27 დეკემბერი, პარასკევი, 2024

მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის დღი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი კვი­რე­უ­ლი

spot_img

24-28 ოქ­ტომ­ბერს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, მე­დი­ი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბის გლო­ბა­ლუ­რი კვი­რე­უ­ლი ჩა­ტარ­და. ფო­თის შპს „გიმ­ნა­ზი­ა­ში“ პე­და­გო­გე­ბის – თა­მარ ფა­ჩუ­ლი­ა­სა და კა­ტო კა­კუ­ლი­ას ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით, მოს­წავ­ლე­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით, სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თა.

მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის კვი­რე­უ­ლი, 2021 წელს, გა­ე­როს მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ის ფარ­გ­ლებ­ში ტარ­დე­ბა, რომ­ლის მი­ზა­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა. მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის გლო­ბა­ლუ­რი კვი­რე­უ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბით, წელს მე­ო­რედ ჩა­ტარ­და.

შპს „გიმ­ნა­ზი­ა­ში“ ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის კა­თედ­რამ კვი­რე­უ­ლის დღის წეს­რი­გი შე­ი­მუ­შა­ვა. სა­ინ­ტე­რე­სოდ ჩა­ტარ­და მოს­წავ­ლე­თა სას­წავ­ლო შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კონ­ფე­რენ­ცია. მოს­წავ­ლე­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და­მუ­შავ­და თე­მე­ბი: რა არის ინ­ფორ­მა­ცია; რა არის ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცია და მი­სი ზე­გავ­ლე­ნა მომ­ხ­მა­რებ­ლებ­ზე; რა საფ­რ­თხე­ე­ბი არ­სე­ბობს ონ­ლა­ინ სივ­რ­ცე­ში და რო­გორ და­ვიც­ვათ თა­ვი ინ­ტერ­ნეტ­ში ნა­ვი­გა­ცი­ი­სას.

კვი­რე­უ­ლის ფარ­გ­ლებ­ში, მო­ეწყო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო შე­ჯიბ­რი, quiz-ის წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბუ­ლი კითხ­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით.

მოს­წავ­ლე­ებ­მა შექ­მ­ნეს ციფ­რუ­ლი და არა­ციფ­რუ­ლი პლა­კა­ტე­ბი, რო­მელ­ზეც მო­ცე­მუ­ლი იყო რჩე­ვე­ბი სხვა­დას­ხ­ვა თე­მა­ტი­კის მი­ხედ­ვით, მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ჩემ მი­ერ ჩა­ტა­რე­ბულ გაკ­ვე­თილ­ზე, რო­მე­ლიც მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის სა­კითხებს და­ეთ­მო, ვი­სა­უბ­რეთ: მე­დი­ა­ზე, დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე და მის უარ­ყო­ფით ზე­გავ­ლე­ნებ­ზე, ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის გზებ­ზე. მო­ვაწყ­ვეთ სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბა „ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­ცე­მა“. მოს­წავ­ლე­ებ­მა ნა­ხეს კლი­პი „კი­ბე­რე­თი­კა“.

მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის კვი­რე­უ­ლის და­სას­რულს პე­და­გოგ­მა, კა­ტო კა­კუ­ლი­ამ მე­სა­მეკ­ლა­სე­ლებს ზღა­პა­რი „წი­თელ­ქუ­და“ უჩ­ვე­ნა, რომ­ლის მი­ზა­ნი იყო სხვა­დას­ხ­ვა თვალ­საზ­რი­სის და­ნახ­ვი­სა და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბის აღ­მო­ჩე­ნის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა, ასე­ვე ერ­თი მოვ­ლე­ნის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ით წარ­მო­ჩე­ნა და ანა­ლი­ზი. მოს­წავ­ლე­ე­ბი ასა­ხე­ლებ­დ­ნენ მოქ­მედ პი­რებს და სი­ტუ­ა­ცი­ას პერ­სო­ნა­ჟე­ბის სხვა­დას­ხ­ვა პო­ზი­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით აღ­წერ­დ­ნენ.

 

თა­მარ ფა­ჩუ­ლია
შპს „გიმ­ნა­ზი­ის“ ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები