12 ივნისი, ხუთშაბათი, 2025

იმე­დი გვაქვს, ნი­გო­ზეთ­ში არა­სო­დეს და­ი­ხუ­რე­ბა სკო­ლის კა­რი

spot_imgspot_img
მერი პაპიძე
ნიგოზეთის საჯარო სკოლის დირექტორი

 

სო­ფე­ლი ნი­გო­ზე­თი ის­ტო­რი­უ­ლი სო­ფე­ლია ზე­მო იმე­რეთ­ში. იგი ჭი­ა­თუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის პლა­ტო­ზე მდე­ბა­რე­ობს, მდი­ნა­რე სა­ძა­ლი­ხე­ვის მარ­ცხე­ნა მხა­რეს. სოფ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა ნი­გო­ზე­თის მღვი­მე, ხო­ლო ცენ­ტ­რ­ში – XIX სა­უ­კუ­ნის წმ. გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია და 500 მოს­წავ­ლე­ზე გათ­ვ­ლი­ლი სკო­ლა, რო­მე­ლიც ორ შე­ნო­ბას მო­ი­ცავს. ნი­გო­ზეთ­ში პირ­ვე­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კე­რის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტი არ მოგ­ვე­პო­ვე­ბა, თუმ­ცა სოფ­ლის უხუ­ცე­სე­ბის გად­მო­ცე­მით, ეს XIX სა­უ­კუ­ნის 70-იან წლებს უკავ­შირ­დე­ბა. ცნო­ბი­ლია, რომ 1897 წელს სოფ­ლის სკო­ლა და­ამ­თავ­რა ვა­სილ ში­ოს ძე ლა­ბა­ძემ. რაც შე­ე­ხე­ბა პირ­ველ ორ­კ­ლა­სი­ან სას­წავ­ლე­ბელს, იგი არ­ჩილ ბა­რა­თაშ­ვი­ლის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა, რო­მელ­საც სა­კუ­თარ სახ­ლ­ში გა­უხ­ს­ნია სკო­ლა, სა­დაც მას­წავ­ლებ­ლე­ბად მუ­შა­ობ­დ­ნენ ლა­დო ნაც­ვ­ლიშ­ვი­ლი (ბზვა­ნე­ლი) და ვა­სილ ბა­რა­თაშ­ვი­ლი, მომ­დევ­ნო წლებ­ში იაკინ­თე გე­ლაშ­ვი­ლიც და­მა­ტე­ბი­ათ. ამ სკო­ლა­ში უს­წავ­ლი­ათ იაგორ ლა­ბა­ძეს, ირო­პი წე­რე­თელს, დი­მიტ­რი წი­ქა­რიშ­ვილს, და­ვით ტა­ბა­ტა­ძეს, აკა­კი კვი­ჟი­ნა­ძეს, პლა­ტონ და ალექ­სან­დ­რე ლა­ბა­ძე­ებს, არ­სენ პა­პი­ძეს და სხვ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 1917 წლი­დან, ნი­გო­ზეთ­ში შვიდ­წ­ლი­ა­ნი სკო­ლა გა­იხ­ს­ნა, რო­მე­ლიც შემ­დეგ რვაწ­ლი­ა­ნად გა­და­კეთ­და და რომ­ლის დი­რექ­ტო­რე­ბი იყ­ვ­ნენ იაკინ­თე გე­ლაშ­ვი­ლი და სერ­გო კვი­ჟი­ნა­ძე. ვი­ცით 1928 წლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა ვი­ნა­ო­ბაც, ესე­ნია: ქე­თე­ვან უზ­ნა­ძე – მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი; ვახ­ტანგ ჯა­ოშ­ვი­ლი – გე­ოგ­რა­ფი­ულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი; ლი­ზა ლა­ბა­ძე – ქი­მი­კო­სი; ბა­რუ­სი სამ­ხა­რა­ძე – სამ­თო ქი­მი­კო­სი; ალექ­სან­დ­რე ლო­მი­ძე – დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი პე­და­გო­გი.

1937 წლი­დან რვაკ­ლა­სი­ა­ნი სას­წავ­ლე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლო სკო­ლად გა­და­კეთ­და, ხო­ლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 1968-77 წწ., შე­ნო­ბა აშენ­და, რო­მელ­ზეც ზე­მოთ მო­გახ­სე­ნეთ, პა­რა­ლე­ლუ­რად, და­ი­ნერ­გა სწავ­ლე­ბის კა­ბი­ნე­ტუ­რი სის­ტე­მა, შე­ივ­სო და გა­ნახ­ლ­და მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზა. შემ­დეგ, უკ­ვე 1995-2002 წლებ­ში, სკო­ლა-ლი­ცე­უ­მის სტა­ტუ­სით ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და. ამ პე­რი­ოდ­შიც გა­ნახ­ლ­და ტექ­ნი­კა – სკო­ლა აღი­ჭურ­ვა კომ­პი­უ­ტე­რე­ბით, გა­ლა­მაზ­და ეზოც – და­ირ­გო მა­რად­მ­წ­ვა­ნე მცე­ნა­რე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც დღე­საც ამ­შ­ვე­ნებს სას­კო­ლო გა­რე­მოს.

მი­უ­ხე­და­ვად რთუ­ლი პე­რი­ო­დი­სა, 1997 წელს აღ­ვ­ნიშ­ნეთ სკო­ლის და­არ­სე­ბი­დან 100 წლის იუბი­ლე. ბევ­რი არ არის ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი სკო­ლა, ამი­ტომ ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა მთე­ლი სოფ­ლის დღე­სას­წა­უ­ლად იქ­ცა, გვყავ­დ­ნენ სა­პა­ტიო სტუმ­რე­ბი, მათ შო­რის, მა­შინ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რი თა­მაზ კვა­ჭან­ტი­რა­ძე, რო­მელ­მაც სა­პა­ტიო სი­გე­ლე­ბით და­ა­ჯილ­დო­ვა სკო­ლის მეს­ვე­უ­რე­ბი – ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რე­ბი და მოქ­მე­დი პე­და­გო­გე­ბი. იმა­ვე წლი­დან სკო­ლა ატა­რებს მი­სი გა­მორ­ჩე­უ­ლი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლის, პრო­ფე­სორ ვახ­ტანგ ჯა­ოშ­ვი­ლის სა­ხელს.

რაც შე­ე­ხე­ბა დღე­ვან­დე­ლო­ბას, ვი­თა­რე­ბა ნამ­დ­ვი­ლად არ არის სა­ხარ­ბი­ე­ლო. ერთ დროს 500 მოს­წავ­ლე­ზე გათ­ვ­ლილ შე­ნო­ბა­ში დღეს­დღე­ო­ბით მხო­ლოდ 26 ბავ­შ­ვი გვყავს. მიგ­რა­ცი­ამ ხე­ლი ჩვენს სო­ფელ­საც და­რია და სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ტრა­დი­ცი­ის მქო­ნე სკო­ლაც მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი გახ­და. თუმ­ცა ჩვე­ნი პე­და­გო­გე­ბის სა­სა­ხე­ლოდ უნ­და ით­ქ­ვას, რომ 17-ივე (მათ­გან 3 წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლია) ყო­ველ­მ­ხ­რივ ცდი­ლობს, მოს­წავ­ლე­თათ­ვის სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა ისე­თი­ვე სა­ინ­ტე­რე­სო და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იყოს, რო­გორც დიდ, მრა­ვალ­რიცხო­ვან სკო­ლებ­შია. ამ საქ­მე­ში მათ კარგ დახ­მა­რე­ბას უწევს არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა, პრო­ექ­ტუ­ლი სწავ­ლე­ბის მე­თო­დი, რო­ცა ბავ­შ­ვებს უწევთ ინ­ტერ­ვი­უს აღე­ბა, გა­მო­კითხ­ვის ჩა­ტა­რე­ბა, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა… პრო­ექ­ტუ­ლი სწავ­ლე­ბა ბევრ უნარს ავი­თა­რებს, მათ შო­რის გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბის უნარ­საც, რაც აუცი­ლებ­ლად გა­მო­ად­გე­ბათ მო­მა­ვალ­ში, რო­გორც არ­ჩე­ულ პრო­ფე­სი­ა­ში და­სამ­კ­ვიდ­რებ­ლად, ისე ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად.

გა­სულ წელს ჩვენ­მა სკო­ლამ მე­მო­რან­დუ­მი გა­ა­ფორ­მა კო­ლეჯ „იბე­რი­ას­თან“, რის სა­ფუძ­ველ­ზეც, მათ ჩა­ა­ტა­რეს 3-თვი­ა­ნი ჭრა-კერ­ვის კურ­სე­ბი (პე­და­გო­გე­ბი – ინე­ზა ზა­ქა­რა­ი­ძე და თა­მარ ძნე­ლა­ძე), სკო­ლა­ში მო­ეწყო ჭრა-კერ­ვის ლა­ბო­რა­ტო­რი­აც.

აუცი­ლებ­ლად მინ­და ჩვე­ნი სკო­ლის სპორ­ტუ­ლი მიღ­წე­ვე­ბის შე­სა­ხე­ბაც აღ­ვ­ნიშ­ნო, გან­სა­კუთ­რე­ბით გო­გო­ნებ­მა ისა­ხე­ლეს თა­ვი. სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი თა­მუ­ნა სამ­ხა­რა­ძე რვაგ­ზის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნია თა­ვი­სუ­ფალ ჭი­და­ო­ბა­ში. ამ­ჟა­მად სას­პორ­ტო სკო­ლა­ში მწვრთნე­ლია და რეს­პუბ­ლი­კუ­რი კა­ტე­გო­რი­ის მსა­ჯი; ასე­ვე ჩვე­ნი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლია ფიქ­რია ლა­ბა­ძე – სა­ქარ­თ­ვე­ლოს ორ­გ­ზის მე­სა­მე პრი­ზი­ო­რი თა­ვი­სუ­ფალ ჭი­და­ო­ბა­ში; მირანდა კაპანაძე, ორგზის ევროპის მეორე პრიზიორია და 2024 წლის ევროპის ჩემპიონი პირველი ქალი თავისუფალ ჭიდაობაში; მათ ტრა­დი­ცი­ებს მე­ა­თეკ­ლა­სე­ლი ანა ლა­ბა­ძე წარ­მა­ტე­ბით აგ­რ­ძე­ლებს – იგი სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რე­ბის პრი­ზი­ო­რია.

არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე ნი­გო­ზე­თის სკო­ლას 4000-მდე კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი ჰყავს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა მხა­რე­ში მოღ­ვა­წე­ო­ბენ. იმე­დი გვაქვს, სო­ფელ­ში არა­სო­დეს და­ი­ხუ­რე­ბა სკო­ლის კა­რი და სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ტრა­დი­ცია ქვეყ­ნის სა­კე­თილ­დღე­ოდ კვლავ გაგ­რ­ძელ­დე­ბა.

 

 

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება