11 თებერვალი, სამშაბათი, 2025

ინ­ტერ­ვიუ გვან­ცა ჯო­ბა­ვას­თან

spot_imgspot_img

ყვე­ლა აკ­რ­ძა­ლულ წიგნს უნი­კა­ლუ­რი ის­ტო­რია და სა­კუ­თა­რი გზა აქვს, გზა, რო­მე­ლიც დაბ­რ­კო­ლე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ად­რე თუ გვი­ან მკითხ­ველ­თან მი­იყ­ვანს, მათ მკითხ­ველს კი – თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე.

სწო­რედ ასეთ ტექ­ს­ტებს აერ­თი­ა­ნებს გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტის“ სე­რია „აკ­რ­ძა­ლუ­ლი წიგ­ნე­ბის თა­რო“, რომ­ლის თი­თო­ე­ულ ახალ წიგნს გან­სა­კუთ­რე­ბით ელო­დე­ბა მკითხ­ვე­ლი; ნა­წარ­მო­ე­ბებს, რომ­ლებ­საც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხ­ვა კუთხე­ში, სხვა­დას­ხ­ვა დროს, სხვა­დას­ხ­ვა მი­ზე­ზით კრძა­ლავ­დ­ნენ.

სე­რი­ის მიზ­ნე­ბი­სა და ამ­ჟა­მად მას­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი 26 წიგ­ნის შე­სა­ხებ ვე­სა­უბ­რეთ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტის“ სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელს, გა­მომ­ცე­მელ­თა მსოფ­ლიო ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენტს, გვან­ცა ჯო­ბა­ვას, რო­მელ­მაც „აკ­რ­ძა­ლუ­ლი წიგ­ნე­ბის თა­როს“ 2017 წელს ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი.

▶️ გვან­ცა, ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ბრწყინ­ვა­ლე სე­რია „აკ­რ­ძა­ლუ­ლი წიგ­ნე­ბის თა­რო“  2017 წელს და­იწყეთ. დღეს ის უკ­ვე 26 წიგნს აერ­თი­ა­ნებს. წიგ­ნებს, რომ­ლებ­საც სხვა­დას­ხ­ვა დროს, სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში, სხვა­დას­ხ­ვა მი­ზე­ზით კრძა­ლავ­დ­ნენ. რო­გორ გაჩ­ნ­და სე­რი­ის იდეა და რა მი­ზა­ნი აქვს მას?

მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ას ოდით­გან­ვე ახ­სოვს არა­ერ­თი წიგ­ნი, რომ­ლებ­საც პო­ლი­ტი­კუ­რი, რე­ლი­გი­უ­რი, სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი, მო­რა­ლუ­რი, იშ­ვი­ა­თად – კო­მერ­ცი­უ­ლი თუ სხვა ნიშ­ნით, სხვა­დას­ხ­ვა დროს წვავ­დ­ნენ, ხევ­დ­ნენ ფურ­ც­ლებს, კრძა­ლავ­დ­ნენ, იბეჭ­დე­ბო­და იატაკ­ქ­ვე­შეთ­ში და სა­ი­დუმ­ლოდ ვრცელ­დე­ბო­და, თარ­გ­მა­ნი თუ ორი­გი­ნა­ლი ტექ­ს­ტი ხდე­ბო­და ცენ­ზუ­რის მსხვერ­პ­ლი – წიგ­ნად გა­მო­ცე­მამ­დე უხე­შად ერე­ოდ­ნენ ავ­ტო­რის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში, აგ­დებ­დ­ნენ კონ­კ­რე­ტუ­ლი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ჯგუ­ფის­თ­ვის არა­სა­სურ­ველ ფრაგ­მენ­ტებს და კუ­პი­უ­რე­ბით გა­მოს­ცემ­დ­ნენ. არა­ერ­თი შემ­თხ­ვე­ვა ყო­ფი­ლა, რო­დე­საც მშობ­ლე­ბი ითხოვ­დ­ნენ ამა თუ იმ წიგ­ნის ამო­ღე­ბას სკო­ლის პროგ­რა­მი­დან, ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი­დან, რა­თა ისი­ნი მა­თი შვი­ლე­ბის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი არ ყო­ფი­ლი­ყო.

1982 წელს ამე­რი­კელ­მა ბიბ­ლი­ო­თე­კის აქ­ტი­ვის­ტ­მა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის თავ­და­უ­ზო­გავ­მა დამ­ც­ველ­მა ჯუ­დი კრუგ­მა, ამე­რი­კის გა­მომ­ცე­მელ­თა და ბიბ­ლი­ო­თე­კარ­თა ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის დახ­მა­რე­ბით, და­ა­არ­სა „აკ­რ­ძა­ლუ­ლი წიგ­ნე­ბის კვი­რე­უ­ლი“ და მას შემ­დეგ ეს დღე­ე­ბი ყო­ველ­წ­ლი­უ­რად სექ­ტემ­ბ­რის ბო­ლო რიცხ­ვებ­ში აღი­ნიშ­ნე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი კვი­რე­უ­ლი მა­ლე­ვე ჩა­მო­ყა­ლიბ­და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რადღე­ბის მიქ­ცე­ვას ბეჭ­დ­ვის, გა­მო­ცე­მის, სიტყ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე, წიგ­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც არა მხო­ლოდ წარ­სულ­ში, დღე­საც, 21-ე სა­უ­კუ­ნე­შიც ხდე­ბა ცენ­ზუ­რის მსხვერ­პ­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, არც ჩვენ­თ­ვი­საა უცხო და, ვფიქ­რობთ, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რადღე­ბის მიპყ­რო­ბა მსგავს სა­კითხებ­ზე ასე­ვე მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. სწო­რედ ამი­ტომ „აკ­რ­ძა­ლუ­ლი წიგ­ნე­ბის კვი­რე­უ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში,“ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტი­სა“ და გა­მომ­ცემ­ლო­ბა „არ­ტა­ნუ­ჯის“ თა­ოს­ნო­ბით, 2018 წელს და­ფუძ­ნ­და და მას შემ­დეგ, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მა­ტის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით აღი­ნიშ­ნე­ბა. ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში აღ­ნიშ­ვ­ნის ტრა­დი­ცი­ის დამ­კ­ვიდ­რე­ბის იდეა კი და­ე­ფუძ­ნა გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტის“ სა­გა­მომ­ცემ­ლო სე­რი­ას „აკ­რ­ძა­ლუ­ლი წიგ­ნე­ბის თა­რო“.

თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, რომ თი­თო­ე­ულ წიგნს, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხ­ვა წერ­ტილ­ში ყო­ველ­დღი­უ­რად იწე­რე­ბა და გა­მო­ი­ცე­მა, თა­ვი­სი ბე­დის­წე­რა აქვს და თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმ ფაქტს, რომ მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ას ახ­სოვს ათა­სო­ბით წიგ­ნი, რომ­ლე­ბიც არა­სა­სურ­ვე­ლი ან მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის, მა­თი, თუნ­დაც გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლის, სა­გა­მომ­ცემ­ლო სე­რი­ის ფარ­გ­ლებ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს კა­ცობ­რი­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო ეტა­პებს, მას­შ­ტა­ბურ ცვლი­ლე­ბებ­სა და გარ­დაქ­მ­ნებ­საც და­ვაკ­ვირ­დეთ.

▶️ სე­რი­ა­ში შე­სუ­ლია გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის წიგ­ნი „ჩაკ­ლუ­ლი სუ­ლი“, რო­მე­ლიც მან 1932 წელს და­წე­რა და ერ­თი წლის შემ­დეგ გერ­მა­ნი­ა­ში გა­მოს­ცა. ამ წიგ­ნის აკ­რ­ძალ­ვის ის­ტო­რია რომ გვი­ამ­ბოთ.

გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის „ჩაკ­ლუ­ლი სუ­ლი“ 1932 წელს და­ი­წე­რა და შემ­დ­გომ წელს გა­მო­ი­ცა გერ­მა­ნი­ა­ში. ესაა პირ­ვე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ცდა „ბოლ­შე­ვი­კუ­რი კლი­მა­ტი­სა“ და სტა­ლი­ნიზ­მის ნამ­დ­ვი­ლი არ­სის წარ­მო­სა­ჩე­ნად – ავ­ტორ­მა 30-იანი წლე­ბის და­საწყის­ში­ვე იწი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლა იმა­ვე ათ­წ­ლე­უ­ლის სის­ხ­ლი­ა­ნი ტე­რო­რი და რეპ­რე­სი­ე­ბი.

რო­მა­ნის მოქ­მე­დე­ბა, რო­მე­ლიც გერ­მა­ნუ­ლი­დან თარ­გ­მ­ნა ალექ­სან­დ­რე კარ­ტო­ზი­ამ, თბი­ლის­ში ვი­თარ­დე­ბა. მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი – მწე­რა­ლი თა­მაზ ენ­გუ­რი ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს, და­უს­ხ­ლ­ტეს წი­თე­ლი დიქ­ტა­ტუ­რის სა­ცე­ცებს, არ ითა­ნამ­შ­რომ­ლოს მო­ძა­ლა­დე რე­ჟიმ­თან, ში­ში­სა და უნ­დობ­ლო­ბის გა­რე­მო­ში შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ღირ­სე­ბა და არ გატყ­დეს. მაგ­რამ სხვა­ნა­ი­რად ფიქ­რობს გპუ – სტა­ლი­ნის ურ­ყე­ვი ნე­ბის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი სა­დამ­ს­ჯე­ლო მან­ქა­ნა.

„წიგნს დი­დი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰქონ­და. საბ­ჭო­ებ­მა ამ წიგ­ნის გა­მო ხალ­ხის მტე­რი და­მარ­ქ­ვეს“ – წერ­და ერთ-ერთ ბა­რათ­ში გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძე. ეს ის შემ­თხ­ვე­ვაა, რო­დე­საც მწერ­ლის არა მხო­ლოდ კონ­კ­რე­ტუ­ლად ეს რო­მა­ნი, არა­მედ მი­სი ავ­ტო­რი და გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის მთე­ლი შე­მოქ­მე­დე­ბა დი­დი ხნით აიკ­რ­ძა­ლა და მი­უ­ღებ­ლად გა­მოცხად­და საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში.

▶️ სე­რი­ის ავ­ტო­რო­ბას­თან ერ­თად, თქვენ ორი აკ­რ­ძა­ლუ­ლი წიგ­ნის მთარ­გ­მ­ნე­ლიც ხართ: ჩი­ნუა აჩე­ბეს „ყვე­ლა­ფე­რი ნა­ცარ­ტუ­ტად იქ­ცე­ვა ბო­ლოს“ და ანა პო­ლიტ­კოვ­ს­კა­ი­ას „პუ­ტი­ნის რუ­სე­თი“. ამ წიგ­ნე­ბის შე­სა­ხებ რომ გვი­ამ­ბოთ. რა­ტომ გა­დაწყ­ვი­ტეთ მა­თი თარ­გ­მ­ნა?

ჩი­ნუა აჩე­ბეს „ყვე­ლა­ფე­რი ნა­ცარ­ტუ­ტად იქ­ცე­ვა ბო­ლოს“ 2018 წლის მი­წუ­რულს ვთარ­გ­მ­ნე. მას შემ­დეგ ამ შე­სა­ნიშ­ნა­ვი რო­მა­ნის ქარ­თულ თარ­გ­მანს უამ­რა­ვი მკითხ­ვე­ლი გა­მო­უჩ­ნ­და. ისიც გა­მო­ირ­კ­ვა, რომ გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბის მოყ­ვა­რუ­ლებს ზედ­მი­წევ­ნით ახ­სოვ­დათ მის ძა­ლი­ან ცნო­ბილ ტექ­ს­ტ­ში „კა­ცი, რო­მელ­საც ლი­ტე­რა­ტუ­რა ძლი­ერ უყ­ვარ­და“ მოხ­მო­ბი­ლი ერ­თი სტრი­ქო­ნი: „ნი­გე­რი­ა­ში, საყ­ვა­რე­ლო, სა­მი კარ­გი მწე­რა­ლია – ში­ი­ონ­კა, ჩი­ნუა აჩე­ბე და გაბ­რი­ელ ო‘ჰარა“; თუნ­დაც მხო­ლოდ ამ ერ­თი სტრი­ქო­ნის გა­მო, ჩი­ნუა აჩე­ბეს ქარ­თულ ენა­ზე პირ­ვე­ლად გა­მო­ჩე­ნას ქარ­თულ სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო სივ­რ­ცე­ში უამ­რა­ვი მკითხ­ვე­ლი დი­დი სი­ხა­რუ­ლით შეხ­ვ­და. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში კარ­გად გათ­ვით­ც­ნო­ბი­ე­რე­ბულ მკითხ­ველ­ზე, რო­მელ­საც აჩე­ბეს შე­სა­ხებ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის ამ ცნო­ბი­ლი სტრი­ქო­ნის მიღ­მაც ბევ­რი სმე­ნო­და და მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბო­და აფ­რი­კის კონ­ტი­ნენ­ტის მარ­თ­ლაც რომ სა­უ­კე­თე­სო მწერ­ლის ქარ­თულ სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო სივ­რ­ცე­ში გა­მო­ჩე­ნას.

„ყვე­ლა­ფე­რი ნა­ცარ­ტუ­ტად იქ­ცე­ვა ბო­ლოს“ ეპო­ქა­ლუ­რი ნი­გე­რი­ე­ლი მწერ­ლის, ჩი­ნუა აჩე­ბეს მი­ერ ინ­გ­ლი­სურ ენა­ზე შექ­მ­ნი­ლი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი რო­მა­ნია, რო­მელ­საც მთელ მსოფ­ლი­ო­ში დი­დი აღი­ა­რე­ბა ხვდა წი­ლად. ეს ნა­წარ­მო­ე­ბი დღემ­დე აუცი­ლე­ბელ სას­წავ­ლო ტექ­ს­ტა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი რო­გორც აფ­რი­კის კონ­ტი­ნენ­ტის, ისე ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ქვეყ­ნე­ბის სკო­ლებ­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში. წიგ­ნი თარ­გ­მ­ნი­ლია ორ­მოც­დაჩ­ვიდ­მეტ ენა­ზე და ამ დრომ­დე გა­ყი­დუ­ლია ოც მი­ლი­ონ­ზე მე­ტი ეგ­ზემ­პ­ლა­რი.

რო­მან­ში პი­რუთ­ვ­ნე­ლად, შე­უ­ლა­მა­ზებ­ლა­დაა აღ­წე­რი­ლი ნი­გე­რი­უ­ლი ტო­მის ცხოვ­რე­ბა მე-19 სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს, კო­ლო­ნი­ზა­ცი­ამ­დე, და მას შემ­დეგ, რაც პირ­ველ­მა ევ­რო­პე­ლებ­მა ამ მხა­რე­ში დად­გეს ფე­ხი. წიგ­ნი, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად 1958 წელს გა­მოქ­ვეყ­ნ­და — ორი წლით ად­რე, ვიდ­რე ნი­გე­რია დი­დი ბრი­ტა­ნე­თის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას გა­მო­აცხა­დებ­და – სრუ­ლა­დაა დაც­ლი­ლი კო­ლო­ნი­ამ­დე­ლი ეპო­ქის გა­ი­დე­ა­ლე­ბის­გან და გვი­ხა­ტავს სამ­ყა­როს, რომ­ლის­თ­ვი­საც ძა­ლა­დო­ბა, ომი და გა­ჭირ­ვე­ბა უცხო არ არის, თუმ­ცა ამას­თან, გა­ჯე­რე­ბუ­ლია ტრა­დი­ცი­ე­ბის, რი­ტუ­ა­ლე­ბის, რწმე­ნა-წარ­მოდ­გე­ნე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თ­გა­გე­ბის ძლი­ე­რი გან­ც­დით.

რო­მან­ში აღ­წე­რი­ლია ერ­თი ადა­მი­ა­ნის, იბოს ტო­მის წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი, ძლე­ვა­მო­სი­ლი და უში­შა­რი მებ­რ­ძო­ლის – ოკონ­კ­ვოს ქა­რიშ­ხ­ლი­ა­ნი, ტრა­გი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბა და ბრძო­ლა იბოს ტო­მის ტრა­დი­ცი­ე­ბის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა­თა ყო­ვე­ლი მცდე­ლო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ – მათ შო­რის გა­ო­რე­ბულ თა­ნა­ტო­მელ­თა წი­ნა­აღ­მ­დე­გაც.

„ყვე­ლა­ფე­რი ნა­ცარ­ტუ­ტად იქ­ცე­ვა ბო­ლოს“, კო­ლო­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის მუ­ქი სა­ღე­ბა­ვე­ბით და­ხატ­ვის გა­მო, მა­ლა­ი­ზი­ი­სა და ნი­გე­რი­ის მთავ­რო­ბებ­მა აკ­რ­ძა­ლეს. მარ­თა­ლია, აშშ-ში წიგ­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რად არას­დ­როს აკ­რ­ძა­ლუ­ლა, თუმ­ცა 2012 წელს გა­სა­ჩივ­რ­და წიგ­ნ­ში შე­სუ­ლი რა­სის­ტუ­ლი ელე­მენ­ტე­ბის გა­მო.

თუ ამ წიგ­ნის წა­კითხ­ვი­სა და სულ სხვა აფ­რი­კის, უფ­რო კი, ნი­გე­რი­ის, აღ­მო­ჩე­ნის ბედ­ნი­ე­რე­ბა ჯერ არ გქო­ნი­ათ, მა­შინ ამ მცი­რე ფრაგ­მენტს გი­ზი­ა­რებთ და გირ­ჩევთ, რომ ეს ბრწყინ­ვა­ლე წიგ­ნი აუცი­ლებ­ლად წა­ი­კითხოთ:

„თეთ­რ­მა კაც­მა მი­წის შე­სა­ხებ, ჩვე­ნი წეს-ჩვე­უ­ლე­ბის შე­სა­ხებ არ იცის? სა­ი­დან უნ­და იცო­დეს, რო­დე­საც ჩვენს ენა­ზეც კი არ სა­უბ­რობს? მაგ­რამ ამ­ბობს, რომ ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბი უვარ­გი­სია; და ჩვე­ნი ძმე­ბიც კი, რომ­ლებ­მაც ქრის­ტი­ა­ნო­ბა მი­ი­ღეს, ამ­ბო­ბენ, რომ ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბი არაფ­რად ვარ­გა. რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნია ომი, რო­დე­საც ჩვე­ნი­ვე სის­ხ­ლი და ხორ­ცი გან­გ­ვიდ­გა?! თეთ­რი კა­ცი ძალ­ზე ჭკვი­ა­ნია. ერ­თობ ჩუ­მად და მშვი­დო­ბი­ა­ნად შე­მოგ­ვე­პა­რა და ფა­რად ეს თა­ვი­სი რე­ლი­გია გა­მო­ი­ყე­ნა. ჩვენ მის სიბ­რიყ­ვე­ზე კარ­გად გა­ვი­ცი­ნეთ და ნე­ბა დავ­რ­თეთ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. ახ­ლა კი ჩვე­ნი ძმე­ბი გა­და­ი­ბი­რა და ტომს აღარ შეს­წევს უნა­რი, ერთ სულ და ერთ ხორც იმოქ­მე­დოს. და­ნა და­ა­სო ყვე­ლა­ფერს, რაც კი გვამ­თ­ლი­ა­ნებ­და და ახ­ლა ორად ვართ გახ­ლე­ჩი­ლი“.

ანა პო­ლიტ­კოვ­ს­კა­ი­ას „პუ­ტი­ნის რუ­სე­თის“ თარ­გ­მ­ნა რომ და­ვიწყე, ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე რთულ ეტაპს გავ­დი­ო­დი, თა­ვი უზარ­მა­ზარ სამ­ყა­რო­ში სულ მარ­ტო დარ­ჩე­ნი­ლი გო­გო მე­გო­ნა და რა­ღაც ძლი­ე­რი ემო­ცია მჭირ­დე­ბო­და, დი­დი ენერ­გე­ტი­კა, სა­კუ­თარ ძა­ლებ­ში დარ­წ­მუ­ნე­ბა. ეს წიგ­ნი კი, ზუს­ტად ის აღ­მოჩ­ნ­და, რა­საც ვე­ძებ­დი.

ანას გავ­ყე­ვი და მის გაკ­ვა­ლულ გზა­ზე სი­ა­რულ­მა გა­დამ­წყ­ვე­ტი რო­ლი შე­ას­რუ­ლა ჩემს, რო­გორც პი­როვ­ნე­ბის, ფორ­მი­რე­ბა­ში; სა­კუ­თა­რი მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­შიც და­მეხ­მა­რა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გან­საზღ­ვ­რა­შიც.

ანას­თან ერ­თად ბევ­რი ვი­მოგ­ზა­უ­რე. ეს არ იყო სა­სი­ა­მოვ­ნო მოგ­ზა­უ­რო­ბა, პი­რი­ქით, ძა­ლი­ან რთუ­ლი და სა­ში­ში, თუმ­ცა სა­სი­ცოცხ­ლოდ აუცი­ლე­ბე­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა აღ­მოჩ­ნ­და, რო­მელ­მაც უამ­რავ მოვ­ლე­ნა­ზე თვა­ლი ამი­ხი­ლა და უმ­თავ­რეს­ში და­მარ­წ­მუ­ნა: სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის­თ­ვის ბრძო­ლა უნ­და იყოს თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის უმ­თავ­რე­სი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა სამ­ყა­როს წი­ნა­შე, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი – სი­ცოცხ­ლე გვა­ჩუ­ქა.

თავ­და­პირ­ვე­ლად, საბ­ჭო­თა კავ­შირ­სა და ბნელ 90-იანებს მი­ვუბ­რუნ­დით. ანა ჰყვე­ბო­და დამ­ფ­რ­თხა­ლი, გა­ლო­თე­ბუ­ლი კა­ცე­ბის ქუ­ჩა­ში სა­ვაჭ­როდ გა­მო­სულ ცო­ლებ­ზე, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ნან­გ­რე­ვე­ბი სა­კუ­თა­რი ხე­ლით რომ გა­ი­ტა­ნეს, მწყობ­რი­დან გა­მო­სულ გათ­ბო­ბის სის­ტე­მა­სა და თა­ვი­ანთ სახ­ლებ­ში გა­ყი­ნულ ადა­მი­ა­ნებ­ზე, ხში­რად, დი­დი დაგ­ვი­ა­ნე­ბით, იატაკ­ზე მი­ყი­ნუ­ლებ­საც რომ პო­უ­ლობ­დ­ნენ.

შემ­დეგ ჩეჩ­ნე­თის ომი წა­მოგ­ვე­წია. ანა პო­ლიტ­კოვ­ს­კა­ი­ამ ხომ ჩეჩ­ნე­თის ომის შე­სა­ხებ გა­ბე­დუ­ლი რე­პორ­ტა­ჟე­ბით გა­ით­ქ­ვა სა­ხე­ლი, რე­პორ­ტა­ჟე­ბით, რომ­ლე­ბიც დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო, რო­გორც „ხმა მღა­ღა­დებ­ლი­სა უდაბ­ნო­სა ში­ნა“. არა­და შე­უძ­ლე­ბე­ლია გო­ნე­ბი­დან ამო­გი­ვარ­დეს თექ­ვ­ს­მე­ტი წლის ელ­ზა კუნ­გა­ე­ვას ამ­ბა­ვი, ცნო­ბილ­მა რუს­მა პოლ­კოვ­ნიკ­მა ბუ­და­ნოვ­მა, მო­ცა­ლე­ო­ბის ჟამს, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გარ­თო­ბის­თ­ვის რომ გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა და შემ­დეგ მოკ­ლა. ალ­ბათ ეს ერ­თი სა­ზა­რე­ლი ის­ტო­რი­აც სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სია რუ­სეთ­თან ომის სა­ში­ნე­ლე­ბის გად­მო­სა­ცე­მად. აუცი­ლებ­ლად უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ამ სა­ზა­რელ ამ­ბავს გერ­მა­ნუ­ლე­ნო­ვან­მა ქარ­თ­ველ­მა მწე­რალ­მა ნი­ნო ხა­რა­ტიშ­ვილ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ფაქ­ტობ­რი­ვად, მთე­ლი რო­მა­ნი – „კა­ტა და გე­ნე­რა­ლი“ მი­უძღ­ვ­ნა.

რუ­სე­თის ჯარ­შიც შე­ვაღ­წიე ანას­თან ერ­თად. შეს­ვ­ლამ­დე კი, გა­ურ­კ­ვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში, სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის დროს მოკ­ლუ­ლი შვი­ლე­ბის, რუ­სი სამ­ხედ­რო­ე­ბის დე­დებს შევ­ხ­ვ­დით, სამ­ხედ­რო ნა­წი­ლე­ბის დიდ გა­ლავ­ნებ­თან ატუ­ზულ რუს დე­დებს, ამა­ოდ რომ ეძებ­დ­ნენ სა­მარ­თალს, სა­სა­მარ­თ­ლო დარ­ბა­ზებ­საც ამა­ოდ სტუმ­რობ­დ­ნენ, მო­სა­მარ­თ­ლე­ე­ბი თა­ვად ისი­ნი იყ­ვ­ნენ – მა­თი შვი­ლე­ბის მკვლე­ლე­ბი: გე­ნერ­ლე­ბი, მე­თა­უ­რე­ბი, ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი, რომ­ლებ­საც ეს უბე­დუ­რი დე­დე­ბი ამა­ოდ უყუ­რებ­დ­ნენ თვა­ლებ­ში, იქ სი­ნა­ნუ­ლი არ იყო, არც დარ­დი, წუ­ხი­ლი.

მა­ფია? რამ­დე­ნიც და რო­გო­რიც გინ­დათ! ადა­მი­ა­ნე­ბის გა­წირ­ვა, ხოც­ვა, პუ­ტი­ნის რუ­სეთ­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია. რუს მა­ფი­ო­ზებს უდი­დე­სი მფარ­ვე­ლე­ბი ჰყავ­დათ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში კი თა­ვად იქ­ც­ნენ მათ უდი­დეს „მფარ­ვე­ლე­ბად“. ასე მი­ვი­და რუ­სე­თი 2002 წლის 23 ოქ­ტომ­ბერს „ნორდ-ოს­ტის“ სა­ზა­რელ ტრა­გე­დი­ამ­დე, წინ კი, უარე­სი – „ბეს­ლა­ნი“ ელო­დათ.

რუ­სე­თის მი­ერ ხელ­დას­ხ­მუ­ლი ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის მამ­ხი­ლე­ბელ მა­სა­ლებ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, უკ­რა­ი­ნუ­ლი წარ­მო­შო­ბის რუ­სი ჟურ­ნა­ლის­ტი ანა პო­ლიტ­კოვ­ს­კაია, რო­მელ­საც ათა­სო­ბით უსა­მარ­თ­ლო­ბის მსხვერ­პ­ლი იმე­დის თვა­ლით შეჰ­ყუ­რებ­და, 2006 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, მი­სი სახ­ლის სა­დარ­ბა­ზო­ში, გა­ურ­კ­ვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში მოკ­ლეს. ამ­ბობ­დ­ნენ პუ­ტინ­მაო, რამ­ზან კა­დი­როვ­მაო, თუმ­ცა, ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ მი­სი მკვლე­ლო­ბის შემ­კ­ვე­თი კვლა­ვაც და­უს­ჯე­ლია.

„პუ­ტი­ნის რუ­სე­თი“ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის წა­სა­კითხი წიგ­ნია, იმი­ტომ რომ ის შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს შე­უც­ვ­ლელ სა­მა­გი­დო წიგ­ნად ამ პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის. პო­ლი­ტი­კო­სე­ბის წა­სა­კითხი წიგ­ნიც არის, იმი­ტომ რომ ნათ­ლად და­ი­ნა­ხონ რა­ო­დენ დი­დია პუ­ტი­ნი­სე­უ­ლი რუ­სე­თის გავ­ლე­ნა დღე­ვან­დელ ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ზე, და რო­გო­რი შე­სამ­ჩ­ნე­ვია ეს მსგავ­სე­ბე­ბი, თუ­კი ოდ­ნავ მა­ინც იც­ნობ რუ­სე­თის ცხოვ­რე­ბას. და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წა­სა­კითხი­ცაა, გა­ნურ­ჩევ­ლად პრო­ფე­სი­ი­სა, იმი­ტომ რომ ანა ბევრს სა­უბ­რობს სა­ზო­გა­დო­ე­ბის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა­ზე სა­ხელ­მ­წი­ფო­სა და თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­შე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის, რო­მელ­საც ასე ად­ვი­ლად „ამ­შ­ვი­დებს ხოლ­მე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა“, იმი­ტომ რომ მას ერ­თი სუ­ლი აქვს ვინ­მემ „და­ამ­შ­ვი­დოს“. სა­უბ­რობს სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­უ­რო­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა­ზეც, იმი­ტომ რომ, მი­სი თქმით, „ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დამ­კ­ვიდ­რე­ბულ ჩე­კის­ტებს ჩვენს შიშს ვაჩ­ვე­ნებ­დით. ამით კი მხო­ლოდ ვუმ­ძაფ­რებ­დით სურ­ვილს, ცხო­ვე­ლე­ბი­ვით მოგ­ვ­ქ­ცე­ოდ­ნენ. კა­გე­ბე მხო­ლოდ ძლი­ე­რებს სცემს პა­ტივს, სუს­ტებს კი ანად­გუ­რებს. ეს ყვე­ლამ უნ­და ვი­ცო­დეთ. ში­ში საბ­ჭო­თა ჩე­კის­ტის­თ­ვის თაფ­ლია. მათ­თ­ვის არ არ­სე­ბობს უკე­თე­სი სა­ჩუ­ქა­რი, ვიდ­რე იმის შეგ­რ­ძ­ნე­ბა, რო­გორ ცახ­ცა­ხებს ხალ­ხის მა­სა, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ ნე­ბას უნ­და და­უ­მორ­ჩი­ლონ“.

▶️ სვეტ­ლა­ნა ალექ­სი­ე­ვი­ჩი, ანა პო­ლიტ­კოვ­ს­კაია, ბო­რის პას­ტერ­ნა­კი, ან­დ­რეი პლა­ტო­ნო­ვი, ვე­ნე­დიქტ ერო­ფე­ე­ვი – მათ წიგ­ნებს „აკ­რ­ძა­ლუ­ლი წიგ­ნე­ბის თა­რო“ აერ­თი­ა­ნებს. ეს ავ­ტო­რე­ბი რუ­სე­თის მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვან სი­სას­ტი­კე­ზე შე­უ­ლა­მა­ზებ­ლად მოგ­ვითხ­რო­ბენ. რა სა­ერ­თო სათ­ქ­მე­ლი აქვთ მკითხ­ვე­ლე­ბის­თ­ვის ამ ავ­ტო­რებ­სა და მათ ტექ­ს­ტებს?

სვეტ­ლა­ნა ალექ­სი­ე­ვი­ჩი, ანა პო­ლიტ­კოვ­ს­კაია, ბო­რის პას­ტერ­ნა­კი, ან­დ­რეი პლა­ტო­ნო­ვი, ვე­ნე­დიქტ ერო­ფე­ე­ვი ბე­ლა­რუ­სი, უკ­რა­ი­ნე­ლი და რუ­სი ავ­ტო­რე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც რუ­სუ­ლად წერ­დ­ნენ თუ წე­რენ. მათ ერ­თი მთა­ვა­რი რამ აერ­თი­ა­ნებთ, საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­სა თუ მი­სი გად­მო­ნაშ­თის, დღე­ვან­დე­ლი რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის თა­მა­მი მხი­ლე­ბა, იმ მან­კი­ე­რე­ბე­ბის ჩვე­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც საბ­ჭო­თა წარ­სუ­ლის რო­მან­ტი­ზე­ბის მცდე­ლო­ბა­საც კი, წარ­მო­უდ­გე­ნელ და­ნა­შა­უ­ლად აქ­ცევს.

„ცინ­კის ბი­ჭე­ბი“ 2015 წლის ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტის, ლუ­კა­შენ­კოს რე­ჟი­მის მი­ერ აკ­რ­ძა­ლუ­ლი ბე­ლა­რუ­სი მწერ­ლის, სვეტ­ლა­ნა ალექ­სი­ე­ვი­ჩის მე­სა­მე წიგ­ნია „უტო­პი­ის ხმე­ბის“ ციკ­ლი­დან, რო­მე­ლიც ჩვენს სე­რი­ა­ში შე­ვი­და. წიგ­ნის მთხრო­ბე­ლე­ბი – ომის ვე­ტე­რა­ნე­ბი, დე­დე­ბი, ქვრი­ვე­ბი, მედ­დე­ბი… – გვიყ­ვე­ბი­ან იმ სი­მარ­თ­ლეს ავ­ღა­ნე­თის ომ­ზე (1979-1989 წწ.), რო­მელ­საც საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უმა­ლავ­და სა­კუ­თარ ხალხს.

სვეტ­ლა­ნა ალექ­სი­ე­ვიჩს მკითხ­ვე­ლამ­დე მო­აქვს ავ­ღა­ნეთ­გა­მოვ­ლილ­თა შიშ­ვე­ლი ემო­ცი­ე­ბი და, ამი­ტო­მაც, თარ­გ­მან­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია რო­გორც ინ­ტო­ნა­ცი­ე­ბი, ისე — და­უ­ლა­გე­ბე­ლი, ფრაგ­მენ­ტუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი და შე­ფა­სე­ბე­ბი ომ­ზე, რო­მელ­მაც უმ­ძი­მე­სი კვა­ლი და­აჩ­ნია თი­თო­ე­უ­ლი პერ­სო­ნა­ჟის ცხოვ­რე­ბას.

წიგ­ნ­ში ასე­ვე შე­სუ­ლია ოქ­მე­ბი სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცე­სე­ბი­დან (1992-1994 წწ.), რომ­ლე­ბიც „ცინ­კის ბი­ჭე­ბის“ გა­მო­ცე­მის შემ­დეგ გა­ი­მარ­თა ბე­ლა­რუს­ში. პრო­ცე­სებ­ზე ავ­ტო­რი­ტა­რულ­მა რე­ჟიმ­მა მწერ­ლის წი­ნა­აღ­მ­დეგ მი­სი­ვე რე­ა­ლუ­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბი გა­მო­იყ­ვა­ნა. წიგ­ნი რუ­სუ­ლი­დან ზუ­რაბ ქუ­თა­თე­ლა­ძემ თარ­გ­მ­ნა.

აქ­ვე უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ სვეტ­ლა­ნა ალექ­სი­ე­ვი­ჩი, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტის“ მოწ­ვე­ვით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს, ნო­ბე­ლის პრე­მი­ის მი­ღე­ბი­დან ძა­ლი­ან მა­ლე, 2017 წელს სტუმ­რობ­და და მას ჩვენს ქვე­ყა­ნას­თან დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი აკავ­ში­რებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ალექ­სი­ე­ვი­ჩი დღემ­დე ეხ­მი­ა­ნე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მძი­მე პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებს და მუდ­მი­ვად უჭერს მხარს ქარ­თ­ველ ხალხს თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თ­ვის ბრძო­ლა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა უკ­რა­ი­ნუ­ლი წარ­მო­შო­ბის რუს ჟურ­ნა­ლისტს, ანა პო­ლიტ­კოვ­ს­კა­ი­ას, რომ­ლის შე­სა­ხებ ზე­მო­თაც ვი­სა­უბ­რეთ, იგი „ნო­ვაია გა­ზე­ტას“ სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­რეს­პონ­დენ­ტი იყო, რო­მე­ლიც უშიშ­რად ამ­ხელ­და რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რებს, გე­ნერ­ლებს, ბი­უ­როკ­რა­ტებ­სა და სხვა გავ­ლე­ნი­ან ხალხს. მან ჩეჩ­ნე­თის ომის შე­სა­ხებ გა­ბე­დუ­ლი რე­პორ­ტა­ჟე­ბით გა­ით­ქ­ვა სა­ხე­ლი, უფ­რო მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი უშუ­ა­ლოდ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­ზე და­იწყო წე­რა. ჟურ­ნა­ლის­ტი ყუ­რადღე­ბას ამახ­ვი­ლებ­და იმ საფ­რ­თხე­ებ­ზე, რომ­ლებ­საც პუ­ტი­ნის პო­ლი­ტი­კა რუ­სე­თის სტა­ბი­ლუ­რო­ბას უქად­და; იმ ტე­რორ­ზე, ქვე­ყა­ნა­ში რომ სუ­ფევ­და.

ანა პო­ლიტ­კოვ­ს­კა­ი­ას მხატ­ვ­რულ-დო­კუ­მენ­ტუ­რი რო­მა­ნი „პუ­ტი­ნის რუ­სე­თი“ 2004 წელს დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში გა­მოქ­ვეყ­ნ­და და მა­შინ­ვე ბეს­ტ­სე­ლე­რად იქ­ცა. ავ­ტო­რი „პუ­ტი­ნის რუ­სეთ­ში“ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ყო­ფის შე­სა­ხებ მოგ­ვითხ­რობს, ნამ­დ­ვი­ლი ის­ტო­რი­ე­ბის მა­გა­ლით­ზე, ფაქ­ტე­ბით გვიჩ­ვე­ნებს იმას, თუ რო­გორ არაფ­რად უღირს რუ­სულ სა­ხელ­მ­წი­ფოს ადა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლე და მი­სი უფ­ლე­ბე­ბი, რო­გორ იბა­დე­ბა და იკ­ვე­ბე­ბა სი­სას­ტი­კე და ბო­რო­ტე­ბა პუ­ტი­ნის რე­ჟიმ­ში.

ანა პო­ლიტ­კოვ­ს­კა­ი­ას სი­მარ­თ­ლის სამ­სა­ხუ­რი სა­ბო­ლო­ოდ სი­ცოცხ­ლის ფა­სად და­უჯ­და – ის წიგ­ნის გა­მო­ცე­მი­დან ორ წე­ლი­წად­ში, რუ­სე­თის მი­ერ ხელ­დას­ხ­მუ­ლი ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის მამ­ხი­ლე­ბელ მა­სა­ლებ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, 2006 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, გა­ურ­კ­ვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში მოკ­ლეს. 2014 წელს მი­სი მკვლე­ლო­ბის­თ­ვის ხუ­თი ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა, „ვერ მო­ხერ­ხ­და“ შემ­კ­ვე­თის პოვ­ნა.

ბო­რის პას­ტერ­ნა­კის „ექი­მი ჟი­ვა­გო“ პირ­ვე­ლად 1957 წელს იტა­ლი­ა­ში გა­მო­ი­ცა. ბოლ­შე­ვი­კუ­რი რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში რო­მა­ნის გა­მოს­ვ­ლამ დი­დი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა პო­ვა რო­გორც საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში, ისე მთელ მსოფ­ლი­ო­ში. საბ­ჭო­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კრი­ტი­კა რო­მანს უმ­კაც­რე­სად, და­უნ­დობ­ლად შეხ­ვ­და. და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლი­ოს პროგ­რე­სულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კი ის სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს ლი­ტე­რა­ტუ­რულ მოვ­ლე­ნად აღი­ა­რა. ამ წიგ­ნი­სათ­ვის ბო­რის პას­ტერ­ნაკს, 1958 წელს, ნო­ბე­ლის პრე­მია მი­ე­ნი­ჭა, თუმ­ცა საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მწე­რა­ლი აიძუ­ლა, პრე­მი­ა­ზე უარი ეთ­ქ­ვა.

რო­მა­ნის სი­უ­ჟე­ტი ვი­თარ­დე­ბა 1905 წლი­დან მე­ო­რე მსოფ­ლიო ომამ­დე პე­რი­ოდ­ში. მთა­ვა­რი გმი­რის – ნი­ჭი­ე­რი და პა­ტი­ო­სა­ნი რუ­სი ინ­ტე­ლი­გენ­ტის, ექი­მი­სა და პო­ე­ტის — იური ჟი­ვა­გოს ცხოვ­რე­ბის აღ­წე­რის ფონ­ზე და­ხა­ტუ­ლია ის მძაფ­რი ქარ­ტე­ხი­ლე­ბი, რო­მელ­თაც მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის პირ­ველ ათ­წ­ლე­ულ­ში შეძ­რეს რუ­სუ­ლი სი­ნამ­დ­ვი­ლე. პას­ტერ­ნა­კი ზედ­მი­წევ­ნით, უშუ­ა­ლოდ და და­მა­ჯე­რებ­ლად გად­მოს­ცემს რე­ვო­ლუ­ცი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ნგრე­ვის ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლი ტალ­ღე­ბის მი­ერ ბუ­დე­დან­გ­რე­უ­ლი, სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლი და გან­წი­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გან­ც­დებს…

წიგ­ნი რუ­სუ­ლი­დან თარ­გ­მ­ნა და შე­ნიშ­ვ­ნე­ბი და­ურ­თო ნო­დარ ნო­ნი­აშ­ვილ­მა.

იოსიფ ბროდ­ს­კიმ ანდრეი პლა­ტო­ნო­ვი დოს­ტო­ევ­ს­კის შე­ა­და­რა და ჯო­ი­სის, მუ­ზი­ლი­სა და კაფ­კას გვერ­დით და­ა­ყე­ნა, მე­ო­რე მხრივ, იგი აშ­კა­რად იმ­სა­ხუ­რებს ად­გილს ბე­კე­ტი­სა და იონეს­კოს გვერ­დი­თაც. პლა­ტო­ნო­ვის გე­ნია სტა­ლინ­მაც კი და­ი­ნა­ხა და და­წე­რა: „ნი­ჭი­ე­რი მწე­რა­ლია, მაგ­რამ გა­რე­წა­რი“; პლა­ტო­ნო­ვის გე­ნი­ა­ლუ­რი ქმნი­ლე­ბე­ბი: „ჩე­ვენ­გუ­რი“, „ქვა­ბუ­ლი“ და „ჯა­ნი“, რომ­ლე­ბიც ჩვენ ერთ წიგ­ნად გა­მო­ვე­ცით, თა­ვის­თა­ვად ქმნი­ან ტრი­ლო­გი­ას, თუმ­ცა ავ­ტორს ისი­ნი ასე არ გა­უ­ერ­თი­ა­ნე­ბია; პირ­ვე­ლი უტო­პიაა, მე­ო­რე — ან­ტი­უ­ტო­პია, ხო­ლო მე­სა­მე „რწმე­ნის გა­მოც­და“. წიგ­ნი რუ­სუ­ლი­დან გი­ვი კი­კი­ლაშ­ვილ­მა ბრწყინ­ვა­ლედ თარ­გ­მ­ნა.

„მოს­კო­ვი-პე­ტუშ­კი“, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, ავ­ტო­რის ერ­თა­დერ­თი ნა­წარ­მო­ე­ბია, რო­მელ­მაც ვე­ნე­დიქტ ერო­ფე­ე­ვი მე-20 სა­უ­კუ­ნის რუ­სუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ერთ-ერთ გა­მორ­ჩე­ულ სა­ხედ აქ­ცია და მას, ევ­რო­პე­ლი მკითხ­ვე­ლი­სა და ლი­ტე­რა­ტო­რე­ბის აზ­რით, გო­გო­ლი­სა და ჩე­ხო­ვის გვერ­დით მი­უ­ჩი­ნა ად­გი­ლი. ერ­თი რამ აშ­კა­რაა — საბ­ჭო­თა, უფ­რო კი რუ­სი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის ბლუზს ასე მკა­ფი­ოდ სხვა ვერც ერთ წიგ­ნ­ში ვერ შე­იგ­რ­ძ­ნობთ. მთე­ლი თა­ვი­სი ჟარ­გო­ნე­ბით, კალ­კე­ბით, სა­ხა­რე­ბი­სე­უ­ლი ალუ­ზი­ე­ბი­თა და ფი­ნა­ლით, მა­ტა­რებ­ლის ბორ­ბ­ლე­ბის რიტ­მ­ში მოგ­ყ­ვე­ბა ეს ბლუ­ზი – მოს­კო­ვი­დან პე­ტუშ­კიმ­დე, და მის შემ­დე­გაც.

„მოს­კო­ვი-პე­ტუშ­კი“ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 60-იან წლებ­ში და­ი­წე­რა და 80-იანი წლე­ბის ბო­ლომ­დე არ გა­მო­ცე­მუ­ლა რუ­სეთ­ში. საბ­ჭო­თა სის­ტე­მი­სა და ზო­გა­დად რუ­სუ­ლი ყო­ფის სარ­კას­ტუ­ლად, იმ დრო­ი­სათ­ვის ზედ­მე­ტად მძაფრ, გრო­ტეს­კულ ფე­რებ­ში და­ხატ­ვი­სა და ტექ­ს­ტ­ში ბიბ­ლი­უ­რი მო­ტი­ვე­ბის უხ­ვად გა­მო­ყე­ნე­ბის გა­მო, საბ­ჭო­თა ცენ­ზუ­რამ წიგ­ნი აკ­რ­ძა­ლა. რო­მა­ნი პირ­ვე­ლად ის­რა­ელ­ში, 1973 წელს, ხო­ლო შემ­დ­გომ პა­რიზ­ში, 1977 წელს გა­მო­ი­ცა. წიგ­ნის სრუ­ლი­ად ახა­ლი და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი თარ­გ­მა­ნი და­ვით ცინ­ცა­ძეს ეკუთ­ვ­ნის.

▶️ სე­რი­ის თა­რო­ზე გვხვდე­ბა ცნო­ბი­ლი ინ­გ­ლი­სე­ლი მწერ­ლის, ჯორჯ ორუ­ე­ლის ორი სა­კულ­ტო ნა­წარ­მო­ე­ბი: „1984“ და „ცხო­ვე­ლე­ბის კარ-მი­და­მო“. ეს წიგ­ნე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დღემ­დე არ ჩა­მო­დის ბეს­ტ­სე­ლე­რე­ბის თა­რო­დან. თქვე­ნი აზ­რით, რო­მე­ლი მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლე­ბის გა­მოა ისი­ნი მკითხ­ვე­ლის­თ­ვის დღე­საც ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი?

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე ბო­ლო დრო­ის პო­ლი­ტი­კურ­მა მოვ­ლე­ნებ­მა ცხად­ყო, რომ ქარ­თ­ველ­მა მკითხ­ველ­მა ამ ავ­ტო­რის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი ან ხე­ლახ­ლა გა­და­ი­კითხა, ან სწო­რედ ახ­ლა წა­ი­კითხა პირ­ვე­ლად ძა­ლი­ან დი­დი ინ­ტე­რე­სით. ფაქ­ტია, ჩვენს მკითხ­ველს დღეს ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებს მე­ტი გა­ი­გოს იმის შე­სა­ხებ, თუ რას ამ­ბობს ლი­ტე­რა­ტუ­რა დიქ­ტა­ტუ­რა­ზე.

ცნო­ბილ ინ­გ­ლი­სელ მწე­რალს, ჯორჯ ორუ­ელს დის­ტო­პი­უ­რი რო­მა­ნის „1984“ და­წე­რის­კენ ორი დიქ­ტა­ტო­რის, ადოლფ ჰიტ­ლე­რი­სა და იოსებ სტა­ლი­ნის, აღ­ზე­ვე­ბამ უბიძ­გა. თე­მა­ტუ­რი სიმ­დიდ­რე, სათ­ქ­მე­ლის შე­უ­ლა­მა­ზებ­ლად გად­მო­ცე­მა, სა­ტი­რის ოს­ტა­ტუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა და თხრო­ბის სა­და, კლა­სი­კუ­რი მა­ნე­რა 1984“-ს ნამ­დ­ვილ ლი­ტე­რა­ტუ­რულ შე­დევ­რად აქ­ცევს.

პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბის, სლო­გა­ნე­ბის – ომი მშვი­დო­ბაა, მო­ნო­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბაა, უმეც­რე­ბა ძა­ლაა – ბე­ლა­დე­ბის სა­ხე­ე­ბის, მაგ., „უფ­რო­სი ძმა“, და ჩაგ­ვ­რის სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის წარ­მო­ჩი­ნე­ბის გა­მო, წიგ­ნი სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში – საბ­ჭო­თა კავ­ში­რი, ჩი­ნე­თი – იკ­რ­ძა­ლე­ბო­და, უფ­რო მე­ტიც, წვავ­დ­ნენ. შე­საძ­ლოა უც­ნა­უ­რად მო­გეჩ­ვე­ნოთ, მაგ­რამ 1981 წელს ის ფლო­რი­და­შიც აიკ­რ­ძა­ლა.

„1984“, რო­მე­ლიც ჩვე­ნი სე­რი­ის­თ­ვის, სა­გან­გე­ბოდ, მთარ­გ­მ­ნელ­მა ლა­ლი ყუ­ში­ტაშ­ვილ­მა ინ­გ­ლი­სუ­რი ენი­დან თარ­გ­მ­ნა, აღ­წერს ცხოვ­რე­ბას უკი­დე­გა­ნოდ დიდ ქვე­ყა­ნა ოკე­ა­ნი­ა­ში, რო­მელ­საც პარ­ტი­ის ერ­თ­პი­როვ­ნუ­ლი ლი­დე­რი „უფ­რო­სი ძმა“ მარ­თავს, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა ას­პექ­ტ­ში ერე­ვა: „ის ყველ­გან იყო და გა­მუდ­მე­ბით გიც­ქერ­და მო­ნე­ტი­დან, მარ­კე­ბი­დან, წიგ­ნის ყდე­ბი­დან, დრო­შე­ბი­დან, სი­გა­რე­ტის კო­ლო­ფე­ბი­დან… გიც­ქერ­და და ჩაგ­ძა­ხო­და – ძილ­სა თუ ღვი­ძილ­ში, მუ­შა­ო­ბის თუ ჭა­მის დროს, შინ თუ გა­რეთ, აბა­ზა­ნა­ში თუ სა­წოლ­ში – მას ვერ­სად გა­ექ­ცე­ო­დი“. ამ სამ­ყა­როს წი­აღ­ში გაზ­რ­დი­ლი მთა­ვა­რი გმი­რი უინ­ს­ტონ სმი­ტი, პარ­ტი­ის და­ბა­ლი რან­გის მუ­შა­კი, ბე­დავს და პარ­ტი­ის წი­ნა­აღ­მ­დეგ სუსტ ამ­ბოხს იწყებს – სა­ი­დუმ­ლო მო­საზ­რე­ბებს დღი­ურს ან­დობს, რაც მძი­მე „ფიქ­რ­და­ნა­შა­უ­ლია“. მა­ლე მას სიყ­ვა­რუ­ლი ეწ­ვე­ვა და თა­ვის შეყ­ვა­რე­ბულ­თან, ჯუ­ლი­ას­თან ერ­თად ცდი­ლობს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად იცხოვ­როს, დატ­კ­ბეს თა­ვი­სუფ­ლე­ბი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით, თუმ­ცა ეს აკ­რ­ძა­ლუ­ლია და სას­ტი­კად ის­ჯე­ბა; რად­გან ისი­ნი ცხოვ­რო­ბენ სივ­რ­ცე­ში, სა­დაც არ­სე­ბო­ბის ერ­თა­დერთ შე­საძ­ლებ­ლო­ბად ორაზ­როვ­ნე­ბა მი­იჩ­ნე­ვა – „სრუ­ლი სი­მარ­თ­ლე უნ­და გცოდ­ნო­და და კარ­გად შე­კე­რი­ლი სიც­რუე გე­ლა­პა­რა­კა… ლო­გი­კით ლო­გი­კა გა­გე­ნად­გუ­რე­ბი­ნა, უარი გეთ­ქ­ვა ზნე­ო­ბა­ზე და თან სხვე­ბის­თ­ვის ზნე­ო­ბა გე­ქა­და­გა…“. ჯორჯ ორუ­ე­ლი ამ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი რო­მა­ნით კა­ცობ­რი­ო­ბას აფ­რ­თხი­ლებს, რომ უკონ­ტ­რო­ლო ძა­ლა­უფ­ლე­ბამ სწო­რედ ასე­თი სა­ხე შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოს.

რაც შე­ე­ხე­ბა „ცხო­ვე­ლე­ბის კარ-მი­და­მოს“, ეს არის წიგ­ნი, რო­მელ­შიც ალე­გო­რი­უ­ლად, თუმ­ცა ძა­ლი­ან მკა­ფი­ო­დაა აღ­წე­რი­ლი საბ­ჭო­თა ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მი. წიგ­ნი, რა თქმა უნ­და, აკ­რ­ძა­ლუ­ლი იყო საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში, თუმ­ცა, მის გა­მო­ცე­მას ორუ­ე­ლის სამ­შობ­ლო­ში, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის იმ­დ­რო­ინ­დელ მო­კავ­ში­რე დიდ ბრი­ტა­ნეთ­შიც, საკ­მაო წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა შეხ­ვ­და. სწო­რედ ამა­ზე წერს ორუ­ე­ლი წი­ნა­სიტყ­ვა­ო­ბა­ში, რო­მელ­საც „ბეჭ­დ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა“ ჰქვია. მას­ში მწე­რა­ლი ბრი­ტა­ნულ გა­მომ­ცემ­ლებს, და ზო­გა­დად, ბრი­ტა­ნელ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლებს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მი­მართ ზედ­მე­ტად ლო­ი­ა­ლურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­სა და სტა­ლი­ნის კრი­ტი­კის მი­უ­ღებ­ლო­ბა­ში ამ­ხელს. თუმ­ცა, ეს წი­ნა­სიტყ­ვა­ო­ბა თა­ვად გახ­და მას­ში გაკ­რი­ტი­კე­ბუ­ლი ცენ­ზუ­რის მსხვერ­პ­ლი და 1945 წლის აგ­ვის­ტო­ში, ბრი­ტა­ნეთ­ში, „ცხო­ვე­ლე­ბის კარ-მი­და­მო“ მის გა­რე­შე და­ი­ბეჭ­და. ორუ­ე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, 1972 წელს, ის მწერ­ლის არ­ქივ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს, თუმ­ცა, პირ­ვე­ლად წიგ­ნ­ში ის მხო­ლოდ 1993 წელს, ერთ-ერ­თ­მა ამე­რი­კულ­მა გა­მო­ცე­მამ შე­ი­ტა­ნა.

„თუ­კი თა­ვი­სუფ­ლე­ბის ცნე­ბა სა­ერ­თოდ რა­ი­მეს ნიშ­ნავს, ეს, პირ­ველ­ყოვ­ლი­სა, იმის უფ­ლე­ბაა, ადა­მი­ანს მის­თ­ვის არა­სა­სურ­ვე­ლი სი­მარ­თ­ლე პირ­ში უთხ­რა.“ – წერს ორუ­ე­ლი 1945 წელს „ცხო­ვე­ლე­ბის კარ-მი­და­მოს“ წი­ნა­სიტყ­ვა­ო­ბა­ში. ამ სიტყ­ვე­ბით, ალ­ბათ, ყვე­ლა­ფე­რია ნათ­ქ­ვა­მი ამ წიგ­ნის და­წე­რის მი­ზან­სა და მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა­ზე

„ცხო­ვე­ლე­ბის კარ-მი­და­მოს“ ახა­ლი თარ­გ­მა­ნი, რო­მე­ლიც თა­მარ კოტ­რი­კა­ძეს ეკუთ­ვ­ნის, იმი­თაც არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, რომ მას­ში, ორუ­ე­ლის მი­ერ წიგ­ნის წი­ნა­სიტყ­ვა­ო­ბად გან­საზღ­ვ­რუ­ლი, ხსე­ნე­ბუ­ლი ესე­იც ქარ­თულ ენა­ზე პირ­ვე­ლად სწო­რედ ჩვენს სე­რი­ა­ში და­ი­ბეჭ­და. წიგ­ნის ში­ნა­არ­ს­სა და წი­ნა­სიტყ­ვა­ო­ბას კი ერ­თი ძა­ლი­ან სა­გუ­ლის­ხ­მო სა­ერ­თო აქვს: ორი­ვე მათ­გა­ნი კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ის ისეთ მან­კი­ერ მხა­რეს ებ­რ­ძ­ვის, საზღ­ვ­რებ­სა და ეპო­ქას რომ არ ცნობს და მუდ­მი­ვად გვდევს, რო­გორც ბნე­ლი ჩრდი­ლი.

▶️ სე­რი­ა­ში „აკ­რ­ძა­ლუ­ლი წიგ­ნე­ბის თა­რო“ შე­სუ­ლია მაია ენ­ჯე­ლო­უს „ვი­ცი რად გა­ლობს გა­ლი­ის ჩი­ტი“ და ში­რინ ება­დის „ოქ­როს გა­ლია“. რი­სი სიმ­ბო­ლოა ამ წიგ­ნებ­ში ნახ­სე­ნე­ბი გა­ლია? რო­გო­რაა შე­საძ­ლე­ბე­ლი მის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა?

მაია ენ­ჯე­ლო­უ­სა და ში­რინ ება­დის წიგ­ნე­ბი თვი­სობ­რი­ვად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ თე­მებ­ზე სა­უბ­რობს. „ვი­ცი რად გა­ლობს გა­ლი­ის ჩი­ტი“ შავ­კა­ნი­ა­ნი გო­გოს ამ­ბავს გვიყ­ვე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად უამ­რა­ვი გა­ჭირ­ვე­ბი­სა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თა­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბას რომ ცდი­ლობს. რაც შე­ე­ხე­ბა ში­რინ ება­დის „ოქ­როს გა­ლი­ას“, ეს რო­მა­ნი გვიყ­ვე­ბა ოჯახ­ზე, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კურ­მა და­პი­რის­პი­რე­ბებ­მა გა­ა­ნად­გუ­რა. თუმ­ცა ორი­ვე შემ­თხ­ვე­ვა­ში ამ­ბის ეპი­ცენ­ტ­რ­ში დგა­ნან ძლი­ე­რი ქა­ლი მწერ­ლე­ბი. ორი­ვე წიგ­ნი ინ­გ­ლი­სუ­რი ენი­დან ასე­ვე შე­სა­ნიშ­ნავ­მა ქალ­მა მთარ­გ­მ­ნე­ლებ­მა, ანი კო­პა­ლი­ან­მა და სა­ლო­მე ბე­ნი­ძემ, თარ­გ­მ­ნეს.

„ვი­ცი, რად გა­ლობს გა­ლი­ის ჩი­ტი“ ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი პო­ე­ტის, მაია ენ­ჯე­ლო­უს ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი რო­მა­ნია, რომ­ლი­თაც პრინ­ციპ­ში გავ­ხ­სე­ნით კი­დეც სე­რია „აკ­რ­ძა­ლუ­ლი წიგ­ნე­ბის თა­რო“. წიგ­ნი იწყე­ბა სა­მი წლის მა­ი­ა­სა და მი­სი ძმის ჩას­ვ­ლით სტემ­პ­ს­ში, არ­კან­ზა­სის შტა­ტის პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში, სა­დაც მა­თი ბე­ბია ცხოვ­რობ­და და აღ­წერს პო­ე­ტის ცხოვ­რე­ბას თექ­ვ­ს­მეტ წლამ­დე, რო­დე­საც ენ­ჯე­ლოუ დე­და ხდე­ბა.

ნა­წარ­მო­ე­ბი მოგ­ვითხ­რობს, თუ რო­გორ იპო­ვა სა­კუ­თა­რი თა­ვი და ად­გი­ლი ავ­ტორ­მა, რო­მე­ლიც ერ­თ­დ­რო­უ­ლად იმ­დ­რო­ინ­დე­ლი ამე­რი­კუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სამ ყვე­ლა­ზე მოწყ­ვ­ლად სო­ცი­ა­ლურ ჯგუფს მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბო­და – იყო „შავ­კა­ნი­ა­ნი, ღა­რი­ბი და ქა­ლი, თა­ნაც ულა­მა­ზო ქა­ლი“. უჩ­ვე­უ­ლო გულ­წ­რ­ფე­ლო­ბი­თა და დი­დი ოს­ტა­ტო­ბით და­წე­რი­ლი რო­მა­ნი ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ნიუ-იორკ თა­იმ­სის ბეს­ტ­სე­ლე­რე­ბის სი­ის სა­თა­ვე­ში, თუმ­ცა რა­სიზ­მის, არას­რულ­წ­ლო­ვა­ნის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­სა და სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბის თე­მე­ბის წინ წა­მო­წე­ვის გა­მო დღემ­დე შე­დის იმ წიგ­ნე­ბის ხუ­თე­ულ­ში, რომ­ლე­ბიც ამე­რი­კის სკო­ლებ­სა და ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად იკ­რ­ძა­ლე­ბო­და.

ში­რინ ება­დის „ოქ­როს გა­ლია“ 2011 წელს გა­მო­ი­ცა. წიგ­ნ­ში ავ­ტო­რის ბავ­შ­ვო­ბის მე­გობ­რე­ბის, სა­მი ძმი­სა და ერ­თი დის ამ­ბა­ვია მოთხ­რო­ბი­ლი, რო­მე­ლიც გულ­გ­რილს ვე­რა­ვის და­ტო­ვებს. სა­მი ძმა: შა­ჰის გე­ნე­რა­ლი, კო­მუ­ნის­ტი და ხო­მე­ი­ნის მომ­ხ­რე ისე გა­თი­შა აზ­რ­თა სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბამ, რომ ურ­თი­ერ­თო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ვერც სა­ერ­თო სის­ხ­ლ­მა და სახ­ლ­მა მო­ა­ხერ­ხა და ვერც ერ­თა­დერ­თ­მა დამ.

ში­რინ ება­დის წიგ­ნი ადა­მი­ა­ნებ­ზეა, რომ­ლე­ბიც ნე­ბით თუ უნებ­ლი­ედ მსხვერ­პ­ლად ეწი­რე­ბი­ან რე­ჟიმს, პო­ლი­ტი­კას, ერ­თე­ულ­თა ინ­ტე­რე­სებს; ოჯა­ხებ­ზეა, რო­მელ­თაც ჭე­რი თავ­ზე ენ­გ­რე­ვათ და ნან­გ­რე­ვებ­ში მო­ყო­ლი­ლებს მშვე­ლე­ლი არ ჰყავთ; იმა­ზე, რომ სი­ცოცხ­ლის ბო­ლო წუ­თებ­ში არა რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კო­სი ან სუ­ლი­ე­რი ლი­დე­რი, არა­მედ დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი და მე­გობ­რე­ბი გაგ­ვახ­სენ­დე­ბა, ისი­ნი კი, შე­იძ­ლე­ბა, ჩვე­ნი­ვე დამ­სა­ხუ­რე­ბით, ჩვენ გვერ­დით არ აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ.

ში­რინ ება­დიმ, რო­გორც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დამ­ც­ველ­მა, ყო­ფილ­მა მო­სა­მარ­თ­ლემ და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტ­რის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, მთე­ლი სი­ცოცხ­ლე ირან­ში ქა­ლე­ბი­სა და უმ­ცი­რე­სო­ბა­თა დაც­ვას მი­უძღ­ვ­ნა. იგი გახ­და პირ­ვე­ლი ირა­ნე­ლი ქა­ლი, რო­მე­ლიც ნო­ბე­ლის პრე­მი­ით (2003 წ.) და­ჯილ­დოვ­და. თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით (2009 წ.), ირა­ნის მთავ­რო­ბამ მას ნო­ბე­ლის მშვი­დო­ბის პრე­მი­ის მე­და­ლი ჩა­მო­არ­თ­ვა. ება­დის მე­და­ლი და დიპ­ლო­მი, სხვა პი­რად ნივ­თებ­თან ერ­თად, სა­ბან­კო შემ­ნახ­ვე­ლი ყუ­თი­დან ამო­ი­ღეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ება­დის ქმა­რი ცო­ლის ღა­ლა­ტის­თ­ვის და­ა­პა­ტიმ­რეს და ჩა­ქოლ­ვით სიკ­ვ­დი­ლი მი­უ­სა­ჯეს. შემ­დეგ კი ში­რინ ება­დის, და­სავ­ლე­თის აგენ­ტად გა­მოცხა­დე­ბის სა­ნაც­ვ­ლოდ, თა­ვი­სუფ­ლე­ბა შეს­თა­ვა­ზეს. ება­დი ქმარს და­შორ­და და ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვი­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი თქვა: „ის, რომ სამ­შობ­ლოს­გან შორს ვარ, არ ნიშ­ნავს, რომ ცი­ხე­ში წას­ვ­ლის მე­ში­ნია. თუ­კი ირა­ნის ცი­ხე­ში ვიჯ­დე­ბი, უსარ­გებ­ლო ვიქ­ნე­ბი ჩე­მი ხალ­ხის­თ­ვის… აქ კი შე­მიძ­ლია, რომ ჩე­მი ხალ­ხის ხმა ვი­ყო და მთელ მსოფ­ლი­ოს მო­ვუყ­ვე, რა ხდე­ბა ჩემს ქვე­ყა­ნა­ში.

▶️ გვან­ცა, 26 აკ­რ­ძა­ლუ­ლი წიგ­ნი­დან, რო­მე­ლი იქ­ნე­ბო­და ის ერ­თი წიგ­ნი, რომ­ლის წა­კითხ­ვა­საც დღე­ვან­დე­ლი რთუ­ლი, ქარ­ტე­ხი­ლე­ბით სავ­სე გზის კვალ­დაკ­ვალ ურ­ჩევ­დით ახალ თა­ო­ბას?

ალ­ბათ, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ზო­გა­დად კითხ­ვას ვურ­ჩევ­დი, რად­გან მი­მაჩ­ნია, რომ ქარ­ტე­ხი­ლე­ბით სავ­სე გზის გავ­ლა სწო­რედ წიგ­ნი­ე­რი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვი­საა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ვფიქ­რობ, კარ­გად გვეს­მის, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ჩვენს გო­ნი­ე­რე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. დღეს, რო­დე­საც ასე მომ­რავ­ლე­ბუ­ლია დე­ზინ­ფორ­მა­ცია, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, სო­ცი­ა­ლურ სივ­რ­ცე­ში, და რო­გორც მშვი­დო­ბის დარ­გ­ში ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი მა­რია რე­სა ამ­ბობს, ნე­ბის­მი­ე­რი ცრუ ინ­ფორ­მა­ცია შე­საძ­ლე­ბე­ლია იქ­ცეს სი­მარ­თ­ლედ, თა­ვი სწო­რედ წიგ­ნის კითხ­ვით და, რა თქმა უნ­და, კრი­ტი­კუ­ლად კითხ­ვის უნა­რე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბით უნ­და და­ვიც­ვათ სიც­რუ­ის­გან. მაგ­რამ რად­გან ერ­თი წიგ­ნის და­სა­ხე­ლე­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ, ალ­ბათ, სრუ­ლი­ად შეგ­ნე­ბუ­ლად, მა­ინც ანა პო­ლიტ­კოვ­ს­კა­ი­ას „პუ­ტი­ნის რუ­სე­თის“ წა­კითხ­ვას ვურ­ჩევ­დი ყვე­ლას. დღეს, რო­გორც არას­დ­როს, ისე გვჭირ­დე­ბა იმის გა­აზ­რე­ბა, რომ არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი „ერ­თ­მორ­წ­მუ­ნე ძმა“, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზე, ჩვენს ხალ­ხ­ზე იზ­რუ­ნებს და ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი იქ­ნე­ბა. რუ­სე­თი არა მხო­ლოდ ჩვე­ნი ქვეყ­ნის, არა­მედ სა­კუ­თა­რი ხალ­ხის მტე­რიც არის და ამა­ში ანა პო­ლიტ­კოვ­ს­კა­ი­ა­ზე უკეთ, მკითხ­ველს ვე­რა­ვინ და­არ­წ­მუ­ნებს.

თუმ­ცა, სი­რი­ა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მკითხ­ველს ყუ­რადღე­ბას გა­ვუ­მახ­ვი­ლებ­დი სი­რი­ე­ლი მწერ­ლის, ხა­ლიდ ხა­ლი­ფას წიგ­ნ­ზეც „სიკ­ვ­დი­ლი მძი­მე შრო­მაა“, იმის გა­სა­აზ­რებ­ლად, რო­გორ ჰგავს სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის დიქ­ტა­ტუ­რა ერ­თ­მა­ნეთს და იმ მძი­მე ის­ტო­რი­ულ მოვ­ლე­ნებ­ში გა­სარ­კ­ვე­ვა­დაც, რაც სი­რი­ელ­მა ხალ­ხ­მა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე გა­ი­ა­რა. ეს წიგ­ნი უილი­ამ ფოლ­კ­ნე­რის ცნო­ბილ რო­მან­საც „სუ­ლი რომ ამომ­დი­ო­და“ მო­გა­გო­ნებთ, თუმ­ცა უნი­კა­ლუ­რი მხატ­ვ­რუ­ლი სა­ხე­ე­ბით, ვფიქ­რობ, თა­ნა­მედ­რო­ვე არა­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ერთ-ერ­თი ბრწყინ­ვა­ლე ნი­მუ­შია, რო­მე­ლიც და­რე­ჯან გარ­და­ვა­ძემ არა­ბუ­ლი ენი­დან შე­სა­ნიშ­ნა­ვად თარ­გ­მ­ნა.

▶️ რო­ცა აკ­რ­ძა­ლულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე ვლა­პა­რა­კობთ, რა თქმა უნ­და, მხო­ლოდ წარ­სულ­ზე არ ვსა­უბ­რობთ. არის თუ არა წიგ­ნე­ბის აკ­რ­ძალ­ვი­სა და ცენ­ზუ­რის სა­შიშ­რო­ე­ბა მა­რა­დი­უ­ლი თე­მა?

წიგ­ნე­ბის აკ­რ­ძალ­ვი­სა და ცენ­ზუ­რის, მწერ­ლე­ბის დევ­ნი­სა და შე­ვიწ­რო­ე­ბის ფაქ­ტე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, არც 21-ე სა­უ­კუ­ნის­თ­ვი­საა უცხო. რო­გორც იცით, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტ­ში“ საქ­მი­ა­ნო­ბის გარ­და, 2015 წლი­დან გა­მომ­ცე­მელ­თა მსოფ­ლიო ასო­ცი­ა­ცი­ის აქ­ტი­უ­რი წევ­რი და 2025 წლი­დან კი ამ ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი ვარ. ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა მთელ მსოფ­ლი­ო­ში სწო­რედ გა­მო­ცე­მის თა­ვი­სუფ­ლე­ბის თე­მებ­ზე მუ­შა­ო­ბაა. არ­სე­ბობს თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­მი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა, ე.წ. სა­მე­ბა, რო­მელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვცემთ პა­ტივს: გა­მო­ცე­მის, სიტყ­ვი­სა და კითხ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ამ თა­ვი­სუფ­ლე­ბას ძა­ლი­ან ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ემუქ­რე­ბა საფ­რ­თხე. სწო­რედ ამი­ტომ, უკ­ვე წლე­ბია, ჩვე­ნი ასო­ცი­ა­ცია გას­ცემს ვოლ­ტე­რის პრე­მი­ას, რო­მე­ლიც ისეთ გა­მომ­ცემ­ლებს გა­და­ე­ცე­მათ, რომ­ლებ­მაც გა­მო­ცე­მის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თ­ვის ბრძო­ლა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თავ­და­დე­ბა გა­მო­ავ­ლი­ნეს. ამ პრე­მი­ის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბი ხში­რად და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი არი­ან ან სამ­შობ­ლოს საზღ­ვ­რე­ბის და­ტო­ვე­ბა ეკ­რ­ძა­ლე­ბათ იმ ავ­ტოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ჟი­მე­ბის გა­მო, რომ­ლე­ბიც მათ ქვეყ­ნებ­შია გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი. ვოლ­ტე­რის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტე­ბი, რო­მე­ლიც 2006 წლი­დან გა­ი­ცე­მა, სხვა­დას­ხ­ვა წლებ­ში გახ­დ­ნენ თურ­ქი, ბე­ლა­რუ­სი, ეგ­ვიპ­ტე­ლი, პა­ლეს­ტი­ნე­ლი, რუ­სი, ჩი­ნე­ლი, ერა­ყე­ლი, ლი­ბა­ნე­ლი და სხვა გა­მომ­ცემ­ლე­ბი. გავ­ცემთ ვოლ­ტე­რის პრე­მი­ის სპე­ცი­ა­ლურ პრი­ზებ­საც, რო­მე­ლიც ბო­ლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომ­ში და­ღუ­პულ ორ უკ­რა­ი­ნელ მწე­რალს: ვო­ლო­დი­მირ ვა­კუ­ლენ­კო­სა და ვიქ­ტო­რია ამე­ლი­ნას გა­და­ე­ცათ. 2007 წელს, მი­სი მკვლე­ლო­ბი­დან ერ­თი წლის თავ­ზე კი, ეს პრი­ზი ანა პო­ლიტ­კოვ­ს­კა­ი­ას გა­და­ე­ცა. რაც შე­ე­ხე­ბა ვო­ლო­დი­მირ ვა­კუ­ლენ­კო­სა და ვიქ­ტო­რია ამე­ლი­ნას, ორი­ვე მათ­გა­ნი ომის და­ნა­შა­უ­ლის მსხვერ­პ­ლი გახ­და, რა­მაც დაგ­ვა­ფიქ­რა იმა­ზე, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში გა­მო­ცე­მის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შეზღუდ­ვა არა მხო­ლოდ ქვე­ყა­ნა­ში გა­მე­ფე­ბულ­მა დიქ­ტა­ტუ­რამ, არა­მედ სა­ო­მარ­მა მოქ­მე­დე­ბებ­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­ნა­პი­რო­ბოს.

სამ­წუ­ხა­როდ, დღემ­დე მსოფ­ლი­ო­ში წიგ­ნე­ბის აკ­რ­ძალ­ვის უამ­რა­ვი ფაქ­ტი გვაქვს, თუმ­ცა მა­მა­ცი ადა­მი­ა­ნე­ბის ბრძო­ლა თა­ვი­სუფ­ლე­ბის დაც­ვის­თ­ვის არ წყდე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­მა­მახ­სოვ­რ­და ქუ­ვე­ი­თე­ლი არ­ტის­ტის, მო­ჰა­მედ შა­რა­ფის პრო­ტეს­ტი, რო­მელ­მაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ ქუ­ვე­ი­თის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა­ზე 4300 წიგ­ნის აკ­რ­ძალ­ვის ფაქ­ტის გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად, ბაზ­რო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­აწყო სიმ­ბო­ლუ­რი ინ­ს­ტა­ლა­ცია — ასო­ბით წიგ­ნის სა­საფ­ლაო.

21-ე სა­უ­კუ­ნის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა თვით­ცენ­ზუ­რაა, რო­დე­საც იმის გა­მო, რომ თავს უსაფ­რ­თხოდ არ გრძნო­ბენ, მწერ­ლე­ბი, გა­მომ­ცემ­ლე­ბი თვით­ცენ­ზუ­რას მი­მარ­თა­ვენ და თავს არი­დე­ბენ მწვა­ვე თე­მებ­ზე წე­რას, გა­მომ­ცემ­ლე­ბი კი სთხო­ვენ ავ­ტო­რებს, მსგავს პა­სა­ჟებს შე­ე­ლი­ონ ან უარს ამ­ბო­ბენ ისე­თი წიგ­ნე­ბის გა­მო­ცე­მა­ზე, რომ­ლე­ბიც, შე­საძ­ლოა, მათ­თ­ვის საფ­რ­თხის შემ­ც­ვე­ლი იყოს.

მთელ მსოფ­ლი­ო­ში ავ­ტოკ­რა­ტი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბის კვალ­დაკ­ვალ, საფ­რ­თხის ქვე­შაა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც პროგ­რე­სუ­ლი სამ­ყა­როს ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მო­ნა­პო­ვა­რია. სწო­რედ დე­მოკ­რა­ტი­ის სიძ­ლი­ე­რე გა­ნა­პი­რო­ბებს უსაფ­რ­თხო გა­რე­მოს მწერ­ლე­ბი­სა და გა­მომ­ცემ­ლე­ბის­თ­ვის, რა­თა მათ შეძ­ლონ, მა­თი მთა­ვა­რი მი­სია, აღ­წე­რონ სი­მარ­თ­ლე, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე სა­ში­ში სი­მარ­თ­ლეც კი, პირ­ნათ­ლად შე­ას­რუ­ლონ. სწო­რედ ამი­ტომ, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის­თ­ვის ბრძო­ლა თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის ნა­წი­ლი უნ­და იყოს.

ესა­უბ­რა მე­ლა­ნო კო­ბა­ხი­ძე

 

spot_img

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები