დღეს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, და მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოსა და ლიბ.ჯი – აკადემიას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
თანამშრომლობის ფარგლებში “ლიბ.ჯი აკადემია” – გიორგი კეკელიძის არაფორმალური სკოლა“ ფულადი პრემიით დააჯილდოებს აკადემიის რჩეულებს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეულიდან.
ასევე, მემორანდუმის ფარგლებში „ლიბ.ჯი-აკადემია“ 2025 წლის საუკეთესო ათეულის წევრებს სთავაზობს თანამშრომლობას, რაც მათ საშუალებას მისცემს, ჩაერთონ ემიგრაციაში მყოფი ქართველი ბავშვებისთვის განკუთვნილ საგანმანათლებლო პროცესში. აღნიშნული შეთავაზება ასევე გავრცელდება წინა წლების საუკეთესო ათეულის წევრებზე.
მემორანდუმის მიზანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის ხელშეწყობა, წარმატებული პედაგოგების გამოვლენა და მათთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნა, რათა მათ თავიანთი წვლილი შეიტანონ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ წიგნიერებისა და განათლების გავრცელებაში.