გთავაზობთ ლიტერატურის ჯგუფის მიერ მომზადებულ რჩევებს აბიტურიენტებისათვის:
- ყურადღებით გაეცანით თითოეული დავალების პირობას და ზედმიწევნით შეასრულეთ მითითებები.
- გამოცდაზე სასურველი შედეგის მისაღებად აუცილებელია, რომ საფუძვლიანად შეისწავლოთ და ღრმად გაიაზროთ საპროგრამო ნაწარმოებები.
- ქართული ლიტერატურის ცოდნის შესამოწმებელი არჩევითპასუხიანი დავალებების შესრულებისას გაითვალისწინეთ, რომ ასარჩევი პასუხებიდან, შესაძლოა, არც ერთი არ იყოს ზოგადად მცდარი, მაგრამ მხოლოდ ერთი მათგანი იქნება ამ კონკრეტული შეკითხვის პასუხი.
- ღია ტიპის დავალებების შესრულებისას ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენი პასუხები იყოს კონკრეტული და ლაკონიური. ერიდეთ ზედმეტი ინფორმაციის მოხმობას, რადგან, შესაძლოა, რომ ეს შეცდომის მიზეზი გახდეს.
- შემოთავაზებული მხატვრული ნაწარმოებების (ან ცალკეული ნაწყვეტების) გასაანალიზებლად საჭიროა ღრმად გაიაზროთ თითოეული ტექსტი, რათა შეძლოთ ლიტერატურულ ნაწარმოებთა შორის მსგავსებებისა და განსხვავებების მიგნება და მათი შედარებითი ანალიზი.