25 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

მთას ხალისით არავინ ტოვებს, მით უფრო, განსაცდელის ჟამს

spot_img

გა­სუ­ლი კვი­რის ხუთ­შა­ბათს პი­რი­ქი­თა ხევ­სუ­რეთ­ში არ­სე­ბუ­ლი ერ­თა­დერ­თი სკო­ლა-პან­სი­ო­ნი და­იწ­ვა. შე­ნო­ბა, ძი­რი­თა­დად, ხის მა­სა­ლის­გან იყო აშე­ნე­ბუ­ლი, რის გა­მოც ცეცხ­ლის ჩაქ­რო­ბა ვერ მო­ხერ­ხ­და და ახ­ლად რე­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი სკო­ლა-პან­სი­ო­ნი ხან­ძ­რის­გან მთლი­ა­ნად გა­ნად­გურ­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა, შე­ნო­ბი­დან მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და სკო­ლის პერ­სო­ნა­ლის გა­მოყ­ვა­ნა დრო­უ­ლად მო­ხერ­ხ­და. ხან­ძარ­მა 8 მოს­წავ­ლი­სა და 6 მას­წავ­ლებ­ლის ჩვე­უ­ლი სას­წავ­ლო რე­ჟი­მი და­არ­ღ­ვია.

ბუ­ნებ­რი­ვია, პან­სი­ონ­ში, მოს­წავ­ლე­თა სიმ­ცი­რის გა­მო, ყვე­ლა კლა­სი არ ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს (მხო­ლოდ  III, VII, IX, X, XI და XII კლა­სე­ბია). წელს არც პირ­ველ­კ­ლა­სელ­თა მი­ღე­ბა ჰქო­ნი­ათ, მო­მა­ვალ წელს კი მათ რიცხვს კი­დევ ორი მოს­წავ­ლე გა­მო­აკ­ლ­დე­ბა, რად­გან სკო­ლას 2 მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლი ჰყავს. რაც შე­ე­ხე­ბა მას­წავ­ლებ­ლებს, ექ­ვ­სი­დან ოთხი, პროგ­რა­მის „ას­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის“ ფარ­გ­ლებ­ში ის­ტო­რი­ას, ინ­გ­ლი­სურს, გე­ოგ­რა­ფი­ა­სა და ქარ­თულს ას­წავ­ლის. დღემ­დე ვა­კან­ტუ­რია მა­თე­მა­ტი­კი­სა და ფი­ზი­კის მას­წავ­ლებ­ლის ად­გი­ლი, რად­გან პე­და­გო­გი, რო­მე­ლიც შა­ტი­ლელ ბავ­შ­ვებს, ამა­ვე პროგ­რა­მით, ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ას­წავ­ლი­და ფიზ­იკა-მა­თე­მა­ტი­კას, წელს სხვა სკო­ლა­ში გა­და­ვი­და. ამ მო­ცე­მუ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სას­წავ­ლო წე­ლი 8 მოს­წავ­ლის­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ხა­რუ­ლით და­იწყო, რად­გან სკო­ლა-პან­სი­ო­ნის შე­ნო­ბას, მიმ­დი­ნა­რე წლის ზაფხულ­ში, სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ჩა­უ­ტარ­და, სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მა­ღალ­მ­თი­ა­ნი და­სახ­ლე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი­დან და­ფი­ნან­ს­და და პრო­ექ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 160 000 ლარს აღე­მა­ტე­ბო­და. სამ­წუ­ხა­როა, რომ გა­ნახ­ლე­ბულ სკო­ლის შე­ნო­ბა­ში მოს­წავ­ლე­ებს ძა­ლი­ან მცი­რე დრო­ით მო­უ­წი­ათ სი­ა­რუ­ლი. დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი მაყ­ვა­ლა და­ი­ა­უ­რი გა­ნიც­დის, რომ სკო­ლის შე­ნო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი წარ­სულ დრო­ში უწევს: „სკო­ლის შე­ნო­ბა სრულ­ყო­ფი­ლად იყო რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი, ყო­ველ­მ­ხ­რივ გა­მარ­თუ­ლი ცენ­ტ­რა­ლუ­რი გათ­ბო­ბით თუ სას­წავ­ლო რე­სურ­სით, ინ­ტერ­ნე­ტით და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კით. და­სა­ნა­ნია, რომ სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბე­ბი, რო­მე­ლიც ჩვენს მოს­წავ­ლეებს ჰქონ­დათ, გა­ცამ­ტ­ვერ­და და მთლი­ა­ნად ფერ­ფ­ლად იქ­ცა. კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კაც სულ ახა­ლი შე­მო­ტა­ნი­ლი გვქონ­და, რო­მე­ლიც ნი­ნო ზა­უ­ტაშ­ვი­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბით მი­ვი­ღეთ. ძა­ლი­ან გვწყდე­ბა გუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი რომ და­იწ­ვა და მხო­ლოდ მო­გო­ნე­ბად იქ­ცა.“

ბუ­ნებ­რი­ვია, მომ­ხ­დარ­მა ბავ­შ­ვე­ბის გან­წყო­ბა­ზე იმოქ­მე­და, თუმ­ცა, რო­გორც სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ამ­ბობს, მო­მავ­ლის იმედ­მა ცუ­დი გან­წყო­ბა მა­ლე­ვე დაჩ­რ­დი­ლა და ახ­ლა მო­ლო­დინ­ში არი­ან, რო­დის და­იწყე­ბა ახა­ლი სკო­ლის მშე­ნებ­ლო­ბა, არც ერ­თი მოს­წავ­ლე სხვა­გან გა­დას­ვ­ლას არ ფიქ­რობს და ელი­ან პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის და­ნა­პი­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბას. ხან­ძ­რის შემ­დეგ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, გა­ავ­რ­ცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ   შა­ტილ­ში, დამ­წ­ვა­რი სკო­ლა-პან­სი­ო­ნის სა­ნაც­ვ­ლოდ, ახა­ლი სკო­ლა აშენ­დე­ბა: „პრო­ექტს მთის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი და­ა­ფი­ნან­სებს. სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, მოკ­ლე ვა­და­ში და­იწყე­ბა, რის შემ­დე­გაც შა­ტილს თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ახა­ლი სკო­ლა ექ­ნე­ბა. სკო­ლის აშე­ნე­ბამ­დე, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი არ შე­ფერ­ხ­დე­ბა, მოს­წავ­ლე­ე­ბი სწავ­ლას, დრო­ე­ბით, ალ­ტერ­ნა­ტი­ულ შე­ნო­ბა­ში გა­აგ­რ­ძელ­ებენ.“

„ხან­ძა­რი რომ გაჩ­ნ­და, ბავ­შ­ვე­ბი შე­ნო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, სა­დი­ლის დრო ჰქონ­დათ, – გვიყ­ვე­ბა მაყ­ვა­ლა და­ი­ა­უ­რი, – სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა უვ­ნე­ბე­ლი გა­დარ­ჩა. ჩვენ­მა მას­წავ­ლებ­ლებ­მა, რო­გორც კი დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბა შე­ნიშ­ნეს, მა­შინ­ვე და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს ბავ­შ­ვებს შე­ნო­ბა. ისი­ნი ახ­ლა სწავ­ლას დრო­ე­ბით გა­მო­ყო­ფილ ფარ­თ­ში აგ­რ­ძე­ლე­ბენ და არ აში­ნებთ პი­რო­ბე­ბი, რო­მე­ლიც მათ­თ­ვის სა­ხელ­და­ხე­ლოდ შე­იქ­მ­ნა. თუმ­ცა, ბუ­ნებ­რი­ვია, ძა­ლი­ან სწყდე­ბათ გუ­ლი, რომ ძა­ლი­ან ცო­ტა ხანს მო­უ­წი­ათ ასეთ გა­მარ­თულ სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი. ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რა გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი და ამა­ყე­ბი იყ­ვ­ნენ, ასე­თი კარ­გი სკო­ლა რომ დახ­ვ­დათ სექ­ტემ­ბერ­ში.“

ორ­შა­ბა­თი­დან სკო­ლა-პან­სი­ონ­მა სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ალ­ტერ­ნა­ტი­ულ შე­ნო­ბა­ში გა­აგ­რ­ძე­ლა, 5 მოს­წავ­ლე კი, რო­მე­ლიც პან­სი­ო­ნურ ცხოვ­რე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, და­სა­ძი­ნებ­ლად, ორ ოჯახ­ში გა­და­ნა­წილ­და, მათ­გან ორი – დი­რექ­ტო­რის სახ­ლ­ში, სა­მი მოს­წავ­ლე კი პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე მას­წავ­ლებ­ლის, ნა­ტო კო­ბე­რი­ძის ნა­ქი­რა­ვებ სახ­ლ­ში იცხოვ­რებს.

დუ­შე­თის რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი და­ვით ოსე­ფაშ­ვი­ლი, ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას, ამ­ბობს, რომ ხან­ძ­რის მი­ზე­ზი უც­ნო­ბია. სა­ვა­ლა­ლოა, რომ შე­ნო­ბა რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ჩა­ი­ფერ­ფ­ლა, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა სრუ­ლად გა­ნად­გურ­და, არა­და, ასე­თი სკო­ლე­ბის არ­სე­ბო­ბა სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ასე­თი მცი­რე და­სახ­ლე­ბე­ბის, თით­ქ­მის დაც­ლი­ლი სოფ­ლე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად. ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სწო­რედ სკო­ლაა ის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, რის გა­მოც ვი­ნარ­ჩუ­ნებთ და­სახ­ლე­ბას, რო­გორც გე­ოგ­რა­ფი­ულ ად­გილს. შა­ტი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­შიც ასეა, ფაქ­ტობ­რი­ვად, სწო­რედ სკო­ლის ხარ­ჯ­ზეა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი სო­ფე­ლი. მი­სი აზ­რით, უმ­თავ­რე­სი ხელ­შემ­წყო­ბი ფაქ­ტო­რი „მთის კა­ნო­ნია“, რო­მელ­მაც მა­ღალ­მ­თი­ან მცი­რე­მო­სახ­ლე­ო­ბი­ან სოფ­ლებ­ში, მეტ-ნაკ­ლე­ბად შე­ა­ჩე­რა მიგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი.

და­ვით ოსე­ფაშ­ვი­ლი: „მი­ხა­რია, რომ ძა­ლი­ან მოკ­ლე დრო­ში ვი­პო­ვეთ გა­მო­სა­ვა­ლი და შევ­ძე­ლით სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გაგ­რ­ძე­ლე­ბა. დი­დი მად­ლო­ბა მინ­და ვთქვა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის მი­სა­მარ­თით, მყი­სი­ე­რი გან­ცხა­დე­ბა მოჰ­ყ­ვა ტრა­გე­დი­ას. სულ რამ­დე­ნი­მე წუ­თი იყო გა­სუ­ლი, მის პი­რად გვერ­დ­ზე და­ი­დო გან­ცხა­დე­ბა, რომ შა­ტილს აუშე­ნე­ბენ ახა­ლი ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტის სკო­ლას. ძა­ლი­ან სწრა­ფად და­მი­კავ­შირ­დ­ნენ სა­მი­ნის­ტ­როს ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი და მთხო­ვეს, მი­მე­წო­დე­ბი­ნა ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რა იყო სა­ჭი­რო ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის. ფაქ­ტობ­რი­ვად, პა­რას­კევს და შა­ბათს ყვე­ლაფ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბა მო­ხერ­ხ­და. გუ­ბერ­ნა­ტორ­თან, შალ­ვა კე­რე­სე­ლი­ძეს­თან ერ­თად, გა­დაწყ­და, რომ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ბა­ლან­ს­ზე არ­სე­ბუ­ლი გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი შე­ნო­ბა სკო­ლას დრო­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბა­ში გა­და­ე­ცე­მო­და. ორ­შა­ბათს სას­წავ­ლო პრო­ცე­სი უკ­ვე ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ფარ­თ­ში გა­ნახ­ლ­და, რო­მე­ლიც ექ­ვ­სი ოთა­ხის­გან შედ­გე­ბა. სა­მი­ნის­ტ­როს ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის სამ­მარ­თ­ვე­ლომ, პა­რას­კევს და შა­ბათს, მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო რე­სურ­სი ჩა­მო­ი­ტა­ნა – წიგ­ნე­ბი, რვე­უ­ლე­ბი, სა­კან­ცე­ლა­რიო ნივ­თე­ბი, მერ­ხე­ბი, სკა­მე­ბი, და­ფე­ბი, კომ­პი­უ­ტე­რე­ბი, ბიბ­ლი­ო­თე­კის ნა­წი­ლი, რაც აუცი­ლებ­ლად დას­ჭირ­დე­ბათ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის დროს. კვი­რა დღეს ყვე­ლა­ფე­რი და­ვა­ლა­გეთ და მო­ვაწყ­ვეთ ისე, რომ ორ­შა­ბა­თი­დან სას­წავ­ლო პრო­ცე­სი შე­უ­ფერ­ხებ­ლად გაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლი­ყო. ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თობ­ლი­ვად შევ­ძე­ლით, რაც პირ­ველ რიგ­ში, ვფიქ­რობ, სწო­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბის შე­დე­გია. ყვე­ლას დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო, ვინც ამ პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თო — სა­მი­ნის­ტ­როს, გუ­ბერ­ნა­ტორს, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ას, საკ­რე­ბუ­ლოს. კი­დევ ერ­თხელ მინ­და ხა­ზი გა­ვუს­ვა ამას, რად­გან, შე­დე­გი სა­ხე­ზეა და შა­ტი­ლე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი შე­უ­ფერ­ხებ­ლად აგ­რ­ძე­ლე­ბენ სწავ­ლას.“

რაც შე­ე­ხე­ბა ხუ­თი მოს­წავ­ლის საცხოვ­რე­ბელ პი­რო­ბებს, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ამ­ბობს, რომ ისი­ნი, დრო­ე­ბით, ორ ოჯახ­ში გა­და­ნა­წილ­დ­ნენ, მაგ­რამ მა­ლე მათ გა­დას­ვ­ლა­საც უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ფარ­თ­ში. „შევ­თან­ხ­მ­დით, რომ აუცი­ლებ­ლად და­ვა­მონ­ტა­ჟებთ ცენ­ტ­რა­ლურ გათ­ბო­ბას. ხან­ძარს მხო­ლოდ საქ­ვა­ბე გა­და­ურ­ჩა, ახ­ლა მას დრო­ე­ბით შე­ნო­ბა­ში გა­და­ვი­ტანთ და გათ­ბო­ბის პრობ­ლე­მა­საც მოვ­ხ­ს­ნით. ამის შემ­დეგ კი, ბავ­შ­ვებ­საც გა­და­ვიყ­ვანთ საცხოვ­რებ­ლად ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ფარ­თ­ში, ვიდ­რე ახა­ლი სკო­ლა აშენ­დე­ბა.

წას­ვ­ლა­ზე არა­ვინ ფიქ­რობს, არც მოს­წავ­ლე და არც მას­წავ­ლე­ბე­ლი. პი­რი­ქით, რო­ცა სა­ვა­რა­უ­დო ვა­რი­ან­ტად გან­ვი­ხი­ლეთ, დრო­ე­ბით, მა­თი ბა­რი­სა­ხოს სკო­ლა-პან­სი­ონ­ში ჩა­მოყ­ვა­ნა, კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი მი­ვი­ღეთ მშობ­ლე­ბის­გან, მოს­წავ­ლე­ე­ბის­გან და მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან. ერ­თ­სუ­ლოვ­ნად გა­მოთ­ქ­ვეს დრო­ე­ბით გა­მო­ყო­ფილ შე­ნო­ბა­ში დარ­ჩე­ნის სურ­ვი­ლი. ამ­ბო­ბენ, რომ და­ე­ლო­დე­ბი­ან ახალ სკო­ლას. ასე რომ, შატილიდან წას­ვ­ლას არა­ვინ აპი­რებს, მით უმე­ტეს პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ. იმე­დია, მა­ლე შევ­ძ­ლებთ მოს­წავ­ლე­ე­ბის ახა­ლი სკო­ლის შე­ნო­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბას.“

ასე­თი­ვე გან­წყო­ბით ელო­დე­ბა მშენებ­ლო­ბის დაწყე­ბას სკო­ლის დი­რექ­ტო­რიც – „პრე­მი­ე­რი დაგ­ვ­პირ­და, რომ სკო­ლა მა­ლე აშენ­დე­ბა, სა­ხელ­მ­წი­ფოც და მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბაც მხარ­ში გვიდ­გას, გულ­თან ახ­ლოს მი­ი­ტა­ნეს ჩვე­ნი გა­სა­ჭი­რი. ყვე­ლა გვეხ­მა­რე­ბა – შე­მო­აქვთ მერ­ხე­ბი, და­ფე­ბი, პრო­დუქ­ტი… გვეხ­მა­რე­ბი­ან რო­გორც კერ­ძო ინი­ცი­ა­ტი­ვით, ისე მთავ­რო­ბა. იმე­დი გვაქვს, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა და და­ნა­პი­რე­ბიც შეს­რულ­დე­ბა. მა­ლე აშენ­დე­ბა ახა­ლი სკო­ლის შე­ნო­ბა, თუ აქა­ურ­მა კლი­მატ­მა შე­უწყო ხე­ლი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, აქ მა­ლე ზამ­თ­რ­დე­ბა, ამის გა­მო, არ ვი­ცი მო­ეს­წ­რე­ბა თუ არა წელ­ს­ვე სკო­ლის აშე­ნე­ბა.“ – ამ­ბობს მაყ­ვა­ლა და­ი­ა­უ­რი.

იმე­დია, სტი­ქი­ის­გან გა­წი­რულ სკო­ლას მკაც­რი ზამ­თა­რი მა­ინც აღარ გა­წი­რავს. შა­ტი­ლის სკო­ლა-პან­სი­ო­ნის მოს­წავ­ლე­ე­ბი და მა­თი მას­წავ­ლებ­ლე­ბი კი, თა­ვი­ან­თი შე­მარ­თე­ბით, სო­ფელს ხანძრის ნაკ­ვა­ლე­ვის­გან იხ­ს­ნი­ან. ამის მა­გა­ლი­თი არა­ერ­თხელ გვაჩ­ვე­ნეს, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვის შე­დე­გია სკო­ლა-პან­სი­ო­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, თუნ­დაც ძა­ლი­ან მცი­რე კონ­ტინ­გენ­ტით. პა­ტა­რა შა­ტი­ლე­ლი ქო­მა­გე­ბის­თ­ვის კი, ამ მო­ნა­პო­ვა­რის დაც­ვა უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია, მათ­თ­ვის უც­ვ­ლე­ლია მო­რა­ლუ­რი კა­ნო­ნიც, რომ მთას ხა­ლი­სით არა­ვინ ტო­ვებს, მით უფ­რო, გან­საც­დე­ლის ჟამს.

მოამზადა ლალი ჯელაძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები