კიდევ ერთი საგამოცდო დღე დასრულდა. დღეს გამოცდებს მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ორ სესიად აბარებდნენ.
გამოცდაზე დარეგისტრირებულებიდან საგამოცდო ცენტრებში 86%-ზე მეტი გამოსაცდელი გამოცხადდა, დაიგვიანა შვიდმა აპლიკანტმა. გამოცდამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
ხვალ ისევ აბიტურიენტების ჯერი დგება – მათემატიკის გამოცდას ჩააბარებენ ორ სესიად. მასწავლებლებისთვის კი საგამოცდო სესიები 14 ივლისიდან განახლდება:
♦ 14-15 ივლისს – პროფესიული უნარები;
♦ 14 ივლისს – ბიოლოგია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური).