ორდღიანი შესვენების შემდეგ, საგამოცდო პროცესი უცხოური ენის გამოცდით გაგრძელდა. 10-11-ში გამოცდა ორ სესიად გაიმართება, 12-ში კი პირველი სესია ინგლისური ენის გამოცდას დაეთმობა, ხოლო მეორე – ფრანგული, გერმანული და რუსული ენების გამოცდებს.
დღეს, პირველ სესიაზე 95%-მდე გამოსაცდელი გამოცხადდა, დაიგვიანა 3-მა აბიტურიენტმა.
მეორე სესიისთვის რეგისტრაცია, ყველა საგამოცდო ცენტრში, 14 საათზე დაიწყო და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა, გამოცდაზე აპლიკანტები ზუსტად 15 საათზე შევიდნენ. მეორე სესია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
გამოცდაზე გამოცხადდა 95% -მდე გამოსაცდელი. როგორც პირველ სესიაზე, მეორეზეც, ამ დროის მონაცემებით, სამმა აპლიკანტმა დაიგვიანა.
👉 შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს სთხოვს, არ დაიგვიანონ და ბარათზე მითითებულ დროს გამოცხადდნენ საგამოცდო ცენტრში.
📢 გისურვებთ წარმატებას!