21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

იმ­პე­რი­ე­ბი და ლი­ტე­რა­ტუ­რა

spot_img

ჯ.მ. კუტ­ზეე – „ბარ­ბა­რო­სე­ბის მო­ლო­დინ­ში“

დ. ქარ­თ­ვე­ლიშ­ვი­ლი – „უფ­ლის­წუ­ლი“

ჯ.მ. კუტ­ზე­ეს რო­მან­ში, „ბარ­ბა­რო­სე­ბის მო­ლო­დინ­ში“, რო­გორც წიგ­ნის ბო­ლოთ­ქ­მა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ერ­თი გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლო იდე­ა­ლის­ტის ცხოვ­რე­ბაა აღ­წე­რი­ლი, რო­მე­ლიც გე­ნერ­ლის თა­ნა­შემ­წედ მუ­შა­ობს და ერთ დღეს „ჯო­ჯო­ხე­თის კა­რიბ­ჭეს შე­ა­ღებს“.

საქ­მე ისაა, რომ დი­დე­ბუ­ლი იმ­პე­რი­ის, რო­გორც მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი ამ­ბობს „უდაბ­ნოს ოაზი­სის“ ცხოვ­რე­ბა მშვი­დად და უშ­ფოთ­ვე­ლად მი­ე­დი­ნე­ბო­და მა­ნამ, ვიდ­რე მო­მიჯ­ნა­ვე (ბარ­ბა­როს­თა) სა­მე­ფო­დან საფ­რთ­ხე არ და­ე­მუქ­რა. საფ­რ­თხის მი­ზე­ზი „უდაბ­ნოს ოაზი­სის და­უნ­დო­ბე­ლი გე­ნერ­ლის, ჯო­ლის, გა­უ­გო­ნა­რი სი­სას­ტი­კე იყო, რო­მე­ლიც ბარ­ბა­როს­თა სა­მე­ფო­დან მო­ტა­ცე­ბულ ხალხს აწა­მებ­და, ასა­ხიჩ­რებ­და, ექ­ცე­ო­და, რო­გორც უსუ­ლო არ­სე­ბებს.

ლი­ტე­რა­ტუ­რა იც­ნობს იმ­პე­რი­ა­თა სა­ხე­ებს. ზო­გი­ერ­თი სუ­რა­თი არ­ქე­ტი­პუ­ლია. კითხუ­ლობ რო­მანს „ბარ­ბა­რო­სე­ბის მო­ლო­დინ­ში“ და შენ თვალ­წინ ცოცხ­ლ­დე­ბა გარ­და­სულ სა­უ­კუ­ნე­თა თუ ჩვე­ნი ეპო­ქის კა­ცობ­რი­ო­ბის ქა­რიშ­ხ­ლი­ა­ნი დღე­ე­ბის ქრო­ნი­კე­ბი.

მცი­რე ხნის წინ, ვიდ­რე ჯ.მ. კუტ­ზე­ეს რო­მან­ზე და­ვიწყებ­დით მუ­შა­ო­ბას, თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თ­ვე­ლი მწერ­ლის, და­ვით ქარ­თ­ვე­ლიშ­ვი­ლის, ნო­ვე­ლამ „უფ­ლის­წუ­ლი“ მი­იპყ­რო ჩვე­ნი ყუ­რადღე­ბა, რო­მე­ლიც გა­მო­გო­ნი­ლი „მო­მავ­ლის იმ­პე­რი­ის“ სუ­რათხა­ტებს გვთა­ვა­ზობს და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან პო­ლი­ტი­კურ აქ­ცენ­ტებს შე­ი­ცავს. აღ­ნიშ­ნუ­ლი მოთხ­რო­ბის შე­სა­ხებ ჩვე­ნი პუბ­ლი­კა­ცია „ახალ გა­ნათ­ლე­ბა­ში“ გა­მოქ­ვეყ­ნ­და (https://akhaliganatleba.ge).

ჯ.მ. კუტ­ზე­ეს რო­მა­ნის კითხ­ვი­სას იდეა გაჩ­ნ­და: წარ­სუ­ლი­სა და მო­მავ­ლის იმ­პე­რი­ე­ბის სა­ხის­მეტყ­ვე­ლე­ბა გაგ­ვე­აზ­რე­ბი­ნა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პა­რა­ლე­ლე­ბით („უფ­ლის­წუ­ლი“-“ბარ­ბა­რო­სე­ბის მო­ლო­დინ­ში“).

„პო­ლი­ტი­კუ­რი ტრი­ლე­რი“, რო­გორც გა­მომ­ცემ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, ასე შე­ა­ფა­სა ნო­ბე­ლის კო­მი­ტეტ­მა რო­მა­ნი „ბარ­ბა­რო­სე­ბის მო­ლო­დინ­ში“, რო­მე­ლიც შე­იქ­მ­ნა ჯო­ზეფ კონ­რა­დის სა­უ­კე­თე­სო ტრა­დი­ცი­ით.

მცი­რე პო­ლი­ტი­კურ-დის­ტო­პი­უ­რი პრო­ზა, ალ­ბათ, ასე შე­იძ­ლე­ბა და­ხა­სი­ათ­დეს დ. ქარ­თ­ვე­ლიშ­ვი­ლის ნო­ვე­ლა „უფ­ლის­წუ­ლი“.

იმ­პე­რი­ე­ბის გა­ჩე­ნა და გა­ცამ­ტ­ვე­რე­ბა კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ის ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ამო­უხ­ს­ნე­ლი პრო­ცე­სე­ბის შე­დე­გია, რო­მე­ლიც ლი­ტე­რა­ტუ­რამ თა­ვის ობი­ექ­ტივ­ში ად­რი­დან­ვე მო­აქ­ცია, რო­გორც ადა­მი­ა­ნურ ვნე­ბა­თა ყვე­ლა­ზე მას­შ­ტა­ბუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბა, რად­გან თა­ვი­სუფ­ლე­ბის ძი­ე­ბის პრო­ცე­სი ყო­ფი­ე­რე­ბის ყვე­ლა­ზე დიდ მე­ტა­ფო­რად მი­იჩ­ნია. რთუ­ლია, თე­მის გა­სა­ა­ნა­ლი­ზებ­ლად მხო­ლოდ ორი ტექ­ს­ტით შე­მო­ი­ფარ­გ­ლო, მაგ­რამ სა­კითხის მას­შ­ტა­ბუ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობთ, ამ ეტაპ­ზე, ჯ.მ. კუტ­ზე­ეს რო­მა­ნი და დ. ქარ­თ­ვე­ლიშ­ვი­ლის ნო­ვე­ლა „უფ­ლის­წუ­ლი“ თე­მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის გა­სა­აქ­ტი­უ­რებ­ლად საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა.

ჯ.მ. კუტ­ზე­ეს რო­მა­ნის მი­ხედ­ვით, ოაზი­სის იმ­პე­რი­ის ძლე­ვა­მო­სი­ლე­ბის ქვა­კუთხე­დად, რო­გორც ზე­მოთ აღ­ვ­ნიშ­ნეთ, და­უნ­დო­ბე­ლი გე­ნე­რა­ლი ჯო­ლი და მი­სი ტი­რა­ნია გვევ­ლი­ნე­ბა. ზოგ­ჯერ, რო­ცა რე­ა­ლურ დიქ­ტა­ტორ­თა ცხოვ­რე­ბი­სა და მოქ­მე­დე­ბე­ბის ქრო­ნი­კებს კითხუ­ლობ, თით­ქოს გა­სა­გე­ბია, ყვე­ლა­ფე­რი რო­გორ და­იწყო და რო­გორ გან­ვი­თარ­და; რო­მელ­მა გა­რე­მო­ე­ბებ­მა წარ­მოშ­ვა დიქ­ტა­ტუ­რა, მაგ­რამ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, რო­გორც პა­რა­ლე­ლურ რე­ა­ლო­ბა­ში, სა­კითხი ასე მარ­ტი­ვად არ დგას, რად­გან ლი­ტე­რა­ტუ­რა წი­ნას­წარ გა­აზ­რე­ბულ მოქ­მე­დე­ბა­თა ანა­ლი­ზია და არა ცხოვ­რე­ბა, სა­დაც პო­ლი­ტი­კა ნიშ­ნავს გა­ნუს­ჯე­ლად მოქ­მე­დე­ბას, რო­მე­ლიც გარ­და­უ­ვა­ლი მარ­ცხის­თ­ვი­საა გან­წი­რუ­ლი.

ჯო­ლის თავ­გა­სუ­ლო­ბა იმ­პე­რი­ის გა­რეთ მცხოვ­რებ ბარ­ბა­რო­სებ­ზე ვრცელ­დე­ბა, მაგ­რამ იმ­პე­რი­ის შიგ­ნით მწიფ­დე­ბა ფა­რუ­ლი და მე­ტად სა­ყუ­რადღე­ბო პრო­ცე­სი, რო­ცა კედ­ლე­ბიც ხე­და­ვენ და ეს­მით. სწო­რედ ამ დრო­ე­ბის მო­ახ­ლო­ე­ბის პირ­ვე­ლი მსხვერ­პ­ლი გახ­და გე­ნერ­ლის თა­ნა­შემ­წე, მთხრო­ბე­ლი პერ­სო­ნა­ჟი, რო­მელ­საც ჯერ სიბ­რა­ლუ­ლი, მე­რე კი სიყ­ვა­რუ­ლის გრძნო­ბა გა­უჩ­ნ­და ბარ­ბა­რო­სი გო­გო­ნას მი­მართ, რო­მე­ლიც ნა­წა­მე­ბი და დაბ­რ­მა­ვე­ბუ­ლი შე­ი­ფა­რა.

იმ­პე­რი­ა­ში ბარ­ბა­როს­თან მსგავს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში შეს­ვ­ლა სირ­ცხ­ვი­ლად ით­ვ­ლე­ბა. სტიგ­მა, რო­მე­ლიც მო­რალს კლავს, იმ­პე­რი­ას სუ­ლი­ე­რად ანად­გუ­რებს. ერთ დღეს, რო­ცა მა­გის­ტ­რატ­მა (ჯო­ლის თა­ნა­შემ­წემ და მთხრო­ბელ­მა) გო­გო­ნას სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა გა­ნიზ­რა­ხა, მის­თ­ვის ცხოვ­რე­ბა გარ­თულ­და. ის და­ა­პა­ტიმ­რეს, ხო­ლო, რო­ცა გე­ნე­რალს ხალ­ხის თან­დას­წ­რე­ბით უთხ­რა, რომ ადა­მი­ა­ნებს რყვნის და ეს ძვი­რად და­უჯ­დე­ბა, წა­მე­ბი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მოპყ­რო­ბის მსხვერ­პ­ლად გა­და­იქ­ცა, თუმ­ცა პა­ტიმ­რო­ბას, ვნე­ბა­სა და წა­მე­ბას გა­და­ურ­ჩა. ამას მოჰ­ყ­ვა დი­დი ხე­ტი­ა­ლი­სა და თვით­გა­მორ­კ­ვე­ვის პრო­ცე­სი. მთხრო­ბე­ლი გმი­რი ბიბ­ლი­უ­რი პერ­სო­ნა­ჟი­ვით თავს უდაბ­ნოს აფა­რებს, რო­მე­ლიც ოაზი­სის გა­ლა­ვანს აკ­რავს და სა­კუ­თა­რი წარ­სუ­ლი­სა და მო­მავ­ლის შე­სა­ხებ ფიქ­რობს. ფიქ­რობს იმა­ზე, რომ არა­ფე­რია უფ­რო ძვირ­ფა­სი, ვიდ­რე მზი­ა­ნი დი­ლის ნახ­ვა სა­კუ­თა­რი ოთა­ხის ფან­ჯ­რი­დან; ვიდ­რე საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გვერ­დით გაღ­ვი­ძე­ბა; ვიდ­რე გემ­რი­ე­ლი ნამ­ცხ­ვა­რი, რო­მე­ლიც ოდეს­ღაც, ადა­მი­ა­ნად ყო­ფის დროს, შენ­თ­ვის მზად­დე­ბო­და.

სა­ყუ­რადღე­ბოა ისიც, რომ სი­ნა­ნულ­ში ოაზი­სის იმ­პე­რი­ის მხო­ლოდ ერ­თი პერ­სო­ნა­ჟი არ ცხოვ­რობს, ასე­ვე ცხოვ­რო­ბენ სხვე­ბიც. მათ სა­კუ­თარ, თავ­და­პირ­ველ, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა სურთ, მაგ­რამ ახ­ლა უდაბ­ნოს გზაც აღა­რაა ძვე­ლე­ბუ­რად უსაფ­რ­თხო.

მარ­ტი­ვი ამო­საც­ნო­ბია მი­ნიშ­ნე­ბა:

პო­ლი­ტი­კუ­რი ავან­ტი­უ­რის მსხვერ­პ­ლ­თა ცხოვ­რე­ბა დი­დე­ბუ­ლი ოაზი­სე­ბის მიღ­მა ატა­რებს ღრმა აზრს, აზრს იმის შე­სა­ხებ, რომ დი­ა­დი ახა­ლი სამ­შობ­ლო ის „ქა­ნა­ა­ნი“ არ არის, რო­მელ­ზეც ოც­ნე­ბობ­დი.

ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც ჯ.მ. კუტ­ზე­ეს რო­მან­შია აღ­წე­რი­ლი, გარ­და­სულ დრო­თა იმ­პე­რი­ე­ბის სა­ხის­მეტყ­ვე­ლე­ბა­ზე გვა­ფიქ­რებს, გვა­ფიქ­რებს იმა­ზე, თუ რო­გორ დგე­ბა მა­რა­დი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი საფ­რ­თხის ქვეშ. მა­გა­ლი­თად, რო­გორ იქ­ცე­ვა სიყ­ვა­რუ­ლის სა­პირ­წო­ნედ ში­ში, თუმ­ცა ერთ დღეს რო­გორ დგე­ბა სიყ­ვა­რუ­ლი შიშ­ზე მაღ­ლა და, სა­ბო­ლო­ოდ, რო­გორ იმარ­ჯ­ვებს ადა­მი­ა­ნი და არა ში­ში, რო­მე­ლიც იმ­პე­რი­ის მე­ტა­ფო­რაა, თუმ­ცა გა­მარ­ჯ­ვე­ბა მძი­მე გაკ­ვე­თი­ლე­ბის სა­ფა­სუ­რია.

იმის­თ­ვის, რომ მო­მავ­ლის იმ­პე­რი­ე­ბის სუ­რათხა­ტებს გა­და­ვავ­ლოთ თვა­ლი, დ. ქარ­თ­ვე­ლიშ­ვი­ლის ნო­ვე­ლა „უფ­ლის­წუ­ლი“ უნ­და გა­ვიხ­სე­ნოთ. ამ ტექ­ს­ტ­ში მოქ­მე­დე­ბის სივ­რ­ცე აწ­მ­ყო და მო­მა­ვა­ლია. მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი ეგო­ის­ტუ­რი გან­წყო­ბის უფ­ლის­წუ­ლია, რო­მე­ლიც ვერ იტანს გამ­ყოფ კედ­ლებს. მი­სი გეგ­მა არა გა­ლავ­ნის აგე­ბა, არა­მედ ყვე­ლაფ­რის გა­ერ­თი­ა­ნე­ბაა. ფიქ­რობს, რომ გამ­ყოფ კედ­ლებს სი­ღა­რი­ბის სუ­ნი ას­დის, ამ სუ­ნი­სად­მი სი­ძულ­ვი­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბით ერ­გო მა­მის­გან, რო­მე­ლიც ძვე­ლი ყა­ი­დის (გა­ლავ­ნი­ან) იმ­პე­რი­ას აშე­ნებ­და.

უფ­ლის­წუ­ლის იდეა, ფიქ­რი გამ­ყო­ფი კედ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ, რა თქმა უნ­და, ერ­თი შე­ხედ­ვით, სრუ­ლი­ად მი­სა­ღე­ბი მო­დე­ლია იმის­თ­ვის, რომ ახალ სამ­ყა­რო­ში აღ­მოჩ­ნ­დე. თუ არ იც­ვ­ლე­ბი, ვერ ვი­თარ­დე­ბი – ამ­გ­ვა­რია ლო­გი­კა, მაგ­რამ უფ­ლის­წუ­ლის გან­წყო­ბის მი­ხედ­ვით, ძნე­ლი სათ­ქ­მე­ლია, მო­მავ­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი გეგ­მა ახა­ლი იმ­პე­რი­ის შე­სა­ხებ რას მო­უ­ტანს გლო­ბა­ლურ სივ­რ­ცე­ში თავ­მოყ­რილ, პი­რა­დი სივ­რ­ცის გა­რე­შე დარ­ჩე­ნილ უამ­რავ ადა­მი­ანს.

მო­მავ­ლის იმ­პე­რი­ის, გლო­ბა­ლუ­რი კონ­გ­ლო­მე­რა­ტის, იდე­ის გაქ­რო­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა, ნო­ვე­ლის მი­ხედ­ვით, ჯერ კი­დევ ცოცხალ­მა მა­მა – ხელ­მ­წი­ფემ გა­ი­აზ­რა და მან სა­კუ­თა­რი შვი­ლის „ჩა­მო­შო­რე­ბა“ გა­დაწყ­ვი­ტა. მე­ფის ვე­რა­გუ­ლი ჩა­ნა­ფიქ­რის სის­რუ­ლე­ში მო­საყ­ვა­ნად მო­მავ­ლის მეც­ნი­ე­რე­ბა არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც ყვე­ლას­თ­ვის შე­უმ­ჩ­ნევ­ლად ქმნის „ფი­ლო­სო­ფი­ურ ტყეს“, მკვდა­რი იდე­ე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ას, სა­დაც სა­ხი­ფა­თო მო­მავ­ლის „ინ­ჟინ­რე­ბი“ თა­ვი­ანთ იდე­ებ­თან ერ­თად გა­ნის­ვე­ნე­ბენ. ეს იმ­პე­რი­ას დიდ ვნე­ბა­თამ­ღელ­ვა­რე­ბას აცი­ლებს და ჩნდე­ბა სხვა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი სხვა იმ­პე­რი­ე­ბის მო­დე­ლი­რე­ბის­თ­ვის, რომ­ლებ­საც უწყ­ვე­ტად ასა­ხავს სხვა (მო­მავ­ლის) ლი­ტე­რა­ტუ­რა.

 

ქე­თე­ვან გა­რა­ყა­ნი­ძე

ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები