25 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

მასწავლებელზეა დამოკიდებული ამ ქვეყნის მომავალი- ინტერვიუ ბერიკა შუკაკიძესთან

spot_img

მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რ­მა, რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში, და­ა­ა­ნონ­სა ის უმ­თავ­რე­სი ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლ­თა პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და კა­რი­ე­რულ წინ­ს­ვ­ლას სრუ­ლი­ად ახალ ფორ­მატ­ში — „მას­წავ­ლებ­ლის რე­გუ­ლი­რე­ბის წეს­ში“ — მო­აქ­ცევს. ახა­ლი წე­სის მი­ხედ­ვით უქ­მ­დე­ბა კრე­დი­ტე­ბის დაგ­რო­ვე­ბის სის­ტე­მა და სტა­ტუ­სი­დან სტა­ტუს­ზე გა­დას­ვ­ლის გზად გა­მოც­და რჩე­ბა, ხო­ლო პე­და­გო­გის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას სკო­ლა და­აკ­ვირ­დე­ბა (სქემის საბოლოო ვერსიაზე მუშაობა მიმდინარეობს).

რო­გორ გეგ­მავს ცენ­ტ­რი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას და რა­ზე აკე­თებს მთა­ვარ გათ­ვ­ლას, ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ბე­რი­კა შუ­კა­კი­ძე.

თუმ­ცა, ვიდ­რე ახა­ლი სის­ტე­მა და­ი­ნერ­გე­ბა, არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, 2019 წლის ბო­ლომ­დე, მას­წავ­ლებ­ლებს სქე­მით გან­საზღ­ვ­რუ­ლი ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ. ზაფხუ­ლის გა­მოც­დე­ბის შემ­დეგ კი, ვინც ვერ აიღებს საკ­მა­რის კრე­დიტ­ქუ­ლას სტა­ტუ­სის შე­საც­ვ­ლე­ლად, მას წლის ბო­ლომ­დე შე­ეძ­ლე­ბა, სხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბის ხარ­ჯ­ზე გა­აგ­რ­ძე­ლოს კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის შევ­სე­ბა. ზაფხუ­ლის გა­მოც­დე­ბის გარ­და, დე­კემ­ბ­რის ბო­ლომ­დე, ხომ არ იგეგ­მე­ბა კი­დევ გა­მოც­დის და­ნიშ­ვ­ნა? ამის შე­სა­ხებ ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ამ­ბობს, რომ „როგორც ცნობილია, მხო­ლოდ ერ­თხელ ჩა­ტარ­დე­ბა გა­მოც­და. და­ნამ­დ­ვი­ლე­ბით კი შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ წლის ბო­ლომ­დე მას­წავ­ლებ­ლე­ბი შეძ­ლე­ბენ კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის მოგ­რო­ვე­ბას არ­სე­ბუ­ლი სქე­მის აქ­ტი­ვო­ბე­ბის მი­ხედ­ვით. სტა­ტუ­სე­ბის მი­ნი­ჭე­ბა კი, შე­სა­ბა­მი­სად, ეტა­პობ­რი­ვად წლის ბო­ლომ­დე მოხ­დე­ბა.“

— თა­ვის­თა­ვად, ცვლი­ლე­ბა იწყე­ბა მა­შინ, რო­ცა არ­სე­ბუ­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბა არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გა­მოწ­ვე­ვებს. რა­ტომ ვერ მოხ­და არ­სე­ბუ­ლი სქე­მით, მას­წავ­ლებ­ლე­ბის უფ­რო მას­შ­ტა­ბუ­რი წინ­ს­ვ­ლა? რა არის ის მთა­ვა­რი ხარ­ვე­ზი, რაც სქე­მის ცვლი­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და?

— ბი­უ­როკ­რა­ტია. სქე­მის და­დე­ბი­თი მხა­რე ის იყო, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ო­და, ბევ­რ­მა არ გა­მო­ი­ყე­ნა ისე, რო­გორც და­გეგ­მი­ლი იყო და წმინ­და წყლის ბუ­ღალ­ტე­რი­ად და ბი­უ­როკ­რა­ტი­ად იქ­ცა. ყველ­ზე ცუ­დი კი ის იყო, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი და­ა­ცი­ლა საკ­ლა­სო ოთახს, რად­გან, ძი­რი­თა­დად, სქე­მის აქ­ტი­ვო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე იყო ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი.

— უმ­თავ­რე­სი ცვლი­ლე­ბა, რო­მელ­საც ცენ­ტ­რი გეგ­მავს და უკ­ვე და­აა­ნონ­სეთ, სქე­მის ცვლი­ლე­ბაა, რო­გო­რი სის­ტე­მა და­ი­ნერ­გე­ბა 2020 წლი­დან?

— 2020 წლი­დან აღარ იარ­სე­ბებს აღარც კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბის სის­ტე­მა და აღარც გა­რე ­დაკ­ვირ­ვე­ბა. მას ჩა­ა­ნაც­ვ­ლებს მას­წავ­ლებ­ლის რე­გუ­ლი­რე­ბის წე­სი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლებს და მათ, ვი­საც სურ­ვი­ლი აქვთ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სონ მდგო­მა­რე­ო­ბა, გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა მო­უ­წევთ, ხო­ლო პრო­ფე­სი­ულ სა­ჭი­რო­ე­ბას სკო­ლა და­ად­გენს. მას­წავ­ლე­ბე­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის­თ­ვის გა­ივ­ლის რამ­დე­ნი­მე ტრე­ნინგს, ოღონდ ამა­ში კრე­დიტ­ქუ­ლებს აღარ მი­ი­ღებს.

მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ულ სა­ჭი­რო­ე­ბას და­ად­გენს სკო­ლის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ჯგუ­ფი — სკო­ლა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმის გარ­კ­ვე­ვა, თუ რა სა­ჭი­რო­ე­ბა აქვს პე­და­გოგს პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. ვფიქ­რობთ, პრაქ­ტი­კოს­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა მე­ტი სა­ა­თი უნ­და გა­ი­ა­როს პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, უფ­როს­მა, წამ­ყ­ვან­მა და მენ­ტორ­მა, შე­სა­ბა­მი­სად, ნაკ­ლე­ბი. თუმ­ცა, რა­ღაც ფორ­მით პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა ყვე­ლამ უნ­და გა­ი­ა­როს. ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი გა­კეთ­დე­ბა სას­კო­ლო პრაქ­ტი­კის კვლე­ვა­ზე. რად­გან ბევ­რი სი­ახ­ლე იგეგ­მე­ბა ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში, ჩვე­ნი პო­ზი­ციაა, მას­წავ­ლებ­ლე­ბი გა­და­ემ­ზა­დონ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე­ვე, სას­კო­ლო უსაფ­რ­თხო­ე­ბა­სა და პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­ში. პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დამ­ზა­დე­ბა მუდ­მი­ვად სა­ჭი­როა, მაგ­რამ მას­წავ­ლებ­ლებ­ლებ­ზე აღარ იქ­ნე­ბა ზე­წო­ლა, რომ და­აგ­რო­ვონ კრე­დი­ტე­ბი. რაც შეე­ხე­ბა სა­ფე­ხუ­რებ­რივ წინ­ს­ვ­ლას, გა­მოც­დით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ვმუ­შა­ობთ გა­მოც­დის ასეთ ტიპ­ზე: მა­გა­ლი­თად, ვარ უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი და მინ­და გავ­ხ­დე წამ­ყ­ვა­ნი ან მენ­ტო­რი. ამის­თ­ვის მო­მი­წევს პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის რთუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის ტეს­ტის ჩა­ბა­რე­ბა. პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­ში ტეს­ტი რამ­დე­ნი­მე კა­ტე­გო­რი­ად და­ი­ყო­ფა, საგ­ნის გა­მოც­და კი ერ­თი ტი­პის იქ­ნე­ბა. სა­გან­ში სა­შუ­ა­ლო ბა­რი­ე­რად გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა 50 პრო­ცენ­ტი, იგი­ვე ბა­რი­ე­რი და­წეს­დე­ბა პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­შიც.

ახა­ლი წე­სის მი­ხედ­ვით, გვექ­ნე­ბა ორი გა­მოც­და: საგ­ნის კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბა და პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბი. პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­ში სა­მი ტი­პის გა­მოც­და იგეგ­მე­ბა — პი­რო­ბი­თად, I -II -III კა­ტე­გო­რი­ის. რო­მელ კა­ტე­გო­რი­ა­საც ჩა­ა­ბა­რებს მას­წავ­ლე­ბე­ლი, იმ კა­ტე­გო­რი­ის შე­სა­ბა­მის სტა­ტუსს მი­ი­ღებს. მა­გა­ლი­თად, თუ უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­დაწყ­ვეტს, რომ გახ­დეს პირ­და­პირ მენ­ტო­რი და აღარ სურს წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლო­ბა, ის აირ­ჩევს მენ­ტო­რის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ ტესტს და აღარ მო­უ­წევს ლო­დი­ნი, რომ ჯერ გახ­დეს წამ­ყ­ვა­ნი და შემ­დეგ მენ­ტო­რი.

— პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლებ­ლებს ექ­ნე­ბათ თუ არა უფ­ლე­ბა ასე­თი ფორ­მით გახ­დ­ნენ პირ­და­პირ წამ­ყ­ვა­ნი ან მენ­ტო­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი?

— მათ აუცი­ლებ­ლად მო­უ­წევთ ჯერ საგ­ნის გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა, რად­გან, პირ­ველ რიგ­ში, საგ­ნის კომ­პე­ტენ­ცია უნ­და და­ა­დას­ტუ­­რონ და გახ­დ­ნენ უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბი. რაც შეეხება წამ­ყვა­ნისა და მენტორის სტატუსის მოსაპოვებელ გამოცდას, ამა­ზე სა­ბო­ლო­ოდ არ ვართ შეთანხმებული, თუმ­ცა ვერ­სი­ად გა­ნი­ხი­ლე­ბა.

საგ­ნის კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბა მო­უ­წევს მხო­ლოდ პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლებ­ელს, და­ნარ­ჩე­ნი სა­ფე­ხუ­რის მას­წავ­ლებ­ლე­ბი კი, სტა­ტუ­სის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მოც­დას ჩა­ა­ბა­რე­ბენ.

— რო­გორ მოხ­დე­ბა სტა­ტუ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა? მა­გა­ლი­თად, არ­სე­ბუ­ლი სქე­მის მი­ხედ­ვით, მენ­ტო­რის სტა­ტუ­სი უვა­დოა, ახა­ლი წე­სით მა­ნაც უნ­და იზ­რუ­ნოს სტა­ტუ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე?

— რა­საკ­ვირ­ვე­ლია, უნ­და იზ­რუ­ნოს. ყვე­ლა­ფე­რი დამ­სა­ხუ­რე­ბითაა ცხოვ­რე­ბა­ში და რა­ტომ იქ­ნე­ბა მენ­ტო­რო­ბა გა­მო­ნაკ­ლი­სი? მე პი­რა­დად ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი ამარ­თ­ლებს თუ არა წო­დე­ბას სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში, იქ თუ ადას­ტუ­რებს თა­ვის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს, ატა­რებს თუ არა სკო­ლის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ კვლე­ვას, იმ აქ­ტი­ვო­ბებს, რა­საც სკო­ლა და­უდ­გენს. ყო­ველ თა­ნამ­დე­ბო­ბას ექ­ნე­ბა თა­ვი­სი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი აღ­წე­რი­ლო­ბა, შე­სა­ბა­მი­სი იქ­ნე­ბა მოთხოვ­ნე­ბიც.

რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი მას­ზე და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას ვერ ას­რუ­ლებ­დეს სა­თა­ნა­დოდ და სამ­სა­ხუ­რი ჰქონ­დეს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა. თუ­კი გა­მოვ­ლინ­დე­ბა, რომ მენ­ტო­რი ვერ ას­რუ­ლებს და­კის­რე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს, მას სტა­ტუსს ვერ ჩა­მო­არ­თ­მევ, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა სამ­სა­ხუ­რი და­კარ­გოს. სტა­ტუ­სი არ ნიშ­ნავს მის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბას, რად­გან შე­იძ­ლე­ბა მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­დეს მენ­ტო­რი, მაგ­რამ კლას­ში გაკ­ვე­თილს ვერ ატა­რებ­დეს, ბავ­შ­ვებს ვერ აჩე­რებ­დეს ან აგ­რე­სი­უ­ლად იქ­ცე­ო­დეს. მა­შინ, რა­ტომ უნ­და ჰქონ­დეს ეს სტა­ტუ­სი და ამ­ხე­ლა ხელ­ფა­სი?

სტა­ტუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს შე­ა­ფა­სებს ხა­რის­ხი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუ­ფი (ეს ჯგუ­ფი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ზე). მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა ყვე­ლა­ზე კარ­გად სად ჩანს? რა თქმა უნ­და, საკ­ლა­სო ოთახ­ში. ამი­ტომ, მას შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფი სწო­რედ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში შე­ა­ფა­სებს, თუმ­ცა, ეს არ იქ­ნე­ბა გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის ტი­პის დაკ­ვირ­ვე­ბა, არა­მედ მას­წავ­ლებ­ლის სა­ქა­მი­ა­ნო­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი შე­ფა­სე­ბა, რა­თა მას­წავ­ლე­ბე­ლი უკე­თე­სი გახ­დეს. მას­წავ­ლე­ბელს შე­ა­ფა­სე­ბენ კა­თედ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი, ასე­ვე, წამ­ყ­ვა­ნი და მენ­ტო­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი. ისი­ნი და­აკ­ვირ­დე­ბი­ან და რჩე­ვებს მის­ცე­მენ.

— ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ჯგუფს საკ­მა­ოდ დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა და ფუნ­ქ­ცია ენი­ჭე­ბა. ვინ იქ­ნე­ბი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მას­წავ­ლებ­ლებს შე­ა­ფა­სე­ბენ და მათ სა­ჭი­რო­ე­ბებს და­ად­გე­ნენ?

— ხა­რის­ხის მარ­თ­ვის ჯგუფ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი მხო­ლოდ დამ­სა­ხუ­რე­ბის მი­ხედ­ვით შე­ირ­ჩე­ვი­ან, ეს იქ­ნე­ბა თა­ნამ­დე­ბო­ბა სკო­ლა­ში. მა­თი სა­ხით გვინ­და სკო­ლა­ში სა­შუ­ა­ლო რგო­ლის მე­ნეჯ­მენ­ტი გა­ვა­ჩი­ნოთ, რომ დი­რექ­ტორს ჰქონ­დეს სა­შუ­ა­ლე­ბა, მა­თი დახ­მა­რე­ბით, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სის ლი­დე­რად ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს. რო­გორც ვახ­სე­ნე, ამ ჯგუფ­ში მო­ი­აზ­რე­ბი­ან კა­თედ­რის გამ­გე­ე­ბი. ისი­ნიც დამ­სა­ხუ­რე­ბით უნ­და შე­ირ­ჩ­ნენ და, რა მო­რი­გე­ო­ბით. მო­რი­გე­ო­ბი­თი თა­ნამ­დე­ბო­ბა სა­ერ­თოდ გა­გი­გი­ათ ბუ­ნე­ბა­ში? შე­იძ­ლე­ბა პრე­ზი­დენ­ტი ან დი­რექ­ტო­რი იყოს მო­რი­გე­ო­ბით? კა­თედ­რის გამ­გის ად­გილს და­ი­კა­ვებს ის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­მაც, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­ა­დას­ტუ­რა რო­გორც საგ­ნობ­რი­ვი, ისე პრო­ფე­სი­უ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი. უპი­რო­ბოდ, ასეთ ადა­მი­ანს ეკუთ­ვ­ნის ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა.

დღეს სკო­ლა­ში მხო­ლოდ ორი თა­ნამ­დე­ბო­ბა არ­სე­ბობს — დი­რექ­ტო­რი და მო­ად­გი­ლე, სხვა და­ნა­რჩე­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლია. არც ერ­თი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია არ არის, სა­დაც სა­შუ­ა­ლო ან და­ბა­ლი რგო­ლის მე­ნე­ჯე­რე­ბი არ ჰყავთ. ამი­ტომ, ვფიქ­რობთ, სკო­ლა­შიც შევ­ქ­მ­ნათ რგო­ლი, რო­მე­ლიც კა­თედ­რის გამ­გე­ე­ბით და მას­წავ­ლებ­ლე­ბით და­კომ­პ­ლექ­ტ­დე­ბა. ოღონდ მა­თი შერ­ჩე­ვა, კი­დევ გა­ვი­მე­ო­რებ, აუცი­ლებ­ლად დამ­სა­ხუ­რე­ბის მი­ხედ­ვით უნ­და მოხ­დეს. ისი­ნი სკო­ლამ უნ­და შე­არ­ჩი­ოს, ჩვენ კი უნ­და ვენ­დოთ მათ, რომ დაგ­ვეხ­მა­რონ მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

— ამ­ბობთ, რომ უნ­და ენ­დოთ, მაგ­რამ რო­გორ შე­ა­მოწ­მებთ ამარ­თ­ლებს თუ არა ეს რგო­ლი თქვენს ნდო­ბას?

— ნე­ბის­მი­ერ­მა ქვე­ყა­ნამ, რო­მელ­მაც წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა შექ­მ­ნა სწო­რედ ეს გზა აირ­ჩია — ვიდ­რე არ ენ­დო, არა­ფე­რი გა­მო­უ­ვი­და.

რო­გორ ფიქ­რობთ, რო­გორ უნ­და გა­ვა­კონ­ტ­რო­ლო 2083 სკო­ლა­ში 58774 პე­და­გო­გი და და­ვად­გი­ნო მა­თი პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბა? ეს ხომ თა­ვის მოტყუ­ე­ბაა. რა თქმა უნ­და, სკო­ლამ ყვე­ლა­ზე კარ­გად იცის თა­ვი­სი პე­და­გო­გე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბიც და მიღ­წე­ვე­ბიც. სა­ბო­ლოო ჯამ­ში კი, ნდო­ბა შე­დე­გებ­მა უნ­და აჩ­ვე­ნოს — პროგ­რესს ნა­ე­კი გა­ზო­მავს. მერ­წ­მუ­ნეთ, ნდო­ბით უფ­რო მი­ვი­ღებთ შე­დეგს, ვიდ­რე კონ­ტ­რო­ლით.

ეს ჯგუ­ფი არა მარ­ტო მას­წავ­ლებ­ლის პრფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე იზ­რუ­ნებს, არა­მედ სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მა­ზე იმუ­შა­ვებს. სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ფუნ­და­მენ­ტი სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მაა, სა­დაც წე­რია, რა უნ­და ვას­წავ­ლოთ, რო­გორ ვას­წავ­ლოთ და რო­გორ შე­ვა­ფა­სოთ. რო­გორ ვას­წავ­ლოთ — ეს ნა­წი­ლი გან­საზღ­ვ­რავს თა­ნა­მედ­რო­ვე სას­წავ­ლო მე­თო­დებ­სა და მიდ­გო­მებს (სწავ­ლე­ბა კე­თე­ბით, ძი­ე­ბით, პრო­ექ­ტუ­ლი სწავ­ლე­ბით და ა.შ.), ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ზუს­ტად კუ­რი­კუ­ლუმ­ში უნ­და ჩან­დეს. ამი­ტომ გვჭირ­დე­ბა სკო­ლა­ში ისე­თი ძლი­ე­რი გუნ­დი, რო­მე­ლიც სას­წავ­ლო გეგ­მას ეფექ­ტურს გახ­დის და ის არ იქ­ნე­ბა პირ­და­პირ კო­პი­რე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მი­დან.

— „მას­წავ­ლებ­ლის რე­გუ­ლი­რე­ბის წე­სის“ მი­ხედ­ვით გა­მოც­დე­ბი წე­ლი­წად­ში ერ­თხელ ჩა­ტარ­დე­ბა? ექ­ნე­ბა თუ არა კავ­ში­რი მის პროგ­რა­მებ­სა და ტეს­ტებს ძველ სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მებ­თან?

— დი­ახ, ამ ეტაპ­ზე, ვფიქ­რობთ, გა­მოც­დე­ბი წე­ლი­წად­ში ერ­თხელ ჩა­ვა­ტა­როთ, ხო­ლო რაც შე­ე­ხე­ბა სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მებს, მი­ნის­ტ­რის ინი­ცი­ა­ტი­ვაა და ჩვენც ვე­თან­ხმე­ბით ამ მოთხოვ­ნას, რომ გა­მოც­და, გან­სა­კუთ­რე­ბით პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­ში, იყოს პრაქ­ტი­კა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი — პრაქ­ტი­კუ­ლი ელე­მენ­ტე­ბის შემ­ც­ვე­ლი. მა­გა­ლი­თად, STEM-ის საგ­ნებ­ში ვფიქ­რობთ, რომ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ცდე­ბიც კი ჩა­ვა­ტა­რე­ბი­ნოთ პე­და­გო­გებს, იქ­ნე­ბა ეს ვირ­ტუ­ა­ლუ­რი თუ რე­ა­ლუ­რი. ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით გვინ­და პრაქ­ტი­კუ­ლი ელე­მენ­ტე­ბის შე­ტა­ნა, რომ სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბი­სას, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვი­ყოთ, მარ­თ­ლა იმ­სა­ხუ­რებს თუ არა ის ამ წო­დე­ბას. შე­იძ­ლე­ბა ტეს­ტი კარ­გად ისეთ­მა ადა­მი­ან­მაც ჩა­ა­ბა­როს, რო­მე­ლიც საკ­ლა­სო ოთახ­ში არა­ე­ფექ­ტუ­რია. ამი­ტომ შე­ვეც­დე­ბით, მი­სი პრაქ­ტი­კაც ვნა­ხოთ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სრუ­ლი­ად ახალ სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მას შევ­თა­ვა­ზებთ მას­წავ­ლებ­ლებს, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემს გავ­ზო­მოთ რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რია მას­წავ­ლე­ბე­ლი პრაქ­ტი­კა­ში.

— ისევ იზ­რუ­ნებს თუ არა ცენ­ტ­რი მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­მოც­დე­ბის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბა­ზე? რა რე­სურსს შეს­თა­ვა­ზებთ მათ?

— რა თქმა უნ­და, ვიზ­რუ­ნებთ იმის მი­ხედ­ვით, რა ტი­პის გა­მოც­დებ­საც შევ­თა­ვა­ზებთ. პირ­ვე­ლად ხდე­ბა, რომ ჩვე­ნი ცენ­ტ­რი და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი ერ­თად ვმუ­შა­ობთ ამ სა­კითხებ­ზე და არა ცალ-ცალ­კე. ჩვე­ნი ექ­ს­პერ­ტე­ბი ერ­თად მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სა­გა­მოც­დო სა­კითხე­ბის შედ­გე­ნა­შიც.

— „მას­წავ­ლებ­ლის რე­გუ­ლი­რე­ბის წე­სი“ ყვე­ლა მოქ­მე­დი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის იქ­ნე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო და თუ იქ­ნე­ბა ვა­დე­ბი დად­გე­ნი­ლი, მა­გა­ლი­თად პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, რა პე­რი­ოდ­ში უნ­და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ სა­ფე­ხუ­რებ­რი­ვი წინ­ს­ვ­ლა?

— „მას­წავ­ლებ­ლის რე­გუ­ლი­რე­ბის წე­სი“ სა­ვალ­დე­ბუ­ლოა ყვე­ლა მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის და შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა მოქ­მე­დი მას­წავ­ლე­ბე­ლი უნ­და ჩა­ერ­თოს ამ სქე­მა­ში. ჩე­მი პო­ზი­ციაა (ეს არ არის სა­ბო­ლო­ოდ შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი), რომ ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს ჰქონ­დეს მოქ­მე­დი კონ­ტ­რაქ­ტი და თუ ის ამ კონ­ტ­რაქ­ტის პი­რო­ბებს ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს (რა დამ­სა­ხუ­რე­ბაც უნ­და ჰქონ­დეს), სკო­ლამ არ უნ­და „შე­ი­ნა­ხოს“. კონ­ტ­რაქ­ტის მი­ხედ­ვით, მას­წავ­ლე­ბელს ექ­ნე­ბა გა­მოკ­ვე­თი­ლი უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი და მოთხოვ­ნე­ბი. ყვე­ლა სამ­სა­ხურ­ში ასეა და მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია რა­ტომ არის გა­მო­ნაკ­ლი­სი? მით უფ­რო, რო­ცა ის მო­მა­ვალ თა­ო­ბას ზრდის. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა წლე­ბი ით­მი­ნო და სკო­ლი­დან არ გა­უშ­ვა მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცესს აგ­დებს.

— რამ­დე­ნი წლით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა ეს ვა­დე­ბი?

— მარ­თა­ლია, მაქვს ჩე­მი მო­საზ­რე­ბა, მაგ­რამ ვა­დე­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მო­ვაცხა­დებთ. თუმ­ცა, გეტყ­ვით, რომ დღე­ვან­დე­ლი შრო­მის კო­დექ­სი­თაც არის გან­საზღ­ვ­რუ­ლი, თუ კონ­ტ­რაქ­ტის პი­რო­ბებს ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს კად­რი, მი­სი დათხოვ­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია, რად­გან უვა­დო კონ­ტ­რაქ­ტი არ არ­სე­ბობს. დი­რექ­ტორს ახ­ლაც შე­უძ­ლია და­ითხო­ვოს მას­წავ­ლე­ბე­ლი სამ­სა­ხუ­რი­დან, თუ ის ვერ ას­რუ­ლებს მას­ზე და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას. ვა­დე­ბი ახ­ლაც წე­რია შრო­მის კო­დექ­ს­ში, უბ­რა­ლოდ, ჩვენ მო­ვითხოვთ, რომ ის შე­ას­რუ­ლონ დი­რექ­ტო­რებ­მა.

— ძვე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი­დან, გარ­და პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კის კვლე­ვი­სა, კი­დევ რა აქ­ტი­ვო­ბე­ბი დარ­ჩე­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ?

— პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა ერთ მას­წავ­ლე­ბელს შე­იძ­ლე­ბა სჭირ­დე­ბა კლა­სის მარ­თ­ვა­ში, მე­ო­რეს — ბუ­ლინ­გის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მე­სა­მეს კი­დევ — სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, ანუ აქ­ტი­ვო­ბე­ბი სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით დად­გინ­დე­ბა, ყვე­ლა ადა­მი­ანს ერ­თ­ნა­ი­რი სა­ჭი­რო­ე­ბა ხომ ვერ ექ­ნე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა კვლე­ვას, ეს ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და ის­წავ­ლოს. ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­რო შე­თან­ხ­მ­და, რომ მას­წავ­ლებ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა პრაქ­ტი­კის კვლე­ვაა. ეს არის იმ ტი­პის კვლე­ვა (არ არის ფუნ­და­მენ­ტუ­რი და არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რთუ­ლი სტა­ტის­ტი­კუ­რი მე­თო­დე­ბი), რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე კარ­გად ავ­ლენს საკ­ლა­სო ოთახ­ში, მა­გა­ლი­თად, IXბ კლას­ში, ინ­გ­ლი­სუ­რის სწავ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებს. რომ­ლის შემ­დე­გაც პე­და­გო­გი შე­ი­მუ­შა­ვებს ახალ მო­დელს, და­ნერ­გავს კლას­ში და შე­ა­ფა­სებს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბას ძველ­სა და ახალს შო­რის. პრაქ­ტი­კის კვლე­ვა მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი კვლე­ვაა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას (არ მინ­და ვიხ­მა­რო სუს­ტი), მსუ­ბუ­ქი ტი­პის კვლე­ვა, რომ­ლის გან­ზო­გა­დე­ბაც არ შე­იძ­ლე­ბა, რად­გან მო­დელ­მა, რო­მელ­მაც IXბ კლას­ში იმუ­შა­ვა, შე­იძ­ლე­ბა IXა კლას­ში არ იმუ­შა­ოს. ამი­ტო­მაც ატარებს ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი სა­კუ­თა­რი პრაქ­ტი­კის კვლე­ვას და ამით თა­ვა­დაც ვი­თარ­დე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლად და მოს­წავ­ლე­ებ­საც ეხ­მა­რე­ბა.

— იქ­ნე­ბა თუა არა კვლე­ვა სა­ფე­ხუ­რებ­რი­ვი წინ­ს­ვ­ლის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა?

— არა, მას­ზე არ იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა, ამით ჩვენ მათ უფ­რო გა­და­ვამ­ზა­დებთ, უნა­რებს შევ­ძენთ. რა­ტომ გვინ­და ყვე­ლაფ­რის ზომ­ვა. თუ სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­დაწყ­ვეტს, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი ვერ უმ­კ­ლავ­დე­ბა დამ­კ­ვირ­ვებ­ლებს, რა­ღაც პრობ­ლე­მე­ბი აქვს, მას ურ­ჩე­ვენ, რომ პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კის კვლე­ვა ჩაატაროს.

წინ­ს­ვ­ლის­თ­ვის რა­საც მოვ­თხოვთ მას­წავ­ლე­ბელს, ეს იქ­ნე­ბა: გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა, სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის შე­ფა­სე­ბა და სტა­ტუ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. სტა­ტუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად კი, ვფიქ­რობთ, სე­მეს­ტ­რ­ში სა­მი­დან ხუთ დაკ­ვირ­ვე­ბამ­დე გა­ი­ა­როს. ეს იქ­ნე­ბა ყო­ველ­წ­ლი­უ­რი პრო­ცე­სი. მას­წავ­ლე­ბე­ლი თვი­თონ მო­იწ­ვევს ჯგუ­ფის წევ­რებს, რომ და­აკ­ვირ­დ­ნენ და შე­უ­ფა­სონ ხუ­თი გაკ­ვე­თი­ლი. მთა­ვა­რია, მათ ქცე­ვა გა­უმ­ყარ­დეთ, თო­რემ ინ­ტენ­სი­ურ დაკ­ვირ­ვე­ბას ისე რა აზ­რი აქვს. ეს იქ­ნე­ბა თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა უფ­რო გა­მოც­დილ პე­და­გო­გებ­თან, რომ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოს პრო­ფე­სი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, რჩე­ვებს მის­ცე­მენ, რა გა­ა­კე­თოს იმის­თ­ვის, რომ გახ­დეს უკე­თე­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი. ჩვე­ნი სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი ხომ ეს არის — ბავ­შ­ვ­მა მი­ი­ღოს ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა. იცით, რი­თი გახ­დე­ბა უკე­თე­სი პე­და­გო­გი? რო­ცა ქცე­ვას გა­იმ­ყა­რებს, მხო­ლოდ ტრე­ნინ­გ­ზე დას­წ­რე­ბა არაფ­რის მომ­ცე­მია. თუ იქ მი­ღე­ბულ ცოდ­ნას გაკ­ვე­თილ­ზე არ გა­მო­ი­ყე­ნებს, ფუ­ჭად და­ხარ­ჯუ­ლი დრო და წყალ­ში გა­დაყ­რი­ლი ფუ­ლი იქ­ნე­ბა.

— იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ ჯგუ­ფი გა­დაწყ­ვეტს, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი ვერ გან­ვი­თარ­და, ვერ აჩვენა პროგ­რე­სი, რა მოხ­დე­ბა? მის სტა­ტუსს საფ­რ­თხე ემუქ­რე­ბა?

— სტა­ტუსს ვე­რა­ფერს ვერ უზამ, ის ერ­თხელ მი­ი­ღო და აქვს, მაგ­რამ სკო­ლამ შე­იძ­ლე­ბა მას­თან კონ­ტ­რაქ­ტი შეწყ­ვი­ტოს. მთელ მსოფ­ლი­ო­ში ასე ხდე­ბა. ამი­ტომ მას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბა ყო­ველ­წ­ლი­უ­რად მოხ­დე­ბა, „დაკ­ვირ­ვე­ბა“ — ეს სიტყ­ვა სა­ერ­თოდ ამო­ვი­ღოთ, რად­გან მას­წავ­ლე­ბელს კი არ აკ­ვირ­დე­ბი­ან, მას­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბენ გა­მოც­დი­ლი პე­და­გო­გე­ბი, რომ უკე­თე­სი გა­ხა­დონ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი. შე­იძ­ლე­ბა ჯგუ­ფის წევ­რ­მა, მის გაკ­ვე­თილ­ზე ისე­თი სა­ინ­ტე­რე­სო რამ აღ­მო­ა­ჩი­ნოს, რომ შემ­დეგ თვი­თონ და­ნერ­გოს. ჩვენ რა­ტომ­ღაც გვგო­ნია, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა დე­და­ქა­ლა­ქი­დან ჩა­მო­სუ­ლი ექ­ს­პერ­ტე­ბის მი­ერ გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბაა. მა­შინ, რო­ცა სკო­ლის ბა­ზა­ზე პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, მთელ მსოფ­ლი­ო­ში, ერთ-ერ­თი წამ­ყ­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. შე­იძ­ლე­ბა, რო­მე­ლი­მე სოფ­ლის სკო­ლა­ში ისე­თი კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­დეს, რომ ცენ­ტ­რი­დან ჩა­სულ ყვე­ლა ტრე­ნერს აჯო­ბოს. რა­ტომ არ უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ ის?

— ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლის გზე­ბი. სის­ტე­მას სჭირ­დე­ბა ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ახალ­გაზ­რ­და მას­წავ­ლებ­ლე­ბი. რო­გორ აპი­რებთ მას­წავ­ლე­ბელ­თა კორ­პუ­სის გა­ა­ხალ­გაზ­რ­და­ვე­ბას? გა­ი­ოლ­დე­ბა თუ არა არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რ­დე­ბის სის­ტე­მა­ში შეს­ვ­ლას უზ­რუნ­ველ­ყოფს?

— მას­წავ­ლებ­ლის პროფე­სი­ას, სხვა პრო­ფე­სი­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ცვლის ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი მა­ჩვე­ნე­ბე­ლი აქვს, ანუ მას­წავ­ლე­ბე­ლი იწყებს სამ­სა­ხურს და 80 წლის ასა­კამ­დე ას­წავ­ლის. რა­ღაც პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ჯერ­და ეს პრო­ფე­სია და ახალ ადა­მი­ა­ნებს შეს­ვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა აღარ მი­ე­ცათ. ბუ­ნებ­რი­ვია, რო­ცა პრო­ფე­სი­ა­ზე მოთხოვ­ნა აღარ არის, ახალ­გაზ­რ­და მო­წო­დე­ბი­თაც რომ იყოს პე­და­გო­გი, იმის გა­მო, რომ უახ­ლო­ე­სი ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დას­აქ­მე­ბის შან­სი არ აქვს, სხვა პრო­ფე­სი­ას ირ­ჩევს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ვკარ­გავთ პერ­ს­პექ­ტი­ულ ახალ­გ­აზ­რ­დებს და ვე­ღარ ხდე­ბა ახა­ლი სის­ხ­ლის შე­დი­ნე­ბა ამ პრო­ფე­სი­ა­ში. თუმ­ცა, აქ­ვე გეტყ­ვით, რომ ასა­კი ცუდ პე­და­გო­გო­ბას არ ნიშ­ნავს. რა­ტომ­ღაც ხალხს ჰგო­ნია, რად­გან ასა­კო­ვა­ნია, ცუ­დი პე­და­გო­გია. ბევ­რი 65 წლის მას­წავ­ლე­ბე­ლი აჯო­ბებს 25 წლის ახალ­გაზ­რ­დას, რო­მე­ლიც უკ­ვე „მო­ხუ­ცია პო­ფე­სი­ა­ში“ — არა აქვს ენერ­გია ან პრო­ფე­სი­უ­ლი თუ საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცია. უბ­რა­ლოდ, 25 წლი­საა. ამი­ტომ მი­სი ასა­კი სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ კარ­გი პე­და­გო­გი იქ­ნე­ბა. და­მე­თან­ხ­მე­ბით, კარგ მას­წავ­ლე­ბელს არც ერთ ასაკ­ში არ უჭირს კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბა. თუ ის 65 ან 67 წლის ასაკ­ში გა­დაწყ­ვეტს, რომ და­ი­ღა­ლა, მენ­ტო­რად გა­მო­ვი­ყე­ნოთ, შე­ვიყ­ვა­ნოთ ხა­რის­ხის ჯგუფ­ში, რომ 25 წლის მას­წავ­ლე­ბელს მის­ცეს რჩე­ვე­ბი და ნა­ხე­ვა­რსა­ა­თობ­რი­ვი დატ­ვირ­თ­ვა მივ­ცეთ, და­ნარ­ჩე­ნი და­ნა­მა­ტი ამ საქ­მი­ა­ნო­ბით შე­ვუვ­სოთ. ამით ახალგაზრდას მივ­ცეთ შან­სი, გახ­დეს კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი. სის­ტე­მაც ამო­ი­სუნ­თ­ქავს.

— ახა­ლი წე­სით, ექ­ნე­ბა თუ არა რა­ი­მე პრი­ვი­ლე­გია პე­და­გო­გი­კა­ში მა­ი­ნორ­პ­როგ­რა­მა­გავ­ლილ კადრს?

— ჩვენ, და­ახ­ლო­ე­ბით, ხუთ-ექვს გზას გან­ვი­ხი­ლავთ პრო­ფე­სი­ა­ში შე­სას­ვე­ლე­ლად. გვინ­და, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი სა­შუ­ა­ლე­ბა მივ­ცეთ ახალ­გაზ­რ­დებს, გახ­დ­ნენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი. აუცი­ლე­ბე­ლია, გა­ვა­ი­ო­ლოთ პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლა, მაგ­რამ გა­მოც­დი­ლი პე­და­გო­გე­ბის დახ­მა­რე­ბით, მათ პრო­ფე­სი­ა­ში დარ­ჩე­ნაც უნ­და გა­ვუ­ად­ვი­ლოთ. ეს სე­რი­ოზუ­ლი პრობ­ლე­მაა მთელ მსოფ­ლი­ო­ში. თით­ქ­მის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში, რამ­დე­ნი­მე გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ას ერ­თი მე­სა­მე­დი ტო­ვებს პირ­ველ წელს, მათ­თ­ვის იმ­ხე­ლა შო­კია თა­ნა­მედ­რო­ვე ბავ­შ­ვ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. მას უნ­და ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შე­ბით სწავ­ლე­ბა, სჭირ­დე­ბა სხვა მენ­ტა­ლი­ტე­ტის ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, პრო­ექ­ტებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა, აღარ ინ­ტე­რეს­დე­ბა ძვე­ლი მე­თო­დე­ბით. მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ამის გა­კე­თებას ყვე­ლა ახალ­გაზრ­და შეძლებს.

პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლი­სას, ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს მო­უ­წევს საგ­ნის კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბა, პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე კი, სკო­ლა­ში შეს­ვ­ლის შემ­დეგ, პა­რა­ლე­ლუ­რად, იზ­რუ­ნებს.

— მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით, ცენ­ტ­რ­მა კი­დევ ერ­თი ინი­ცი­ა­ტი­ვა წა­მო­იწყო, ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, თქვენ ეძებთ სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლებს? რას მო­ი­ტანს ეს?

— მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია სხვა ტრა­დი­ცი­ულ „თეთ­რ­სა­ყე­ლო­ი­ან“ (ად­რე ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ სამ­სა­ხუ­რებს ვე­ძახ­დით) სამ­სა­ხუ­რებს შო­რის, ყვე­ლა­ზე და­ბა­ლა­ნაზღა­უ­რე­ბა­დი და და­ბალ­პ­რეს­ტი­ჟუ­ლია. იმის­თ­ვის, რომ ავ­წი­ოთ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი სტა­ტუ­სი, პრო­ფე­სი­ა­ში უნ­და მო­ვი­ზი­დოთ რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი მა­ღა­ლი უნა­რე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი კონ­კ­რე­ტუ­ლი პო­პუ­ლა­ცი­ი­დან. მა­გა­ლი­თად, ად­რე სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში ვთქვი და ახ­ლაც გა­ვი­მე­ო­რებ: რო­ცა გა­ი­გებთ, რომ თქვე­ნი კლა­სე­ლი, რო­მე­ლიც ძლივს გა­დაჰ­ყავ­დათ კლა­სი­დან კლას­ში და მე­რე მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­და, იმ სკო­ლის მი­მართ, სა­დაც ის მუ­შა­ობს, ნდო­ბა ეცე­მა. მაგ­რამ, თუ თქვე­ნი კლა­სე­ლი, რო­მე­ლიც სკო­ლა­ში კარ­გად სწავ­ლობ­და და მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ო­და, პე­და­გო­გი გახ­და, ბუ­ნებ­რი­ვია, თქვენს შვილს უფ­რო თა­მა­მად მი­იყ­ვანთ სკო­ლა­ში, სადაც ის ასწავლის. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ა­საც მე­ტად ენ­დო­ბით. ამ კონ­კურ­სე­ბით გვინ­და ადა­მი­ა­ნებს ვუთხ­რათ, რომ ამ პრო­ფე­სი­ა­ში მუდ­მი­ვად და­ფა­სე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი­ან. რო­ცა ამ პრო­ფე­სი­ა­ში წარ­მა­ტე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­ზე ხში­რად ვი­სა­უბ­რებთ, სა­ზო­გა­დო­ე­ბაც სხაგ­ვა­რად შე­ხე­დავს მათ — გა­მო­არ­ჩევს და და­ა­ფა­სებს. ეს პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის ხელ­შეწყო­ბის გარ­და, მას­წავ­ლებ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ა­საც გაზ­რ­დის.

— რა რო­ლი ექ­ნე­ბა დი­რექ­ტორს მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში?

— დი­რექ­ტო­რის სტან­დარ­ტ­ზე ახ­ლა ვმუ­შა­ობთ. დი­რექ­ტო­რის პრო­ფე­სი­ი­სად­მი მიდ­გო­მა მთლი­ა­ნად უნ­და შე­იც­ვა­ლოს, ის უნ­და გახ­დეს მა­ღა­ლა­ნაზღა­უ­რე­ბა­დი და დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი სამ­სა­ხუ­რი. ის უნ­და წარ­მო­ჩინ­დეს რო­გორც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სის ლი­დე­რი, რო­მელ­საც ზო­გა­დი მარ­თ­ვის სა­კითხებ­თან ერ­თად, კარ­გად შე­უძ­ლია სას­წავ­ლო სას­კო­ლო გეგ­მის შედ­გე­ნაც და მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბაც. მან კომ­ბი­ნა­ცი­ა­ში უნ­და შეძ­ლოს პრო­ცე­სე­ბის მარ­თ­ვა და სრუ­ლად გახ­დეს პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი თა­ვი­სი სკო­ლის გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე.

— ხომ არ იგე­გე­მე­ბა სკო­ლე­ბის რე­ი­ტინ­გუ­ლად და­ლა­გე­ბა?

— არა, რად­გან ეს არას­წო­რი მიდ­გო­მაა. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ ვერ უზ­რუნ­ველ­ვ­ყოფთ ხა­რის­ხი­ანი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მომ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას მთე­ლი ქყვე­ნის მას­შ­ტა­ბით. ამი­ტომ იორ­მუ­ღან­ლოს სკო­ლა 51-ე სკო­ლას რომ შე­ა­და­რო, ვფიქ­რობ, არ არის სწო­რი. იორ­მუ­ღან­ლოს სკო­ლა უნ­და შე­ვა­ფა­სოთ მი­სი პროგ­რე­სის მი­ხედ­ვით — სად იყ­ვ­ნენ წელს და სად იქ­ნე­ბი­ან გა­ი­სად. ასე­ვე, უნ­და შე­ვა­ფა­სოთ 51-ე სკო­ლა — გა­ნი­ცა­და თუ არა პროგ­რე­სი თა­ვის თავ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

— რო­გორ შე­ვა­ფა­სოთ თქვენ მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბის სის­წო­რე და ეფექ­ტუ­რო­ბა, პირ­ველ რიგ­ში, რა­ზე უნ­და აისა­ხოს ან რამ­დენ ხან­ში უნ­და ვიგ­რ­ძ­ნოთ ხელ­შე­სა­ხე­ბი შედე­გე­ბი?

— ბევ­რ­გან მით­ქ­ვამს და თქვენ­თა­ნაც გა­ვი­მე­ო­რებ — გა­ნათ­ლე­ბა ჰგავს ხე­ჭე­ჭურ მსხალს, ეს არის სფე­რო, სა­დაც ეფექტს ვერ მი­ი­ღებ პირ­ველ, მე­ო­რე ან მე­სა­მე წელს, ის ხან­გ­რ­ძ­ლივ დროს მო­ითხოვს. ერ­თა­დერ­თი, რაც ახა­ლი სკო­ლის პრო­ექ­ტ­ში სწრა­ფად გახ­და თვალ­სა­ჩი­ნო, არის ის, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბის მო­ტი­ვა­ცია გა­ი­ზარ­და და ბავ­შ­ვე­ბი გაკ­ვე­თი­ლებ­ზე ხა­ლი­სი­ა­ნე­ბი გახ­დ­ნენ. მშობ­ლე­ბი ხე­და­ვენ გა­ღი­მე­ბულ და ბედ­ნი­ერ შვი­ლებს, პრო­ექ­ტებ­ზე მო­მუ­შა­ვეთ და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცეს­ში და­კა­ვე­ბულებს და არა და­ზე­პი­რე­ბა­ზე და ნიშ­ნის მი­ღე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულებს.

მა­ღალ­სა­აზ­როვ­ნო უნა­რებ­ზე სწო­რედ მა­შინ გა­დის ბავ­შ­ვი, რო­ცა მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა აქვს. შე­უძ­ლე­ბე­ლია, დათ­რ­გუ­ნულ­მა ბავ­შ­ვ­მა ეს შეძ­ლოს. რო­ცა მოს­წავ­ლე მომ­ღი­მარ და მო­ტი­ვი­რე­ბულ მას­წავ­ლე­ბელს ხე­დავს, რო­ცა თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან გუნ­დუ­რად მუ­შა­ობს, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან სო­ცი­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბა­შია, მის­თ­ვის სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ისე სწრა­ფად და სა­სი­ა­მოვ­ნოდ მი­დის, რომ ვერც იგებს. 21-ე სა­უ­კუ­ნის მო­ქა­ლა­ქეც ხომ სწო­რედ ასე­თია — კრე­ა­ტი­უ­ლი და მო­აზ­როვ­ნე, რო­მელ­საც შე­უძ­ლია კვლე­ვით და კე­თე­ბით ის­წავ­ლოს, იმი­ტომ რომ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბაც კვლე­ვა და კე­თე­ბაა. ჩვენ კი, არც კვლე­ვას გვას­წავ­ლიდ­ნენ სკო­ლა­ში და არც კე­თე­ბას. ორი­ენ­ტი­რი ახ­ლა ამა­ზეა — სწავ­ლა კე­თე­ბით და სწავ­ლა ძი­ე­ბით.

— რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ის თა­ნა­მედ­რო­ვე მას­წავ­ლე­ბე­ლი, რომ­ლის­თ­ვი­საც თქვენ ამ ცვლი­ლე­ბებს ახორ­ცი­ე­ლებთ?

— თა­ნა­მედ­რო­ვე მას­წავ­ლე­ბე­ლი არის ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია მოს­წავ­ლე­ებ­თან სა­ინ­ტე­რე­სო გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა სწავ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბით, რო­მე­ლიც სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტე­ბით და­ა­ინ­ტე­რე­სებს მოს­წავ­ლე­ებს და შეძ­ლებს მათ მაქ­სი­მა­ლუ­რად ჩარ­თ­ვას პრო­ცეს­ში. აი, ასე­თია ჩე­მი თვალ­თა­ხედ­ვით თა­ნა­მედ­რო­ვე მას­წავ­ლე­ბე­ლი.

— მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი თქვენ­გან მას­წავ­ლებ­ლებს

— პრო­ფე­სი­ა­ში მყოფ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა და ჩვენ, ვინც სის­ტე­მა­ში ვართ, ყვე­ლამ ერ­თად უნ­და და­ვიბ­რუ­ნოთ ღირ­სე­ბა და ვაჩ­ვე­ნოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ მას­წავ­ლებ­ლო­ბა არ არის და­ბა­ლა­ნაზღა­უ­რე­ბა­დი პრო­ფე­სია, რომ ჩვენ ვართ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ზე სა­ჭი­რო პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და რომ მას­წავ­ლე­ბელ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ამ ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი. პირ­ველ რიგ­ში, თა­ვად უნ­და და­ა­ფა­სო სა­კუ­თა­რი თა­ვი, რომ სხვა­მაც და­გა­ფა­სოს.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები