პროექტი „პატარა პრინცის სამყაროში“ შექმნილია მოსწავლეების შემოქმედებითი, კრიტიკული და სოციალური უნარების გასავითარებლად. პროექტი აერთიანებს ქართული ენისა და ლიტერატურის, სამოქალაქო განათლების, ხელოვნების, მუსიკისა და ტექნოლოგიების საგნებს, რაც მას საგანთაშორის სწავლების შესანიშნავ მოდელად აქცევს.
ამ სტატიაში დეტალურად წარმოგიდგენთ ჩვენს პროექტს, რაც დაგეხმარებათ, თქვენს სკოლაში მისი ანალოგის წარმატებით განხორციელებაში.
პროექტის სახელწოდება: „პატარა პრინცის სამყაროში“
პროექტში მონაწილეები: სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის №1 საჯარო სკოლის მე-8ა კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები; მასწავლებლები: იამზე ბერაია, ვალენტინა აბხაზავა, ირინა კაკაჩია, გურგენ ცანავა;
პროექტის ორგანიზატორები: თამარ წურწუმია, ლელა ცარციძე;
პრობლემის ანალიზი: ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში ვკითხულობთ, რომ სკოლამ უნდა შეძლოს:
♦ ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურული მემკვიდრეობის შემცნობი, ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების პატივისმცემელი მოქალაქის აღზრდა;
♦ ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარითა და სისტემური აკადემიური ცოდნით აღჭურვილი წიგნიერი, პროგრესულ სიახლეთა მიმღები მოქალაქის აღზრდა, რომელიც არა მხოლოდ იცნობს და აღიარებს სხვათა მიღწევებს, არამედ თავადაც ქმნის ახალ ინტელექტუალურ, სულიერ თუ მატერიალურ ღირებულებებს საზოგადოების საკეთილდღეოდ.
აღნიშნული მიზნების მიღწევა სასკოლო საფეხურზე ნიშნავს, რომ მომავალი თაობა აღჭურვილი იქნება ისეთი უნარ-ჩვევებითა და საჭირო ცოდნით, რომელიც დაეხმარება იყოს როგორც ეროვნული, ასევე გლობალური მოქალაქე და ჰქონდეს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარი.
მიზნების მისაღწევად აუცილებელია, დავგეგმოთ და განვახორციელოთ სხვადასხვა აქტივობა, რაც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, გამოამჟღავნონ და განავითარონ საკუთარი შემოქმედებითი უნარები, მოხდეს მათი დამოკიდებულებების ფორმირება. სამოქალქო განათლებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის საგნების ინტეგრირებით, შესაძლებელია, მოსწავლეებს ხელი შევუწყოთ ამ მიზნის მიღწევაში. მათ უჭირთ საგანთაშორისი კავშირების დამყარება, ამიტომ ერთი წიგნის შესწავლა, ორი განსხვავებული საგნის ჭრილში, განსაკუთრებულ შესაძლებლობებს მისცემთ.
პროექტის იდეა იძლევა სამოქალაქო განათლების, ქართული ენისა და ლიტერატურის, ხელოვნებისა და ტექნოლოგიების საგნების ინტეგრირების შესაძლებლობას.
პროექტის მიზნები:
♦ მოსწავლეებმა თავი იგრძნონ ზოგადსაკაცობრიო კულტურის ნაწილად და შემოქმედად;
♦ შეძლონ ტოლერანტული ქცევის დანახვა და გამოვლენა;
♦ იმსჯელონ მოქალაქის როლზე და ამ კუთხით შეაფასონ პერსონაჟები;
♦ გააანალიზონ, დააფასონ და აღიარონ სხვადასხვა მწერლისა თუ შემოქმედის მიღწევები. ამავდროულად, თავადაც გახდნენ შემოქმედი ადამიანები. შეძლონ და ამოიცნონ ლიტერატურის დაფარული სათქმელი;
♦ გააანალიზონ როგორ გარდაიქმნება ეს სათქმელი ხელოვნების სხვადასხვა დარგში და იმსჯელონ გამოხატვის ფორმებზე.
შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:
მოქალაქეობა
მოქ.საბ.1. საკუთარი შეხედულებების, ქცევების შეფასება და კორექტირება, ემოციების მართვა (თვითრეფლექსია);
მოქ.საბ.2. საკუთარი თავის საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის (მაგალითად, სასკოლო თემის) წევრად აღქმა;
მოქ.საბ.4. დემოკრატიის პრინციპების ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირება.
მოქ.საბ.5. მოკლე და გრძელვადიანი მიზნების დასახვა; იდეების ჩამოყალიბება, ინიციატივის გამოვლენა და მისი განხორციელებისთვის საჭირო ნაბიჯების დაგეგმვა;
მოქ.საბ.6. მომავალი პროფესიის შერჩევისთვის საკუთარი შესაძლებლობების, მოთხოვნილებებისა და საჭიროებების გააზრება;
მოქ.საბ.9. საზოგადოებისა და ქვეყნისთვის აქტუალური პრობლემების ამოცნობა და საკუთარი ჩართულობით მათ გამოსწორებაზე ზრუნვა; კონფლიქტების არაძალადობრივი გზებით მოგვარება;
ქართული
ქართ.საბ.1. ტექსტში მოცემული ფაქტობრივი და კონცეპტუალური ინფორმაციის ამოცნობა-გააზრება;
ქართ.საბ.2. ტექსტის ცალკეულ ნაწილებს შორის არსებული მიმართებების გაანალიზება და სათანადო დასკვნების გამოტანა;
ქართ.საბ.3. ტექსტის ჟანრობრივი და კომპოზიციური ელემენტების გააზრება მთლიანი ტექსტის ფარგლებში;
ქართ.საბ.4. ტექსტის კრიტიკული გააზრება კონტექსტური ფაქტორების გათვალისწინებით.
ქართ.საბ.7. საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ტექსტის შეფასება, ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა-დასაბუთება;
ქართ.საბ.8. სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპისა და ჟანრის ტექსტების შედგენა-გაზიარება საკომუნიკაციო სიტუაციის გათვალისწინებით (ზეპირი ან/და წერითი მეტყველების დროს).
მუსიკა
მუს.საბ.1. სხვადასხვა რიტმული, ინტონაციური ფორმულებისა და სხვა მუსიკალური ელემენტების გამოყენება იმპროვიზაციის დროს;
მუს.საბ.4. ნაწარმოების მოსმენისას მუსიკის გამომსახველობითი ხერხების ამოცნობა და მხატვრული სახის შექმნაში მათი როლის განსაზღვრა.
ხელოვნება
ს.გ.საბ.2. ნამუშევრის შექმნისას თავად დასახოს და გადაჭრას შემოქმედებითი ამოცანა, მიზნის შესაბამისად შეარჩიოს მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები და ხერხები, მასალა, ტექნიკა, მხატვრული სტილი.
ისტ
ისტექნ.VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
პროექტის ამოცანები:
♦ მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების განვითარება;
♦ საგანთაშორისი კავშირების დამყარება;
♦ ლიტერატურის გაგებისას ცხოვრებისეული გამოცდილების გათვალისწინება;
♦ კრიტიკული აზროვნების განვითარება;
♦ წიგნიერების დონის ამაღლება;
♦ შემოქმედებითი უნარების განვითარება;
♦ სოციალური უნარების განვითარება (ჯგუფში მუშაობის, თანამშრომლობის, ურთიერთმოსმენის…);
♦ მზრუნველობითი დამოკიდებულების ფორმირება;
♦ საკომუნიკაციო უნარების განვითარება.
მოსალოდნელი შედეგები
♦ მოსწავლეები იგრძნობენ თავს ზოგადსაკაცობრიო კულტურის ნაწილად და შემოქმედად;
♦ შეძლებენ ტოლერანტული ქცევის დანახვას და გამოვლენას;
♦ შეაფასებენ და აღიარებენ სხვადასხვა მწერლისა თუ შემოქმედის მიღწევებს;
♦ ამოიცნობენ ლიტერატურის დაფარულ სათქმელს და გააანალიზებენ, როგორ გარდაიქმნება ის ხელოვნების სხვადასხვა დარგში;
♦ იმსჯელებენ ხელოვნების სხვადასხვა დარგში გამოხატვის ფორმებზე და დასაბუთებულად დააფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებებს;
♦ შექმნიან ციფრულ პროდუქტს და მას მიზნის შესაბამისად გამოიყენებენ;
♦ თავადაც შექმნიან და წარმოადგენენ სპექტაკლს.
მიზნობრივი ჯგუფი: სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები.
ამოცანების განსახორციელებლად საჭირო აქტივობები:
აქტივობა 1
მოსწავლეებისათვის პროექტის იდეის გაცნობა და სამიზნე ჯგუფის შერჩევა. მშობლებისაგან თანხმობის ფორმების შევსება (20-25 სექტემბერი)
აქტივობა 2
წიგნის წაკითხვა (21-28 სექტემბერი)
(ანტუან დე სენტ ეგზიუპერის „პატარა პრინცი“)
აქტივობა 3
წიგნის გარჩევა სხვადასხვა სააზროვნო სქემებისა და დებატების საშუალებით (28-29 სექტემბერი)
აქტივობა 4
ვიდეორგოლების ნახვა
(26-27 ოქტომბერი)
აქტივობა 5
კითხვების მომზადება რეჟისორთან შესახვედრად (25-30 სექტემბერი)
აქტივობა 6
სენაკის მოსწავლე ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში სპექტაკლზე დასწრება (1 ოქტომბერი)
აქტივობა 7
ინტერვიუ რეჟისორთან (1 ოქტომბერი)
აქტივობა 8
სპექტაკლისა და ინტერვიუს რეფლექსია (2-3 ოქტომბერი)
აქტივობა 9
სპექტაკლის სცენარის შექმნა და რეპეტიციები (4 ოქტომბერი-15 დეკემბერი)
სცენარი:
აქტივობა 10
ინტეგრირებული გაკვეთილი მოქალაქეობასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში (4 ნოემბერი)
გაკვეთილის გეგმა:
აქტივობა 11
აფიშაზე მუშაობა. https://www.canva.com/ პროგრამის შესწავლა. ესკიზების შექმნა და მათგან საუკეთესოს არჩევა (5-15 ნოემბერი)
აქტივობა 12
მოსაწვევების დამზადება https://www.canva.com/ პროგრამის გამოყენებით (15-22 ნოემბერი)
აქტივობა 13
დეკორაციების შერჩევა და დამზადება (23 ნოემბერი-5 დეკემბერი)
აქტივობა 14
სპექტაკლის ჩატარება (9-12დეკემბერი)
აქტივობა 15
პროექტის შეჯამება ღია გაკვეთილით (15-16 დეკემბერი)
პროექტის შეფასება: მოსწავლეთა და მშობელთა უკუკავშირი
♦ პროცესის შეფასება: რამდენად სწორად და სრულყოფილად განხორციელდა აქტივობები და ღონისძიებები;
♦ შედეგების შეფასება: მიღწეული შედეგების შედარება პირველად მიზნებთან;
♦ ეფექტურობა: რამდენად ეფექტური იყო პროექტი და მოსწავლეთა საჭიროებაზე მორგებული;
პროექტის ანგარიში: