23 ნოემბერი, შაბათი, 2024

„კა­ზუ­სე­ბი“ მას­წავ­ლე­ბელ­თათ­ვის, ანუ დავ­ფიქ­რ­დეთ და გა­ვას­წო­როთ

spot_img

მარინა არაბიძე-აშვეთია
სსიპ წმინ­და ნი­ნოს სა­ხ. ქა­ლაქ ქუ­თა­ისის №3 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

სას­წავ­ლო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მრა­ვალ­წახ­ნა­გო­ვან სივ­რ­ცე­ში მრა­ვა­ლი პრობ­ლე­მა იჩენს თავს. სამ­წუ­ხა­როდ, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი მას­წავ­ლებ­ლი­სა და მოს­წავ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

მას­წავ­ლე­ბე­ლი ის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ფი­გუ­რაა, რო­მე­ლიც ყვე­ლაფ­რის­თ­ვის მზად უნ­და იყოს და ყვე­ლა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სწო­რი გა­მო­სა­ვა­ლი მო­ძებ­ნოს მოს­წავ­ლის სა­სი­კე­თოდ. და­სა­მა­ლი რო­დია, რომ ზოგ­ჯერ თა­ვად მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ნებ­სით თუ უნებ­ლი­ედ, ვქმნით არა­სა­სურ­ველ სი­ტუ­ა­ცი­ებს და ამით ვა­ზი­ა­ნებთ მოს­წავ­ლის მგრძნო­ბი­ა­რე ფსი­ქი­კას.

წი­ნამ­დე­ბა­რე მა­სა­ლა­ში აღ­წე­რი­ლი „კა­ზუ­სე­ბი“ დაგ­ვა­ფიქ­რებს ჩვენს პრაქ­ტი­კა­ში დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებ­ზე, რო­მელ­თაც უცი­ლობ­ლად სჭირ­დე­ბა გა­მოს­წო­რე­ბა. მა­თი ანა­ლი­ზი სრულ­ყოფს მოს­წავ­ლე­ებ­თან ჩვენს  და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას და სწორ გზა­ზე გაგ­ვიყ­ვანს  მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში.

წარ­მო­ვად­გენთ სი­ტუ­ა­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში მას­წავ­ლებ­ლის შეც­დო­მებს უკავ­შირ­დე­ბა. ჰო­და, დავ­ფიქ­რ­დეთ და გა­ვას­წო­როთ…

♦ ♦ ♦

– მასწ, ერ­თი სიტყ­ვა და­მა­ვიწყ­და, რა ჰქვია ბუ­ნე­ბის მტერს, ფრინ­ვე­ლებ­სა და ცხო­ვე­ლებს რომ ხო­ცავს, ხე­ებს რომ ჭრის…

– მა­სე რომ ყვე­ლას შე­ვახ­სე­ნო, რაც და­ა­ვიწყ­დე­ბა, ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნია, რა მოხ­დე­ბა კლას­ში?..

– მასწ, მა­გა­ზე მაქვს მთე­ლი ესე აგე­ბუ­ლი…

– თა­ვი და­მა­ნე­ბე, წე­სი­ე­რად უნ­და მომ­ზა­დე­ბუ­ლი­ყა­ვი შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი გაკ­ვე­თი­ლი­სათ­ვის! – მკაც­რად თქვა მას­წავ­ლე­ბელ­მა.

ბავ­შ­ვი წელ­მოწყ­ვე­ტი­ლი­ვით დაჯ­და მერ­ხ­თან და მუ­შა­ო­ბა შეწყ­ვი­ტა.

♦ ♦ ♦

– და­თო, რა­ტომ იყუ­რე­ბი სულ თეკ­ლას­კენ? გას­წორ­დი, შე­მობ­რუნ­დი და მო­მის­მი­ნე…

– უყ­ვარს, მასწ! – წა­მო­ი­ძა­ხა და­ჩიმ.

მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­ი­ცი­ნეს, ყვე­ლა და­თოს უც­ქერ­და.

– რა დროს თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლია, ნუ გა­დამ­რი­ეთ! აი, წიგ­ნე­ბი, ესე­ნი შე­იყ­ვა­რეთ!.. გა­მო­მიწყო აქ შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბია!.. – ბრა­ზით თქვა მას­წავ­ლე­ბელ­მა.

და­თო სა­ხე­ზე წა­მო­წით­ლ­და, შუბ­ლი ოფ­ლით და­ეც­ვა­რა.

თეკ­ლამ მერ­ხ­ზე და­დო თა­ვი, სა­ხე და­მა­ლა, მხო­ლოდ ყუ­რე­ბი უჩან­და, ალი­ვით წი­თე­ლი…

ბავ­შ­ვე­ბი იცი­ნოდ­ნენ.

– ბა­რო, შეყ­ვა­რე­ბუ­ლო! – ისევ გა­მო­ა­ჯავ­რა და­ჩიმ და­თო…

♦ ♦ ♦

მას­წავ­ლე­ბე­ლი კლას­ში შე­ვი­და და ბავ­შ­ვებს უთხ­რა, რომ მი­ნი-ლექ­ცი­ას ატა­რებ­და ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ცხოვ­რე­ბა­სა და შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე.

ბავ­შ­ვე­ბი დიდ­ხანს ის­მენ­დ­ნენ ციფ­რე­ბი­სა და ფაქ­ტე­ბის უწყ­ვეტ ჯაჭვს. ისი­ნი უინ­ტე­რე­სოდ შეს­ც­ქე­როდ­ნენ მას­წავ­ლე­ბელს, ბევრ მათ­განს ეტყო­ბო­და, რომ სხვა სამ­ყა­რო­ში იყო.

ერ­თი მოს­წავ­ლე აწ­რი­ალ­და და გვერ­დით მჯდომს ჩუ­მად უთხ­რა:

– ესაა მი­ნი-ლექ­ცია? მა­ლე გა­მო­ვა გაკ­ვე­თი­ლი…

მას­წავ­ლებ­ლის მახ­ვილ­მა ყურ­მა გა­ი­გო­ნა ეს სიტყ­ვე­ბი და ბიჭს მკაც­რად უთხ­რა:

– კა­ხა, მე მგო­ნი, მად­ლო­ბე­ლი უნ­და იყო, რომ მთე­ლი გაკ­ვე­თი­ლი მე ვიტ­ვირ­თე, თო­რემ ხუთ შე­ნის­თა­ნას ამ დრო­ში ორი­ა­ნებს და­ვუ­წერ­დი…

– ბო­დი­ში, მასწ, – თქვა კა­ხამ და მი­სი ხმა ზა­რის წკრი­ალ­ში ჩა­ი­კარ­გა…

♦ ♦ ♦

სწავ­ლის დაწყე­ბის პირ­ველ დღე­ებ­ში, მშო­ბელ­მა ეტ­ლით მო­იყ­ვა­ნა ბავ­შ­ვი სკო­ლა­ში. საკ­ლა­სო ოთა­ხი­დან გა­მოც­ვე­ნი­ლი ბავ­შ­ვე­ბი გარს შე­მო­ეხ­ვივ­ნენ თე­მოს, აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ მის სა­ხე­სა და გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბას, ზო­გი­ერთს სა­ხე­ზე უც­ნა­უ­რი სიბ­რა­ლუ­ლის ელ­ფე­რი აღ­ბეჭ­დ­ვო­და, თე­მო კი კე­თი­ლი სა­ხი­თა და და­ელ­მე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით ღი­მი­ლით შეს­ც­ქე­რო­და უცხო ბავ­შ­ვებს.

– ვაი, საწყა­ლი… – თქვა ერ­თ­მა.

თე­მოს მას­წავ­ლე­ბელ­მა ეს რომ გა­ი­გო­ნა, და­უ­ცაცხა­ნა ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ბავ­შ­ვებს:

– მე­რე ეს სა­ცო­და­ვი ასე უნ­და შე­ა­წუ­ხოთ? მო­შორ­დით აქე­დან, შებ­რ­ძან­დით ახ­ლა­ვე საკ­ლა­სო ოთახ­ში!..

♦ ♦ ♦

ერ­თ­მა მოს­წავ­ლემ, რო­მელ­საც ძა­ლი­ან უჭირ­და სა­კუ­თა­რი ქცე­ვის მარ­თ­ვა, მას­წავ­ლე­ბე­ლი წყო­ბი­დან გა­მო­იყ­ვა­ნა, გაკ­ვე­თი­ლი­დან გა­ა­ძე­ვა. თან მკაც­რად უთხ­რა:

– სა­დაც გინ­და, იქ წა­დი, ოღონდ მან­და­ტურს არ ჩა­უ­ვარ­დე ხელ­ში, არ მაქვს ახ­ლა მა­გათ­თან ახ­ს­ნა-გან­მარ­ტე­ბის თა­ვი…

ბი­ჭი გა­ხა­რე­ბუ­ლი გა­ვარ­და გა­რეთ, მა­ლე­ვე შე­მობ­რუნ­და, ჯი­ქურ წა­ვი­და ნო­და­რის­კენ და უთხ­რა:

– ბი­ჭო, ეე, „ზა­ჟი­კალ­კა“ მათხო­ვე, იქ მო­დი, ჩვენ რომ ვი­ცით, და მოგ­ცემ… – ნო­დომ სან­თე­ბე­ლა გა­უ­წო­და და გა­რეთ გა­ვარ­და…

– მა­თე, გე­ყო­ფა! მომ­ცემ გაკ­ვე­თი­ლის ახ­ს­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას? რამ­დენ­ჯერ მო­გე­ცი შე­ნიშ­ვ­ნა, რამ­დენ­ჯერ გა­მაწყ­ვე­ტი­ნე ახ­ს­ნა, რას მა­წა­მებ, ურია ხომ არა ხარ…

– ერ­თი ურია აგერ გვყავს, მასწ, – თქვა თე­გიმ და ხე­ლი ებ­რა­ე­ლი ამ­ხა­ნა­გის­კენ გა­იშ­ვი­რა…

– კარ­გი, გე­ყო­ფათ! – იყ­ვი­რა მას­წავ­ლე­ბელ­მა და გაკ­ვე­თი­ლის ახ­ს­ნა გა­ნაგ­რ­ძო.

– მასწ, თუ შე­იძ­ლე­ბა, გა­ვალ გა­რეთ, – ითხო­ვა ებ­რა­ელ­მა ბიჭ­მა. მას­წავ­ლე­ბელ­მა ნე­ბა დარ­თო, და და­ა­მა­ტა:

– ამათ ხელ­ში რა გაკ­ვე­თილს ჩა­ა­ტა­რებ…

კლას­ში სა­მა­რი­სე­ბუ­რი სი­ჩუ­მე ჩა­მოწ­ვა.

– მასწ, მეც გა­მიშ­ვით გა­რეთ, – თქვა მა­თემ.

– არა! – იყ­ვი­რა მას­წავ­ლე­ბელ­მა.

მა­თემ მა­ინც და­ტო­ვა საკ­ლა­სო ოთა­ხი და გა­რეთ გა­ვი­და. მან იპო­ვა გაკ­ვე­თი­ლი­დან გა­სუ­ლი ებ­რა­ე­ლი ამ­ხა­ნა­გი, დე­რეფ­ნის ბო­ლოს, კი­ბის ქვეშ მი­ი­ყუჩ­ნენ და სა­უ­ბა­რი და­იწყეს.

♦ ♦ ♦

– სულ შენ რომ გსურს პირ­ვე­ლო­ბა და სხვას არ უთ­მობ ას­პა­რეზს, შენ გარ­და ამ კლას­ში არა­ვი­ნაა? სწავ­ლობ­დე მა­ინც რა­მეს, გა­გი­ძა­ხებ და ტყუ­ი­ლე­ბით აგ­ვავ­სებ, – წყრო­მით უთხ­რა მას­წავ­ლე­ბელ­მა ზუ­რას, თან და­ა­მა­ტა:

– ახ­ლა ჯგუ­ფურ მუ­შა­ო­ბას ვიწყებ და გაფ­რ­თხი­ლებ, ხმა არ გა­ი­ღო, ვი­თომც არ ხარ კლას­ში, იჯე­ქი მანდ ჩუ­მად, თო­რემ გა­რეთ გა­გა­ძე­ვებ…

მას­წავ­ლე­ბელ­მა მოს­წავ­ლე­ე­ბი ჯგუ­ფებ­ში და­ა­ნა­წი­ლა და და­ვა­ლე­ბე­ბიც მის­ცა ბავ­შ­ვებს.

ზუ­რა უფუნ­ქ­ცი­ოდ იჯ­და ბო­ლო მერ­ხ­ზე და ხელ­ში კა­ლამს ათა­მა­შებ­და.

♦ ♦ ♦

კლას­ში ბუ­ლინ­გის კო­რი­ან­ტელს ატ­რი­ა­ლებ­და ბად­რი, ამო­ჩე­მე­ბუ­ლი ჰყავ­დავ­და რამ­დე­ნი­მე ბავ­შ­ვი, ერთს გა­მუდ­მე­ბით ეძახ­და ,,ცხვარს, მი­სი მშვი­დი ხა­სი­ა­თის გა­მო, მე­ო­რე ბიჭს – „კრა­სა­ვი­ცას“, რად­გან გო­გო­სა­ვით ლა­მა­ზი და სიფ­რი­ფა­ნა იყო, მე­სა­მეს ბუ­ფეტ­ში წაყ­ვა­ნა­სა და ფუნ­თუ­შე­ბით გა­მას­პინ­ძ­ლე­ბას აიძუ­ლებ­და. თით­ქ­მის ყო­ველ­დღე და ასე მი­დი­ო­და.

ბავ­შ­ვებ­მა გა­დაწყ­ვი­ტეს, თა­ვი­ან­თი გა­სა­ჭი­რი დამ­რი­გებ­ლის­თ­ვის ეთ­ქ­ვათ. დამ­რი­გე­ბელ­მა „და­ბუ­ლინ­გე­ბულ“ ბავ­შ­ვებს ურ­ჩია, მო­ეთ­მი­ნათ ყვე­ლა­ფე­რი, ხმა არ გა­ე­ცათ ბად­რი­სათ­ვის, ბო­ლოს მო­ბეზ­რ­დე­ბო­და მა­თი გა­მო­ჯავ­რე­ბა და თავს და­ა­ნე­ბებ­და…

ბად­რის მშობ­ლე­ბი და­ცი­ლე­ბუ­ლი იყ­ვ­ნენ, სახ­ლ­ში მო­ხუ­ცი ბე­ბია ჰყავ­და და ონა­ვარ ბიჭს სა­თა­ნა­დოდ ვერ მარ­თავ­და.

♦ ♦ ♦

„კლა­სის სა­ა­თი“ ჩა­ტარ­და თე­მა­ზე „ვინ მინ­და გავ­ხ­დე“…

დამ­რი­გე­ბელ­მა სა­წე­რი ფურ­ც­ლე­ბი და­უ­რი­გა ბავ­შ­ვებს და სთხო­ვა, ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ გულ­წ­რ­ფელ­ნი, და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნათ თა­ვი­ან­თი აზ­რი მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­ის შე­სა­ხებ, ამას­თა­ნა­ვე უთხ­რა, რომ, თუ მა­თი სურ­ვი­ლი იქ­ნე­ბო­და, შე­ეძ­ლოთ ავ­ტო­რიც მი­ე­წე­რათ თა­ვი­ანთ ნა­აზ­რევ­ზე ან ავ­ტო­რი ინ­კოგ­ნი­ტოდ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო.

მას­წავ­ლე­ბელ­მა ერთ-ერთ ნაშ­რომ­ში ასე­თი რამ ამო­ი­კითხა: „მას­წავ­ლე­ბე­ლო, მე ხში­რად ვფიქ­რობ ჩემს მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ა­ზე, დი­დი ხა­ნია გა­დაწყ­ვე­ტი­ლიც მაქვს, მაგ­რამ მშობ­ლე­ბი ჩემს მი­ზანს სა­სა­ცი­ლოდ თვლი­ან, ცოცხა­ლი თა­ვით არ სურთ ექი­მი-ვე­ტე­რი­ნა­რი გა­მო­ვი­დე. ძა­ლი­ან მინ­და გავ­ხ­დე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ვე­ტე­რი­ნა­რი, გავ­ხ­ს­ნა კლი­ნი­კა ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი­სათ­ვის, გა­ვა­კე­თო ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი, ვუშ­ვე­ლო უპატ­რო­ნო და­ა­ვა­დე­ბულ ოთხ­ფე­ხა მე­გობ­რებს, რომ­ლებ­საც, სამ­წუ­ხა­როდ, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი აქვთ.

ერ­თხელ ქუ­ჩა­ში ვი­პო­ვე ფეხ­მო­ტე­ხი­ლი ძაღ­ლი, სის­ხ­ლი სდი­ო­და, ავიყ­ვა­ნე და შინ წა­ვიყ­ვა­ნე. ეზო­ში და­ბი­ნა­ვე­ბა გა­დავ­წყ­ვი­ტე, სახ­ლი­დან სახ­ვე­ვი და მა­ლა­მო გა­მო­ვი­ტა­ნე. რო­გო­რი თვა­ლე­ბით მი­ყუ­რებ­და, სა­ცო­და­ვი, თან ცრემ­ლე­ბი სდი­ო­და, მაგ­რამ ით­მენ­და, არც მიღ­რენ­და. დე­დამ და­მი­ნა­ხა და ერ­თი ამ­ბა­ვი ატე­ხა, მაგ რწყი­ლე­ბი­ა­ნი ძაღ­ლი ახ­ლა­ვე აქე­დან მო­ა­შო­რეო, მე­რე მა­მაც აჰ­ყ­ვა. შა­ვი დღე და­მად­გა, ძაღ­ლი ეზო­დან გა­ა­ძე­ვეს. მას შემ­დეგ ცუ­დად ვარ, ღა­მე მე­სიზ­მ­რე­ბა ის საბ­რა­ლო, არ ვი­ცი, რა ბე­დი ეწია. მე სხვა პრო­ფე­სია არ მინ­და, მე ექი­მი ვე­ტე­რი­ნა­რი უნ­და გა­მო­ვი­დე!

მასწ, უმორ­ჩი­ლე­სად გთხოვთ, იქ­ნებ და­არ­წ­მუ­ნოთ ჩე­მი მშობ­ლე­ბი, რომ ჩე­მი სურ­ვი­ლი სა­ბო­ლოოა, მე სხვა საქ­მე არ მინ­და“…

„სწო­რია შე­ნი მშობ­ლე­ბი, რად გინ­და ძაღ­ლე­ბი­სა და ღო­რე­ბის ექი­მო­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბის ექი­მო­ბა სჯობს,“ – მი­ა­წე­რა მას­წავ­ლე­ბელ­მა და წე­რი­ლი და­უბ­რუ­ნა ბიჭს.

♦ ♦ ♦

– ლი­კა, რა­ტომ არ ეს­წ­რე­ბი სპორ­ტის გაკ­ვე­თი­ლებს, მე­რამ­დე­ნე გაკ­ვე­თი­ლი გა­აც­დი­ნე, რა ხდე­ბა?..

– მასწ, იცის დამ­რი­გე­ბელ­მა, სპორ­ტის შემ­დეგ ის­ტო­რია გვაქვს, ცო­ტა მი­ჭირს ეს სა­გა­ნი და ვი­მე­ო­რებ მა­სა­ლას, არ მინ­და ცუ­დი ქუ­ლა და­ვიმ­სა­ხუ­რო, დე­და­ჩემ­მაც სთხო­ვა დამ­რი­გე­ბელს, რომ სპორ­ტის გაკ­ვე­თილ­ზე არ შევ­სუ­ლი­ყა­ვი…

– გაკ­ვე­თილ­ზე შე­მო­დი დღე­ი­დან, ნუ გგო­ნია, სპორ­ტი რო­მე­ლი­მე სა­გან­ზე ნაკ­ლე­ბი იყოს, – თქვა მას­წავ­ლე­ბელ­მა. ლი­კას სა­ხე­ზე უსი­ა­მოვ­ნე­ბა აირეკ­ლა და გა­შორ­და მას­წავ­ლე­ბელს…

♦ ♦ ♦

– კა­ხა, რომ ყო­ჩობ და ლი­დე­რობ ყველ­გან, ამ ჯგუ­ფურ მუ­შა­ო­ბა­ზე მა­ინც იყა­ვი წყნა­რად და სხვებს და­ა­ცა­დე მუ­შა­ო­ბა…

– მასწ, და­ვა­ლე­ბის სა­კითხ­ზე ვმსჯე­ლობ­დი… სულ გა­ვალ კლა­სი­დან…

– მა­ინც არა­ფერს აკე­თებ და შე­გიძ­ლია გახ­ვი­დე…

კა­ხამ და­ტო­ვა გაკ­ვე­თი­ლი.

♦ ♦ ♦

– ნა­ხეთ, რა გაწ­კ­რი­ა­ლე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბი ჩა­მა­ბა­რა ლუ­კამ, ყო­ჩაღ, გა­და­ნაშ­ლე­ლი არც კი ეტყო­ბა, შენ კი, ჩე­მო ლა­შა, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს ცუ­დად მოპყ­რო­ბი­ხარ, ფან­ქ­რით და­გი­ხა­ზავს ტექ­ს­ტე­ბი, არ გცოდ­ნია, რომ წიგ­ნებს მოვ­ლა უნ­და, მარ­ტო ათებ­ზე სწავ­ლა არაა საკ­მა­რი­სი, სას­წავ­ლო ნივ­თებს მოვ­ლა უნ­და…

– მასწ, ლუ­კა წიგ­ნ­ში არ იყუ­რა­ბა და მო­ნიშ­ვ­ნე­ბი რა­ში დას­ჭირ­დე­ბო­და, უხ­მა­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი იმი­ტომ მო­ი­ტა­ნა…

– ეეეეე, ბი­ჭო, შეგ­შურ­დეს ახ­ლა მას­წავ­ლებ­ლის­გან ჩე­მი შე­ქე­ბა…

– ბევრს ნუ ლა­პა­რა­კობ, ლა­შა, სწორს გე­უბ­ნე­ბა ლუ­კა, არა ხარ მარ­თა­ლი…

– რა აზ­რი აქვს, – ჩუ­მად თქვა ლა­შამ და დაჯ­და მოწყე­ნი­ლი…

♦ ♦ ♦

მას­წავ­ლე­ბელ­მა კლას­ში და­ა­რი­გა ფურ­ც­ლე­ბი, რო­მელ­ზეც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბი­სათ­ვის და­ვა­ლე­ბე­ბის პი­რო­ბა იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი.

გი­ორ­გიმ გუ­ლის­ფან­ც­ქა­ლით ჩა­ხე­და ბა­რათს, წა­ი­კითხა და მას­წავ­ლე­ბელს უთხ­რა:

– მასწ, რა რთუ­ლი სა­კითხე­ბია, ამას ვერ ვუ­პა­სუ­ხებ…

– გიო, შენ ხში­რად გა­მოთ­ქ­ვამ ანა­ლო­გი­ურ პრე­ტენ­ზი­ას, რომ ვერ აკე­თებ, ამი­ტო­მაც იმ­სა­ხუ­რებ და­ბალ ქუ­ლებს, უნ­და მო­უ­მა­ტო შრო­მას და შე­დე­გიც უკე­თე­სი გექ­ნე­ბა, თუ ვერ აკე­თებ და­ვა­ლე­ბას დღე­საც და­გე­წე­რე­ბა „2“.

ბავ­შ­ვ­მა თა­ვი და­ხა­რა და უიმე­დოდ, უაზ­რო მზე­რა მი­აპყ­რო ბა­რათს, რო­მელ­ზეც მის­თ­ვის და­უძ­ლე­ვე­ლი სა­კითხე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი იყო.

♦ ♦ ♦

– მასწ, რამ­ხე­ლა პი­რო­ბაა, მოკ­ლე სა­თა­უ­რით რომ მოგ­ვ­ცე და­ვა­ლე­ბა, არ შე­იძ­ლე­ბა? — მი­მარ­თა მას­წავ­ლე­ბელს მა­კამ.

– ეს კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბაა, ჩე­მო კარ­გო, ამი­ტო­მა­ცაა დი­დი პი­რო­ბა.

– გუ­ლი მის­კ­დე­ბა, მასწ, ამ­ხე­ლა ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, ვი­ცი, ვერ მო­ვამ­ზა­დებ, კი­დევ კარ­გი, იშ­ვი­ა­თად გვაძ­ლევთ ასეთ და­ვა­ლე­ბას…

– კარ­გი, ეკა, დამ­შ­ვიდ­დი, გუ­ლის­ყუ­რით მი­უ­დე­ქი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბას და აუცი­ლებ­ლად გა­ა­კე­თებ…

– შენ გა­ი­ხა­რე, ეკა, ყვე­ლას სათ­ქ­მე­ლი რომ თქვი, — უჩურ­ჩუ­ლა ეკას გვერ­დით მჯდომ­მა ბავ­შ­ვ­მა.

ეკამ თვა­ლი მო­ავ­ლო კლასს და და­ი­ნა­ხა მომ­ღი­მა­რი ამ­ხა­ნა­გე­ბი, რომ­ლე­ბიც ცე­რა თითს უჩ­ვე­ნებ­დ­ნენ მარ­თ­ლის­მ­თ­ქ­მელ მე­გო­ბარს…

♦ ♦ ♦

– თე­მო, შენ ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე უფ­რო აქ­ტი­უ­რი იყა­ვი, ახა­ლა რა გე­მარ­თე­ბა?

– მასწ, ახ­ლა ამ­ხა­ნა­გე­ბი­სა და თქვე­ნი მრცხვე­ნია, მა­შინ ასე­თი რამ არ მე­მარ­თე­ბო­და…

– ძა­ლი­ან ცუ­დი, ქუ­ლა და­გაკ­ლ­დე­ბა! – მკაც­რად უთხ­რა მას­წავ­ლე­ბელ­მა.

♦ ♦ ♦

გი­ორ­გი უკა­ნა მერ­ხ­ზე ზის თა­ვი­სი­ვე სურ­ვი­ლით, გულ­ჩათხ­რო­ბი­ლია, სულ ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლია და არა­ვის ეკონ­ტაქ­ტე­ბა კლას­ში.

– გი­ორ­გი, გა­მოფხიზ­ლ­დი, სულ რომ ბუ­სა­ვით ზი­ხარ მერ­ხ­ზე, ხმას არ იღებ, ან კარ­გი თქვი, ან ცუ­დი, ორი­ა­ნე­ბით გინ­და და­ას­რუ­ლო ეს სე­მეს­ტ­რი?

გი­ორ­გიმ, მგო­ნი, ვე­რა­ფე­რი გა­ი­გო, ისევ იმ პო­ზა­ში იჯ­და და არა­ფერ­ზე რე­ა­გი­რებ­და, კლა­სის ყვე­ლა მოს­წავ­ლე მას უც­ქერ­და…

 

მო­ცე­მულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რი პრობ­ლე­მაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლე-მას­წავ­ლებ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბას­თან იყ­რის თავს. ეს, ერ­თი შე­ხედ­ვით, თით­ქოს­და, უბ­რა­ლო და შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლი არა­სა­სურ­ვე­ლი ეპი­ზო­დე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბის ფსი­ქი­კა­ზე უარ­ყო­ფი­თად აისა­ხე­ბა. ჩვენ ხომ ჰუ­მა­ნუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით აღ­ჭურ­ვილ მსოფ­ლიო მო­ქა­ლე­ქე­ებს ვზრდით, ამი­ტო­მაც ზე­მოთ აღ­წე­რი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და გა­ი­აზ­როს და ხე­ლი შე­უწყოს ბავ­შ­ვ­თა სას­კო­ლო თუ ჯან­სა­ღი ოჯა­ხუ­რი გა­რე­მოს შექ­მ­ნას, სრულ­ფა­სო­ვა­ნი მო­ქა­ლა­ქის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. ყვე­ლა­ფე­რი გა­მოს­წო­რე­ბა­დია ბავ­შ­ვებ­თან სწო­რი და გა­აზ­რე­ბუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ით. ზე­მო­ჩა­მოთ­ვ­ლილ პრობ­ლე­მურ სი­ტუ­ა­ცი­ებს კომ­პ­ლექ­სუ­რი მიდ­გო­მე­ბი სჭირ­დე­ბა, რაც, უდა­ვოდ, ხე­ლე­წი­ფე­ბა მას­წავ­ლე­ბელს.

დავ­ფიქ­რ­დეთ, გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ და გა­ვას­წო­როთ!..

ჩვენ შე­მოგ­ვ­ყუ­რებს, ნა­თე­ლი თვა­ლე­ბი­თა და ხა­ლა­სი გო­ნე­ბით, მი­სი უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბა – ბავ­შ­ვი!

ამი­ტო­მაც არა გვაქვს შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბა!..

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები