29 მაისი, ხუთშაბათი, 2025

„მა­ზან­და­რა­ნე­ლი ვეფხ­ვის“ მომ­თ­ვი­ნი­ე­რე­ბე­ლი ქარ­თ­ვე­ლი ათ­ლე­ტი

spot_imgspot_img

არ­სე­ბო­ბენ ჩემ­პი­ო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სპორ­ტულ სარ­ბი­ელ­ზე გა­ელ­ვე­ბის შემ­დეგ ცხოვ­რე­ბის კუ­ლი­სებ­ში გა­და­ი­ნაც­ვ­ლე­ბენ ხოლ­მე, თუმ­ცა უმე­ტე­სო­ბა პოს­ტ­ს­პორ­ტულ ცხოვ­რე­ბა­შიც დიდ სცე­ნა­ზე რჩე­ბა და აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში. ჩვე­ნი რუბ­რი­კის დღე­ვან­დე­ლი გმი­რიც ასე­თია – ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­დის ვი­ცე-ჩემ­პი­ო­ნი, მსოფ­ლი­ოს ორ­გ­ზის და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი თა­ვი­სუ­ფალ ჭი­და­ო­ბა­ში 78 კი­ლოგ­რამ­ში, უამ­რა­ვი სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი და „მა­ზან­და­რა­ნე­ლი ვეფხ­ვის“ მომ­თ­ვი­ნი­ე­რე­ბე­ლი გუ­რამ სა­ღა­რა­ძე. ტი­ტუ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ხომ აშ­კა­რაა, რომ დი­დი კვა­ლი და­ტო­ვა ქარ­თუ­ლი (და არა მხო­ლოდ) სპორ­ტის ის­ტო­რი­ა­ში. დღეს, 86 წლის ასაკ­შიც კი, ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და, უპირ­ვე­ლე­სად, სა­ჭი­დაო სამ­ყა­რო­ში ძვე­ლე­ბუ­რად რჩე­ბა ან­გა­რიშ­გა­სა­წევ ავ­ტო­რი­ტე­ტად, რომ­ლის აზ­რ­საც ის­მე­ნენ და ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ. ეგ კია, რომ ძვე­ლე­ბუ­რად ვე­ღარ აქ­ტი­უ­რობს ვერც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში და ვერც თა­მა­დის სა­პა­ტიო ინ­ს­ტი­ტუტს თუ ნა­ირ­ნა­ირ სას­მი­სებს ვე­ღარ ეჭი­დე­ბა ძვე­ლე­ბუ­რი შე­მარ­თე­ბით, მაგ­რამ ავან­ს­ცე­ნა­ზე ნამ­დ­ვი­ლად რჩე­ბა.

შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, ჭა­ბუ­კო­ბა-სპორ­ტ­ს­მე­ნო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ის თბი­ლი­სის კო­ლო­რი­ტი იყო და ამ არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ ტი­ტულს პე­წი არც დღეს დაჰ­კარ­გ­ვია. რა­ჭუ­ლი წარ­მო­შო­ბის ახალ­გაზ­რ­და, ტი­ტუ­ლე­ბის გარ­და, თბი­ლი­სურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ნათ­ლე­ბით, დახ­ვე­წი­ლი ლექ­სი­კით, სა­ინ­ტე­რე­სო სა­უბ­რით, რა­ინ­დუ­ლი გა­რეგ­ნო­ბით და გა­მორ­ჩე­უ­ლი თა­მა­დო­ბი­თაც ხიბ­ლავ­და. მე თქვენ გეტყ­ვით და სა­თა­მა­დოდ მას­ტერ-კლა­სებ­ზე ჩა­სა­წე­რად შორს წას­ვ­ლა დას­ჭირ­დე­ბო­და — ვე­რის უბ­ნის ვაჟ­თა მე-8 სკო­ლა­ში (რო­მე­ლიც ვერ­ცხ­ლის მე­დალ­ზე და­ამ­თავ­რა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი პო­ლი­ტექ­ნი­კურ ინ­ს­ტი­ტუტ­შიც წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი იყო) მი­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი გან­თ­ქ­მუ­ლი თა­მა­და, მჭევ­რ­მეტყ­ვე­ლი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე სი­მო­ნი­კა სხირ­ტ­ლა­ძე იყო. რაჭ­ველ­მა რაჭ­ველს მარ­თ­ლაც ბევ­რი რამ გა­დას­ცა და სა­ღა­რა­ძის თა­მა­დო­ბაც ერ­თ­გ­ვა­რი რი­ტუ­ა­ლია – სას­მი­სე­ბის ტრი­ა­ლის და მჭევ­რ­მეტყ­ვე­ლე­ბის გარ­და, უკ­რავ­და გი­ტა­რა­ზე და მღე­რო­და კი­დეც.

თან, მა­შინ­დე­ლი თა­ო­ბა მა­ინც სხვა იყო – სხვა პე­წი, სხვა რა­ინ­დო­ბა და სხვა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი მოს­დ­გამ­დათ. მახ­სოვს, ერ­თხელ ფა­ლა­ვან­თა კლუბ­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე გუ­რამ სა­ღა­რა­ძე, რო­მან რუ­რუ­ას­თან ერ­თად, რო­გორ წყრე­ბო­და ზუს­ტად იმ ძვე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­კარ­გ­ვა­ზე, რომ ახალ­გაზ­რ­დებ­მა აღარ იცი­ან უფ­რო­სე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა და აღარ აქვთ უფ­როს­თა რი­დი. „ჩემს დროს, გი­ვი კარ­ტო­ზია რომ შხაპს იღებ­და, მო­რი­დე­ბის­გან შიგ­ნით ვერ შევ­დი­ო­დით ვე­რა­ვინ, ახ­ლა კი პა­ტა­რა ბავ­შ­ვი ისე გაგ­წევს გან­ზე და გვერ­დით ჩა­გივ­ლის, ბო­დიშ­საც არ მო­გიხ­დის“ – ჯავ­რობ­და მა­შინ რუ­რუა.

გუ­რამ სა­ღა­რა­ძე თბი­ლის­ში და­ი­ბა­და, თუმ­ცა მი­სი ოჯა­ხი წარ­მო­შო­ბით რა­ჭი­დან იყო, ამ­ბ­რო­ლა­უ­რის რა­ი­ო­ნის პა­ტა­რა ონი­დან. მი­სი ოჯა­ხის წევ­რე­ბი მო­ჭი­და­ვე­ე­ბი იყ­ვ­ნენ: მა­მას, რე­ვაზ სა­ღა­რა­ძეს თა­ვის­სა თუ ახ­ლო სოფ­ლებ­ში კარ­გი მო­ჭი­და­ვის სა­ხე­ლი ჰქონ­და გა­ვარ­დ­ნი­ლი, ბი­ძა – იორამ სა­ღა­რა­ძე კი ერ­თხანს ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ნაკ­რე­ბის წევ­რიც კი იყო. თუმ­ცა, რო­ცა 15 წლი­სამ, ორ­გა­ნიზ­მის გა­სა­კა­ჟებ­ლად, სპორ­ტ­ზე სი­ა­რუ­ლი გა­დაწყ­ვი­ტა, ჭი­და­ო­ბის ნაც­ვ­ლად, ტან­ვარ­ჯი­შის სექ­ცი­ას მი­ა­შუ­რა. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, პი­რა­დად მე ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია ორ­ძელ­ზე, დვირ­ზე, რგო­ლებ­ზე თუ სხვა სა­ტან­ვარ­ჯი­შო იარა­ღებ­ზე შე­ჭი­დუ­ლი გუ­რამ სა­ღა­რა­ძე (თუმ­ცა ვინ იცის, ეგებ, იქ ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნიც გამ­ხ­და­რი­ყო), მაგ­რამ რო­ცა ერ­თ­წ­ლი­ა­ნი ვარ­ჯი­შის შემ­დეგ ბი­ძას თხოვ­ნა­ზე უარი ვერ უთხ­რა და სა­ჭი­დაო დარ­ბაზ­ში გაჰ­ყ­ვა სა­ვარ­ჯი­შოდ, ეს ნამ­დ­ვი­ლად წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯი აღ­მოჩ­ნ­და – რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში ხომ თბი­ლი­სის სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში თვით „მა­ზან­და­რა­ნე­ლი ვეფხ­ვი“, ირა­ნე­ლი იმო­მა­ლი ჰა­ბი­ბი „მო­ათ­ვი­ნი­ე­რა“, რა­საც მე­რე მარ­გა­ლი­ტის მძი­ვე­ბი­ვით მიჰ­ყ­ვა წარ­მა­ტე­ბე­ბი, რო­მელ­საც, სა­ბო­ლო­ო­ოდ, მხო­ლოდ ერ­თი, თუმ­ცა კი უმ­თავ­რე­სი ტი­ტუ­ლი და­აკ­ლ­და – ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის წო­დე­ბა. არა­და, ოლიმ­პი­ა­დის ვი­ცე-ჩემ­პი­ო­ნი კი გახ­და.

უკ­ვე ვთქვით, რომ სა­ღა­რა­ძე მსოფ­ლი­ოს ორ­გ­ზის ჩემ­პი­ო­ნია, თუმ­ცა არ გვით­ქ­ვამს, რომ ის კი­დევ ორ­ჯერ გა­ვი­და მსოფ­ლი­ოს ფი­ნალ­ში. მან ეს 1963-1967 წლებ­ში შეძ­ლო, 1964 წელს კი ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­დის ვერ­ცხ­ლი მო­ი­პო­ვა, ანუ ამ მო­ნაკ­ვეთ­ში ის 4-ჯერ გა­ვი­და მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­ში და თან მე­ო­რე უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს ტურ­ნირ­ზეც ფი­ნალ­ში გა­ვი­და! რომ არა გა­მორ­ჩე­უ­ლი ნი­ჭი­ და უნა­რე­ბი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოკ­ვ­და­ვი ამას ვერ შეძ­ლებ­და. ჯერ მხო­ლოდ საბ­ჭო­თა ნაკ­რებ­ში ად­გი­ლის დამ­კ­ვიდ­რე­ბა იყო ერ­თი სპორ­ტუ­ლი გმი­რო­ბა და მხო­ლოდ ეს უდ­რი­და მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნო­ბას, რაც სა­ღა­რა­ძემ ზე­დი­ზედ 4-ჯერ შეძ­ლო! აქ ისიც ვთქვათ, რომ მან ამ რან­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტი­ტუ­ლე­ბი ორი დი­დი ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვის – ზე­მოხ­სე­ნე­ბულ ირა­ნელ ჰა­ბიბ­თან და თურქ ის­მა­ილ ოგან­თან კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში მო­ი­პო­ვა.

სა­ღა­რა­ძე მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი, პირ­ვე­ლად, 1963 წელს გახ­და სო­ფი­ა­ში, თუმ­ცა მი­სი სპორ­ტუ­ლი ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი 1962 წელს ამობ­რ­წყინ­და, რო­ცა თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირ­ზე ირა­ნე­ლი ჰა­ბი­ბი და­ა­მარ­ცხა. მა­შინ ახალ­გაზ­რ­და და დამ­წყებ ფა­ლა­ვან სა­ღა­რა­ძეს, სპე­ცი­ა­ლის­ტ­თა ვიწ­რო წრის გარ­და, არა­ვინ იც­ნობ­და, ქო­მა­გე­ბის­თ­ვი­საც კი უცხო იყო მი­სი სა­ხე­ლი, ხო­ლო ჰა­ბი­ბი სა­ყო­ველ­თაო ლე­გენ­და იყო. 1959 წელს სწო­რედ მან ჩა­მო­არ­თ­ვა მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი „ჭი­და­ო­ბის პრო­ფე­სო­რად“ წო­დე­ბულ ვახ­ტანგ ბა­ლა­ვა­ძეს. იმ ტურ­ნირ­ზეც, 1962 წელს, ბა­ლა­ვა­ძეს უნ­და ეჭი­და­ვა, თუმ­ცა შე­უძ­ლოდ გახ­და და, მის ნაც­ვ­ლად, სა­ღა­რა­ძე და­ა­ყე­ნეს. ამას ისიც და­ე­მა­ტა, რომ თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვ­ლამ­დე ირა­ნელ­მა ტრი­უმ­ფით მო­ი­ა­რა მოს­კო­ვი და მინ­ს­კი, სა­დაც ზე­დი­ზედ გა­აკ­რა ხა­ლი­ჩას მას­პინ­ძელ­თა ცნო­ბი­ლი ფა­ლავ­ნე­ბი – ალიმ­ბეკ ბეს­ტა­ე­ვი, მი­ხა­ილ ბეკ­მურ­ზო­ვი, გარ­სე­ვან ნე­ბი­ე­რი­ძე, მინ­ს­კე­ლი გორ­ბა­ტენ­კო… იმ­ხა­ნად მის წო­ნა­ში სა­კავ­ში­რო ნაკ­რე­ბის ლი­დე­რი ბეკ­მურ­ზო­ვი იყო, სა­ღა­რა­ძეს კი ახა­ლი ას­პა­რე­ზი მი­ე­ცა, რაც შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­ი­ყე­ნა.

მა­ყუ­რე­ბელ­მა ის კი იცო­და, ჰა­ბი­ბი რომ იჭი­და­ვებ­და, თუმ­ცა ვის და­უ­ყე­ნებ­დ­ნენ მწვრთნე­ლე­ბი, ეს არ იცოდ­ნენ… და რო­ცა დარ­ბაზ­ში სა­ღა­რა­ძის გვა­რი გა­მო­აცხა­დეს, ტრი­ბუ­ნებს უკ­მა­ყო­ფი­ლო გუ­გუნ­მა გა­და­უ­ა­რა. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­ღა­რა­ძე იგო­ნებ­და, ამან ერ­თ­გ­ვა­რი სტი­მუ­ლიც კი მის­ცა და შეხ­ვედ­რის დაწყე­ბის­თა­ნა­ვე ისე­თი მო­ტი­ვა­ცი­ით ეკ­ვე­თა ლე­გენ­და­რულ ირა­ნელს, მყის­ვე 2 ქუ­ლა აარ­თ­ვა, ეს კი­დევ არა­ფე­რი – კი­დევ 2 ქუ­ლა აარ­თ­ვა და შემ­დეგ სამ­ჯე­რაც გა­და­იყ­ვა­ნა ჩოქ­ბ­ჯენ­ში. მარ­თა­ლია, შეხ­ვედ­რის ბო­ლოს სა­ღა­რა­ძე და­ი­ღა­ლა და მე­ტო­ქემ ან­გა­რი­ში თან­და­თან შე­ამ­ცი­რა, თუმ­ცა სა­ბო­ლოო გა­მარ­ჯ­ვე­ბა მა­ინც მას დარ­ჩა. ჰა­ბიბ­თან ერ­თი შეხ­ვედ­რა ჩემ­თ­ვის მთე­ლი სკო­ლა იყოო, იტყ­ვის მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­ღა­რა­ძე და იმა­საც გა­იხ­სე­ნებს, რომ იმ შეხ­ვედ­რის ბო­ლოს ისე იყო დაღ­ლი­ლი, გონ­გის ხმა არც გა­უ­გია და შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბას მხო­ლოდ დარ­ბა­ზის რე­აქ­ცი­ით მიხ­ვ­და. უნ­და ით­ქ­ვას, რომ ჰა­ბიბ­მაც ღირ­სე­უ­ლად მი­ი­ღო ის მარ­ცხი და შემ­დეგ მე­გობ­რობ­და კი­დეც ახალ­გაზ­რ­და ქარ­თ­ველ კონ­კუ­რენ­ტ­თან.

სა­მა­გი­ე­როდ, იმ პა­ექ­რო­ბის შემ­დეგ უკ­ვე ყვე­ლამ და­ი­მახ­სოვ­რა მი­სი გვა­რი და მა­ყუ­რებ­ლის სიყ­ვა­რუ­ლიც მო­იხ­ვე­ჭა. ამას­თან, სა­კავ­ში­რო ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლებ­მაც მე­ტი ყუ­რადღე­ბა და­უთ­მეს და თან­და­თან უფ­რო ფარ­თოდ გა­უხ­ს­ნეს მთა­ვა­რი გუნ­დის კა­რი. შე­დეგ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა და მომ­დევ­ნო, 1963 წელს, სო­ფი­ა­ში მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნიც გახ­და. სწო­რედ იქ გა­და­იკ­ვე­თა პირ­ვე­ლად მი­სი და ოგა­ნის გზე­ბი – ფა­ლავ­ნის, რო­მელ­მაც ერ­თ­გ­ვა­რად საკ­რა­ლუ­რი რო­ლიც კი შე­ას­რუ­ლა მის კა­რი­ე­რა­ში, თუმ­ცა ის პირ­ვე­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა ქარ­თ­ვე­ლის გა­მარ­ჯ­ვე­ბით დას­რულ­და. არა­და, თურ­ქი იმ დროს უკ­ვე იყო ოლიმ­პი­ა­დი­სა და მსოფ­ლი­ოს ვი­ცე-ჩემ­პი­ო­ნი, ჩვე­ვად კი ტან­ზე ზე­თის თხელ­ფე­ნა­წას­მუ­ლი გა­დი­ო­და, რაც მე­ტო­ქეს ხე­ლის მო­კი­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­და. მარ­თა­ლია, მსა­ჯე­ბი ტა­ნის შემ­შ­რა­ლე­ბას სთხოვ­დ­ნენ და ეს იმ შეხ­ვედ­რა­შიც რამ­დენ­ჯერ­მე გა­ა­კე­თე­ბი­ნეს, მაგ­რამ არც ერ­თხელ არ გა­აფ­რ­თხი­ლეს, რო­ცა ორ­თაბ­რ­ძო­ლას აშ­კა­რად გა­ურ­ბო­და. თურ­ქ­მა კარ­გად იცო­და, რა­საც აკე­თებ­და – შეხ­ვედ­რის ფრედ დას­რუ­ლე­ბით ჩემ­პი­ო­ნი ხდე­ბო­და, თუმ­ცა სა­ღა­რა­ძემ გეგ­მე­ბი ჩა­უ­შა­ლა: ყვე­ლა მე­ტო­ქეს პირ­წ­მინ­დად მო­უ­გო და ჩემ­პი­ო­ნი გახ­და, თა­ვად კი ბულ­გა­რელ პეტ­კო დერ­მენ­ჯი­ევ­თა­ნაც წა­ა­გო და მე­სა­მე დარ­ჩა, ვერ­ცხ­ლი ბულ­გა­რელს ერ­გო. სა­მა­გი­ე­როდ, ეს გაკ­ვე­თი­ლი ოგან­მა კარ­გად გა­მო­ი­ყე­ნა ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­და­ზე და იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ჭი­და­ო­ბით ვერც იქ მო­უ­გო ქარ­თ­ველს, ეშ­მა­კო­ბით აჯო­ბა.

ტო­კი­ო­ში, ოგან­თან შეხ­ვედ­რამ­დე, სა­ღა­რა­ძე ინ­დო­ელ მათხო სინგჰს და­უ­პი­რის­პირ­და, 30:0 მო­უ­გო, თუმ­ცა სა­სურ­ველ შე­დეგს მა­ინც ვერ მი­აღ­წია – მას­თან წმინ­და მო­გე­ბა სჭირ­დე­ბო­და, რაც ტურ­ნირ­ზე ქუ­ლე­ბის და­ჯა­მე­ბი­სას გა­დამ­წყ­ვეტ უპი­რა­ტე­სო­ბას მის­ცემ­და. არა­და, ერთ მო­მენ­ტ­ში ხიდ­ზეც შე­ა­ყე­ნა ინ­დო­ე­ლი და ბე­ჭე­ბი­თაც შე­ა­ხო ხა­ლი­ჩას, მსაჯ­მა ტუ­შეც და­ა­ფიქ­სი­რა და სა­ღა­რა­ძეს ხე­ლიც დაჰ­კ­რა ბეჭ­ზე, ადე­ქიო. ისიც წა­მოდ­გა, მაგ­რამ გვერ­დი­თა მსა­ჯი არ და­ე­თან­ხ­მა ლე­ი­ბის არ­ბიტრს და ქარ­თ­ველს ქუ­ლე­ბით გა­მარ­ჯ­ვე­ბა ჩა­უ­წე­რეს. მა­შინ­დე­ლი წე­სე­ბით, ოგან­თან შეხ­ვედ­რამ­დე ისე­თი ვი­თა­რე­ბა შე­იქ­მ­ნა, რომ სა­ღა­რა­ძეს მხო­ლოდ მო­გე­ბა სჭირ­დე­ბო­და, თო­რემ ფრე­ზე მე­ტო­ქე­საც რჩე­ბო­და შან­სი. მით უფ­რო, ინ­დო­ელ­თან ქარ­თ­ვე­ლის შეხ­ვედ­რი­სას თურ­ქი თურ­მე სა­უ­ნა­ში აქ­ტი­უ­რად იკ­ლებ­და წო­ნა­ში. ოგან­თან შეხ­ვედ­რაც და­ახ­ლო­ე­ბით იმ სცე­ნა­რით წა­რი­მარ­თა, რო­გო­რი­თაც – შერ­კი­ნე­ბა სო­ფი­ა­ში: მე­ტო­ქე ისევ გა­ურ­ბო­და ბრძო­ლას და პა­ექ­რო­ბა ყა­ი­მის­კენ მიჰ­ყავ­და, მსა­ჯე­ბი კი ისევ არ აფ­რ­თხი­ლებ­დ­ნენ. ორ­თაბ­რ­ძო­ლა მარ­თ­ლაც ფრედ დას­რულ­და და რად­გან ქუ­ლე­ბი თუ სხვა მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი თა­ნა­ბა­რი იყო, საქ­მე პი­რად წო­ნა­ზე მიდ­გა, აქ კი თურ­ქი ქარ­თ­ველ­ზე 400 გრა­მით მსუ­ბუ­ქი აღ­მოჩ­ნ­და და ოქ­როც მას დარ­ჩა, ვერ­ცხ­ლი – სა­ღა­რა­ძეს, ბრინ­ჯა­ოს კი ირა­ნე­ლი მო­ჰა­მად ალი სა­ნატ­კა­რა­ნი და­ე­უფ­ლა. რო­გო­რი საქ­მეა, კაც­მა სხვა­ზე უკეთ იჭი­და­ვა, შეხ­ვედ­რა არ წა­უ­გია და ოქ­როს მე­და­ლი რა­ღაც გრა­მე­ბის გა­მო და­კარ­გა!

სა­ღა­რა­ძეს კი­დევ ჰქონ­და შან­სი ოლიმ­პი­ა­და­ზე, მაგ­რამ 1968 წლის მე­ხი­კოს თა­მა­შე­ბის წინ, უკ­ვე ასაკ­შე­პა­რულ­მა, წო­ნა შე­იც­ვა­ლა – 82 კი­ლოგ­რამ­ში გა­და­ვი­და და ოლიმ­პი­ა­დის საგ­ზუ­რი ვერ მო­ი­პო­ვა. იქამ­დე კი მის­თ­ვის გა­მორ­ჩე­უ­ლი აღ­მოჩ­ნ­და 1965 წლის სე­ზო­ნიც, რო­ცა მან­ჩეს­ტერ­ში ზე­დი­ზედ მე­ო­რედ გახ­და მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი, პა­რა­ლე­ლუ­რად კი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლიც ებო­ძა. თუმ­ცა მექ­სი­კის ოლიმ­პი­ა­და­ზე ვერ­მოხ­ვედ­რის შემ­დეგ ლე­იბ­ზე დიდ­ხანს არ დარ­ჩე­ნი­ლა და დი­დი სპორ­ტი­დან წა­ვი­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით თვი­თო­ნაც თქვა, რომ ცო­ტა ად­რე და­ა­ნე­ბა თა­ვი ჭი­და­ო­ბას, რად­გან 2-3 წე­ლი­წა­დი კი­დევ შე­ეძ­ლო მა­ღალ დო­ნე­ზე ას­პა­რე­ზო­ბა, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან 1968 წელს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მე­სა­მე პრი­ზი­ო­რი გახ­და, წას­ვ­ლა გა­დაწყ­ვი­ტა, რად­გან მსოფ­ლი­ოს ორ­გ­ზის ჩემ­პი­ო­ნის­თ­ვის პრი­ზი­ო­რო­ბა აღარ იყო საკ­მა­რი­სი, მო­ტი­ვა­ცია და­აკ­ლ­და. თან, ისიც დას­ძი­ნა, რო­ცა ნი­ჭი­ერ ახალ­გაზ­რ­და თა­ო­ბას ხე­დავ, გზა­ზე არ უნ­და გა­და­ე­ღო­ბოო.

თუმ­ცა სა­ღა­რა­ძე ჭი­და­ო­ბი­დან არ წა­სუ­ლა – სპორ­ტ­ს­მე­ნო­ბი­დან მწვრთნე­ლის რან­გ­ში გა­და­ი­ნაც­ვ­ლა და იქაც არა­ნაკ­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბე­ბი მო­ი­პო­ვა: 2 წელ­ზე ცო­ტა მე­ტი იმუ­შა­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის მთა­ვარ მწვრთნე­ლად, სა­დაც ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რ­და აღ­მო­ა­ჩი­ნა და და­ა­ყე­ნა დი­დი სპორ­ტის გზა­ზე, მათ­გან ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლია მი­სი პი­რა­დი შე­გირ­დი — ოლიმ­პი­უ­რი, მსოფ­ლი­ო­სა და ევ­რო­პის მრა­ვალ­გ­ზის ჩემ­პი­ო­ნი და­ვით გო­ბე­ჯიშ­ვი­ლი. თუმ­ცა კი­დევ ვი­მე­ო­რებთ, ბევრ ნი­ჭი­ერ ახალ­გაზ­რ­დას და­ეხ­მა­რა დიდ სპორ­ტ­ში გზის გაკ­ვ­ლე­ვა­ში. სწო­რედ მის დროს გა­მოჩ­ნ­დ­ნენ ლე­რი ხა­ბე­ლო­ვი, გო­გი მა­კა­სა­რაშ­ვი­ლი და ბევ­რი სხვა…

ბო­ლო წლებ­ში სა­ღა­რა­ძე აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, სა­დაც პე­რი­ო­დუ­ლად შე­დი­ო­და აღ­მას­კომ­ში, ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და ვე­ტე­რან­თა კო­მი­ტეტს, იყო მრჩე­ვე­ლი, კონ­სულ­ტან­ტი და თე­ო­რი­ულ-პრაქ­ტი­კუ­ლი რჩე­ვე­ბით ეხ­მა­რე­ბო­და ნაკ­რე­ბის ბევრ ლი­დერს. ფე­დე­რა­ცი­ის გა­რეთ სპორ­ტ­კ­ლუბ „დი­ნა­მოს“ და ვე­ტე­რან მო­ჭი­და­ვე­თა კავ­ში­რის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე იყო, არის რამ­დე­ნი­მე წიგ­ნის ავ­ტო­რი… რო­გორც გითხა­რით, ის დღე­საც აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში და თუმც კი ასაკ­მა თა­ვი­სი კვა­ლი რამ­დე­ნად­მე მა­ინც და­ატყო, ბედ­ნი­ე­რი მე­უღ­ლე, მა­მა, ბა­ბუა, მე­გო­ბა­რი, ვე­ტე­რა­ნი ათ­ლე­ტი მა­ინც თა­მა­დობს, მღე­რის, უკ­რავს, თა­ვის თავ­საც ახა­რებს და სხვა­საც სი­ხა­რულს ანი­ჭებს. კო­ლო­რი­ტი კვლა­ვაც კო­ლო­რი­ტად რჩე­ბა!

ირაკ­ლი თა­ვა­ძე

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება