21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

„მე­გო­ბარ­თა წრე“, რო­გორც ინ­ტერ­ვენ­ცია სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­ტე­რაქ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში

spot_img

ჩვენ ვართ სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მა­გის­ტ­რე­ბი – მა­რი­ამ დვა­ლი და მაია გი­გა­უ­რი. შარ­შან, ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, და­ვი­ცა­ვით სა­მა­გის­ტ­რო ნაშ­რო­მი, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და „მე­გო­ბარ­თა წრის“ ინ­ტერ­ვენ­ცი­ის გავ­ლე­ნას სსსმ მოს­წავ­ლის კლა­სე­ლებ­თან სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­ტე­რაქ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ემ­პი­რი­უ­ლი კვლე­ვა ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლი­სა და მი­სი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­ტე­რაქ­ცი­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის აღ­წე­რას, „მე­გო­ბარ­თა წრის“ ინ­ტერ­ვენ­ცი­ის მსვლე­ლო­ბი­სას. სა­მიზ­ნე მოს­წავ­ლე ჩვენ­თ­ვის კარ­გად ნაც­ნო­ბი ბავ­შ­ვი იყო, ვი­ცო­დით მი­სი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის, სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა და გა­მოწ­ვე­ვე­ბის შე­სა­ხებ, მო­ტი­ვა­ცი­ას კი ისიც აძ­ლი­ე­რებ­და, რომ გვსურ­და სა­მა­გის­ტ­რო ნაშ­რომ­ზე მუ­შა­ო­ბას, ჩვენ ხელთ არ­სე­ბუ­ლი მცი­რე რე­სურ­სე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კონ­კ­რე­ტუ­ლი შე­დე­გი გა­მო­ე­ღო.

„მე­გო­ბარ­თა წრის“ ტექ­ნი­კა თავ­და­პირ­ვე­ლად კა­ნა­და­ში შე­იქ­მ­ნა. მი­სი მი­ზა­ნი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან იზო­ლი­რე­ბუ­ლი, სპე­ცი­ა­ლურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მცხოვ­რე­ბი შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, „მე­გო­ბარ­თა წრის“ მიდ­გო­მა სკო­ლა­ში სო­ცი­ა­ლუ­რი, ქცე­ვი­თი და ემო­ცი­უ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ადაპ­ტირ­და (Newton, Taylor, & Wilson 2007, 41-47). „მე­გო­ბარ­თა წრის“ პრაქ­ტი­კის დაწყე­ბი­სას ეწყო­ბა მთე­ლი კლა­სის შეკ­რე­ბა და იქ­მ­ნე­ბა მო­ხა­ლი­სე­თა ჯგუ­ფი ან სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფი, ანუ „მე­გო­ბარ­თა წრე“. ჯგუ­ფის წევ­რე­ბი, შეხ­ვედ­რებ­ზე, გეგ­მა­ვენ კონ­კ­რე­ტულ ქმე­დე­ბებს და ეხ­მა­რე­ბი­ან ერ­თ­მა­ნეთს ყო­ველ­კ­ვი­რე­უ­ლი მიზ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში. შეხ­ვედ­რებს მო­ნი­ტო­რინგს უწე­ვენ და გა­ნი­ხი­ლა­ვენ ზრდას­რუ­ლი ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბი. ჯგუ­ფის წევ­რე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, მხა­რი და­უ­ჭი­რონ ბავშვს, რო­მელ­საც პრობ­ლე­მე­ბი აქვს და და­ეხ­მა­რონ და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში.

ეს არის ინ­ტერ­ვენ­ცია, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის ან მო­ზარ­დე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ას, რაც გუ­ლის­ხ­მობს თა­ნა­ტო­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით ქცე­ვის ცვლი­ლე­ბებს. ამ მიდ­გო­მამ, ასე­ვე, შე­იძ­ლე­ბა და­დე­ბი­თად იმოქ­მე­დოს თა­ნა­ტო­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­სა და ქმე­დე­ბებ­ზე იმ ბავ­შ­ვის მი­მართ, რო­მე­ლიც სირ­თუ­ლე­ებს გა­ნიც­დის (Frederickson 2007,199). აღ­ნიშ­ნუ­ლი მიდ­გო­მა გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გად მუ­შა­ობს დაწყე­ბით ან სა­შუ­ა­ლო კლა­სებ­ში.

„მე­გო­ბარ­თა წრის“ ეფექ­ტუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა მოს­წავ­ლის იზო­ლა­ცი­ი­სა და ვიქ­ტი­მი­ზა­ცი­ის, რთუ­ლი ქცე­ვის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის ან ახა­ლი მოს­წავ­ლი­სად­მი მიმ­ღებ­ლო­ბის გაზ­რ­დის მიზ­ნით. „მე­გო­ბარ­თა წრე“ გუ­ლის­ხ­მობს სო­ცი­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბებს და აქ­ტი­ვო­ბებს, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია თა­ნა­ტოლ­თა ჯგუ­ფის მი­ერ სა­მიზ­ნე მოს­წავ­ლის აღი­ა­რე­ბას­თან. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ „მე­გო­ბარ­თა წრე“ არ არის „და­მე­გობ­რე­ბის ტექ­ნი­კა“, გარ­და ზე­მოთ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბი­სა, მი­სი მე­ო­რე­უ­ლი სარ­გე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს ამ წრე­ში ჩარ­თუ­ლი ინ­დი­ვი­დე­ბის და­მე­გობ­რე­ბა.

კვლე­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ერთ-ერთ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გან­ხორ­ცი­ელ­და, მე­ოთხეკ­ლა­სელ მამრ. სქე­სის მოს­წავ­ლეს­თან. ის მე­ო­რე კლა­სი­დან იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო, რო­გორც სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე. დე­დას­თან და მას­წავ­ლებ­ლებ­თან ინ­ტერ­ვი­უმ და­ა­დას­ტუ­რა, რომ მას უჭირ­და თა­ნა­ტო­ლებ­სა და უფ­რო­სებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დაწყე­ბა, ბავ­შ­ვებ­თან თა­მა­ში და არ იჩენ­და ინი­ცი­ა­ტი­ვას თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში.

კვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და 2023 წლის მარ­ტი­დან, 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. შედ­გა „მე­გო­ბარ­თა წრის“ შვი­დი შეხ­ვედ­რა, კვი­რა­ში ერ­თხელ, 20-30 წუ­თით, მოს­წავ­ლე­ე­ბი იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ. ინ­ტერ­ვენ­ცი­ა­ში ჩარ­თუ­ლი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი, სა­მიზ­ნე მოს­წავ­ლეს­თან ერ­თად, ას­რუ­ლებ­დ­ნენ სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბებს, თა­მა­შობ­დ­ნენ თა­მა­შებს და მო­მა­ვალ შეხ­ვედ­რამ­დე გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ ქმე­დე­ბებს გეგ­მავ­დ­ნენ. თი­თო­ე­უ­ლი შეხ­ვედ­რი­სას, მი­ღე­ბუ­ლი თან­ხ­მო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, მო­ნა­ცემ­თა ანა­ლი­ზის ეტაპ­ზე კი არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მუ­შა­ვე­ბა მოხ­და, ქცე­ვი­თი კო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბის გა­ზომ­ვი­სას ჩა­მო­ყა­ლიბ­და სა­მიზ­ნე ბავ­შ­ვის 14 კო­დი, რო­მე­ლიც და­ყო­ფი­ლი იყო სამ კა­ტე­გო­რი­ად: მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ინი­ცი­რე­ბა და კონ­ფ­ლიქ­ტის მარ­თ­ვა, ხო­ლო სსსმ მოს­წავ­ლის თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის­თ­ვის გა­მო­ი­ყო ოთხი პო­ზი­ტი­უ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­ტე­რაქ­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ზო­მავ­და ინ­ტე­რაქ­ცი­ებს სა­მიზ­ნე ბავ­შ­ვ­თან.

სა­ბო­ლო­ოდ, „მე­გო­ბარ­თა წრის“ ინ­ტერ­ვენ­ცი­ამ აჩ­ვე­ნა თა­ვი­სი ეფექ­ტუ­რო­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე სა­მიზ­ნე ბავ­შ­ვის სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის ხელ­შეწყო­ბა­ში და თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან პო­ზი­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბა­ში. კვლე­ვის შე­დე­გად შე­იძ­ლე­ბა და­ვი­ნა­ხოთ ისე­თი მიგ­ნე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა: თა­მა­შის სტრუქ­ტუ­რი­სა თუ მო­ცე­მუ­ლო­ბის კავ­ში­რი სო­ცი­ა­ლურ ინ­ტე­რაქ­ცი­ას­თან; და­დე­ბი­თი სო­ცი­ა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის კავ­ში­რი მო­ტი­ვა­ცი­ის ზრდა­ზე. უფ­რო მე­ტიც, კვლე­ვამ გა­მო­ავ­ლი­ნა ძლი­ე­რი კავ­ში­რი სხვე­ბის მი­მართ თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა­სა და აქ­ტი­ურ მოს­მე­ნას შო­რის. ისე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ზრდი­და თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბას, მა­გა­ლი­თად, მოთხ­რო­ბის კითხ­ვა, ხელს უწყობ­და აქ­ტი­უ­რი მოს­მე­ნის მა­ღალ მაჩ­ვე­ნე­ბელს რო­გორც სა­მიზ­ნე ბავ­შ­ვის­გან, ასე­ვე მთე­ლი ჯგუ­ფის მხრი­დან. ეს აღ­მო­ჩე­ნა ხაზს უს­ვამს თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას სო­ცი­ა­ლურ ჯგუფ­ში.

ინ­ტერ­ვენ­ცი­ამ ასე­ვე ხე­ლი შე­უწყო სა­მიზ­ნე ბავ­შ­ვის მხრი­დან ჩარ­თუ­ლო­ბი­სა და ინი­ცი­ა­ტი­ვის გაზ­რ­დას. თავ­და­პირ­ვე­ლად შეზღუ­დუ­ლი ჩარ­თუ­ლო­ბი­სა და ინი­ცი­ა­ცი­ის გა­მოვ­ლე­ნით, სა­მიზ­ნე ბავ­შ­ვი თან­და­თან უფ­რო პრო­აქ­ტი­უ­ლი გახ­და, აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და და­გეგ­მილ აქ­ტი­ვო­ბებ­ში, გა­მო­ხა­ტავ­და ინ­ტე­რე­სებ­სა და მო­საზ­რე­ბებს თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად. ამას­თან, ამ­ცი­რებ­და ფი­ზი­კურ დის­ტან­ცი­ას ჯგუ­ფის წევ­რებ­თან. ეს გაზ­რ­დი­ლი ჩარ­თუ­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მი­უ­თი­თებს სო­ცი­ა­ლურ გა­რე­მო­ში მი­კუთ­ვ­ნე­ბუ­ლო­ბი­სა და ნდო­ბის მზარდ გრძნო­ბა­ზე.

გარ­და ამი­სა, კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა ჯა­მუ­რად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია და სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია, ინ­ტერ­ვენ­ცი­ის პროგ­რე­სი­რე­ბას­თან ერ­თად. სა­მიზ­ნე ბავ­შ­ვის ჩარ­თუ­ლო­ბა ჯგუ­ფურ აქ­ტი­ვო­ბებ­ში და თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის და­დე­ბი­თი კო­მენ­ტა­რე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და, რაც მი­უ­თი­თებს გაზ­რ­დილ სო­ცი­ა­ლურ ინ­ტე­რაქ­ცი­ა­სა და თა­ნა­ტოლ­თა ჯგუფ­ში მიმ­ღებ­ლო­ბა­ზე.

ინ­ტერ­ვენ­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­დან უკ­ვე თით­ქ­მის ერ­თი წე­ლი გა­ვი­და, მარ­თა­ლია სა­მა­გის­ტ­რო კვლე­ვა დას­რულ­და, მაგ­რამ სა­მიზ­ნე მოს­წავ­ლეს­თან ისევ გვა­კავ­ში­რებს, ახ­ლა უკ­ვე სხვა კუთხით, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა და დი­ნა­მი­კა­ში დაკ­ვირ­ვე­ბით შე­სამ­ჩ­ნე­ვია რამ­დე­ნად შე­ნარ­ჩუნ­და ინ­ტერ­ვენ­ცი­ის პე­რი­ოდ­ში მი­ღე­ბუ­ლი და­დე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბი. ასე­ვე, სა­გუ­ლის­ხ­მოა, რომ 2023-2024 სას­წავ­ლო წლის და­საწყის­ში „მე­გო­ბარ­თა წრე­ში“ ჩარ­თუ­ლი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი და­დე­ბი­თად მო­იხ­სე­ნი­ებ­დ­ნენ წი­ნა წლის გა­მოც­დი­ლე­ბას და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­მოთ­ქ­ვამ­დ­ნენ მზა­ო­ბას, ისევ გა­ეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნათ შეხ­ვედ­რე­ბი.

„მე­გო­ბარ­თა წრის“ ინ­ტერ­ვენ­ცია გვთა­ვა­ზობს პერ­ს­პექ­ტი­ულ მიდ­გო­მას, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­რე­მოს ხელ­შეწყო­ბით და თა­ნა­ტო­ლე­ბის გავ­ლე­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით. მას­წავ­ლებ­ლებ­სა და ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი სას­კო­ლო გა­რე­მოს შექ­მ­ნა­ში ჩარ­თულ პი­რებს შე­უძ­ლი­ათ შექ­მ­ნან დამ­ხ­მა­რე კავ­ში­რე­ბი, რომ­ლე­ბიც აძ­ლი­ე­რე­ბენ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის სო­ცი­ა­ლურ გან­ვი­თა­რე­ბას და სა­ერ­თო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბას.

მი­ღე­ბულ შე­დე­გებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით შევ­ქ­მე­ნით ტრე­ნინგ-მო­დუ­ლი „მე­გო­ბარ­თა წრე“ — ინ­ტერ­ვენ­ცია (ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მას შემ­დეგ მი­ვი­ღეთ, რაც ჩვენ­მა მე­გო­ბარ­მა და ასე­ვე ჩვენ­მა კო­ლე­გამ გვთხო­ვა გაგ­ვე­წია დახ­მა­რე­ბა, რა­თა „მე­გო­ბარ­თა წრე“ გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა სკო­ლა­ში, სა­დაც მუ­შა­ობ­და, რად­გან მის ერთ-ერთ მოს­წავ­ლეს სო­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის პრობ­ლე­მა ჰქონ­და).

აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­დუ­ლის ფარ­გ­ლებ­ში, ინ­ტერ­ვენ­ცი­ა­ში ჩარ­თულ სკო­ლებს, მას­წავ­ლებ­ლებ­სა თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს გა­ვუ­ზი­ა­რებთ სა­მა­გის­ტ­რო კვლე­ვის ფარ­გ­ლებ­ში მი­ღე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბას „მე­გო­ბარ­თა წრის“ ფორ­მი­რე­ბის, აქ­ტი­ვო­ბე­ბის და­გეგ­მ­ვი­სა თუ მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბის გა­ზომ­ვის შე­სა­ხებ.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები