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც, მათ შო­რის მოძ­რა­ო­ბა „ხმა“, რო­მე­ლიც ამ სა­კითხის წა­მო­წე­ვის ერთ-ერ­თი ინი­ცი­ა­ტო­რია, მშო­ბელ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცია აგ­რ­ძე­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბის­თ­ვის. კვლე­ვის შე­დე­გე­ბი­დან ჩანს, რომ პროგ­რა­მას მრა­ვა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­უძ­ლია სარ­გებ­ლის მო­ტა­ნა. ამი­ტომ, გა­ნათ­ლე­ბის კო­ა­ლი­ცია რე­გი­ო­ნებ­ში სწავ­ლობს ვი­თა­რე­ბას, თე­მის­გან იგებს ვინ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ერ­თოს პრო­ცეს­ში და პროგ­რა­მის რო­მე­ლი ფორ­მა იქ­ნე­ბა უფ­რო მი­სა­ღე­ბი და ეფექ­ტუ­რი ამა თუ იმ რე­გი­ონ­ში, სო­ფელ­ში…

იმ ფონ­ზე, რო­ცა ქვე­ყა­ნა­ში ასე მა­ღა­ლია სი­ღა­რი­ბის, უმუ­შევ­რო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, სას­კო­ლო კვე­ბის პროგ­რა­მე­ბის და­ნერ­გ­ვა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა გარ­ღ­ვე­ვა იქ­ნე­ბო­და (რო­გორც კვლე­ვის შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნებს) სი­ღა­რი­ბის შემ­ცი­რე­ბის, გა­ნათ­ლე­ბის მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის, ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სა და ბევ­რი სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამი­ტო­მაც ვფიქ­რობ, რომ ოთხი წლით სა­კითხის გა­და­ვა­დე­ბა ვერც გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს და ვერც, ზო­გა­დად, ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის სა­სარ­გებ­ლო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბად ვერ ჩა­ით­ვ­ლე­ბა, მით უმე­ტეს, რომ, გა­ნათ­ლე­ბის კო­ა­ლი­ცი­ის გათ­ვ­ლე­ბით, სას­კო­ლო კვე­ბის პროგ­რა­მე­ბის და­ნერ­გ­ვის­თ­ვის სა­ჭი­რო თან­ხე­ბი არ არის იმ მო­ცუ­ლო­ბის, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო ბი­უ­ჯეტს გა­უ­ჭირ­დეს მი­სი და­ფი­ნან­სე­ბა.

ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვილ­ი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები