1 მაისი, ხუთშაბათი, 2025

ისტორიის ჯგუფის რეკომენდაციები აბიტურიენტებს

spot_imgspot_img

მანანა ჯავახიშვილი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ისტორიის ჯგუფის ხელმძღვანელი

 

ჩვენი საგამოცდო პროგრამა ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმას და მოიცავს როგორც მსოფლიო ისტორიის, ასევე საქართველოს ისტორიის საკითხებს, უძველესი დროიდან მეოცე საუკუნის ჩათვლით. ტესტი არის 60-ქულიანი, გამოცდის ქრონომეტრაჟი – 2 საათი და 40 წუთი.

ტესტი შედგება 4 ტიპის დავალებისაგან. პირველი ტიპის დავალება არის დახურული დავალებების ბლოკი. 35 დავალება შედის პირველ ბლოკში, თითოეული დავალების მაქსიმალური შეფასებაა 1, შესაბამისად, ეს არის 35-ქულიანი ბლოკი. დასმულია შეკითხვა, ამ შეკითხვას მოყვება 4 სავარაუდო პასუხი და მხოლოდ ერთი პასუხი არის სწორი.

აქ მოწმდება როგორც ფაქტობრივი ცოდნა და მისი გამოვლენის უნარი, ამავე დროს, იგივე მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დაჭერა, ძირითადი მნიშვნელოვანი მახასიათებლების გამოყოფა, ამა თუ იმ მოვლენასთან დაკავშირებით და კრიტიკული აზროვნება.

მეორე ბლოკიც, ასევე, დახურული დავალებებისგან შედგება და ეს არის ისტორიული რუკის ანალიზი. მოცემულია უცნობი ან, შესაძლოა, ნაცნობი ისტორიული რუკა, თავისი ლეგენდით. მას მოყვება ექვსი ქვეკითხვა, თითოეული კითხვა ერთქულიანია.

აქ უკვე აბიტურიენტმა უნდა გამოავლინოს, პირველ რიგში, რუკის წაკითხვის უნარი. მას უნდა შეეძლოს ძალიან მნიშვნელოვანი წყაროსი, რუკის ლეგენდის წაკითხვა, მისი ისტორიულ კონტექსტში ჩასმა და დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა.

მესამე ტიპის დავალება, ეს არის მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენის ან პიროვნების, ან, ვთქვათ, მნიშვნელოვანი ისტორიული დოკუმენტის ანალიზი. დავალებას მოსდევს ღია ტიპის შეკითხვები, აბიტურიენტმა უნდა გამოავლინოს კრიტიკული აზროვნების უნარი, არგუმენტირებული მსჯელობის უნარი, შეფასების უნარი, შეძლოს ამ მოვლენის ანალოგიის მოძებნა ისტორიაში. დავალება არის 5-ქულიანი

და ბოლო დავალება – ეს არის, ტრადიციულად, უცნობი ისტორიული წყარო. ეს წყარო არის წერილობითი ხასიათის, შეიძლება იყოს ნარატიული ან შეიძლება იყოს დოკუმენტური, რომელსაც თან ახლავს ღია ტიპის დავალებები, შეკითხვები და ეს დავალება არის 14-ქულიანი

როგორ მოვემზადოთ ისტორიის გამოცდისთვის

რჩევები

⇒ ხშირია, როდესაც ჩვენ ვიღებთ ზოგად პასუხს, რომელიც, მათი აზრით, მოერგება ნებისმიერ შეკითხვას. ასეთი ტიპის პასუხებს, აი, ვთქვათ, “ძალიან მნიშვნელოვანი იყო…” ან “დიდი გავლენა მოახდინა…” და არ არის კონკრეტიკა, ჩვენ ვანულებთ, მასში არ იწერება ქულა, რადგან ჩვენ კონკრეტიკას ვითხოვთ და ეს პასუხი შეიძლება მოერგოს ნებისმიერ სხვა შეკითხვას.

⇒ გარდა ამისა, ხარვეზები არის ტექნიკური ხასიათის, მაგალითად, ხარვეზებით არის ნაწერი გადმოცემული და გასწორებისას, ძალიან ჭირს მისი გარჩევა. ამიტომ, ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, მკაფიოდ და გარკვევით წერონ, რათა შემდგომ პრობლემები არ გაჩნდეს, გასწორების პროცესში.

⇒ აბიტურიენტმა უნდა მიაქციოს ყურადღება, ვთქვათ, მოთხოვნაში მრავალი კომპონენტის დასახელებაა საჭირო თუ მხოლოდ ერთის. ამას მიხვდება, რა თქმა უნდა, მრავლობითში იქნება მოცემული კითხვა თუ მხოლობითში და ამას მიაქციოს ყურადღება, არ იჩქაროს, პირველ რიგში, კარგად, გულდასმით უნდა წაიკითხოს დავალების ინსტრუქცია და მხოლოდ ამის შემდგომ დაიწყოს მუშაობა ტესტზე.

⇒ ვურჩევდი ასევე, რომ მიყვეს იმ თანმიმდევრობას ტესტის, როგორითაც არის ტესტი აგებული.

ხშირად, აბიტურიენტები ფიქრობენ, რომ, მოდი, ბოლო დავალებას გავაკეთებ ჯერ, ანდა შუა დავალებას და ა.შ., მაგრამ თვითონ ტესტის აგების დროს, ჩვენ ეს ყველაფერი გათვალისწინებული გვაქვს და ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ მიყვენ თანმიმდევრობით ტესტს და, რა თქმა უნდა, შემდგომ, როცა დაასრულებენ, კვლავ გადახედონ, რომ არ გაეპაროთ რაიმე შეცდომა.

ვუსურვებ მათ წარმატებებს 2025 წლის ეროვნულ გამოცდებზე.

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება