ავტორთა ჯგუფი:
ქეთევან ქიტესაშვილი
სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. სართიჭალის №1 საჯარო სკოლისა და სოფ. მუღანლოს საჯარო სკოლის მათემატიკისა და დაწყებითი კლასების წამყვანი მასწავლებელი
მარიამ გენგაშვილი
სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. სართიჭალის №1 საჯარო სკოლის მათემატიკისა და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წამყვანი მასწავლებელი
ლამზირა ცუცქირიძე
სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. სართიჭალის №1 საჯარო სკოლის მათემატიკის წამყვანი მასწავლებელი
გთავაზობთ, მათემატიკურ ტერმინთა განმარტებით ლექსიკონს, რომელიც შეიქმნა მათემატიკის მასწავლებელთა ჯგუფის მიერ (ქეთევან ქიტესაშვილი, მარიამ გენგაშვილი, ლამზირა ცუცქირიძე) მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით.
⇔ ლექსიკონი წარმოადგენს მნიშვნელოვან სასწავლო რესურსს როგორც მოსწავლეებისთვისა და მასწავლებლებისთვის, ასევე მათემატიკით დაინტერესებული პირებისთვის.
აღნიშნული მასალა შეიძლება გამოყენებულ იქნეს:
- მოსწავლის მიერ თეორიული მასალის უკეთ დაუფლებისთვის;
- დავალების ინსტრუქციის სრულყოფილად გაგება-გააზრებისთვის;
- ძირითადი მათემატიკური ცნებებისა და ფორმულების შესწავლისათვის;
- ფუნქციური უნარების გასავითარებლად;
ლექსიკონი იხილეთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე ⇓
https://drive.google.com/file/d/1EX3CtXcOLD0kh0JIDVr0DXND_dz0iihq/view?usp=drive_link
ლექსიკონის გამოყენება შეგიძლიათ შემდეგნაირად:
- გადადით ბმულზე და ჩამოტვირთეთ დოკუმენტი, რომელიც მოცემულია PDF ფორმატში; დოკუმენტი შეგიძლიათ ამობეჭდოთ ან/და გამოიყენოთ ელექტრონული ფორმით; ლექსიკონი შედგება 41 გვერდისგან;
- ლექსიკონს ახლავს სარჩევი, რომლის დახმარებითაც უფრო მარტივად მიაგნებთ სასურველ საძიებო ტერმინს; ელექტრონული ფორმით სარგებლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ ფუნქცია Ctrl-F, სადაც მიუთითებთ სასურველ სიტყვას, კომპიუტერი კი თავად მოძებნის მას;
- ლექსიკონში ტერმინები მოცემულია ანბანურად. ზოგიერთ ტერმინს ახლავს სურათებიც;
- ლექსიკონში წარმოდგენილია მათემატიკის ძირითადი ფორმულები, რომელიც დალაგებულია თემატურად;
- ლექსიკონის ბოლოს წარმოდგენილია მათემატიკის სწავლისთვის მნიშვნელოვანი ვებ-გვერდების ბმულები;
- რესურსი ძირითადად განკუთვნილია საბაზო-საშუალო საფეხურების მოსწავლეებისათვის;
⇓⇓⇓ ავტორთა ჯგუფი მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენ მიერ შექმნილ და გაზიარებულ რესურსს გამოიყენებთ პრაქტიკაში და სურვილისამებრ თქვენს უკუკავშირს გამოგვიგზავნით მეილებზე ⇒ kitesashvi.ketevan@teachers.gov.ge; gengashvili.mariam@teachers.gov.ge ; tsutskiridze.lamzira@teachers.gov.ge