დღეს აბიტურიენტები კვლავ ინგლისური ენის გამოცდას აბარებენ. მიმდინარეობს პირველი სესია, რომელზეც 95%-მდე გამოსაცდელი გამოცხადდა. ხუთმა აბიტურიენტმა დაიგვიანა.
მეორე სესიისათვის რეგისტრაცია, ყველა საგამოცდო ცენტრში, 14 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება, 15 საათზე აბიტურიენტები ტესტების წერას შეუდგებიან.
ინგლისური ენის გამოცდა ხვალ დასრულდება, პირველ სესიაზე, მეორე სესია კი გერმანული, ფრანგული და რუსული ენების გამოცდებს დაეთმობა.
📢 შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს გამოსაცდელებს, რომ დაგვიანებულები გამოცდაზე არ დაიშვებიან.
‼️ გისურვებთ წარმატებას!