17 ნოემბერი, კვირა, 2024

კომ­პო­ზი­ცია „შუ­შა­ნი­კის წა­მე­ბა­ში“

spot_img

ნინო დოლენჯაშვილი

ფი­ლო­ლო­გი, გო­გი­ტა კიკ­ნა­ძის სა­ხ. №182 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის წამ­ყ­ვა­ნი პე­და­გო­გი

ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლის შე­ფა­სე­ბის სა­კითხ­ში გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა ტექ­ს­ტის კომ­პო­ზი­ცი­ას. „შუ­შა­ნი­კის წა­მე­ბა“ – ეს არის ჰა­გი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ჟან­რის ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მე­ლიც გა­მო­ირ­ჩე­ვა არა მხო­ლოდ მხატ­ვ­რუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბით, არა­მედ კომ­პო­ზი­ცი­უ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბით. მი­სი კონ­ტ­რას­ტუ­ლო­ბა ცხად­ყოფს, და­პი­რის­პი­რე­ბის საფ­რ­თხე ტექ­ს­ტის და­საწყის­ში­ვე ამო­ვი­კითხოთ „სამ­გ­ზის საწყა­ლო­ბელ­სა“ და „სამ­გ­ზის სა­ნატ­რელს“ შო­რის. ცხა­დია, ოჯა­ხუ­რი დრა­მის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი უფ­ლის სამ­სა­ხოვ­ნე­ბის მი­მართ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა „სუ­ლით ცხო­ვე­ლი“ დე­დოფ­ლი­სა და „სუ­ლით მოკ­ვ­და­ვი“ ვარ­ს­ქე­ნის მხრი­დან. დუ­ა­ლის­ტუ­რი რე­ლი­გი­ის მხარ­და­ჭე­რა პი­ტი­ახ­შის­გან მი­სი­ვე პა­ტივ­მოყ­ვა­რე ბუ­ნე­ბით უნ­და ავ­ხ­ს­ნათ, რად­გან ვარ­ს­ქე­ნი, მი­ზან­თ­რო­პულ ბუ­ნე­ბას­თან ერ­თად, პრაგ­მა­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნია, სა­თა­ვი­სოდ გა­მო­ი­ყე­ნოს ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა. იგი არ სცნობს ადა­მი­ა­ნის უფ­ლებ­რივ თა­ვი­სუფ­ლე­ბას, იგი თვით­ნე­ბუ­რად მოქ­მე­დებს, რაც ასე­ვე მო­რა­ლუ­რა­დაც შე­უ­რაცხ­ყოფს მას „რა­ი­თა­მა­ცა სათ­ნო ეყო მე­ფე­სა“ – მი­სი ასე­თი მორ­ჩი­ლე­ბა მიზ­ნის მიღ­წე­ვის გზა­ზე, პე­რო­ზის გუ­ლი მო­ი­გოს, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, მის პი­როვ­ნულ ღირ­სე­ბა­საც შე­უ­რაცხ­ყოფს. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გო­ნივ­რუ­ლად იყე­ნე­ბენ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რა­საც ბე­დის­წე­რა სთა­ვა­ზობს, მაგ­რამ ეს არ უნ­და მოხ­დეს ღირ­სე­ბის დაკ­ნი­ნე­ბის გზით. უღირ­სი, ქვეყ­ნის, რე­ლი­გი­ი­სა და „ხა­ტის“ და­მამ­ხო­ბე­ლი პი­ტი­ახ­ში გა­აზ­რე­ბუ­ლად მოქ­მე­დებს, მან ზუს­ტად იცის იმ ეპო­ქა­ში, რო­დე­საც რე­ლი­გი­ის სიმ­ტ­კი­ცე გა­ნა­პი­რო­ბებს სა­ხელ­მ­წი­ფოს ძლი­ე­რე­ბას, რამ­დე­ნად სა­ზი­ა­ნო იქ­ნე­ბო­და ქვეყ­ნის­თ­ვის მის მი­ერ „უეჭ­ვე­ლი სარ­წ­მუ­ნო­ე­ბის“ უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა, რის გა­მოც იწყებს ქართლს მო­ახ­ლო­ე­ბულ მო­კავ­ში­რე­თა შეკ­რე­ბას, რა­თა სა­კუ­თა­რი და­ნა­შა­უ­ლი შე­ნიღ­ბოს, ქარ­თ­ლად შე­ვი­დეს, რო­გორც ერ­თ­გუ­ლი. და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის ახ­ლე­ბუ­რი ხერ­ხია მის­თ­ვის, შუ­შა­ნი­კის უსა­მარ­თ­ლო ბრალ­დე­ბით, სა­კუ­თარ უდა­ნა­შა­უ­ლო­ბას გა­უს­ვას ხა­ზი. ვინ არის ხა­ტის და­მამ­ხო­ბე­ლი? – ამ კითხ­ვა­ზე პა­სუხს მარ­ტი­ვად გავ­ცემთ, თუ გა­ვიხ­სე­ნებთ „ბუ­ნე­ბი­თი“ ცოლ-შვი­ლის თვით­ნე­ბუ­რად გა­მაზ­დი­ა­ნე­ბის გაცხა­დე­ბას, სა­ნაც­ვ­ლოდ, პე­რო­ზის ქა­ლიშ­ვი­ლის შერ­თ­ვას, მო­რა­ლუ­რად გა­ტე­ხი­ლი პი­ტი­ახ­შის­გან თა­ვის მარ­თ­ლე­ბა ფრა­ზა­ში: „სა­გე­ბელ­სა ჩემ­სა ნა­ცა­რი გარ­და­ასხ და სხვად წარ­სულ ხარ“. სა­მი ძი­სა და ერ­თი ასუ­ლის მოგ­ვე­ბად მოქ­ცე­ვა თუ არა­ერ­თი ფი­ზი­კუ­რი თუ მო­რა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა დე­დო­ფალ­ზე ნამ­დ­ვი­ლად ცხად­ყოფს პი­ტი­ახ­შის და­ნა­შა­ულს, რო­გორც ხა­ტის რე­ა­ლუ­რი და­მამ­ხობ­ლი­სას. ან­გა­რე­ბი­ა­ნი ერის­კა­ცი ყვე­ლა­სა და ყვე­ლა­ფერს სწი­რავს მიზ­ნის მიღ­წე­ვის გზა­ზე. ძა­ლა­დო­ბა ერ­თა­დერ­თი ხერ­ხია სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. შე­უძ­ლე­ბე­ლია არ გა­ვიხ­სე­ნოთ მი­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ტრა­დი­ცი­ე­ბის მი­მართ. სა­გან­გე­ბოდ წე­სის შეც­ვ­ლა­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს ქა­ლი­სა და კა­ცის სუფ­რას­თან თა­ნა­მე­ი­ნა­ხე­ო­ბის დაშ­ვე­ბა. მი­სი პრაგ­მა­ტუ­ლო­ბის მა­ნიშ­ნე­ბე­ლია, ტრა­დი­ცი­აც კი სა­თა­ვი­სოდ გა­მო­ი­ყე­ნოს, კა­ცუ­რი თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა და­იკ­მა­ყო­ფი­ლოს დე­დოფ­ლის შე­მო­რი­გე­ბის გზით. შუ­შა­ნი­კის გამ­ჭ­რი­ა­ხო­ბა არა­ერ­თხელ ჩანს ნა­წარ­მო­ებ­ში. ჯერ „სა­დი­ას­პა­ნო“ცხე­ნით მო­სულ მო­ნას­თან დი­ა­ლო­გი­სას, ქმრის მერ­ყე­ვი ბუ­ნე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი შე­დე­გი იწი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლოს, ტრა­დი­ცი­ას და­უ­პი­რის­პი­როს პი­ტი­ახ­ში მი­სი­ვე ჩა­ნა­ფიქ­რ­ში: „ოდეს ყო­ფილ არს აქა­მომ­დე თუმცა მა­მა­თა და დე­და­თა ერ­თად ეჭა­მა პუ­რი?!“ ასე­ვე თა­ო­ბა­თა და­პი­რის­პი­რე­ბის მწვა­ვე სიტყ­ვე­ბი მო­ვის­მი­ნოთ მი­სი მო­ნო­ლო­გით. სამ­ყა­როს ადა­მი­ა­ნი­სე­უ­ლი ხედ­ვის გა­მო­ძა­ხი­ლია ქმრის­გან უარ­ყო­ფი­ლი დე­დოფ­ლის აღ­სა­რე­ბა. ადა­მი­ა­ნის არ­სე­ბო­ბის საზ­რისს ჩას­წ­ვ­დო­მო­და კა­თარ­ზი­სის გზას შემ­დ­გა­რი დე­დო­ფა­ლი, რო­მელ­მაც სუ­ლი­სა და ხორ­ცის ჭი­დილ­ში დიდ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას მი­აგ­ნო, ამ­ქ­ვეყ­ნი­უ­რი არ­სე­ბო­ბის შე­ფა­სე­ბის სა­კითხ­ში. მი­წი­ე­რი სამ­ყა­როს სწრაფ­მავ­ლო­ბა, თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, თრგუ­ნავს ადა­მი­ანს, მაგ­რამ მი­სი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბის შეხ­სე­ნე­ბა აუცი­ლე­ბე­ლია. „ესე ყო­ვე­ლი ცხოვ­რე­ბაჲ, ვი­თარ­ცა ყუა­ვი­ლი ველ­თაჲ წარ­მა­ვალ არს…“ – სწო­რედ ეს ნი­შა­ნია კა­ცობ­რი­ო­ბის­თ­ვის, სწო­რად იფიქ­როს და იცხოვ­როს. სი­კე­თის გამ­რავ­ლე­ბაა სა­ჭი­რო ღვთა­ებ­რივ ჰარ­მო­ნი­ას­თან თავ­სე­ბა­დო­ბის­თ­ვის. უფ­ლის­მი­ე­რი შუ­რის­ძი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რაც აღი­ა­რე­ბუ­ლია დე­დოფ­ლის­გან, რად­გან სჯე­რა, რომ უფა­ლია გან­მ­კითხ­ვე­ლი ყვე­ლა ცოდ­ვი­ლი­სა. ქრის­ტი­ა­ნის ყვე­ლა­ზე დი­დი თვი­სე­ბა მი­ტე­ვე­ბაა. უფ­ლის რწმე­ნას ემ­ყა­რე­ბა შუ­შა­ნი­კის სა­ამ­ქ­ვეყ­ნო თუ სა­იმ­ქ­ვე­ყნო არ­სე­ბო­ბა, მი­წი­ერ თუ ღვთა­ებ­რივ სამ­ყა­როს­თან სი­ხა­რუ­ლის მომ­ლო­დი­ნემ იურ­თი­ერ­თოს, „გუ­ლი­თა­დად სიკ­ვ­დილ­თან“ მის­ვ­ლა სა­სი­ხა­რუ­ლოა, რად­გან შუ­შა­ნი­კის მთე­ლი მარ­ტ­ვი­ლო­ბა გან­წ­მენ­დის გზა­ზე სი­ა­რუ­ლია. მი­ტე­ვე­ბას­თან ერ­თად, ქრის­ტი­ა­ნი შემ­ბ­რა­ლე­ბე­ლი­ცაა.

შუ­შა­ნი­კი ასე­ვე თა­ვი­სუფ­ლე­ბის იდე­ა­საც ამ­კ­ვიდ­რებს მა­შინ, რო­დე­საც შე­უძ­ლია მი­ზან­თ­რო­პი კა­ცის­გან და­ში­ნე­ბულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ე­მიჯ­ნოს და სა­კუ­თა­რი პრინ­ცი­პე­ბი აღი­ა­როს. ცხადია, ის დი­დი ცოდ­ნა ეხ­მა­რე­ბა დე­დო­ფალს, მხა­რი და­უ­ჭი­როს „ღვთის­თ­ვის სათ­ნო საქ­მეს“. შე­უძ­ლე­ბე­ლია, არ აღ­ვ­ნიშ­ნოთ ის გა­ბე­დუ­ლი ნა­ბი­ჯი, რო­მელ­საც ოჯახ­სა და შვი­ლებ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქა­ლი გა­დად­გამს. პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლის სიტყ­ვე­ბი: „არა და­მო­ნე­ბულ არს ძმაი, გი­ნა დაი, არა­მედ გა­ნეყ­ნენ,“ ში­ნა­გა­ნად კი­დევ უფ­რო აძ­ლი­ე­რებს დე­დო­ფალს, რო­მელ­საც მოძღ­ვარ­თან დი­ა­ლო­გი­სას უკ­ვე მკვეთ­რი პო­ზი­ცია აქვს, ქრის­ტი­ა­ნულ იდე­ალ­თან შე­წი­რუ­ლო­ბა მხო­ლოდ თვით­მი­ზა­ნი ვერ იქ­ნე­ბო­და, „სამ­გ­ზის საწყა­ლო­ბე­ლი“ კა­ცის­გან კონ­კ­რე­ტუ­ლი გა­რე­მო­ე­ბა რომ არ შექ­მ­ნი­ლი­ყო. ტვირთს, რო­მელ­საც ქმრის­გან უარ­ყო­ფი­ლი ქა­ლი ზი­დავს, მო­ი­აზ­რებს არა მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი სუ­ლის, არა­მედ სხვა­თა ხსნა­საც, გან­სა­კუთ­რე­ბით შვი­ლე­ბის. პი­როვ­ნულ ტან­ჯ­ვა­ზე მე­ტად, დე­დოფ­ლის­თ­ვის დამ­თ­რ­გუნ­ვე­ლი მი­სი ნა­წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბის გა­მარ­თ­ლე­ბაა, მაზ­დე­ა­ნო­ბის აქ­ტი­უ­რად დამ­ნერ­გავ­მა ვარ­ს­ქენ­მა შვი­ლე­ბიც გა­წი­როს. დე­დოფ­ლის მოთ­მი­ნე­ბა ღვთის­მო­ში­შო­ბას უკავ­შირ­დე­ბა, ყვე­ლა გან­საც­დე­ლი ლო­გი­კუ­რად ახ­ს­ნას, ადა­მი­ა­ნის მე­დე­გო­ბა ჭი­რის მი­მართ რწმე­ნას და­უ­კავ­ში­როს.

ორ რე­ლი­გი­ას შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა ამ ნა­წარ­მო­ებ­ში აშიშ­ვ­ლებს ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბას, ერ­თი მხრივ, ვი­ხი­ლოთ სა­კუ­თარ „მე­ზე“ გა­მე­ცა­დი­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, მე­ო­რე მხრივ – სა­კუ­თარ ღმერ­თ­ზე. მას, ვი­საც სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლი ურ­ჩევ­ნია ყვე­ლა­ფერს, „წყმე­დი­ლი ჭურ­ჭე­ლია“, სულ­ზე ზრუნ­ვა კი ადა­მი­ა­ნის კე­თილ­შო­ბი­ლი ბუ­ნე­ბის გა­მო­ძა­ხი­ლია. ის, ვინც თმობს, სა­ხელს მა­რა­დი­სო­ბა­ში იმ­კ­ვიდ­რებს, ვინც ძა­ლას იყე­ნებს, ის მი­წი­ე­რი თვით­დამ­კ­ვიდ­რე­ბის წუ­თი­ერ მოთხოვ­ნას იკ­მა­ყო­ფი­ლებს. ამი­ტო­მაც აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ სხვა­დას­ხ­ვა მხა­რეს „ტა­რი­გი ქრის­ტე­სი შემ­კუ­ლი საკ­რ­ველ­თა მით“ და „მგე­ლი, ტაძ­რად შუ­რის­ძი­ე­ბის­თ­ვის მო­სუ­ლი“. ერ­თი მი­წი­ერ დი­დე­ბას ეს­წ­რაფ­ვის, მე­ო­რეს კი „არა­ღა­რა ეხ­მა­რე­ბა“ ამ სამ­ყა­რო­ში; ერ­თი უან­გა­როდ გას­ცემს, მე­ო­რე ან­გა­რე­ბით იხ­ვეჭს. ამ და­პი­რის­პი­რე­ბის ფონ­ზე კი დი­დი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა მი­იკ­ვ­ლე­ვა, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს იქ, სა­დაც არც „თვალ­ღე­ბაა“ და არც „ქა­ლი­სა და კა­ცის უფ­ლებ­რი­ვი გარ­ჩე­ვა“. ყვე­ლა დი­დი სი­კე­თე ხომ ღმერთს ეკუთ­ვ­ნის და სამ­ყა­რო, სა­დაც ის სუ­ფევს, მა­თია, ვინც ნე­ტარ იყ­ვ­ნენ უფ­ლის­თ­ვის.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები