8 სექტემბერი, კვირა, 2024

მედიაწიგნიერების უნარების განვითარება სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეებში

spot_img
ირინა ჭაფოძე
სსიპ ქალაქ ქუთაისის N45 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

მედიაწიგნიერება თანამედროვე ადამიანის აუცილებელი კომპეტენციაა, რომელიც ეხმარება მას გაფილტროს ინფორმაცია, კრიტიკულად შეაფასოს შინაარსი და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება. მედიაწიგნიერება არის პასუხი ციფრული ეპოქის გამოწვევებზე.

შესაბამისად, სწავლა-სწავლების პროცესში მედიაწიგნიერების განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია და გათვალისწინებულია ეროვნული სასწავლო გეგმითაც.

მედიაწიგნიერება შეიძლება განსაკუთრებით რთული იყოს ყრუ და სმენადაქვეითებული მოსწავლებისათვის, რადგან ყველა საგანმანათლებლო და საინფორმაციო რესურსი არ არის შექმნილი ჟესტური ენის მომხმარებლების საჭირობებისა და შესაძლებლობების დასაკმაყოფილებლად. სმენის პრობლემის მქონე პირები ხშირად აწყდებიან ბარიერებს ინტერნეტში ინფორმაციაზე წვდომისას, როგორიცაა მედიამასალები სუბტიტრების ან ჟესტური ენის ინტერპრეტაციის გარეშე. ინფორმაციაზე შეზღუდული წვდომა კი ხელს უშლის მათ უნარს გააანალიზონ და შეაფასონ ინფორმაცია ეფექტიანად.

ამ გამოწვევის საპასუხოდ, სსიპ ქალაქ ქუთაისის N45 საჯარო სკოლაში, რომელიც ყრუ და სმენადაქვეითებულ მოსწავლეებს უწევს საგანმანათლებლო და პანსიონურ მომსახურებას, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლმა შეისწავლა სკოლის საჭიროებები და განახორციელა შესაბამისი ინტერვენციები, რომლებმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების უნარები.

იხილეთ სკოლის საჭიროების კვლევა⇓⇓

https://emis188-my.sharepoint.com/:b:/g/personal/chapodze_irina_teachers_gov_ge/Ec1xXIcbtVFBlWVXWOrv0PcBRLy-6_VlzUVbKcZHWt-NrA?e=0BmLJ2

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები