საერთო სამაგისტრო გამოცდა 2025
ინფორმაცია თანხის დაბრუნების თაობაზე
თანხის დაბრუნების თაობაზე განაცხადის წარმოდგენა ელექტრონულად შეუძლიათ მაგისტრანტობის იმ კანდიდატებს, რომელთაც:
- საპრეტენზიო განაცხადის წარდგენისას თანხა ზედმეტად გადაიხადეს;
- საპრეტენზიო ვადის ამოწურვამდე არ წარადგინეს საპრეტენზიო განაცხადი;
- აღნიშნული ვადის გასვლამდე უარი თქვეს საპრეტენზიო განაცხადებზე;
- საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეეცვალათ ტესტის შეფასება.
განაცხადები მიიღება 2 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის 18:00 საათამდე მხოლოდ ელექტრონულად სპეციალური პროგრამის გამოყენებით შემდეგ ბმულზე: https://online1.naec.ge/oapp
თანხა მითითებულ ანგარიშებზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.