დღეიდან საგამოცდო პროცესში მასწავლებლებიც ჩაერთვნენ. 14 ივლისს ტესტირება პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის პროფესიულ უნარებში ჩატარდა. მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების პროცესი კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის დაცვით მიმდინარეობს. პროფესიული უნარების ტესტირებაზე გამოცხადდა 69%-ზე მეტი აპლიკანტი, დაიგვიანა ოთხმა.
პროფესიულ უნარებში გამოცდა კიდევ ორი დღე – 15 და 16 ივლისს – გარძელდება.
მასწავლებლის საგნის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა.
კომპეტენციის დადასტურება შესაძლებელია შემდეგ საგნებში:
ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, საზოგადოებრივი მეცნიერებები;
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
უცხოური ენები;
ესთეტიკური აღზრდა;
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
პრაქტიკოს მასწავლებლებს ასევე აქვთ საშუალება, კომპეტენცია დაადასტურონ პროფესიულ უნარებში.