ზაფხული… ხასხასა მზე… მანქანებით გადატვირთული ქუჩა…
ხმაური… ყვირილი…
– გამიშვი!
– არა! შენ არ წახვალ!
დაძაბულობა… ისევ ყვირილი…
– შენი რა საქმეა! დედამ ხომ გამიშვა?!
– დედაშენს ჭკუა არა აქვს თავში, ამ სიცხეში ზღვაზე რომ გაგიშვა!
– სიცივეში ხომ არ წავალ?!
ისევ ყვირილი…
– სასწრაფოდ შედი შენს ოთახში, ნინა!
სიჩუმე… ქვითინის ხმა…
– მე მაინც წავალ ზღვაზე!
ჩუმად კარი გაიღო… ერთი ნაბიჯი… ორი… სამი… გაიქცა… შვება იგრძნო…
ბებო ბოდიშის მოსახდელად ნინასთან შევიდა.
შიში… ბრაზი… სინანული…
ნინა სახლში დაბრუნდა, მთელი ოჯახი შეკრებილიყო…
– შევიდე? ნუთუ დავისჯები?
არავის შეუმჩნევია. ნინას მხოლოდ ბებოს ცრემლიანი და სევდით სავსე თვალები შეეფეთა…
ნია აბაშიძე
ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვის №1 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე