21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბა, რო­გორც სა­ბა­ზი­სო ცოდ­ნა მო­სახ­ლე­ო­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის­თ­ვის

spot_img
მაია სი­მო­ნიშ­ვი­ლი
სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი,
სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო ფე­დე­რა­ცი­ის ევ­რო­პის კო­მი­ტე­ტი

 

ახ­ლა­ხან, ბელ­გი­ა­ში, ევ­რო­პის საბ­ჭოს ბელ­გი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბის ხელ­შეწყო­ბით, ევ­რო­პის ციფ­რუ­ლი და მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის კვი­რე­უ­ლი გა­ი­მარ­თა.

კვი­რე­უ­ლის ფარ­გ­ლებ­ში, ფლან­დ­რი­ის მე­დი­ა­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის „მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბა“ (Mediawijs) ინი­ცი­ა­ტი­ვით, ბრი­უ­სელ­ში ჩა­ტარ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია „მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია“. მას­ში სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის გა­ნათ­ლე­ბი­სა და მე­დი­ის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ექ­ს­პერ­ტე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ, რომ­ლებ­მაც მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბი­სა და ციფ­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე სი­ახ­ლე­ე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს. კონ­ფ­ერენ­ცი­ის მი­ზა­ნი იყო მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას­თან ბრძო­ლის ახა­ლი მე­თო­დე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა და ციფ­რუ­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის წარ­მო­ჩე­ნა. კონ­ფე­რენ­ცია გახ­ს­ნა ბელ­გი­ის კულ­ტუ­რის, ახალ­გაზ­რ­დო­ბის სა­კითხე­ბი­სა და მე­დი­ის მი­ნის­ტ­რ­მა, რო­მელ­მაც თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა­ში მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბი­სა და კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის სწავ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა. ვრცე­ლი მოხ­სე­ნე­ბა წა­ი­კითხა ამე­რი­კის მე­დი­ა­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის „მე­დია სა­ღი აზ­რის­თ­ვის“ პრე­ზი­დენ­ტ­მა, ელენ პაკ­მა. ორ­გა­ნი­ზა­ცია ახორ­ცი­ე­ლებს სას­წავ­ლო პროგ­რა­მებს, რა­თა მოს­წავ­ლე­ებ­ში ახა­ლი ამ­ბე­ბი­სად­მი კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა გა­ნა­ვი­თა­როს ისე, რომ მა­თი პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბაც გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს. სა­კუ­თა­რი გა­რე­მო­სა და სა­კუ­თა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლე­ებს ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის კუ­რი­კუ­ლუ­მი ყვე­ლა ასა­კის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის შე­იქ­მ­ნა და მო­ი­აზ­რებს ისეთ თე­მებს, რო­გო­რე­ბი­ცაა: მე­დი­ა­ბა­ლან­სი და ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა, პი­რა­დი სივ­რ­ცე და უსაფ­რ­თხო­ე­ბა, დი­გი­ტა­ლუ­რი იდენ­ტო­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი, ბუ­ლინ­გის, ციფ­რულ სივ­რ­ცე­ში დრა­მი­სა და სი­ძულ­ვი­ლის ენის დაძ­ლე­ვა. პროგ­რა­მა ას­წავ­ლის მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სა და ახა­ლი ამ­ბე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­აზ­რე­ბას და, ზოგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ახა­ლი ამ­ბე­ბის შექ­მ­ნა­ს.

აქ­ვე უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნოთ, რომ გა­სულ კვი­რას, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტ­მა მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აქ­ტი და­ამ­ტ­კი­ცა, რა­თა არ­ჩევ­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და მე­დი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი ან ეკო­ნო­მი­კუ­რი ჩა­რე­ვის­გან დაც­ვა უზ­რუნ­ველ­ყოს. კა­ნო­ნი ით­ვა­ლის­წი­ნებს გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე არ­ჩევ­ნებს, დის­კ­რი­მი­ნა­ცი­უ­ლი მე­თო­დე­ბის აღ­მოფხ­ვ­რას, და­ფი­ნან­სე­ბის გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბა­სა და უსაფ­რ­თხო სა­მუ­შაო გა­რე­მოს. ყვე­ლა სა­ინ­ფორ­მა­ციო მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბამ უნ­და გა­მო­აქ­ვეყ­ნოს ინ­ფორ­მა­ცია მა­თი მფლო­ბე­ლე­ბის შე­სა­ხებ ეროვ­ნულ მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში, მათ შო­რის, პირ­და­პირ თუ ირი­ბად რომელ სა­ხელ­მ­წი­ფოს ეკუთ­ვ­ნი­ან. ეს მკა­ფიო შეტყო­ბი­ნე­ბაა მათ­თ­ვის, ვინც მე­დი­ას დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვეყ­ნებ­ზე შე­ტე­ვის­თ­ვის იყე­ნებ­და.

ამა­ვე პე­რი­ოდ­ში, იუნეს­კოს წევ­რ­მა 193-მა სა­ხელ­მ­წი­ფომ პირ­ვე­ლად მი­ი­ღო ეთი­კუ­რი ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის (AI) რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის სე­რია, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს ტექ­ნო­ლო­გი­ის უპი­რა­ტე­სო­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვისთვის რის­კე­ბის შემ­ცი­რე­ბას. აღი­ნიშ­ნა, რომ მთავ­რო­ბე­ბი­სა და ტექ­ნი­კუ­რი ფირ­მე­ბის მი­ერ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი უნ­და იცავ­დ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბის ძი­რი­თად უფ­ლე­ბებ­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბებს.

კონ­ფე­რენ­ცი­ის გახ­ს­ნის დღეს, დამ­ს­წ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბას ასე­ვე მი­ე­სალ­მა ფლან­დ­რი­ის ახალ­გაზ­რ­დო­ბის, მე­დი­ი­სა და სი­ღა­რი­ბის დაძ­ლე­ვის საკითხთა მი­ნის­ტ­რი, ბენ­ჯა­მინ და­ლი, რო­მელ­მაც ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი გა­იხ­სე­ნა და აღ­ნიშ­ნა, რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სწო­რი ინ­ფორ­მა­ცია და მი­სი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და სი­ღა­რი­ბის დაძ­ლე­ვის სა­კითხებ­ში.

კონ­ფე­რენ­ცია ცნო­ბი­ლი ბელ­გი­ე­ლი მწერ­ლის, ჰერ­მან ტე­ირ­ლინ­კის სა­ხე­ლო­ბის სა­კონ­ფე­რენ­ციო სივ­რ­ცე­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და პროგ­რა­მის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. პირ­ვე­ლი სე­სია, რო­მელ­საც მას­პინ­ძე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ენ­დი დე­მუ­ლე­ნე­რი უძღ­ვე­ბო­და, დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მოვ­ლე­ნი­სა და ახა­ლი ამ­ბე­ბის სან­დო­ო­ბის სა­კითხს ეძღ­ვ­ნე­ბო­და. მი­სი კვლე­ვის სა­გა­ნი კი­ბერ­ბუ­ლინ­გის, ინ­ტერ­ნეტ­ში სი­ძულ­ვი­ლის ენი­სა და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ზე­ზე­ბის შეს­წავ­ლა და მა­თი დაძ­ლე­ვის გზე­ბია.

ევ­რო­პის კო­მი­სი­ის მე­დი­ი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა, ქრის­ტი­ნა სტამ­პ­მა ისა­უბ­რა დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­სა და ევ­რო­კავ­ში­რის ინი­ცი­ა­ტი­ვებ­ზე. კემ­ბ­რი­ჯის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვარ­მა, მე­ლი­სა ბა­სოლ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მეც­ნი­ერ­თა კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას 200-ზე მე­ტი ზი­ა­ნის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია ინ­დი­ვი­დის­თ­ვის, რაც დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლია და მე­დი­ა­ექ­ს­პერ­ტ­თა საქ­მი­ა­ნო­ბა დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ი­სად­მი კოგ­ნი­ტი­ურ მდგრა­დო­ბა­სა და ჯან­სა­ღი მე­დი­ა­სივ­რ­ცის შექ­მ­ნას უკავ­შირ­დე­ბა. აქ­ვე ითქვა, რომ ევ­რო­კავ­ში­რის არ­ჩევ­ნე­ბის წი­ნა პე­რი­ოდ­ში, გუგ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას­თან ბრძო­ლის კამ­პა­ნი­ას იწყებს, რაც ნი­უ­სებ­ში დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მოვ­ლე­ნას მო­ი­აზ­რებს. ამა­ვე დროს, წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბას დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას­თან მუ­შა­ო­ბას ას­წავ­ლის, ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის შეს­წავ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე.

სა­ინ­ტე­რე­სო იყო შვე­დე­თის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თავ­დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის, მაგ­ნუს ჰი­ორ­ტის მოხ­სე­ნე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შვე­დეთ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თავ­დაც­ვის სა­ა­გენ­ტო, პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, 2022 წელს შე­იქ­მ­ნა. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ზა­ნია ღია და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაც­ვა, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბა და შვე­დე­თის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კონ­ცეფ­ცია სა­თა­ვეს მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი­დან იღებს, რო­ცა მო­სახ­ლე­ო­ბა­ში რე­ზის­ტან­ტუ­ლი მოძ­რა­ო­ბის ხელ­შეწყო­ბის­თ­ვის ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ომის­გან დაც­ვაც სა­ჭი­რო აღ­მოჩ­ნ­და. მოყ­ვა­ნი­ლი მა­გა­ლი­თე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს შემ­თხ­ვე­ვებ­საც გვა­გო­ნებ­და.

სა­მო­ქა­ლა­ქო ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თავ­დაც­ვა ეწო­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის უნარს, გა­მო­ამ­ჟ­ღავ­ნოს და თა­ვი და­იც­ვას დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის­გან და ინ­ფორ­მა­ცია სწო­რად აღიქ­ვას. მაგ­ნუს ჰი­ორ­ტ­მა ისა­უბ­რა, თუ რო­გორ აისა­ხე­ბა დე­ზინ­ფორ­მა­ცია ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. აგ­რეთ­ვე, მო­იყ­ვა­ნა მა­გა­ლი­თე­ბი, რა დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რ­ცე­ლებ­და რუ­სე­თი მას შემ­დეგ, რაც შვე­დეთ­მა ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე თან­ხ­მო­ბა მი­ი­ღო. ჰი­ორ­ტი შე­ე­ხო ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის თე­მა­საც, რაც მი­სი და­დე­ბი­თი გავ­ლე­ნის ათ­ვი­სე­ბის­თ­ვის და­ბა­ლან­სე­ბულ და სწო­რად და­გეგ­მილ პო­ლი­სებს ით­ვა­ლის­წი­ნებს. შვე­დე­თის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თავ­დაც­ვის სა­ა­გენ­ტო ხელს უწყობს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­ნათ­ლე­ბას, კვლე­ვას, ტრე­ნინ­გებ­სა და არ­სე­ბუ­ლი საფ­რ­თხე­ე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის მი­ერ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას. აგ­რეთ­ვე, რუ­სე­თის დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის შეს­წავ­ლას, ხო­ლო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი საფ­რ­თხის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­ა­გენ­ტოს პო­ტენ­ცი­უ­რი თავ­დამ­ს­ხ­მე­ლი ქვეყ­ნის დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მოვ­ლე­ნა­სა და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი შე­ტე­ვის არი­დე­ბა­ში სა­ხელ­მ­წი­ფოს ხელ­შეწყო­ბა ევა­ლე­ბა. ორ­გა­ნი­ზა­ცია აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შ­რომ­ლობს ნა­ტოს­თან და სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებ­თან.

ჰი­ორ­ტ­მა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მე­დე­გო­ბის სამ ძი­რი­თად სა­ფუძ­ველ­ზე ისა­უბ­რა: თა­ვი­სუ­ფა­ლი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დია, კარ­გად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა, სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ორ­გა­ნო­ებ­სა და მო­სახ­ლე­ო­ბას შო­რის ნდო­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი; აგ­რეთ­ვე, მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის, რო­დე­საც მე­დია ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტებს უფა­სო ტრე­ნინ­გებ­ში რთა­ვენ და ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­ლე­ნის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან.

ორ­გა­ნი­ზა­ცია, მოთხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად, ეხ­მა­რე­ბა იმ მე­დია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რომ­ლებ­საც მტრუ­ლად გან­წყო­ბი­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბი ემუქ­რე­ბოდ­ნენ, აზუს­ტებს და გა­ნი­ხი­ლავს დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის შემ­თხ­ვე­ვებს, რო­მე­ლიც სა­ხელ­მ­წი­ფოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას უქ­მ­ნის საფ­რ­თხეს და ხელს უწყობს მე­დია ინ­დუს­ტ­რი­ის წევ­რ­თა დი­ა­ლოგს, სა­ა­გენ­ტო ჩარ­თუ­ლია მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო პროგ­რა­მა­ში.

კონ­ფე­რენ­ცი­ის მსვლე­ლო­ბი­სას, სა­კონ­ფე­რენ­ციო შე­ნო­ბა­ში, პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში, იმარ­თე­ბო­და თე­მა­ტუ­რი შეხ­ვედ­რე­ბი და პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი. ერთ-ერთ სე­სი­ა­ზე – „ციფ­რუ­ლი და მე­დია წიგ­ნი­ე­რე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის პე­რი­ოდ­ში“ – უკ­რა­ი­ნი­სა და ფი­ნე­თის მა­გა­ლი­თე­ბი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ სე­სი­ა­ზე ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი გან­ვი­ხი­ლეთ, აგ­რეთ­ვე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მა­გა­ლით­ზე, მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე საქ­მი­ა­ნო­ბა და სა­მო­მავ­ლო პრო­ექ­ტე­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო ფე­დე­რა­ცი­ას­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის სა­კითხე­ბი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ცალ­კე სე­სია და­ეთ­მო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის როლს მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის და­ნერ­გ­ვა­ში. კერ­ძოდ, ევ­რო­პის ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბამ, პორ­ტუ­გა­ლი­ი­სა და ხორ­ვა­ტი­ის ბიბ­ლი­ო­თე­კებ­მა,  გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პრო­ექ­ტებ­ზე ისა­უბ­რეს.

სე­სი­ა­ზე ფი­ნე­თის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მა­დ­გე­ნელ­მა, ანა ტა­სუ­ლამ პა­ლეს­ტი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე კონ­ფ­ლიქ­ტის დროს, მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თ­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პრო­ექ­ტებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რადღე­ბა.

ასე­ვე, ჩა­ტარ­და პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი თე­მებ­ზე: პო­ლი­ტი­კუ­რი გა­რე­მოს ცვლი­ლე­ბე­ბი და დე­მოკ­რა­ტი­ის გა­მოწ­ვე­ვე­ბი მე­დი­ა­ში; ახა­ლი ამ­ბე­ბის რო­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­ში; ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მე­ბის ავ­ტო­რე­ბის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მოვ­ლე­ნის მე­თო­დე­ბი; ციფ­რუ­ლი და მე­დი­ა­გა­ნათ­ლე­ბა, რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი; ციფ­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა გლო­ბა­ლურ პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში და ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის ჩარ­თუ­ლო­ბა წიგ­ნი­ე­რე­ბის სფე­რო­ში; თა­მა­შის ძა­ლა: თა­მაშ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი მეთოდები ხან­დაზ­მულ­თა მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის­თ­ვის; მე­დი­ა­გა­ნათ­ლე­ბა ახალ­გაზ­რ­დო­ბის მოწყ­ვ­ლა­დი სეგ­მენ­ტის დახ­მა­რე­ბის მიზ­ნით და სხვა.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს მხრი­დან, კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ის (ნა­თია კუ­კუ­ლა­ძე) და რე­ფორ­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის (ვა­ნო გუ­რე­ში­ძე), Millab-ის საქ­მი­ა­ნო­ბე­ბი.

„დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მოვ­ლე­ნა: ონ­ლა­ინ კონ­ტენ­ტის ავ­ტო­რე­ბი მოქ­მე­დე­ბა­ში“ წარ­მოგ­ვიდ­გენ­და ახალ­გაზ­რ­დუ­ლი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის – „ჩე­ი­სი­ს“ (ბელ­გია) და „მე­დია მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ამე­რი­კის­თ­ვის“ მო­ხა­ლი­სე­ობ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას. კერ­ძოდ, რო­გორ მზად­დე­ბა და ვრცელ­დე­ბა, აგ­რეთ­ვე, უვნებელი ფეიკ ნიუსები სასწავლო მიზნით, რა­თა ჭო­რი და დე­ზინ­ფორ­მა­ცია დე­ტა­ლე­ბით გა­მო­იც­ნონ.

გო­ე­თეს ინ­ს­ტი­ტუ­ტის ხელ­შეწყო­ბით, გერ­მა­ნი­ის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის ფე­დე­რა­ლურ­მა სა­ა­გენ­ტომ წარ­მო­ად­გი­ნა გერ­მა­ნი­ის, იაპო­ნი­ი­სა და ტა­ი­ვა­ნის პრო­ექ­ტე­ბის შე­და­რე­ბი­თი ანა­ლი­ზი, სი­ძულ­ვი­ლის ენი­სა და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას­თან ბრძო­ლის გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე სხვა­დას­ხ­ვა გე­ო­პო­ლი­ტი­კურ და ლო­კა­ლურ კონ­ტექ­ს­ტებ­ში.

ბელ­გი­ის სა­გა­ნ­მანა­თ­ლებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი თა­მაშს, რო­გორც არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მე­თოდს, რთა­ვენ წიგ­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. მა­გა­ლი­თად, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცია „ჯე­მი“ თა­მა­შე­ბის სა­ბავ­შ­ვო ფეს­ტი­ვალ­საც აწყობს, რო­მე­ლიც ან­ტ­ვერ­პენ­ში იმარ­თე­ბა, თუმ­ცა, სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნებ­შიც ტარ­დე­ბა. ფილ­მე­ბი­სა და თა­მა­შე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, ბავ­შ­ვებს უვი­თარ­დე­ბათ მე­დი­ას­თან მუ­შა­ო­ბის ჩვე­ვე­ბი, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბი, კულ­ტუ­რის მრავალფეროვნების აღ­ქ­მის, გად­მო­ცე­მი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბი.

სე­სი­ა­ზე „ეკ­რა­ნის მიღ­მა: ციფ­რუ­ლი და მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბა ვირ­ტუ­ა­ლურ რე­ა­ლო­ბა­ში“, ვირ­ტუ­ა­ლუ­რი რე­ა­ლო­ბის პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა ევ­რო­პის ფე­დე­რა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გვი­ამ­ბო რო­გორ ინერ­გე­ბა ვირ­ტუ­ა­ლუ­რი რე­ა­ლო­ბის სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტე­ბი. ასევე, წარმოდგენილი იყო მეტას, გუგლისა და ტიკ-ტოკის მედიაწიგნიერების პროექტები. დღეს სულ უფ­რო მე­ტი აქ­ცენ­ტია იმა­ზე, თუ რო­გორ უნ­და ის­წავ­ლონ ფიქ­რი და არა – რა­ზე იფიქ­რონ ბავ­შ­ვებ­მა. ვირ­ტუ­ა­ლუ­რი რე­ა­ლო­ბის სამ­ყა­რო­ში, რო­დე­საც გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია აღ­ქ­მა, თუ რა არის რე­ა­ლო­ბა, მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის რო­ლი უსაზღ­ვ­როა. ის სა­ჭი­რო ხდე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა სეგ­მენ­ტის ურ­თი­ერ­თ­გა­გე­ბის­თ­ვის ისე­ვე, რო­გორც თვით ვირ­ტუ­ა­ლუ­რი რე­ა­ლო­ბის აღ­ქ­მის­თ­ვის. ევ­რო­პა, დღეს, უკ­ვე მე­ხუ­თე ცი­ფ­რული ინ­დუს­ტ­რი­უ­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ის შე­დე­გებს შე­ის­წავ­ლის, რო­მე­ლიც 2016 წელს ვირ­ტუ­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბით და­იწყო. ამა­ვე დროს, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ვირ­ტუ­ა­ლუ­რი თა­ო­ბა გა­მო­ირ­ჩე­ვა სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბის მი­ღე­ბი­თა და გაც­ნო­ბი­ე­რე­ბით, მა­თი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა ემო­ცი­უ­რი სამ­ყა­როს უგულ­ვე­ბელ­ყო­ფის ხარ­ჯ­ზე არ მიმ­დი­ნა­რე­ობს. აქ­ვე დავ­ძენთ, რომ კონ­ფე­რენ­ცი­ის მთა­ვა­რი მე­სი­ჯი ასე ჟღერ­და: ინ­ფორ­მა­ცი­ამ თუ და­გა­ეჭ­ვა და და­გა­ფიქ­რა, ნუ გა­აზიარებ.

ბელ­გი­ელ­მა არ­ტის­ტ­მა, დრაი დე­პორ­ტ­მა წარ­მო­ად­გი­ნა პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ბელ­გი­ის პარ­ლა­მენ­ტ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ყო­ველ­თ­ვის, რო­ცა პარ­ლა­მენ­ტა­რი ჩატ­ში ერთობოდა, სა­ზო­გა­დო ად­გი­ლებ­ში და­ყე­ნე­ბულ ეკ­რან­ზე ჩნდე­ბო­და.

ლონ­დო­ნის ეკო­ნო­მი­კი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­ს­ტი­ტუ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბამ დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რა დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის დაძ­ლე­ვის­თ­ვის სექ­ტორ­თა­შო­რის არ­სე­ბული გა­მოწ­ვე­ვებ­ი, რო­მელ­თა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის და­ნერ­გ­ვის მე­თო­დებ­ში ყვე­ლას­თ­ვის სა­სურ­ვე­ლია. თუმ­ცა, აქ­ვე გა­ნი­ხი­ლა და­დე­ბი­თი გა­მოც­დი­ლე­ბის მა­გა­ლი­თე­ბიც.

ერთ-ერ­თი დი­დი სე­სია ეთ­მო­ბო­და თე­მას, რო­გორ უნ­და გავ­რ­ცელ­დეს მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბა და ციფ­რუ­ლი ცოდ­ნა სკო­ლი­დან და ბავ­შ­ვე­ბი­დან ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქემ­დე. ორ­გა­ნი­ზა­ცია „მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბი­სა“ და მე­დი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ბერტ პი­ტერ­ს­მა იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა, რომ­ლე­ბიც დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის დაძ­ლე­ვის­თ­ვის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბენ. ამე­რი­კელ­მა ექ­ს­პერ­ტ­მა, რე­ნე ჰობ­ს­მა წარ­­მო­ად­გი­ნა პრო­ექ­ტი „მა­მა­ცი“, რო­მე­ლიც, მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის სწავ­ლე­ბით, საზოგადოების ყველა სეგმენტის ჩარ­თუ­ლო­ბით, ძა­ლა­დო­ბის დაძ­ლე­ვას ემ­სა­ხუ­რე­ბა და მას მა­ლე ჩვენს აუდი­ტო­რი­ა­საც გა­ვაც­ნობთ.

ევ­რო­საბ­ჭო­სა და ბელ­გი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მარ­თუ­ლი „მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის“ სა­ერ­თა­შო­რი­სო კვი­რე­უ­ლი თე­მე­ბი­თა და მოვ­ლე­ნე­ბით იმ­დე­ნად დატ­ვირ­თუ­ლი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყო, რომ ერთ სტა­ტი­ა­ში სრუ­ლად ვერ გად­მოვ­ცემთ. თუმ­ცა, მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის თე­მა­ზე სხვა­დას­ხ­ვა სი­ახ­ლე­ებს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები