მზევინარ მუთიძე
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. მარადიდის საჯარო სკოლა ინგლისური ენის მასწავლებელი
სასკოლო ინგლისური ენის კლუბი გადამწყვეტ როლს თამაშობს ინგლისური ლიტერატურისადმი სიყვარულის გაღვივებასა და მოსწავლეებში ენობრივი უნარების ამაღლებაში. კლუბის იდეა და მიზანი მოიცავს განსაზღვრულ გამჭოლ კომპეტენციებს, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში კითხვის კულტურის პოპულარიზაციას, სასკოლო საზოგადოებაში კითხვის ინიციატივების ხელშეწყობას და მოსწავლეებში საჯარო მეტყველებისა და დისკუსიის უნარის განვითარებას. სასკოლო კლუბი მოსწავლეებში კითხვის ინტერესის გაზომვის საფუძველზე იქმნება, რომელიც მოიცავს შემდეგ სამუშაო ეტაპებს: რეგულარული შეხვედრები, ყოველკვირეული მიზნობრივი ღონისძიებების დაგეგმვა, სახელმძღვანელოების შერჩევისას კენჭისყრის მეთოდის გამოყენება ჟანრის მონაცვლეობით, აქტიურ მონაწილეთა წახალისება, თანამშრომლობა ადგილობრივ ბიბლიოთეკასთან და წიგნის მაღაზიასთან. მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების ინტეგრაცია, ვირტუალური დისკუსიები, საკომუნიკაციო არხების შექმნა გამჭვირვალეობისა და ღიაობის მზაობისათვის, მყისიერი გამოხმაურების უზრუნველსაყოფად, ასევე, სოციალური მედია * რეკომენდაციებისა და შეხედულებების გასაზიარებლად.
„კინო სკოლაში“ – ინტერვენცია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია საკლუბო საქმიანობაში. მოსწავლეთა კულტურული ცნობიერების ასამაღლებლად ფილმების საგანმანათლებლო ინსტრუმენტებად გამოყენება ავითარებს მოსწავლეებში ვიზუალურ წიგნიერებას, კრიტიკულ აზროვნებას და კულტურულ ცნობიერებას. წიგნის კითხვა უფრო მიმზიდველი და სასიამოვნო ხდება, გარდა ამისა, შეუძლია უზრუნველყოს უნიკალური პერსპექტივა – ლექსიკური მარაგის გამდიდრება, მოსმენის უნარის დახვეწა, პერსონაჟების გაცოცხლება და როლების მორგება, რაც ხელს უწყობს მასალის უფრო ღრმა გაგებას, წიგნების შედარებას ადაპტირებული ვერსიების ფილმებთან.
ასევე, მუდმივი უკუკავშირი და რეგულარული შეფასება ზრდის კლუბის ეფექტურ მუშაობას უწყვეტი პროგრესისათვის. კულმინაციური მოვლენები შეიძლება განხორციელებული იყოს სემესტრის ბოლოს ან წლის ბოლოს, შეიძლება ლიტერატურული ფესტივალის მოწყობა, ავტორების მოწვევა. დასკვნით ეტაპზე ჯამდება კლუბის მუშაობა და კლუბის წევრები, წახალისების მიზნით, დაჯილდოვდებიან.
კლუბის პერსპექტივები და სამომავლო ამოცანები მულტიმედიური ელემენტების ინტეგრირებაა, რომლის მიზანი იქნება კითხვის გაძლიერება ვებინარების, ვიდეორგოლების ან მასთან დაკავშირებული აქტივობების განხორციელებით.
მნიშვნელოვანია სოციუმის ჩართულობა და კლუბის გავლენა ადგილობრივ საზოგადოებაზე, მათი ჩართულობით მოხალისე მკითხველის მოწვევა.
♦ წიგნიერების გაძლიერება ინტერვენციის გზით: კითხვის კლუბები ემსახურება როგორც მიზნობრივი ინტერვენციების პლატფორმას წიგნიერების უნარების გასაუმჯობესებლად, ასევე, მოსწავლეზე მორგებული კითხვის პროგრამები და ინტერვენციები პასუხობს ინდივიდუალურ სასწავლო საჭიროებებს, ხელს უწყობს ინკლუზიურობას.
♦ კითხვისადმი სიყვარულის გამომუშავება: კითხვის კლუბები ხელსაყრელ გარემოს ქმნის მოსწავლეებისთვის, შეისწავლონ სხვადასხვა ჟანრი და აღმოაჩინონ თავიანთი ლიტერატურული პრეფერენციები. ინტერვენციები, როგორიცაა წიგნის დისკუსიები და ინტერაქტიული აქტივობები, აღრმავებს ჩართულობას და აღუძრავს ჭეშმარიტ სიყვარულს კითხვის მიმართ
♦ კრიტიკული აზროვნების უნარის ჩამოყალიბება: კითხვის კლუბში დისკუსიებში ჩართვა ხელს უწყობს კრიტიკულ აზროვნებას და ანალიზს, სათანადო ინტერვენციებით.
♦ მკითხველთა საზოგადოების ხელშეწყობა: კითხვის კლუბები ხელს უწყობს საერთო ლიტერატურული ინტერესების მქონე მოსწავლეებს შორის თანამშრომლობით განცდას, ისეთი ინტერვენციებით, როგორიცაა ჯგუფური პროექტები და ერთობლივი კითხვის გამოცდილება, აძლიერებს ინტერპერსონალურ უნარებს.
♦ ტექნოლოგიის ინტეგრაცია კითხვით ინტერვენციებში: კითხვის ინტერვენციებისთვის ციფრული ხელსაწყოების გამოყენება აძლიერებს ხელმისაწვდომობას და ჩართულობას. ონლაინ პლატფორმები და ინტერაქციული მეთოდები ემსახურება სწავლის მრავალფეროვან სტილს, რაც ინტერვენციებს უფრო ეფექტურს ხდის.
♦ მასწავლებელთა პერსპექტივები კითხვის კლუბებთან დაკავშირებით: ფასილიტატორები გადამწყვეტ როლს ასრულებენ კითხვის კლუბების წარმატების მიღწევაში გააზრებული ინტერვენციების საშუალებებით. უწყვეტი პროფესიული განვითარება და მხარდაჭერა მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, კლუბის ფარგლებში, ეფექტური სტრატეგიები განახორციელონ.
♦მოსწავლეთა პერსპექტივები და ინტერვენციები: მოსწავლეთა შესაძლებლობებზე დაკვირვება გვიჩვენებს, თუ როგორ იმოქმედა ინტერვენციებმა მათ კითხვის ჩვევებსა და უნარებზე, ასევე, გვთავაზობს ჰოლისტურ გაგებას.
სასკოლო კლუბებში მუზეუმების ჩართვას დადებითი შედეგი მოაქვს, მოსწავლეებს შეუძლიათ უფრო ღრმად დაინახონ ინტეგრირებულ საგნებს შორის კავშირი. ინტერაქტიული ექსპონატების საშუალებით, აქტიურდება პროექტებით სწავლება, მოსწავლეებს უვითარდებათ კრიტიკული აზროვნება, გუნდური მუშაობისა და სოციალური უნარები. სასკოლო კლუბებში მუზეუმთა ინტეგრირება საინტერესოს ხდის და ამდიდრებს საგანმანათლებლო გამოცდილებას.