18 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

მეტყ­ვე­ლე­ბის წი­ნა­რე უნა­რე­ბი

spot_img

ყო­ველ­დღი­უ­რად ხში­რად გა­ი­გო­ნებთ სიტყ­ვებს: კო­მუ­ნი­კა­ცია, ენა და მეტყ­ვე­ლე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა გავ­მიჯ­ნოთ რა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა ამ სამ ტერ­მინს შო­რის. არც თან­მიმ­დევ­რო­ბა არ მი­მიჩ­ნე­ვია შემ­თხ­ვე­ვით, მაგ­რამ ამა­ზე მოგ­ვი­ა­ნე­ბით.

ახ­ლა მო­დი, გან­ვ­მარ­ტოთ რას გუ­ლის­ხ­მობს სიტყ­ვა კო­მუ­ნი­კა­ცია. ეს არის, ვერ­ბა­ლუ­რი თუ არა­ვერ­ბა­ლუ­რი გზით და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, ჩვე­ნი აზ­რე­ბის, გრძნო­ბე­ბის, მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბის, სურ­ვი­ლე­ბის გა­მო­ხატ­ვა. ვერ­ბა­ლურ­ში ვგუ­ლის­ხ­მობთ მეტყ­ვე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ზე­მოთ თქმუ­ლის გა­მო­ხატ­ვას, ხო­ლო არა­ვერ­ბა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მო­ი­ცავს: ჩვე­ნი სხე­უ­ლის ენას, ჟეს­ტებს, მი­მი­კებს, ბა­რა­თე­ბით კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, წე­რით კო­მუ­ნი­კა­ცი­ას და ა.შ.

ენა სიტყ­ვე­ბის და სიმ­ბო­ლო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას გუ­ლის­ხ­მობს, რო­მელ­საც მნიშ­ვ­ნე­ლო­ბე­ბი აქვს. მა­გა­ლი­თად, ჩვე­ნი ან­ბა­ნიც ხომ სიმ­ბო­ლო­თა სის­ტე­მაა, რო­მელ­თა კომ­ბი­ნა­ცი­ე­ბი ქმნის გარ­კ­ვე­უ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის სიტყ­ვას, ფრა­ზას ან წი­ნა­და­დე­ბას.

მეტყ­ვე­ლე­ბა კი გუ­ლის­ხ­მობს ენის გა­მო­ყე­ნე­ბას კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მიზ­ნით. მეტყ­ვე­ლე­ბის დროს, ბგე­რე­ბის წარ­მო­სათ­ქ­მე­ლად, ვი­ყე­ნებთ ჩვენს სა­არ­ტი­კუ­ლა­ციო აპა­რატს – ხა­ხას, ცხვირს, ენას, ტუ­ჩებს, ყბებს, სა­სას. ანუ, რომ შე­ვა­ჯა­მოთ, ენა­საც და მეტყ­ვე­ლე­ბა­საც ვი­ყე­ნებთ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მიზ­ნით. კო­მუ­ნი­კა­ცია არის ის მთა­ვა­რი რგო­ლი, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს ენა­საც, მეტყ­ვე­ლე­ბა­საც და არა­ვერ­ბა­ლურ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­საც.

მაგ­რამ სა­ნამ ბავ­შ­ვი ად­რე­ულ ასაკ­შია და, ჯერ­ჯე­რო­ბით, არ და­უწყია სრულ­ფა­სოვ­ნად სა­უ­ბა­რი, რო­გორ ხერ­ხ­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბა? ბავ­შ­ვი ამას არა­ვერ­ბა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით ახერ­ხებს, რო­გო­რი­ცაა ტი­რი­ლი, თი­თის გაშ­ვე­რა, გა­ხედ­ვა, თქვე­ნი წაყ­ვა­ნა საგ­ნამ­დე და ა.შ. მსგავ­სი ტი­პის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ფორ­მას ის ბავ­შ­ვე­ბიც იყე­ნე­ბენ, რომ­ლე­ბიც, გარ­კ­ვე­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო, ვერ ახერ­ხე­ბენ მეტყ­ვე­ლე­ბას.

დღეს მინ­და ვი­სა­უბ­რო წი­ნა­რე უნა­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც დაგ­ვეხ­მა­რე­ბა ბავ­შ­ვე­ბის სა­კო­მუ­ნი­კა­ციო უნა­რე­ბის გა­სა­ვარ­ჯი­შებ­ლად და მეტყ­ვე­ლე­ბის მზა­ო­ბის­თ­ვის. ესე­ნია: ხმო­ვან, ვი­ზუ­ა­ლურ და შე­ხე­ბით სტი­მუ­ლებ­ზე რე­ა­გი­რე­ბა, იმი­ტა­ცი­ის უნა­რი, გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა გარ­შე­მომ­ყო­ფებ­თან, ვო­კა­ლი­ზა­ცი­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა-გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა და ერ­თობ­ლი­ვი თა­მა­შის უნა­რი.

1. გარ­შე­მო არ­სე­ბულ ხმო­ვან, ვი­ზუ­ა­ლურ და ტაქ­ტი­ლურ სტი­მუ­ლებ­ზე რე­ა­გი­რე­ბა – მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ბავ­შ­ვებ­მა შე­ამ­ჩ­ნი­ონ და აღიქ­ვან მათ გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი ხმო­ვა­ნი, მა­ნა­თო­ბე­ლა, სხვა­დას­ხ­ვა ზე­და­პი­რის და შე­ხე­ბის მქო­ნე საგ­ნე­ბი. გა­იხ­სე­ნეთ, რო­გორ ეთა­მა­შე­ბო­დით თქვენს შვილს, სა­ნამ ის წლის გახ­დე­ბო­და. ალ­ბათ, იყე­ნებ­დით ზა­რებს, საჭყი­პი­ნო, საჭ­რა­ჭუ­ნო სა­თა­მა­შო­ებს. ვი­ზუ­ა­ლუ­რი სტი­მუ­ლა­ცი­ის­თ­ვის კი იყე­ნებ­დით მა­ნა­თო­ბე­ლა, ტრი­ა­ლა, სხვა­დას­ხ­ვა ფე­რის და ფორ­მის სა­თა­მა­შო­ებს.

აქ­ტი­ვო­ბე­ბი ხმო­ვა­ნი, ვი­ზუ­ა­ლუ­რი და შე­ხე­ბით სტი­მუ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით

1.1. ითა­მა­შეთ ხმა­უ­რი­ა­ნი თა­მა­შე­ბი. გა­მო­ი­ყე­ნეთ შე­სა­ბა­მი­სი ტი­პის, ხმა­უ­რის გა­მომ­წ­ვე­ვი სა­თა­მა­შო­ე­ბი, მაგ.: ზა­რე­ბი, ჭრა­ჭუ­ნა ქა­ღალ­დი, მუ­სი­კა­ლუ­რი და/ან საჭყი­პი­ნო სა­თა­მა­შო­ე­ბი, დო­ლი და ა.შ.;

1.2. და­უ­ძა­ხეთ თქვენ­თან ზურ­გით მდგომ ბავშვს და უჩურ­ჩუ­ლეთ რა­ი­მე ყურ­ში;

1.3. თა­მა­შის დროს გა­მო­ი­ყე­ნეთ სხვა­დას­ხ­ვა ინ­ტენ­სი­ვო­ბის გამ­ღი­ზი­ა­ნებ­ლე­ბი, მაგ.: სხვა­დას­ხ­ვა სი­კაშ­კა­შის, შე­ფე­რი­ლო­ბის სა­თა­მა­შო­ე­ბი;

1.4. და­ბა­ნის დროს ნა­ზად მი­ას­ხუ­რეთ წყლის წვე­თე­ბი სა­ხე­ზე, თავ­ზე ან გვერ­დი­დან და და­აკ­ვირ­დით ბავ­შ­ვის რე­აქ­ცი­ას, მი­აბ­რუ­ნებს თუ არა თავს შხე­ფე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით;

1.5. შე­ა­ხეთ ბავშვს თბი­ლი და გრი­ლი საკ­ვე­ბი, მო­ნაც­ვ­ლე­ო­ბით, მაგ.: ბოთ­ლი შემ­თ­ბა­რი რძით, სა­კუ­თა­რი შარ­ვა­ლი, რო­მე­ლიც ეს-ესაა ჩა­მოხ­სე­ნით სა­რეცხის თო­კი­დან, გრი­ლი ხე­ლის­გუ­ლი/თი­თე­ბი…

2. შემ­დე­გი წი­ნა­რე უნა­რი – იმი­ტა­ცი­ის უნა­რი, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს იმ ქმე­დე­ბის, სა­ხის მი­მი­კის ან ბგე­რის გა­მე­ო­რე­ბას ბავ­შ­ვის მი­ერ, რაც თქვენ გა­ა­კე­თეთ. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს და­კა­კუ­ნე­ბა, ტა­შის დაკ­ვ­რა, წამ­ღე­რე­ბა, ცეკ­ვის მოძ­რა­ო­ბე­ბი და ა.შ.

აქ­ტი­ვო­ბე­ბი იმი­ტა­ცი­ის უნა­რის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად

2.1. იმ­ღე­რეთ ერ­თად სა­ბავ­შ­ვო სიმ­ღე­რე­ბი და თან იცეკ­ვეთ/იმოძ­რა­ვეთ. წა­ა­ხა­ლი­სეთ ბავ­შ­ვი, გა­ი­მე­ო­როს თქვე­ნი მოძ­რა­ო­ბე­ბი;

2.2. აიყო­ლი­ეთ ბავ­შ­ვი ინ­ტე­რაქ­ტი­ულ თა­მა­შებ­ში, მაგ.: ერ­თად ააშე­ნეთ კოშ­კი კუ­ბე­ბის­გან. ამ დროს, და­ი­ცა­ვით რი­გი, მო­ნაც­ვ­ლე­ო­ბით და­დეთ თი­თო-თი­თო კუ­ბი;

2.3. აჩ­ვე­ნეთ სხვა­დას­ხ­ვა სპონ­ტა­ნუ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი (მაგ.: ჰა­ე­რო­ვა­ნი კოც­ნის გაგ­ზავ­ნა, და­კა­კუ­ნე­ბა, ხე­ლის დაქ­ნე­ვა…) ან მოხ­მა­რე­ბა (მაგ.: პი­რის მოწ­მენ­და, სა­ვარ­ცხ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა…). წა­ა­ხა­ლი­სეთ ბავ­შ­ვი, გა­ი­მე­ო­როს თქვენ მი­ერ ნაჩ­ვე­ნე­ბი ქმე­დე­ბა.

3. გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა – გუ­ლის­ხ­მობს უნარს, რომ თქვენ და თქვე­ნი პა­ტა­რა ერ­თობ­ლი­ვად და­ინ­ტე­რეს­დეთ საგ­ნე­ბით. მა­გა­ლი­თად, პა­ტა­რამ მი­გი­თი­თოთ რა­ი­მე სა­გან­ზე ან პირ­ზე და თქვენ სა­უ­ბა­რი და­უწყოთ ამ საგ­ნის ან პი­რის შე­სა­ხებ. გა­უ­ზია­როთ ყუ­რადღე­ბა ერ­თ­მა­ნეთს რა­ი­მეს შე­სა­ხებ.

აქ­ტი­ვო­ბე­ბი გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად

3.1. ათ­ვა­ლი­ე­რეთ თქვენ გარ­შე­მო მო­სე­ირ­ნე ხალ­ხი, მოძ­რა­ვი ტრან­ს­პორ­ტი, შე­ნო­ბე­ბი, ცხო­ვე­ლე­ბი. მი­უ­თი­თეთ მათ­ზე ბავშვს და წა­ა­ხა­ლი­სეთ, მა­ნაც შე­ხე­დოს ამ ობი­ექ­ტებს;

3.2. გა­ა­ყო­ლეთ მზე­რა რას უყუ­რებს თქვე­ნი პა­ტა­რა, რი­თი ინ­ტე­რეს­დე­ბა და თქვენც და­უწყეთ ყუ­რე­ბა, გა­ა­კე­თეთ კო­მენ­ტა­რე­ბი ამ საგ­ნის მი­მართ. მა­გა­ლი­თად, თქვე­ნი პა­ტა­რა უყუ­რებს წყლის ჭი­ქას, შე­ხე­დეთ ჭი­ქას, და­ა­დეთ თი­თი და თქვით – წი­თე­ლი ჭი­ქა, ლა­მა­ზი ჭი­ქაა, წყა­ლი ას­ხია ნე­ტავ?

3.3. აიღეთ ბავ­შ­ვი­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო სა­თა­მა­შო­ე­ბი, მო­ა­თავ­სეთ თა­რო­ზე, სა­დაც ჩვე­უ­ლებ­რივ ინა­ხავთ მათ. რო­დე­საც ბავ­შ­ვი მო­ინ­დო­მებს თა­მაშს, გა­ი­ხე­დეთ თა­როს მი­მარ­თუ­ლე­ბით და და­აკ­ვირ­დით მის რე­აქ­ცი­ას, გა­ა­ყო­ლებს თუ არა თვალს თქვენს მზე­რას. თან ესა­უბ­რეთ, ჰკითხეთ: „აბა, სად არის ჩვე­ნი ბურ­თი?“

4. ვო­კა­ლი­ზა­ცი­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა და გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა სხვა­დას­ხ­ვა რუ­ტი­ნუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის დროს – გუ­ლის­ხ­მობს ბავ­შ­ვის მი­ერ ხმე­ბის გა­მო­ცე­მას, ღუ­ღუნს, ტი­ტინს და სხვა­დას­ხ­ვა ბგე­რა­თა კომ­ბი­ნა­ცი­ე­ბის წარ­მოთ­ქ­მას სხვა­დას­ხ­ვა ემო­ცი­ის, მოქ­მე­დე­ბის, სურ­ვი­ლის ან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მო­სა­ხა­ტად.

აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რო­მე­ლიც და­გეხ­მა­რე­ბათ ვო­კა­ლი­ზა­ცი­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში

4.1. მო­უს­მი­ნეთ ბავ­შ­ვის ღუ­ღუნს/ტი­ტინს და ეცა­დეთ, თქვენც აჰ­ყ­ვეთ;

4.2. გა­მო­ი­ყე­ნეთ თან­ხ­მო­ვა­ნი-ხმო­ვა­ნის კომ­ბი­ნა­ცი­ით შედ­გე­ნი­ლი მარ­ტი­ვი მარ­ც­ვ­ლე­ბი, ბავ­შ­ვ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დროს, მაგ.: „პი-პი­იპ“, „ბახ“, „ვაიიი“ და ა.შ. გა­მო­ი­ყე­ნეთ მსგავ­სი შე­ძა­ხი­ლე­ბი შე­სა­ბა­მი­სი კონ­ტექ­ს­ტით;

4.3. თა­მა­შის დროს გა­მო­ი­ყე­ნეთ ცხო­ველ­თა იმი­ტა­ცია, მან­ქა­ნის გახ­მო­ვა­ნე­ბა – „პი­პი“, რა­ი­მეს ძირს და­ვარ­დ­ნის დროს – „ბრახ ბრახ“, წვი­მის დროს – „წკაპ წკუპ“, წყლის მოშ­ვე­ბის დროს – „შშშ“ და ა.შ. ეცა­დეთ, გარ­შე­მო ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტივ ბგე­რე­ბად აქ­ცი­ოთ;

4.4. და­აკ­ვირ­დით, რო­მელ ბგე­რებს ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას ბავ­შ­ვი და ეს ბგე­რე­ბი მრა­ვალ­ფე­როვ­ნად მი­ა­წო­დეთ, მა­გა­ლი­თად, თქვე­ნი პა­ტა­რა ხში­რად იყე­ნებს – დი-დი დი. გა­ი­მე­ო­რეთ თქვენც და და­ა­მა­ტეთ – დუ-დუ, და-და, დე-დე.

5. ერ­თობ­ლი­ვი თა­მა­შის უნა­რი – გუ­ლის­ხ­მობს სა­თა­მა­შო­ე­ბის და ყუ­რადღე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას სხვას­თან და თა­მა­შის პრო­ცეს­ში მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დამ­ყა­რე­ბას.

5.1. წა­ა­ხა­ლი­სეთ ისე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის ჩარ­თ­ვას მო­ითხოვს და მარ­ტო ვერ ითა­მა­შებ, მაგ.: დი­დი ფაზ­ლის აწყო­ბა ან მა­ღა­ლი კოშ­კის აგე­ბა კუ­ბე­ბის­გან, ბურ­თის გა­დაგ­დე­ბა და და­ჭე­რა;

5.2. თა­მა­შის დროს პე­რი­ო­დუ­ლად შე­ჩერ­დით და და­აკ­ვირ­დით, გა­აპ­რო­ტეს­ტებს თუ არა ბავ­შ­ვი თქვენს გა­მო­თიშ­ვას თა­მა­ში­დან. „ჭი­ტა-ჭი­ტას“ თა­მა­შის დროს, უცებ გა­ჩერ­დით და აღარ მი­ი­ფა­როთ ხე­ლე­ბი სა­ხე­ზე, და­ე­ლო­დეთ ბავ­შ­ვის რე­აქ­ცი­ას;

5.3. გა­მო­ეხ­მა­უ­რეთ ბავ­შ­ვის მცდე­ლო­ბას გა­მო­გიწ­ვი­ოთ რა­ი­მე ტი­პის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის/ურ­თი­ერ­თო­ბის მიზ­ნით, მა­გა­ლი­თად, მო­გი­ტა­ნათ წიგ­ნი და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად.

სტა­ტია მო­ამ­ზა­და ად­რე­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტ­მა, გა­ნათ­ლე­ბის ფსი­ქო­ლოგ­მა

სო­ფიო მე­ლა­ძემ

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები