26 ივნისი, ოთხშაბათი, 2024

მასწავლებელთა პროფესიული წინსვლის განახლებული მოდელი 2025 წლის 1 იანვრამდე შემუშავდება

spot_img

2025 წლის 1 იანვრამდე შემუშავებული იქნება მასწავლებელთა პროფესიული წინსვლის განახლებული მოდელი, რომელიც გაითვალისწინებს ჩატარებული კვლევების, საერთაშორისო პრაქტიკისა და ადგილობრივი გამოწვევების საპასუხო ღონისძიებებს. მიმდინარე წელი კი, სქემის განვითარებისთვის, გარდამავალ პერიოდად გამოცხადდა – ამის შესახებ ცნობილი გახდა   განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვრის მოხსენების წერილობით ვერსიაში – მინისტრს 13 ივნისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში მოუსმენენ.

რატომ გახდა საჭირო არსებული სქემის ცვლილება? მინისტრი განმარტავს, რომ დაგეგმილ ცვლილებას წინ უძღოდა სსიპ საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული კვლევა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შესახებ, სადაც შეფასდა და გაანალიზდა მასწავლებლის პროფესიაში შესვლისა და პროფესიული განვითარების არსებული შესაძლებლობები. ასევე, კვლევის ფარგლებში, მოკვლეულ იქნა საერთაშორისო პრაქტიკა და მასწავლებლების დამოკიდებულებები მოქმედ სქემასთან დაკავშირებით. ამის გარდა, მინისტრი მოხსენებაში წერს, რომ მისი ხელმძღვანელობით არაერთი შეხვედრა მოეწყო მასწავლებლებლებთან ყველა რეგიონში, სადაც პედაგოგებმა მნიშვნელოვან გამოწვევად მასწავლებლის პროფესიული განვითარების არსებული მექანიზმი/სქემა დაასახელესა. გამოიკვეთა ტენდენცია, რომ სქემა საჭიროებს ძირეულ გადახედვას სამართლიანობის, გამჭვირვალობის პრინციპების დაცვისა და მასწავლებლის პროფესიის აღიარებისა და დაფასებისათვის. სწორედ ამ მიზნით, უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობს კონკრეტულად არსებული სისტემის გადამუშავებაზე და ახალი მოდელისთვის საჭირო წინადადებების წარმოდგენაზე. შესაბამისად, მიმდინარე წელი სქემის განვითარებისთვის გარდამავალ პერიოდს წარმოადგენს. 2025 წლის 1 იანვრამდე შემუშავებული იქნება მასწავლებელთა პროფესიული წინსვლის განახლებული მოდელი, რომელიც გაითვალისწინებს აღნიშნული კვლევების, საერთაშორისო პრაქტიკისა და ადგილობრივი გამოწვევების საპასუხო ღონისძიებებს,“ – წერს მინისტრი.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი პოლიტიკის ფარგლებში, სკოლამ უნდა შეძლოს დააიდენტიფიციროს მასწავლებლის საჭიროებები. სკოლის დაფინანსების ახალი მოდელი ასევე გაითვალისწინებს აღნიშნულის უზრუნველყოფის შესაძლებლობებს. სკოლა უფლებამოსილი იქნება თავად განსაზღვროს სკოლის პერსონალის პროფესიული განვითარების გზები: მიმართოს მასწავლებლის სახლს თუ გარე პროვაიდერს. აღნიშნულ პროცესში მასწავლებლის სახლი უზრუნველყოფს შეთავაზებების ფართო სპექტრს სასკოლო საზოგადოების მხარდაჭერისათვის, მათი პროფესიული განვითარებისა და საჭირო საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფისთვის. განათლების E-სახლი ჩამოყალიბდება ერთიან სივრცედ, სადაც სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ყველა საჭირო რესურს და სერვისს მიიღებენ,“ – აღნიშნავს გიორგი ამილახვარი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები