21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

მედიაწიგნიერება ჩემს გაკვეთილზე

spot_img

ლუსანა ლომაია
სსიპ ქალაქ თბილისის №108 საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველების, ქიმიისა და ბიოლოგიის პედაგოგი

 

ტექნოლოგიების ელვისებურმა ევოლუციამ, სიკეთესთან ერთად, ბევრი თავსატეხიც გაგვიჩინა. უკვე ციფრულ პლანეტაზე, სადაც ნაპრალია ვირტუალურსა და რეალურს შორის, არავის უკვირს ხელოვნური ინტელექტი და ჩიპებიანი ადამიანები, ინფორმაცია ელვის სისწრაფით ვრცელდება და მხოლოდ მედიაწიგნიერების უნარებით შეიარაღებულ ადამიანს შეუძლია ყალბ ამბებთან გამკლავება.

მე, როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელმა, მიზნად დავისახე დეზინფორმაციის გაბათილება მეცნიერული ფაქტებით. მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულის ფარგლებში, მონაწილეობა მივიღე ღონისძიებაში „მედიაწიგნიერების დღე სკოლებში“. გთავაზობთ მე-10 კლასში ქიმიის სწავლებისას ჩატარებულ ინტეგრირებას.

მიმოხილვა

გაკვეთილზე, რომელიც ერწყმის მეცნიერებას, დაკვირვებას, სპეცეფექტებსა და ფილმების ანალიზს, მოსწავლეები განიხილავენ ან/და აანალიზებენ ჰოლივუდის HBO-ს პოპულარულ სერიალს და აკეთებენ ჩანაწერებს, რა იყო ზუსტად გადმოცემული და რა - არა. მოსწავლეები კვლევით სამუშაოს ასრულებენ, ნაცვლად იმისა, რომ პედაგოგისგან მიიღონ მზა ინფორმაცია.

მინი-სერიალი „ჩერნობილი“ აერთიანებს რეალურ და გამოგონილ ამბებს. მოსწავლეები ეცნობიან ფილმს, პრაქტიკაში იყენებენ სამეცნიერო აზროვნებას. გამოვიყენებთ ჯგუფურ მუშაობას ისე ვგეგმავთ, რომ მოსწავლეებმა მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის გზით იმუშაონ (და არ იყოს მხოლოდ ლექცია ინტერნეტის სანდოობის ან სამეცნიერო დეზინფორმაციის შესახებ). ეს მათ კვლევითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

სასწავლო გეგმის სფეროები

  • დედამიწის მეცნიერებები;
  • მეტეოროლოგია;
  • ქიმია;
  • ბიოლოგია;
  • ფიზიკა;
  • ზოგადი მეცნიერება;
  • კომუნიკაციები;
  • მედიის შესწავლა.

საკლასო დონეები

  • საშუალო საფეხური. კლასი-10

შემოთავაზებული ჩარჩოები (სასწავლო გეგმის კონტექსტი)

  • კატასტროფები /ქიმია/ბიოლოგია;
  • მედიაში ნაჩვენები სამეცნიერო შინაარსის სანდოობა/სიზუსტე;
  • დაკვირვება ;
  • ლოგიკური აზროვნება;
  • მედიის ტექნიკა;
  • ცოდნის შეფასება გაკვეთილის დასრულებისშემდეგ;
  • მეცნიერული ცოდნა.

სასწავლო მიზნები. მოსწავლეები:

  • განსაზღვრავენ ატომურ კატასტროფებთან დაკავშირებულკონკრეტულმოქმედებებსა დალექსიკას;
  • შეძლებენ ზუსტი და არაზუსტი ინფორმაციის გარჩევას  ატომურიკატასტროფის (ზოგადად, მეცნიერების) შესახებ;
  • შეძლებენ დეტალურდაკვირვებასდა ფაქტებზე დაფუძნებულიპასუხებისგაცემას.

გაიაზრებენ პოპულარული გამოგონილი მედიის გავლენას ადამიანების შეხედულებებზე მეცნიერებასა და სამეცნიერო თემებზე, როგორიცაა ატომური კატასტროფა.

ლექსიკა: კატასტროფა, ატომური კატასტროფა, ატომური სარკოფაგი, ნახევრად დაშლის პერიოდი, ინჟინერია, ატომური ფიზიკა, მედიაწიგნიერება, სოციალური წყობა.

მომზადება და წინაპირობები

ეს სავარჯიშო შეიძლება გამოყენებულ იქნეს ზოგადად ფილმზე  დისკუსიის დასაწყებად ან ბირთვული კატასტროფების შესაფასებლად.

  • მოსწავლეები გაეცნობიან HBO-ს მინი-სერიალს ,,ჩერნობილი“, მასალას კატასტროფებზე, როგორიცაა, მაგალითად, ჩერნობილისა და ფუკუშიმას ატომური კატასტროფა.

მასალები და აღჭურვილობა

  • პროექტორი და კომპიუტერი;
  • პასუხების ფურცელი მოსწავლეებისთვის (მთლიანი კლასის დისკუსიისას) და იოდ-131-ის დაშლის გამოსათვლელად.

ეტაპები

  1. დავურიგებ მოსწავლეებს შეფასების ფურცელს.
  2. დავყოფ კლასს ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს მივცემ სამუშაო ფურცელს, კალმებს და ქიმიის სახელმძღვანელოს.
  3. საკლასო ოთახის კედელზე გავაზიარებ პრეზენტაციას.
  4. ჯგუფები განიხილავენ ბირთვული რეაქტორის მუშაობის პრინციპს.
  5. მოსწავლეებს შევახსენებ რიგი რადიაქტიური ელემენტების გავრცელების რადიუსსა და მოსახლეობის სხვადასხვა დოზით დასხივების რაოდენობას.
  6. მოსწავლეები პასუხობენ დასმულ კითხვებს.
  7. იმსჯელებენ, თუ რატომ აჩვენეს ამგვარიარაზუსტიან მცდარი ინფორმაცია კატასტროფების შესახებ და რამდენად შეიძლება ამან გავლენამოახდინოს მაყურებლისაღქმაზენამდვილი კატასტროფების შესახებ.
  8. შევაჯამებ ფაქტებს და ფილმში მოცემულ მცდარ/არასწორ ინფორმაციას.
  9. შევაფასებ მოსწავლეებს და მივცემ საშინაო დავალებას.
  10. ჩერნობილი-მედიაწიგნიერება ჩემს გაკვეთილზე..pptx

https://youtu.be/4rpEG5KnNpc?si=nBQP-M5nfrtLEpN3

 

რეფლექსია

აღნიშნული გაკვეთილი 25 ოქტომბერს ჩავატარე მე-10 კლასში. ჩემი გაკვეთილის მიზანი იყო  მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება   ბირთვულ რეაქციებთან დაკავშირებით. თემა ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია დღევანდელი გადმოსახედიდან. მინდოდა, წარმოდგენა  ჰქონოდათ  როგორც დადებითი, ისე საფრთხის შემცველი გარემოების მხრივ და გაეანალიზებინათ მწვანე ენერგიის უპირატესობები, თუ რა სავალალო შედეგი შეიძლება მივიღოთ ხელოვნურად შექმნილი წყაროდან და ასევე, ცრუ ინფორმაციის შედეგად. მათ დამოუკიდებლად უნდა მოეძებნათ ციფრულ სივრცეში და მასმედიაში გავრცელებული მოსაზრებები ჩერნობილის კატასტროფასთან დაკავშირებით და შეედარებინათ, განესხვავებინათ, აეხსნათ  სიმართლე/სიცრუე;  მიღებული ცოდნა დაეკავშირებინათ სხვადასხვა პროფესიის საქმიანობის სფეროსთან: ბირთვული ფიზიკოსი,ჯანმრთელობის დაცვა, ჟურნალისტიკა, პოლიტიკა…

გაკვეთილი დავიწყე  თემისა და მიზნის გაცნობით, განვუმარტე  გაკვეთილზე შესასრულებელი აქტივობები,  გავაცანი შეფასების კრიტერიუმები.

მოსწავლეების  მონაწილეობით წარვმართე გაკვეთილი, რათა მათ ჩაღრმავების და დაფიქრების საშუალება მისცემოდათ. ვინიშნავდი მოსწავლეების ჩართულობას. გაკვეთილის განმავლობაში ვცდილობდი,  დავხმარებოდი, რომ თანმიმდევრულად შეძლებოდათ  გამოვლენილი მოულოდნელობების ახსნა,  მონაცემთა გაანალიზება და დასკვნების გამოტანა.

ჩემი აზრით, ამგვარად წარმართული პროცესი ესადაგებოდა მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილის მთავარ პრინციპს – სწავლა აქტიური პროცესია და მოსწავლემ თავად უნდა ააგოს ცოდნა მასწავლებლის დახმარებით. საგაკვეთილო პროცესის დროს, ვიყავი მიმართულების მიმცემი, დასკვნები მოსწავლეებს თავად გამოჰქონდათ.  გაკვეთილის მიმდინარეობისას ვცდილობდი, ყველა მოსწავლე მაქსიმალურად ჩამერთო საგაკვეთილო პროცესში. მათ შეძლეს მონაცემების ანალიზი და დასკვნების გამოტანა. გაკვეთილი გეგმის მიხედვით წარიმართა და არ დამჭირდა კორექტივების შეტანა.

გაკვეთილის ხარვეზად მივიჩნევ, რომ, მიუხედავად იმისა, ყველა აქტივობა დროის მიხედვით მქონდა გაწერილი, დროში ვერ ჩავეტიე და მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასება, წარმოდგენილი რუბრიკის მიხედვით, ვერ მოვასწარი.

აღნიშნულ გაკვეთილზე მესწრებოდა სკოლის დირექტორი, რომელმაც მომცა უკუკავშირი.

მედიაწიგნიერების უნარების განვითარებაზე  ორიენტირებულ  გაკვეთილებს  სწავლებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა  აქვს. როცა მოსწავლეებმა დაინახეს ერთი პრობლემის გადაჭრის/გაბათილების სხვადასხვა გზები, მათი დამოკიდებულება შეიცვალა. უფრო ჩაუღრმავდნენ საკითხს.

ზოგადად ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის, მედიაწიგნიერება გამჭოლი კომპეტენციაა, რომლის განვითარებაზე მუდმივად ვზრუნავ. ჩემი მოსწავლეები გამოცდილებას იძენენ და მათთვის საზიანო,  ზედმეტ ინფორმაციას თავს არიდებენ, არ ექცევიან ინფორმაციულ წნეხში, არ აძლევენ საშუალებას სხვადასხვა  მედია საშუალებებს, დააპროგრამონ მათი ცხოვრების წესი.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები