24 ნოემბერი, კვირა, 2024

მასწავლებლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს ფი­ნა­ლის­ტო­ბი­დან Global Teacher Award-ში გა­მარ­ჯ­ვე­ბამ­დე

spot_img

მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დო 2019 წლის ფი­ნა­ლის­ტი ნა­თია კურ­ტა­ნი­ძე, გა­სულ კვი­რას, კი­დევ ერ­თხელ მო­ექ­ცა სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რადღე­ბის ცენ­ტ­რ­ში. „ათე­ულ­თა კლუ­ბის“ წევ­რმა, ქ. გო­რის №9 სა­ჯა­რო სკო­ლი­სა და სო­ფელ ქვე­შის სა­ჯა­რო სკო­ლის, დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­მა ამ­ჯე­რად გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დოს (Global Teacher Award 2022) გა­მარ­ჯ­ვე­ბა მო­ი­პო­ვა. Global Teacher Award, უკ­ვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ინ­დო­ეთ­ში იმარ­თე­ბა და მსოფ­ლი­ოს 115-მდე ქვეყ­ნი­დან რამ­დე­ნი­მე ათე­ულ მას­წავ­ლე­ბელს გა­მორ­ჩე­უ­ლი პე­და­გო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის­თ­ვის სა­უ­კე­თე­სოდ ასა­ხე­ლებს. კონ­კურსს, მსოფ­ლიო გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დოს­გან გან­ს­ხვა­ვე­ბით, არ ჰყავს ერ­თი გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი და არც ფუ­ლა­დი პრი­ზია და­წე­სე­ბუ­ლი, ეს კონ­კურ­სი სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის მქო­ნე მას­წავ­ლებ­ლებს აღი­ა­რე­ბით პრი­ზებს უწე­სებს.

კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე აპ­ლი­კან­ტე­ბის შერ­ჩე­ვი­სას, რე­კო­მენ­და­ცი­ებ­თან ერ­თად, მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტე­ბი ინო­ვა­ცი­ურ მიდ­გო­მებ­სა და კო­ლე­გებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ზე კეთ­დე­ბა, ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში  მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ა­ში მიღ­წე­ულ შე­დე­გებ­საც. რო­გორც ნა­თია გვიყ­ვე­ბა, რა თქმა უნ­და, აპ­ლი­კა­ცი­ის შევ­სე­ბი­სას , მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი სწო­რედ მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნულ ჯილ­დო­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­უ­ჩი­ნა და მი­სი აზ­რით, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რო­ლი სწო­რედ ფი­ნა­ლის­ტო­ბამ იქო­ნია. ამ­ბობს, რომ რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ბიძ­გი ეროვ­ნულ­მა ჯილ­დომ გა­ა­ჩი­ნა. „ათე­ულ­თა კლუ­ბი­დან“, ნა­თი­ას გარ­და, წი­ნა წლებ­ში, ორ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­ი­მარ­ჯ­ვა. სწო­რედ კლუ­ბის წევ­რე­ბის­გან შე­იტყო მან ამ კონ­კურ­სის შე­სა­ხებ. ამას ისიც ემა­ტე­ბა, რომ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაც გა­ზარ­და და მო­ტი­ვა­ცი­აც გა­ა­ჩი­ნა ეროვ­ნული ჯილ­დოს კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ – „ერთ ად­გილ­ზე გა­ჩე­რე­ბის უფ­ლე­ბაც კი აღარ გაქვს, მუდ­მი­ვად ცდი­ლობ ამ სტა­ტუ­სის გა­მარ­თ­ლე­ბას. ამი­ტომ, მო­ტი­ვა­ტო­რი, ისევ და ისევ, ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს კონ­კურ­სია.“

ნა­თია კურ­ტა­ნი­ძე: „ჩემს რე­ზი­უ­მე­ში ერთ-ერთ გა­მოკ­ვე­თილ პუნ­ქ­ტად ჩავ­წე­რე, რომ მე ვი­ყა­ვი სა­ქარ­თ­ვე­ლოს „ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დო 2019“-ის სა­უ­კე­თე­სო ხუ­თე­უ­ლის წევ­რი. ამის გარ­და,  აპ­ლი­კა­ცი­ა­ში ხაზ­გას­მით მე­წე­რა ჩემ მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პრო­ექ­ტებ­ზე არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი  ინო­ვა­ცი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ანუ რას ვნერ­გავ სკო­ლა­ში ისეთს, რაც  ჯერ-ჯე­რო­ბით სხვა სკო­ლებ­ში არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა ან რა მე­თო­დებს ვი­ყე­ნებ, რაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში ფარ­თოდ და­ნერ­გი­ლი არ არის. შემ­დეგ ერთ-ერ­თი მე­ი­ლი მათ­გან, უკ­ვე რო­გორც  გა­მაჯ­ვე­ბულ მას­წავ­ლე­ბელს, სწო­რედ ამ სი­ახ­ლე­ე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის­თ­ვის მომ­წე­რეს. მთხოვ­დ­ნენ, დელ­იში ჩას­ვ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში,  ვორ­ქ­შო­ფი ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა და ჩე­მი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, ისე იქ შეკ­რე­ბი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის.“

მი­სი ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბი­დან ნა­თია კურ­ტა­ნი­ძე ერთ-ერთს ასა­ხე­ლებს, რო­მელ­მაც, სავ­არა­უ­დოდ, ჟი­უ­რის ყუ­რადღე­ბა მი­იქ­ცია. Classdojo – სას­კო­ლო და საკ­ლა­სო სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ქსე­ლი, რო­მე­ლიც მან ბო­ლო წლებ­ში, ფი­ნა­ლის­ტო­ბის შემ­დეგ, ამე­რი­კუ­ლი სკო­ლის­გან გად­მო­ი­ტა­ნა და ორი­ვე სკო­ლა­ში და­ნერ­გა. სა­კო­მუ­ნი­კა­ციო პროგ­რა­მა ახალ­გაზ­რ­და პროგ­რა­მის­ტე­ბის მი­ერ შე­მუ­შავ­და და ამე­რი­კის სკო­ლებ­ში და­ი­ნერ­გა. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პროგ­რა­მის ელ­ჩი ნა­თია კურ­ტა­ნი­ძეა. გა­მომ­დი­ნა­რე იქიდან, რომ პროგ­რა­მა უსაფ­რ­თხოა ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, ფე­ის­ბუ­ქის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით და გა­მო­რიცხავს  უცხო პი­რებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, ის აუცი­ლებ­ლად გა­უ­წევს რე­კო­მენ­და­ცი­ას მის და­ნერ­გ­ვას სკო­ლებ­ში. ამას­თან ერ­თად, პროგ­რა­მა უფა­სოა და ნე­ბის­მი­ერ სკო­ლას შე­უძ­ლია გა­მო­ყე­ნე­ბა.

„იმის გარ­და, რომ უსაფ­რ­თხოა,  პროგ­რა­მა ძა­ლი­ან მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი და ფარ­თო მოხ­მა­რე­ბი­საა.  ეს არ არის მხო­ლოდ სა­კო­მუ­ნი­კა­ციო, აქ­ვე შე­იძ­ლე­ბა კლა­სის ყო­ველ­დღი­უ­რი ამ­ბე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა, ე.წ. სთო­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა – რა ხდე­ბა გაკ­ვე­თილ­ზე, რა პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს სკო­ლა­ში, რას აკე­თე­ბენ ბავ­შ­ვე­ბი ამა თუ იმ აქ­ტი­ვო­ბის დროს, ანუ ის, რაც მშობ­ლებს აინ­ტე­რე­სებთ. შე­სა­ბა­მი­სად, პროგ­რა­მის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა რო­გორც მოს­წავ­ლის, ისე მშობ­ლის სტა­ტუ­სით.

რაც მთა­ვა­რია, არ არის ღია პროგ­რა­მა, არა­მედ კლა­სის და სკო­ლის ში­და მოხ­მა­რე­ბის­თ­ვი­საა გან­კუთ­ვ­ნი­ლი. რო­დე­საც ვქმნით სას­კო­ლო ან საკ­ლა­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ეს იგ­ზავ­ნე­ბა პროგ­რა­მის ამე­რი­კულ ტექ­ნი­კურ ჯგუფ­თან, რომელიც ამოწ­მებს მარ­თ­ლა არ­სე­ბობს თუ არა ეს სკო­ლა ამა თუ იმ რე­გი­ონ­ში,  ქვე­ყა­ნა­ში და შემ­დეგ იქ­მ­ნე­ბა ჯგუ­ფი. ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო და სა­ინ­ტე­რე­სო­ცაა იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც აქ შე­იძ­ლე­ბა და­ვა­ლე­ბე­ბის ვი­დეოსა­ხით გაგ­ზავ­ნა, მას­წავ­ლე­ბელ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ირე­ბა, ფა­ი­ლე­ბის, ფო­ტო­ე­ბისა და და­ვა­ლე­ბე­ბის მიბ­მა. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ხა­ლი­სოა დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე – ბავ­შ­ვებს შე­უძ­ლი­ათ თა­ვი­ანთ პრო­ფი­ლებ­ზე და­ა­ყე­ნონ სა­ხა­ლი­სო ანი­მა­ცი­ე­ბი, ნა­ხა­ტე­ბი და ა.შ.  ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჯერჯე­რო­ბით  კლა­სებ­ში არ მყავს მოს­წავ­ლე, რო­მელ­საც არ მოს­წონს ამ პროგ­რა­მა­ში მუ­შა­ო­ბა. ვფიქ­რობ, რომ ამ სი­ახ­ლის და­ნერ­გ­ვა­მაც მი­იქ­ცია ჟიუ­რის ყუ­რადღე­ბა,“ – ამ­ბობს ნა­თია.

თუმ­ცა, გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დოს კონ­კურ­ს­ზე აღი­ა­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი საყ­ვა­რელ ინო­ვა­ცი­ურ პრო­ექ­ტად მა­ინც პირ­ველ ინო­ვა­ცი­ურ პრო­ექტს ასა­ხე­ლებს, „მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ წერ­ტილ­ში გაჭ­რი­ლი სარ­კ­მე­ლი“ მის­თ­ვის  დღემ­დე ყვე­ლა­ზე სა­ა­მა­ყო პრო­ექ­ტია და მას უკავ­ში­რებს ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს კონ­კურ­ს­ში მიღ­წე­ულ წარ­მა­ტე­ბას. „2015 წლი­დან ბავ­შ­ვებს ვირ­ტუ­ა­ლუ­რად ვა­მოგ­ზა­უ­რებ მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხ­ვა კუთხე­ში და ეს არ არის მხო­ლოდ ინ­ტერ­ნეტ­ში მო­ძი­ე­ბუ­ლი ად­გი­ლის ვირ­ტუ­ა­ლუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, არა­მედ ონ­ლა­ინ ჩარ­თ­ვე­ბით და ონ­ლა­ინ გი­დით ჩემს მოს­წავ­ლე­ებს ნა­ნა­ხი აქვთ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლე­ბი,  მათ შო­რის, ლი­სა­ბო­ნის ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი ზო­ო­პარ­კი, მუ­ზე­უ­მე­ბი, ნაკ­რ­ძა­ლე­ბი  და ა.შ. წი­ნას­წარ ვუ­კავ­შირ­დე­ბი ონ­ლა­ინ ტუ­რე­ბის გი­დებს, ად­რე ამას მა­იკ­რო­სოფ­ტის სას­წავ­ლო პორ­ტა­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით ვა­კე­თებ­დი, ახ­ლა სხვა გზე­ბი გა­მოვ­ნა­ხე. გი­დე­ბი ონ­ლა­ინ გვერ­თ­ვე­ბი­ან და, კლა­სი­დან გა­უს­ვ­ლე­ლად, ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, ვმოგ­ზა­უ­რობთ. არა­ნა­ი­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს სო­ფელ­ში ას­წავ­ლი თუ თბი­ლი­სის ცენ­ტ­რა­ლურ უბან­ში,  მთა­ვა­რია, სკო­ლის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა და ინ­ტერ­ნე­ტის და­ფარ­ვა გაძ­ლევ­დეს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბი აკე­თო. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩვენ­თან ინ­ტერ­ნე­ტით და­ფარ­ვა სკო­ლა­ში პრობ­ლე­მა არ არის, მით უმე­ტეს – მო­ბი­ლუ­რი კავ­ში­რი. მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნულ ჯილ­დო­ზეც, ვფიქ­რობ, ამ პრო­ექტმა მი­იქ­ცი­ა დი­დი ყუ­რადღე­ბა.“

     

21-ე სა­უ­კუ­ნის მას­წავ­ლებ­ლის მთა­ვარ მი­სი­ად ნათია მი­იჩ­ნევს იმას, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა  სა­ინ­ტე­რე­სო გაკ­ვე­თი­ლე­ბი შეს­თა­ვა­ზო მოს­წავ­ლე­ებს, პირ­ველ რიგ­ში კი, პე­რი­ო­დუ­ლად, მათ ად­გი­ლას უნ­და წარ­მო­იდ­გი­ნო მას­წავ­ლე­ბელ­მა თა­ვი, და­აკ­ვირ­დე მათ ინ­ტე­რე­სებს და ის ფაქ­ტი, რომ ბავ­შ­ვე­ბი ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან მი­ჯაჭ­ვუ­ლე­ბი არიან, ერთ სა­უ­კე­თე­სო შან­სა­დაც  კი გა­მო­ი­ყე­ნო: „ხში­რად აღ­ნიშ­ნა­ვენ გუ­ლის­ტ­კი­ვი­ლით, რომ მო­ზარ­დე­ბი წიგნს და­შორ­დ­ნენ, მაგ­რამ  ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბიც ხომ გვაძ­ლევს მა­თი შე­მეც­ნე­ბი­თად გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. სულ ვაკ­ვირ­დე­ბი ხოლ­მე, რა მოს­წონთ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი  სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ვი­ყე­ნო. ამას­თან ერ­თად, ჩვენ უნ­და ვი­ყოთ მუდ­მი­ვად გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი. მე ხომ ეს ყვე­ლა­ფე­რი რაც დღეს ვი­ცი, არ ვი­ცო­დი და­საწყის­ში. მოვ­ძებ­ნე, ვის­წავ­ლე და ახ­ლაც ვსწავ­ლობ მათ­თან ერ­თად, ბევრ რა­მეს ბავ­შ­ვე­ბი ჩემ­ზე უწინ აღ­მო­ა­ჩე­ნენ ხოლ­მე ამ პრო­ექ­ტებ­ში. არა­სო­დეს არ არის სირ­ცხ­ვი­ლი ის­წავ­ლო, რომ არ ჩა­მორ­ჩე. აი, თუნ­დაც ის, რომ მე, რო­გორც ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მას­წავ­ლე­ბელს, უკ­ვე ორი წე­ლია, რაც პროგ­რა­მი­რე­ბის სა­ბა­ზო კურ­სე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა მი­წევს ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, სე­რი­ო­ზუ­ლი მუ­შა­ო­ბა დამ­ჭირ­და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რად­გან მა­ნამ­დე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­გან­ში ეს კომ­პო­ნენ­ტი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ იყო.  აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ მქონ­და ამის შე­სა­ხებ სა­თა­ნა­დო ცოდ­ნა და უნა­რე­ბი. და­ვიწყე გა­დამ­ზა­დე­ბა, თვით­გა­დამ­ზა­დე­ბა, მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბა და ნელ-ნე­ლა მეც გან­ვ­ვი­თარ­დი, მათთან ერ­თად. ად­რე თუ პროგ­რა­მუ­ლი კო­დი, ალ­გო­რით­მი ცო­ტა ბუნ­დო­ვა­ნი თე­მა იყო ჩემ­თ­ვის, დღეს  მყა­რად ვგრძნობ თავს. პრინ­ციპ­ში, ახალს არა­ფერს ვამ­ბობ, რაც ჩე­მი კო­ლე­გე­ბის­თ­ვის უც­ნო­ბია – მუდ­მი­ვად გან­ვი­თა­რე­ბა.“ 

ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს ფი­ნა­ლის­ტო­ბამ და ახ­ლა უკ­ვე გლო­ბა­ლურ ჯილ­დო­ზე გა­მარ­ჯ­ვე­ბამ ნა­თია კურ­ტა­ნი­ძე კი­დევ უფ­რო მო­ტი­ვი­რე­ბულ მას­წავ­ლებ­ლად აქ­ცია, გა­უ­ჩი­ნა მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით გა­უ­ზი­ა­როს კო­ლე­გებს გა­მოც­დი­ლე­ბა. „ჩემ მი­მართ ინ­ტე­რე­სი გა­ი­­ზარ­და არა ­მარ­ტო სკო­ლის ან რე­გი­ო­ნის შიგ­ნით, არა­მედ ბევ­რი კო­ლე­გა მი­კავ­შირ­დე­ბა სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნი­დან, ქა­ლა­ქი­დან და მთხოვს რა­ღაც სი­ახ­ლის გა­ზი­ა­რე­ბას, დახ­მა­რე­ბას, რა­ი­მე იდე­ე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბას. ბუ­ნებ­რი­ვია, მეც ვცდი­ლობ მათთ­ვის სა­სარ­გებ­ლო გავ­ხ­დე.

აღი­ა­რე­ბის მიღ­მა კი, ნა­თია მას­წავ­ლებ­ლის გაკ­ვე­თი­ლი სო­ფელ ქვე­შის და გო­რის მეცხ­რე სა­ჯა­რო სკო­ლების მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ნამ­დ­ვი­ლად არის ის ად­გი­ლი, დრო და სივ­რ­ცე, სა­დაც მის­ვ­ლა უხა­რი­ათ და აინ­ტე­რე­სებთ. ამას თა­ვა­დაც გვი­დას­ტუ­რებს და ამ­ბობს, რომ ამის თქმის უფ­ლე­ბას მა­თი­ვე უკუ­კავ­ში­რი აძ­ლევს. „ყო­ველ­თ­ვის ვაკ­ვირ­დე­ბი ხოლ­მე ბავ­შ­ვე­ბის რე­აქ­ცი­ებს, აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბას, აი, რო­ცა შე­ვატყობ, რომ უკ­ვე მო­ბეზ­რ­დათ, მა­შინ­ვე ვიწყებ სი­ახ­ლე­ზე ფიქრს, რა შევ­თა­ვა­ზო უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო, რა თქმა უნ­და, არა მხო­ლოდ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამი­ტომ, ვფიქ­რობ, მას­წავ­ლე­ბე­ლი აუცი­ლებ­ლად უნ­და და­აკ­ვირ­დე ბავ­შ­ვებს და თუ შე­ატყობ, რომ აღარ მოს­წონს შე­ნი გაკ­ვე­თი­ლი, ეს კი­დევ ერ­თი და­საწყი­სის და­საწყი­სად, თვით­გან­ვი­თა­რე­ბის და სი­ახ­ლის ძი­ე­ბის ეტა­პად გა­და­აქ­ცი­ო.“

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები