21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

კონკურსის „დაწერე მინიატურა“ გამარჯვებულები

spot_img

დასრულდა „ახალი განათლების“ მიერ გამოცხადებული კონკურსი „დაწერე მინიატურა“. საუკეთესო ათეულიდან გამარჯვებულები გამოვლინდნენ:

🔶 ჟიურის რჩეული მინიატურა – „არასდროს დამავიწყდები“, ნინი გირკელიძე –  გია გოგუას სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე. ჟიურის რჩეულს, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუასგან“, საჩუქრად გადაეცემა 100-ლარიანი  ვაუჩერი;

🔶 „ახალი განათლების“ რჩეული – „მავთულხლართები“, დაჩი მარველაშვილი –  თბილისის კერძო სკოლის „ჰელიოსი“ მე-11 კლასის მოსწავლე. რედაქციის რჩეული საჩუქრად მიიღებს 200 ლარს;

🔶 ვებგვერდის რჩეული –  „მაპატიე, დედა!“ (ეძღვნება ლელას ხსოვნას!), მარიამ ჩაჩანიძე, ხარაგაულის მინიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე. ვებგვერდის რჩეულს, გამომცემლობა „ინტელექტისგან“, საჩუქრად გადაეცემა 100-ლარიანი ვაუჩერი;

🔶  სპეციალური პრიზი დააწესა გამომცემლობა „აგორამ“, მისი რჩეულია „ბინდი ყველაფერში“, მარიამ გოგობერიშვილი, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე. გამომცემლობა თავის რჩეულს წიგნების ნაკრებს გადასცემს.

🔶🖍 კონკურსის პირობის თანახმად, ათი საუკეთესო მინიატურა „ახალი განათლების“ ხუთშაბათის ნომერში გამოქვეყნდება და ფინალისტები ონლაინ სერტიფიკატებს მიიღებენ.

მადლობას ვუხდით მხარდამჭერებს, კონკურსის ჟიურისა და მონაწილეებს.

მომავალ კონკურსამდე გემშვიდობებით!

 

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები