დღეს პირველი სესია მასწავლებლების გამოცდას ეთმობა უცხოურ ენებში, ქართულში (არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათის) და კომპიუტერულ ტექნოლოგიებში:
♦ ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი;
♦ გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი;
♦ ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი;
♦ რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი;
♦ ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათის) (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი;
♦ კომპიუტერული ტექნოლოგიები – წერითი ნაწილი.
აბიტურიენტები, მეორე სესიაზე, ქიმიის გამოცდას ჩააბარებენ, ასევე – სახვით და გამოყენებით ხელოვნებას. ქიმიის გამოცდა 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება კი – 300-ზე მეტმა.
👉 გისურვებთ წარმატებას!