23 ნოემბერი, შაბათი, 2024

მაღალი სტატუსით აღდგენილი სასწავლებლის ტრაგიკული ბედი

spot_img
ჩვე­ნი გა­ზე­თი უკ­ვე წერ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დი­სა და სპორ­ტის სა­ხელ­მ­წი­ფო სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მძი­მე რე­ა­ლო­ბის შე­სა­ხებ — ქვეყ­ნის ერ­თა­დერ­თი უმაღ­ლე­სი სპორ­ტუ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­კუ­თა­რი შე­ნო­ბის გა­რე­შეა დარ­ჩე­ნი­ლი და ხან ვინ შე­ი­ფა­რებს, ხან ვინ. ვა­კე­ში მდე­ბა­რე ძვე­ლი შე­ნო­ბა იმ­დე­ნად ამორ­ტი­ზე­ბუ­ლია, სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­ს­პერ­ტი­ზის ბი­უ­რომ იქ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის წარ­მარ­თ­ვა სტუ­დენ­ტე­ბის და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის სი­ცოცხ­ლის­თ­ვის სა­ხი­ფა­თოდ მი­იჩ­ნია. ამ პრობ­ლე­მე­ბი­სა და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზის გა­მო სას­წავ­ლე­ბე­ლი ვერც აკ­რე­დი­ტა­ცი­ას გა­დის, თუმ­ცა ახა­ლი სას­წავ­ლო წე­ლი მა­ინც ძველ შე­ნო­ბა­ში და­იწყო, რად­გან წა­სას­ვ­ლე­ლიც არ­სად აქვთ. ამა­ში დის­ტან­ცი­უ­რი რე­ჟი­მიც და­ეხ­მა­რა, ამა­სო­ბა­ში კი მთავ­რო­ბა მათ­თ­ვის, თა­ვა­დაც დევ­ნილ, სო­ხუ­მის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გარ­კ­ვე­ულ ფართს არე­მონ­ტებს…
ალ­ბათ, იშ­ვი­ა­თია, ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში ამ­დე­ნად ტრა­გი­კუ­ლი ბე­დის უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი მო­ი­ძებ­ნოს: ჯერ იყო და, წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­ერ­თოდ გა­ა­უქ­მა მი­სი წი­ნა­მორ­ბე­დი სპორ­ტის აკა­დე­მია და ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერთ ფა­კულ­ტე­ტად გა­და­აქ­ცია, რა­მაც დი­დი დარ­ტყ­მა მი­ა­ყე­ნა ქარ­თულ სპორტს; სა­ბედ­ნი­ე­როდ, ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს შეც­დო­მა გა­მო­ას­წო­რა და უმაღ­ლე­სი სას­პორ­ტო სას­წავ­ლე­ბე­ლი აღად­გი­ნა, თა­ნაც — უფ­რო მა­ღა­ლი სტა­ტუ­სით, თუმ­ცა ამით მის გა­ჭირ­ვე­ბას არ ეშ­ვე­ლა… ძველ შე­ნო­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლებს იქა­უ­რო­ბა ლა­მის სა­ძირ­კ­ვ­ლამ­დე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი დახ­ვ­დათ (შე­ნო­ბა­ში წყა­ლი იყო მიშ­ვე­ბუ­ლი, რა­მაც სა­ძირ­კ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლად და­ა­ზი­ა­ნა), ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი — გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი, ბა­ზე­ბი კი — გა­ყი­დუ­ლი და მათ ად­გილ­ზე წა­მო­ჭი­მუ­ლი კორ­პუ­სე­ბი. დაგ­ვე­თან­ხ­მე­ბით, ქვეყ­ნის პრეს­ტი­ჟია, ჯე­როვ­ნად უვ­ლი­დეს ერ­თა­დერთ უმაღ­ლეს სპორ­ტულ სას­წავ­ლე­ბელს. მით უფ­რო, რომ ქარ­თუ­ლი სპორ­ტი, თა­ვი­სი წარ­მა­ტე­ბე­ბით, ნამ­დ­ვი­ლად იმ­სა­ხუ­რებს ამას. და­სა­მა­ლი არა­ვის­თ­ვი­საა, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოს სპორ­ტი ერ­თი დი­დი მეც­ნი­ე­რე­ბაა, სა­დაც სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ე­რო პრო­ცე­სი სწო­რედ ასეთ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.
სა­ბედ­ნი­ე­როდ, მთავ­რო­ბა ზრუ­ნავს ამ ხარ­ვე­ზის გა­მოს­წო­რე­ბა­ზე და 2021 წლის ბი­უ­ჯეტ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თ­ვის ახა­ლი კორ­პუ­სის მშე­ნებ­ლო­ბა დი­ღომ­ში, „ოლიმ­პი­უ­რი პარ­კის“ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. რა ხდე­ბა ამ მხრივ და რა ეტაპ­ზეა მშე­ნებ­ლო­ბა, ამ თე­მებ­ზე სა­სა­უბ­როდ უკე­თეს რეს­პონ­დენტს ვის ვნა­ხავ­დით, თუ არა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბის, გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­როს სპორ­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როსს, ირაკ­ლი დო­ლა­ბე­რი­ძეს, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ფი­გუ­რა იყო ამ უნი­ვერ­სი­ტე­ტის აღ­სად­გე­ნად წარ­მო­ე­ბულ ხან­გ­რ­ძ­ლივ ბრძო­ლა­ში.

 

— ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, რა ხდე­ბა სპორ­ტის სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან და­კავ­ში­რე­ბით — ისევ ძა­ლა­შია ახა­ლი შე­ნო­ბის აშე­ნე­ბის გეგ­მა თუ ეს ვა­რი­ან­ტიც შე­იც­ვა­ლა?

— არა­ფე­რი შეც­ვ­ლი­ლა და ეს გეგ­მა ისევ ძა­ლა­შია. ყვე­ლა თან­ხ­მ­დე­ბა და უპირ­ვე­ლე­სად, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­რო იმა­ზე, რომ ქვე­ყა­ნა­ში თუნ­დაც ერ­თი ისე­თი უმაღ­ლე­სი აკა­დე­მი­უ­რი სას­პორ­ტო სას­წავ­ლე­ბე­ლი უნ­და არ­სე­ბობ­დეს, რო­გო­რი­ცაა სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტი. ჯერ­ჯე­რო­ბით, ორ­სა­ფე­ხუ­რი­ა­ნია, მაგ­რამ იმე­დი მაქვს, რომ სამ­სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი გახ­დე­ბა, რაც სწავ­ლე­ბის ყვე­ლა სა­ფე­ხურს — ბა­კა­ლავ­რი­ატს, მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­სა და დოქ­ტუ­რან­ტუ­რას გუ­ლის­ხ­მობს. მო­მა­ვა­ლი წლის ბი­უ­ჯეტ­ში ჩა­დე­ბუ­ლია თან­ხა და სხვა ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რულ პრო­ექ­ტებ­თან ერ­თად (ჭი­და­ო­ბის სა­სახ­ლე, ყი­ნუ­ლის სა­სახ­ლე, სპორ­ტუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ცენ­ტ­რი), სპორ­ტის სა­სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, 2021 წელს, დი­ღომ­ში მდე­ბა­რე „ოლიმ­პი­უ­რი პარ­კის“ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ე.წ. დიღ­მის ჭა­ლებ­ში. ზუს­ტად იქ, სა­დაც „თბი­ლი­სი-2015“ მდე­ბა­რე­ობს, ანუ ზაფხუ­ლის ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი ფეს­ტი­ვა­ლის­თ­ვის აშე­ნე­ბუ­ლი სპორ­ტუ­ლი ობი­ექ­ტე­ბი. ეს ერ­თ­გ­ვა­რი სპორ­ტუ­ლი ქა­ლა­ქი იქ­ნე­ბა და უნი­ვერ­სი­ტე­ტიც იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აშენ­დე­ბა.

— თქვენ მი­ერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი სხვა ობი­ექ­ტე­ბის აშე­ნე­ბაც იქ იგეგ­მე­ბა თუ ქა­ლა­ქის სხვა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე?

— ჩვენ ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რად­გან იქა­უ­რო­ბა ერ­თ­გ­ვა­რად სპორ­ტუ­ლი მომ­ზა­დე­ბის ცენ­ტ­რი იქ­ნე­ბა, მი­ზან­შე­წო­ნი­ლია, რომ სხვა ობი­ექ­ტე­ბიც იმა­ვე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აშენ­დეს. მით უფ­რო, რომ ეს უნ­და იყოს სა­ნაკ­რე­ბო ბა­ზე­ბი, რაც უნი­ვერ­სი­ტეტ­საც გა­მო­ად­გე­ბა, რად­გან სტუ­დენ­ტე­ბი ამ ბა­ზებ­ზე გა­ივ­ლი­ან პრაქ­ტი­კას და იქ­ვე ჩა­ა­ტა­რე­ბენ სტა­ჟი­რე­ბას. ეს ძა­ლი­ან ხელ­საყ­რე­ლი იქ­ნე­ბა მათ­თ­ვის, ვინც სას­პორ­ტო გა­ნათ­ლე­ბის კუთხით და­ა­პი­რებს კა­რი­ე­რის გაგ­რ­ძე­ლე­ბას.

— ბა­ზე­ბი ყველასთვის საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა — სას­წავ­ლო პრო­ცე­სის­თ­ვის, სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის, მა­ღა­ლი მიღ­წე­ვე­ბის სპორ­ტის­თ­ვის?

— იმ ბა­ზებ­ზე უკე­თე­სი, რო­მე­ლიც დღეს სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტს აქვს, ჯერ­ჯე­რო­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ იქ­ნე­ბა. დღეს არ­სე­ბუ­ლი და მშე­ნე­ბა­რე ბა­ზე­ბი, პრაქ­ტი­კუ­ლად, მწვრთნელ­თა ფა­კულ­ტე­ტის ყვე­ლა სა­ხე­ო­ბას მო­ი­ცავს, ხო­ლო რაც შე­ე­ხე­ბა მე­ნეჯ­მენტს, თე­ო­რი­ას, პე­და­გო­გი­ურ მი­მარ­თუ­ლე­ბას, ამის­თ­ვის გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბია სა­ჭი­რო. სპორ­ტის იმ სა­ხე­ო­ბე­ბის­თ­ვის, რაც დღეს იქ არ­სე­ბობს (ტან­ვარ­ჯი­ში, სა­ცუ­რაო სა­ხე­ო­ბე­ბი, რაგ­ბი, ფეხ­ბურ­თი, ფრენ­ბურ­თი, მძლე­ოს­ნო­ბა თუ სხვა) მო­ედ­ნე­ბი, ამას­თან ის დარ­ბა­ზე­ბიც, რომ­ლე­ბიც უნ­და აშენ­დეს, სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა სას­წავ­ლო, საწ­ვ­რ­თ­ნე­ლი და სა­მეც­ნი­ე­რო მუ­შა­ო­ბის წარ­სა­მარ­თა­ვად.

— თუმ­ცა, ეს ბა­ზე­ბი ხომ ცალ­კე­უ­ლი ფე­დე­რა­ცი­ე­ბის კუთ­ვ­ნი­ლე­ბაა, ანუ დღეს ყვე­ლას პატ­რო­ნი ჰყავს…

— ეს ბა­ზე­ბი სა­ხელ­მ­წი­ფოს სა­კუთ­რე­ბაა, მაგ­რამ ფე­დე­რა­ცი­ე­ბის ბა­ლან­ს­ზეც რომ გა­და­ვი­დეს, ამა­შიც ვერ ვხე­დავთ პრობ­ლე­მას, რად­გან სა­ხელ­მ­წი­ფო და ფე­დე­რა­ცი­ე­ბი ერ­თი ორ­გა­ნიზ­მია, ერთ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან. თა­ვად ფე­დე­რა­ცი­ე­ბი არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი, რომ ჰყავ­დეთ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბი. ასე იყო ად­რეც — ფა­ლა­ვან­თა კლუ­ბი თუ სხვა სპორ­ტუ­ლი ობი­ექ­ტე­ბი, რო­მელ­საც უნი­ვერ­სი­ტე­ტი იყე­ნებ­და თა­ვი­სი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის, კა­თედ­რე­ბიც ამ ბა­ზებ­ზე იყო გან­ლა­გე­ბუ­ლი. ასე იქ­ნე­ბა ახ­ლაც — პრაქ­ტი­კუ­ლი და საწ­ვ­რ­თ­ნე­ლი პრო­ცე­სი ამ არე­ნებ­ზე ჩა­ტარ­დე­ბა, თე­ო­რი­უ­ლი მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბის­თ­ვის კი ცალ­კე კორ­პუ­სი აშენ­დე­ბა, რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა სას­წავ­ლო-მე­თო­დუ­რი კა­ბი­ნე­ტე­ბით, სა­მე­დი­ცი­ნო აუდი­ტო­რი­ე­ბი­თა და ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბით.

— ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მა­ღა­ლი მიღ­წე­ვე­ბის სპორ­ტი და სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ერ­თ­მა­ნეთს ხელს არ შე­უშ­ლის?

— რა თქმა უნ­და, არ შე­უშ­ლის. ასე იყო ად­რეც და ახ­ლაც ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი, გეგ­მა­სა და დრო­ში გა­წე­რი­ლია. პი­რი­ქით, ცალ-ცალ­კე რომ იყოს, უფ­რო პრობ­ლე­მუ­რი იქ­ნე­ბო­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, უმაღ­ლეს სას­პორ­ტო სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლას, ძი­რი­თა­დად, სპორ­ტ­ს­მე­ნე­ბი აგ­რ­ძე­ლე­ბენ, ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სია, რომ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბის ხალ­ხ­მა მო­ინ­დო­მოს სამ­წ­ვ­რ­თ­ნე­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა. ამი­ტომ, სტუ­დენ­ტებს, რომ­ლე­ბიც ისე­დაც პრაქ­ტი­კუ­ლად ვარ­ჯი­შო­ბენ ფე­დე­რა­ცი­ა­ში და ნაკ­რე­ბებ­ში არი­ან, შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვათ, საწ­ვ­რ­თ­ნელ პრო­ცეს­თან ერ­თად, ხე­ლი არ შე­ე­შა­ლოთ უმაღ­ლე­სი სას­პორ­ტო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში, რაც კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, პრო­ფე­სი­ო­ნალ მწვრთნე­ლე­ბად და სას­პორ­ტო კად­რე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბათ.

— ალ­ბათ, „ოლიმ­პი­ურ პარ­კ­ში“ ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის, უპირ­ვე­ლე­სად კი სატ­რან­ს­პორ­ტო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მო­წეს­რი­გე­ბაც იგეგ­მე­ბა, რად­გან დღეს იქა­უ­რო­ბა მოწყ­ვე­ტი­ლია ქა­ლა­ქის უახ­ლო­ეს ნა­წილს და, ცო­ტა არ იყოს, ძნე­ლად მი­სად­გო­მია…

— რა თქმა უნ­და, ეს მე­რი­ის კომ­პე­ტენ­ციაა და მათ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. იქ რომ სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და სხვა ობი­ექ­ტე­ბი გან­თავ­ს­დე­ბა, გა­ცი­ლე­ბით მე­ტი ყუ­რადღე­ბა მი­ექ­ცე­ვა. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­ს­პორ­ტიც ამოქ­მედ­დე­ბა, მით უფ­რო, რომ არც ისე შორ­საა ქა­ლა­ქი­დან. ეს ტექ­ნი­კუ­რი სა­კითხე­ბია და მოგ­ვა­რე­ბა­დია. რო­გორც კი ტე­რი­ტო­რია აშენ­დე­ბა და მო­ეწყო­ბა, კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და გა­და­ად­გი­ლე­ბის პრობ­ლე­მა არ იარ­სე­ბებს.

— ვა­კე­ში სპორ­ტის სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ძვე­ლი შე­ნო­ბა რომ გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი­ყო, უფ­რო იაფი არ დაჯ­დე­ბო­და, ვიდ­რე ახა­ლი კორ­პუ­სის აშე­ნე­ბა?

— ძვე­ლი შე­ნო­ბის გა­რე­მონ­ტე­ბა გა­ცი­ლე­ბით იაფი დაჯ­დე­ბა, მაგ­რამ იქ ძვე­ლი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა, პრაქ­ტი­კუ­ლად, აღარ არ­სე­ბობს. იმ ბა­ზა­ზე დარ­ჩე­ნი­ლია მხო­ლოდ ერ­თი სტან­დარ­ტუ­ლი მო­ე­და­ნი, რო­მე­ლიც დი­დი ბრძო­ლის შე­დე­გად გა­და­ვარ­ჩი­ნეთ და შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ. ახ­ლა ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ას გა­და­ვე­ცით 50-წლი­ა­ნი იჯა­რით, ფე­დე­რა­ცი­ამ კი სა­ერ­თა­შო­რი­სო გრან­ტი მო­ი­პო­ვა, რომ­ლი­თაც უეფა-ს სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი მო­ე­და­ნი გა­კეთ­დე­ბა. მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა უნი­ვერ­სი­ტეტ­საც აქვს. სამ­წუ­ხა­როდ, სხვა სპორ­ტუ­ლი ობი­ექ­ტე­ბი — მძლე­ოს­ნო­ბის დარ­ბა­ზი, სპორ­ტუ­ლი მე­დი­ცი­ნი­სა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ცენ­ტ­რი და სხვა იქ აღარ არ­სე­ბობს. იქა­უ­რო­ბა სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გა­რე­მოც­ვა­შია, ერ­თი-ორი მო­ედ­ნის ანა­ბა­რა კი ძნე­ლია, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მწვრთნე­ლი მო­ამ­ზა­დო. ამი­ტომ მი­ი­ღო სა­ხელ­მ­წი­ფომ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რომ აშენ­დეს უკე­თე­სი, თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტ­რი თა­ვი­სი სპორ­ტუ­ლი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რით — სა­ცუ­რაო აუზით დაწყე­ბუ­ლი სა­თა­მა­შო სა­ხე­ო­ბე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ჩვენ­თ­ვის მთა­ვა­რია, ქვე­ყა­ნას ჰქონ­დეს დარ­გის უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი იქ, სა­დაც უკე­თე­სი იქ­ნე­ბა. ვფიქ­რობ, ახა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მშე­ნებ­ლო­ბა, თა­ვი­სი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რი­თა და ში­ნა­არ­სობ­რი­ვა­დაც ახა­ლი მიდ­გო­მე­ბით (ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბით დაწყე­ბუ­ლი და სპორ­ტუ­ლი ბა­ზე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი), უკე­თე­სი იქ­ნე­ბა.

— მარ­თა­ლია, მაგ­რამ თა­ვის დრო­ზე, ვა­კე­ში, ეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი იმი­ტომ აშენ­და და ის სპორ­ტუ­ლი ობი­ექ­ტე­ბიც მის ირ­გ­ვ­ლივ იმი­ტომ გა­შენ­და, რომ ხელ­საყ­რე­ლი ბუ­ნებ­რივ-კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბი იყო — შე­და­რე­ბით მა­ღა­ლი მდე­ბა­რე­ო­ბა, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ჰა­ე­რი, კუს ტბა, მთე­ბი და გო­რა­კე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი, რაც ფი­ზი­კურ მომ­ზა­დე­ბას სჭირ­დე­ბო­და. დი­ღომ­ში არის ეს ფაქ­ტო­რე­ბი?

— გე­თან­ხ­მე­ბით და ამი­ტო­მაც იყო, რომ 2007 წლი­დან, ერ­თი დღი­თაც არ შეგ­ვიწყ­ვე­ტია ბრძო­ლა. შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ კი­დეც, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია, რო­მე­ლიც ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტ­როს ბა­ლან­ს­ზე იყო და არა უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის, გას­ხ­ვის­და. ახ­ლა დარ­ჩე­ნი­ლია მხო­ლოდ ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბა და ის მო­ე­და­ნი, ზე­მოთ რომ ვახ­სე­ნე. არც სა­ცუ­რაო აუზი და არც სხვა ობი­ექ­ტე­ბი აღა­რაა უნი­ვერ­სი­ტე­ტის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში. იმ აუზ­ზე კო­მერ­ცი­უ­ლი ფა­სე­ბია და ვერ სტუ­დენ­ტე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ და ვერც პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი. ის სპორ­ტუ­ლი ობი­ექ­ტე­ბი კი მოძ­ვე­ლე­ბუ­ლა. რო­ცა იქ უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი გა­და­ვი­და — 1956 წელს, ქა­ლა­ქის გა­რე­უ­ბა­ნი იყო. რო­გორც ძვე­ლი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ტრამ­ვაი ახ­ლან­დე­ლი IX სა­ა­ვად­მ­ყო­ფოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბრუნ­დე­ბო­და და ფე­ხით მი­დი­ოდ­ნენ მა­შინ­დელ ფიზკულტურის ინსტიტუტში.

გე­თან­ხ­მე­ბით, რომ მა­შინ იქ კომ­პ­ლექ­სუ­რად, კლი­მა­ტუ­რად შე­იქ­მ­ნა სპორ­ტუ­ლი ქა­ლა­ქი, თუმ­ცა სა­მო­მავ­ლოდ იგეგ­მე­ბა, რომ დიღ­მის ჭა­ლე­ბიც რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზო­ნა გახ­დეს, მას­თან ერ­თად კი სპორ­ტუ­ლი დატ­ვირ­თ­ვაც მი­ე­ცეს. ვფიქ­რობ, ეს ოლიმ­პი­უ­რი ქა­ლა­ქი ძა­ლი­ან კარ­გი ცენ­ტ­რი იქ­ნე­ბა, პა­ტა­რა სპორ­ტუ­ლი ქა­ლა­ქი, სა­დაც გან­თავ­ს­დე­ბა სპორ­ტუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ე­ბი, სას­პორ­ტო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, დარ­ბა­ზე­ბი, სა­ნაკ­რე­ბო ბა­ზე­ბი, მათ შო­რის, უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი და კი­დევ სხვა სპორ­ტუ­ლი ობი­ექ­ტე­ბი თუ დამ­ხ­მა­რე ნა­გე­ბო­ბე­ბი, რაც უმაღ­ლეს სას­პორ­ტო გა­ნათ­ლე­ბას სჭირ­დე­ბა — ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი და ა.შ. ვა­კე­ში ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აღა­რაა, ირ­გ­ვ­ლივ რომ გა­ი­ხე­დოთ, კორ­პუ­სე­ბის ტყვე­ო­ბა­ში მოქ­ცე­უ­ლი ის პა­ტა­რა ად­გი­ლი დარ­ჩა, რომ­ლის გა­დარ­ჩე­ნა­საც, პირ­და­პი­რი გა­გე­ბით, თა­ვი შე­ვა­კა­ლით. სა­ბედ­ნი­ე­როდ, გა­და­ვარ­ჩი­ნეთ კი­დეც

— ალ­ბათ, თა­ვის დრო­ზე, სა­ხელ­მ­წი­ფომ დი­დი შეც­დო­მა და­უშ­ვა იმ ად­გი­ლე­ბის გას­ხ­ვი­სე­ბით. მა­გა­ლი­თად, მძლე­ოს­ნო­ბის მა­ნე­ჟის ად­გი­ლას ახ­ლა საცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბია წა­მო­ჭი­მუ­ლი, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კი, ლა­მის სარ­ბე­ნი ბი­ლი­კე­ბი, მძლე­ოს­ნო­ბის სექ­ტო­რე­ბი აღარ დარ­ჩა.

— ეს შეც­დო­მა კი არა, და­ნა­შა­უ­ლი იყო. შეც­დო­მის გა­მოს­წო­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა, ამ და­ნა­შა­უ­ლის გა­მოს­წო­რე­ბა კი შე­უძ­ლე­ბე­ლია: იქ არ­სე­ბულ ბა­ზებს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია კი არ გა­უ­კე­თეს, არა­მედ და­ან­გ­რი­ეს და მათ ად­გილ­ზე კორ­პუ­სე­ბი ჩად­გეს. ამით იქა­უ­რო­ბას ფუნ­ქ­ცია და­უ­კარ­გეს. სპორ­ტის აკა­დე­მია იყო დარ­ჩე­ნი­ლი ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლი და კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მა­შინ­დელ­მა მი­ნის­ტ­რ­მა, გო­კა გა­ბაშ­ვილ­მა, მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე, მი­სი გა­უქ­მე­ბის მოთხოვ­ნა შე­ი­ტა­ნა. ეს და­ნა­შა­უ­ლი იყო, რა­შიც ჩარ­თუ­ლი იყო მა­შინ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, მა­შინ­დე­ლი ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტ­რი, ქვეყ­ნის იმ­დ­რო­ინ­დე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი და პრე­ზი­დენ­ტი. ეს იყო და­ნა­შა­უ­ლი ქარ­თუ­ლი სპორ­ტის წი­ნა­შე. ასე­ვე მოექ­ც­ნენ და­ნარ­ჩენ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებ­საც.

სხვა­თა შო­რის, მა­შინ მათ იმა­საც ვთა­ვა­ზობ­დით, რომ თუნ­დაც სხვა ქა­ლაქ­ში გა­და­ე­ტა­ნათ ეს უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი, მა­გა­ლი­თად, ქუ­თა­ის­ში, რო­გორც პარ­ლა­მენ­ტი გა­და­ი­ტა­ნეს, რა­თა შე­საძ­ლე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო ამ დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა, მაგ­რამ მათ ნა­ბი­ჯის უკან გა­დად­გ­მა არ იცოდ­ნენ. რო­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა, 2013 წლის 18 მარტს, მა­შინ­დე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, აღ­დ­გა სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­მე­ლიც მა­ლე მა­ღა­ლი დო­ნის, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ფე­რი­სი უმაღ­ლე­სი სას­პორ­ტო სას­წავ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. მა­ნამ­დე კი, გვაქვს მი­ღე­ბა და კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბიც გვყავს, ავ­ტო­რი­ზა­ცი­აც გა­ვი­ა­რეთ. ვფიქ­რობ, და­იწყე­ბა გა­ი­სად მშე­ნებ­ლო­ბა და ქვე­ყა­ნა უმაღ­ლე­სი დო­ნის სას­პორ­ტო სას­წავ­ლე­ბელს მი­ი­ღებს რო­გორც ეს ყვე­ლა დარგს აქვს. ქარ­თუ­ლი სპორ­ტი ამას ნამ­დ­ვი­ლად იმ­სა­ხუ­რებს და სჭირ­დე­ბა კი­დეც, თო­რემ, სამ­წუ­ხა­როდ, თვალ­სა­ჩი­ნოა სა­კად­რო პრობ­ლე­მე­ბი რო­გორც ხა­რის­ხის, ისე ფი­ზი­კუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის კუთხით, აღა­რა­ფერს ვამ­ბობ სპორ­ტის მე­ნეჯ­მენ­ტ­ზე.

— გა­დაჭ­რით შე­იძ­ლე­ბა იმის თქმა, რომ გა­ი­სად და­იწყე­ბა? სა­ვა­რა­უ­დოდ, რო­დის დას­რულ­დე­ბა?

— ვა­დებს კონ­კ­რე­ტუ­ლად ვერ გეტყ­ვით, მაგ­რამ მი­სი მშე­ნებ­ლო­ბის­თ­ვის მო­მა­ვა­ლი წლის ბი­უ­ჯეტ­ში თან­ხა ნამ­დ­ვი­ლად არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბული, ამის თქმა გა­დაჭ­რით შე­მიძ­ლია. ახა­ლი პარ­ლა­მენ­ტი რო­ცა შე­იკ­რი­ბე­ბა, ბი­უ­ჯეტ­საც და­ამ­ტ­კი­ცე­ბენ და მშე­ნებ­ლო­ბაც და­იწყე­ბა. თუმ­ცა, მა­ნამ­დე ტენ­დე­რი გა­მოცხად­დე­ბა, რა­საც სა­თა­ნა­დო პრო­ცე­დუ­რე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებს.

რო­დის დამ­თავ­რ­დე­ბა, რა მო­ცუ­ლო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა, ტენ­დე­რი რო­გო­რი იქ­ნე­ბა და ა.შ., ამის შესა­ხებ ვე­რა­ფერს გეტყ­ვით, რად­გან ამ სა­კითხებ­ში კომ­პე­ტენ­ტუ­რი არ ვარ. არა მგო­ნია, მშე­ნებ­ლო­ბას რა­მემ შე­უ­შა­ლოს ხე­ლი.

ესაუბრა ირაკ­ლი თა­ვა­ძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები