14 ივნისი, შაბათი, 2025

ლი­ტე­რა­ტუ­რის რო­ლი უცხო ენის შეს­წავ­ლა­ში

spot_imgspot_img

გვან­ცა ყუ­რაშ­ვი­ლი
ფო­თის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხ. №5 სა­ჯა­რო სკო­ლის ინ­გ­ლი­სუ­რი ენის პე­და­გო­გი

 

 

ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რო­ლი უჭი­რავს უცხო ენის სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კა­ში. იგი ხელს უწყობს რო­გორც ენის, ასე­ვე იმ კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­უ­კუ­ნის, კულ­ტუ­რის ღრმად გაც­ნო­ბას, რო­მელ­ზეც მწე­რა­ლი თა­ვი­სი ნა­წარ­მო­ე­ბით გვე­სა­უბ­რე­ბა. ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტექ­ს­ტე­ბი მდი­დარ, მხატ­ვ­რულ ლექ­სი­კას, სტრუქ­ტუ­რულ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას და ავ­თენ­ტუ­რო­ბის შეს­წავ­ლის ბუ­ნებ­რივ და ეფექ­ტურ სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. ლი­ტე­რა­ტუ­რა ასა­ხავს ფა­სე­უ­ლო­ბებს, ტრა­დი­ცი­ებს, ის­ტო­რი­ა­სა და ცხოვ­რე­ბის წესს, იგი ხში­რად ეხე­ბა ისეთ თე­მებს, რო­გო­რე­ბი­ცაა: სიყ­ვა­რუ­ლი, მე­გობ­რო­ბა, უსა­მარ­თ­ლო­ბა, და­ნა­შა­უ­ლი, თავ­გა­და­სა­ვა­ლი და სხვა. ეს კონ­კ­რე­ტუ­ლი კი მოს­წავ­ლეს ეხ­მა­რე­ბა იმ­ს­ჯე­ლოს, სა­კუ­თა­რი აზ­რი გა­მო­ხა­ტოს ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სა­კითხებ­ზე, გა­ი­თა­ვი­სოს თი­თო­ე­უ­ლი პერ­სო­ნა­ჟის რო­ლი. გრა­მა­ტი­კუ­ლი კუთხი­თაც მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. ლი­ტე­რა­ტუ­რულ ტექ­ს­ტებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა: დის­კუ­სია, ესე, რო­ლუ­რი თა­მა­შე­ბი ან შე­მოქ­მე­დე­ბი­თი წე­რა, ენის გა­მო­ყე­ნე­ბის პრაქ­ტი­კულ უნა­რებს ავი­თა­რებს. ჩე­მი აზ­რით, სა­ინ­ტე­რე­სო მწე­რა­ლი და მი­სი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი შე­დევ­რე­ბი ზრდის მოს­წავ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბას ენის შეს­წავ­ლის სა­კითხებ­ში.

ლი­ტე­რა­ტუ­რა უცხო ენა­ში არ არის მხო­ლო ენის შეს­წავ­ლის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი, არა­მედ გზაა, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც მოს­წავ­ლე­ე­ბი უახ­ლოვ­დე­ბი­ან სამ­ყა­როს მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას და იძე­ნენ ღი­რე­ბულ უნა­რებს პი­როვ­ნუ­ლი თუ აკა­დე­მი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის. ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მოს­წავ­ლე ღრმად ეც­ნო­ბო­დეს იმ ენა­ზე მო­სა­უბ­რე მწერ­ლებს, რომ­ლებ­საც ისი­ნი სწავ­ლო­ბენ პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით.

მწერ­ლის ბი­ოგ­რა­ფი­ის შეს­წავ­ლა უცხო ენა­ში არ არის მხო­ლოდ ინ­ფორ­მა­ცია ავ­ტო­რის შე­სა­ხებ – ეს არის სა­შუ­ა­ლე­ბა ტექ­ს­ტის, კულ­ტუ­რის, ენის და ადა­მი­ა­ნუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის უკეთ გა­სა­გე­ბად. პირ­ველ რიგ­ში, მოს­წავ­ლე ეც­ნო­ბა ავ­ტო­რის ეპო­ქას. მწერ­ლის პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბა, სუ­ლი, გუ­ლი და გან­წყო­ბა აისა­ხე­ბა ნა­წარ­მო­ებ­ში, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც მოს­წავ­ლეს, ვფიქ­რობ, შე­უყ­ვარ­დე­ბა მწე­რა­ლი და მი­სი ერ­თი ნა­წარ­მო­ე­ბის წა­კითხ­ვის შემ­დეგ უჩ­ნ­დე­ბა სურ­ვი­ლი წა­ი­კითხოს მე­ო­რე, მე­სა­მე და ა.შ.

2024-2025 სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, დავ­გეგ­მე და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ეძღ­ვ­ნე­ბო­და ოს­კარ უაილ­დის ცხოვ­რე­ბა­სა და შე­მოქ­მე­დე­ბას.

პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, მოს­წავ­ლე­ებს გა­ვა­ცა­ნი ოს­კარ უაილ­დის ბი­ოგ­რა­ფია, მი­სი ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პე­ბი და პი­როვ­ნუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი. ერ­თობ­ლი­ვად წა­ვი­კითხეთ და გა­ვა­ა­ნა­ლი­ზეთ უაილ­დის ცნო­ბი­ლი  ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი: „დო­რი­ან გრე­ის პორ­ტ­რე­ტი“ და „ბულ­ბუ­ლი და ვარ­დი“. მოს­წავ­ლე­ე­ბი აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ ტექ­ს­ტე­ბის გან­ხილ­ვა­ში და თა­ვად წარ­მო­ად­გი­ნეს აღ­ნიშ­ნუ­ლი მოთხ­რო­ბე­ბის მხატ­ვ­რუ­ლი თარ­გ­მა­ნი. მათ ასე­ვე და­ამ­ზა­დეს ხელ­ნა­კე­თი წიგ­ნი „ბულ­ბუ­ლი და ვარ­დი“, რო­მელ­შიც ასა­ხეს სა­კუ­თა­რი ხედ­ვა და ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცია ნა­ნა­ხი­სა და წა­კითხუ­ლის მი­მართ.

უმ­ც­როს­კ­ლა­სე­ლე­ბი­სათ­ვის შე­ვარ­ჩი­ეთ და ვაჩ­ვე­ნეთ ანი­მა­ცია „ბედ­ნი­ე­რი პრინ­ცი“, რის შემ­დე­გა­დაც, ბავ­შ­ვებ­თან ერ­თად, გან­ვი­ხი­ლეთ ფილ­მის მთა­ვა­რი სათ­ქ­მე­ლი. მოს­წავ­ლე­ებ­მა ასე­ვე და­ხა­ტეს მათ­თ­ვის ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი მო­მენ­ტე­ბი, ვთხო­ვე ხატ­ვის პრო­ცეს­ში რა გან­წყო­ბა­ზეც იქ­ნე­ბოდ­ნენ, სი­ცი­ლა­კის სა­ხით და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნათ.

პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა და­ეთ­მო ოს­კარ უაილ­დის ზღა­პარს „ეგო­ის­ტი გო­ლი­ა­თი“, რო­მე­ლიც მე­ექ­ვ­სეკ­ლა­სე­ლებ­თან წა­ვი­კითხეთ. მოს­წავ­ლე­ებ­მა, ქარ­თუ­ლი ენის პე­და­გოგ­თან ერ­თად, წარ­მო­ად­გი­ნეს მხატ­ვ­რუ­ლი თარ­გ­მა­ნი, რა­მაც მათ სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, უკეთ გა­ე­გოთ ტექ­ს­ტის სტი­ლის­ტი­კა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა.

მოს­წავ­ლე­ებ­მა შექ­მ­ნეს მა­კე­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ასა­ხავ­და მოთხ­რო­ბის გმი­რებ­სა და მთა­ვარ ეპი­ზო­დებს. ამას­თა­ნა­ვე, და­ხა­ტეს მათ­თ­ვის შთამ­ბეჭ­და­ვი სცე­ნე­ბი, რაც ვი­ზუ­ა­ლუ­რი ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რათ.

პრო­ექ­ტის და­სას­რულს გავ­მარ­თეთ შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა, სა­დაც მოწ­ვე­უ­ლი გვყავ­და სსიპ ქა­ლაქ ფო­თის №15 სა­ჯა­რო სკო­ლის ინ­გ­ლი­სუ­რი ენის პე­და­გო­გი ეკა ზახ­ლებ­ნაია და მოს­წავ­ლე­ე­ბი. ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თ­ნენ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში – გა­მარ­თეს პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი, ისა­უბ­რეს შეს­რუ­ლე­ბულ სა­მუ­შა­ო­ებ­სა და პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში მი­ღე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე. სტუმ­რებ­მა და­ათ­ვა­ლი­ე­რეს მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი მა­კე­ტე­ბი და ნა­ხა­ტე­ბი, ასე­ვე სტუმ­რად მო­სულ მოს­წავ­ლე­ებს ხელ­ნა­კეთ წიგ­ნ­ზე „ბულ­ბუ­ლი და ვარ­დი“ და­ვა­წე­რი­ნეთ სა­თა­უ­რი „The nightingale and the rose“. სტუმ­რებს, ტრა­დი­ცი­უ­ლად , ფინ­ჯა­ნი ჩა­ით გა­ვუ­მას­პინ­ძ­ლ­დით. შეხ­ვედ­რამ თბილ ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­ი­ა­რა.

ეს ყვე­ლა­ფე­რი არა მხო­ლოდ ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბას, არა­მედ მოს­წავ­ლე­თა შო­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი, თარ­გ­მა­ნე­ბი და ვი­ზუ­ა­ლუ­რი ნა­მუ­შევ­რე­ბი მათ ჯგუ­ფუ­რად შექ­მ­ნეს, რაც ხელს უწყობ­და ურ­თი­ერ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის, მე­გობ­რო­ბი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. პრო­ექ­ტი გას­ც­და კლა­სის ფარ­გ­ლებს და ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რო­გორც სა­ინ­ტე­რე­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და შე­მეც­ნე­ბი­თი გა­მოც­დი­ლე­ბა.

პრო­ექ­ტის ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბა შეს­რულ­და ელექ­ტ­რო­ნუ­ლად, რა­თა მა­სა­ლე­ბი შე­ნა­ხუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო ციფ­რულ ფორ­მატ­ში, თი­თო­ე­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი­სა და პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სათ­ვის მოს­წავ­ლე­ებ­მა შექ­მ­ნეს QR კო­დე­ბი, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ნე­ბის­მი­ერ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს, მარ­ტი­ვად და თა­ვი­სუფ­ლად გა­ეც­ნოს და გა­მო­ი­ყე­ნოს მა­სა­ლე­ბი. გა­ციფ­რუ­ლე­ბა, ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა გა­ნათ­ლე­ბა­ში დიდ როლს თა­მა­შობს.

ვფიქ­რობ, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ ცოდ­ნის გა­ზი­ა­რე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის­თ­ვის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი დამ­წყე­ბი პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის

რე­სურ­სე­ბი:

https://www.canva.com/design/DAGipYil0Z8/VzlW9LL0PrRE8CbrnM_0Vg/edit

https://www.canva.com/design/DAGliS1TYyE/CSiRrDWoyzmiImTCfHPVWg/edit

https://www.canva.com/design/DAGjlM5vhlc/h5bIcCteGl5140I4Ap1dqg/edit

https://www.canva.com/design/DAGleuMWuOA/ix9IB37eOvRBPJDvbTW7Yg/edit

 

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება