14 სექტემბერი, შაბათი, 2024

კონკურსი სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში

spot_img

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში.

2024 წელს პროგრამის ფარგლებში შევიდა ცვლილება და კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ სტუდენტებს, რომელთა ოჯახების მაქსიმალური სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში, ნაცვლად 100 000-ისა, განისაზღვრა 150 000-ით.

განაცხადები მიიღება 2024 წლის 1 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით 18:00 საათამდე.

 

კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმების და  დამატებითი ინფრომაცია⇓

 

სტუდენტთა დახმარება

პროგრამის მიზანი

სტუდენტთა დახმარების პროგრამის მიზანია უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

პროგრამის აღწერილობა

2024 წელს პროგრამის ფარგლებში დაფინანსება გაუგრძელდება 2018, 2019, 2020, 2021, 2022, 2023 და 2024  წლებში სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციარებს, რომლებიც გადალახავენ პროგრამით გათვალისწინებულ ბარიერს (სემესტრში საშუალო აკადემიური მოსწრება -71%) და 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში  გავლილ  საგნებში არ ექნებათ F შეფასება.

2024 წელს ახალი სტუდენტების დასაფინანსებლად კონკურსი  ორ ეტაპად გაიმართება.

კონკურსის ორივე  ეტაპზე – პროგრამის ფარგლებში, დაფინანსების მოპოვება შეეძლებათ პირველი (სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტში ჩარიცხნენ 2024 წლამდე), მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კურსის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში: ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.

სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში არ ხდება სტუდენტის სწავლის საფასურის დავალიანების დაფარვა.

სტუდენტთა კატეგორიები

სტუდენტთა დახმარების პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება გაიცემა სტუდენტებზე, რომელთა ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია, ან მეტი 71%-სა და განეკუთვნება ერთ-ერთ  კატეგორიას:

სტუდენტები, რომლებიც არიან  მაღალმთიანი აჭარიდან  (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ   და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ქედა, შუახევი, ხულო, ასევე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების საქართველოს მთავრობის N671 დადგენილებით განსაზღვრულ სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);

დოკუმენტების ჩამონათვალი

სტუდენტები, რომლებიც არიან ობოლი დედით, მამით, ან  უდედმამო  (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);

დოკუმენტების ჩამონათვალი

სტუდენტები, რომლებიც არიან  მრავალშვილიანი ოჯახის  ოთხი და მეტი შვილით წევრები (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);

დოკუმენტების ჩამონათვალი

სტუდენტები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 150 000-ზე (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);

დოკუმენტების ჩამონათვალი

სტუდენტები, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე  არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);

დოკუმენტების ჩამონათვალი 

სტუდენტები, რომლებსაც, ან რომელთა მშობლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს მარტოხელა მშობლის (მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის) სტატუსი (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);

დოკუმენტების ჩამონათვალი

სტუდენტები, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად ზომიერად/მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);

დოკუმენტების ჩამონათვალი

სტუდენტები, რომლებიც არიან აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ზოგადი აშლილობების ჯგუფიდან ერთ-ერთი: F84.0, F84.1, F84.2, F84.3, F84.4, F84.5, F84.8, F84.9) მქონე პირები (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში).

დოკუმენტების ჩამონათვალი

დაინტერესებულ პირებს  განცხადებისა და კატეგორიის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა შეუძლიათ მატერიალური ფორმით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში  (მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქ. N4).

განაცხადები მიიღება  2024  წლის  1 აგვისტოდან  30 აგვისტოს ჩათვლით.

იხილეთ  დებულებაგანცხადების ფორმა

 

პროგრამის სტატისტიკა:

პროგრამას სამინისტრო ახორციელებს 2012 წლიდან:

2012 წელს დაფინანსდა 272 სტუდენტი -გაიხარჯა 249125 ლარი;

2013 წელს დაფინანსდა 685 სტუდენტი -გაიხარჯა 663962.50 ლარი;

2014 წელს დაფინანსდა 787 სტუდენტი -გაიხარჯა 771345 ლარი;

2015 წელს დაფინანსდა 920 სტუდენტი -გაიხარჯა 923349.77 ლარი;

2016 წელს დაფინანსდა 903 სტუდენტი -გაიხარჯა 919358,84 ლარი;

2017 წელს დაფინანსდა 789 სტუდენტი -გაიხარჯა 819875 ლარი;

2018 წელს დაფინანსდა 899 სტუდენტი -გაიხარჯა 962181.75 ლარი;

2019 წელს დაფინანსდა  891 სტუდენტი-გაიხარჯა 950422.03 ლარი;

2020 წელს დაფინანსდა 927 სტუდენტი – გაიხარჯა 755764 ლარი;

2021 წელს  დაფინანსდა 1266 სტუდენტი –  გაიხარჯა 1 373 319, 85 ლარი;

2022 წელს დაფინანსდა 1130 სტუდენტი – გაიხარჯა 1222333.5 ლარი;

2023 წელს დაფინანსდა 954 სტუდენტი – გაიხარჯა 1022804.6 ლარი.

სულ სტუდენტთა დახმარების ქვეპროგრამის ფარგლებში 2012-2023 წლებში დაფინანსდა 10423 სტუდენტი, გაიხარჯა 10 633841.84 ლარი.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაკავშირდით:

მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქუჩა №4.

ტელ:  577 52 03 14 – მარინა პაქსაძე

ელფოსტა: st.dakhmareba@gmail.com

 

Facebook: განათლების,  კულტურისა და სპორტის სამინისტრო

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები