12 დეკემბერი, ხუთშაბათი, 2024

ილი­ას „გან­დე­გილს“ ნუ გან­ვ­დევ­ნით!

spot_img

სულ რამ­დე­ნი­მე დღის წინ ეროვ­ნულ გა­მოც­და­ზე ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი პროგ­რა­მე­ბის ნუს­ხა გა­მოქ­ვეყ­ნ­და. ეს უფ­რო „გაწ­მენ­და-სა­ნი­ტა­რი­ის“ აქტს ჰგავ­და, რად­გან ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, ის­ტო­რი­ა­ში ეროვ­ნულ გა­მოც­და­ზე ჩა­სა­ბა­რე­ბელ­მა ტექ­ს­ტებ­მა (მა­სა­ლამ) სეკ­ვეს­ტ­რი გა­ნი­ცა­და; აიხ­ს­ნა კი იმით, რომ ესა თუ ის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტექ­ს­ტი (ის­ტო­რი­ი­დან: რუ­სე­თის მი­ერ ქარ­თუ­ლი სა­მე­ფო-სამ­თავ­რო­ე­ბის დაპყ­რო­ბა; აჯან­ყე­ბე­ბი ცა­რიზ­მის წი­ნა­აღ­მ­დეგ XIX სა­უ­კუ­ნის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში; სა­ქარ­თ­ვე­ლო მე­ფის­ნაც­ვ­ლის პე­რი­ოდ­ში; ალექ­სან­დ­რე II-ის ომე­ბი; რუ­სეთ-ოს­მა­ლე­თის ომე­ბი და სა­ქარ­თ­ვე­ლო.) ახალ­გაზ­რ­და თა­ო­ბის სა­კე­თილ­დღე­ოდ ამო­ი­ღეს. ამა­ზე ცო­ტა ქვე­მოთ ვი­სა­უბ­რებ, ახ­ლა კი პროგ­რა­მი­დან ამო­ღე­ბულ ტექ­ს­ტებ­ზე – ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის „გან­დე­გილ­ზე“, „აჩ­რ­დილ­ზე“ (ისიც მცი­რე მო­ნაკ­ვეთ­ზე), ლექს „ჩე­მო კა­ლა­მო­ზე“, „პა­სუ­ხის პა­სუხ­სა“ და „ბედ­ნი­ერ ერ­ზე“ მინ­და ორი­ო­დე სიტყ­ვა ვთქვა. ამის მე­რე გან­ვ­სა­ჯოთ, უნ­და ამო­ვი­ღოთ ეს ტექ­ს­ტე­ბი სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მი­დან, თუ მოს­წავ­ლე­ებს მე­ტი გა­ვა­გე­ბი­ნოთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის წარ­სულ­ზე, რა­თა მო­მა­ვალ­ში ნაკ­ლე­ბი შეც­დო­მე­ბი და­უშ­ვან? ვფიქ­რობ, ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლის მი­ზა­ნია ის, რომ მოს­წავ­ლე­ებს სა­კუ­თა­რი თა­ვის პოვ­ნა­სა და მიზ­ნის გა­აზ­რე­ბა­ში და­ვეხ­მა­როთ. მას­წავ­ლე­ბელ­მა რო­გო­რი გულ­წ­რ­ფე­ლო­ბი­თა და და­მა­ჯე­რებ­ლო­ბი­თაც არ უნ­და ისა­უბ­როს ამა თუ იმ სა­კითხ­ზე, იმა­ზე მეტს მა­ინც ვერ შთა­ა­გო­ნებს მო­ზარდს, ვიდ­რე ამას ძალ­და­უ­ტა­ნებ­ლად, ბუ­ნებ­რი­ვად მო­ა­ხერ­ხებს მი­სი უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბა – მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა.

ილი­ას პო­ე­მა „გან­დე­გილს“ თა­ვი­დან­ვე და­უ­პი­რის­პირ­დ­ნენ მი­სი თა­ნა­მედ­რო­ვე­ნი, ვი­საც არ და­ე­ზა­რა, ათას აზ­რ­სა და „ექ­ს­პერ­ტულ“ დას­კ­ვ­ნას აყა­ლი­ბებ­და, თუმ­ცა კი­ტა აბა­ში­ძის შე­ფა­სე­ბამ მცი­რე­დით მა­ინც შე­ამ­ცი­რა ილი­ას მა­გი­ნე­ბელ­თა რიცხ­ვი. კი­ტა აბა­ში­ძე წერ­და: „გან­დე­გი­ლი“, უკა­ნას­კ­ნე­ლი პო­ე­მა ილია ჭავ­ჭა­ვა­ძი­სა, და­მამ­თავ­რე­ბე­ლი და და­მაგ­ვირ­გ­ვი­ნე­ბე­ლია რე­ა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რო­გორც დე­და აზ­რი პო­ე­მი­სა (ყო­ვე­ლი კა­ცი, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბას გა­ურ­ბის და ზურგს აქ­ცევს მას, გან­დე­გი­ლი­ვით და­ის­ჯე­ბა და მის დამ­ს­ჯე­ლად ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში თვით ცხოვ­რე­ბა გა­მო­ვა), ისე მთე­ლი მო­რა­ლუ­რი ფი­ლო­სო­ფია ავ­ტო­რი­სა, რო­მე­ლიც ამ პო­ე­მა­ში იხა­ტებს და ბო­ლოს თვით ფორ­მაც პო­ე­მი­სა, არის სრუ­ლი და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი რე­ა­ლიზ­მის მოძღ­ვ­რე­ბი­სა“ (ბაქ­რა­ძე 2004: 134). აქ უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ კი­ტა აბა­ში­ძის ბო­ლო ფრა­ზა – რომ ეს პო­ე­მა, მას­ში დას­მუ­ლი სა­კითხი სრუ­ლად აკ­მა­ყო­ფი­ლებს რე­ა­ლიზ­მის მოძღ­ვ­რე­ბას. ერ­თი რამ მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, კერ­ძოდ, ამა თუ იმ ნა­წარ­მო­ე­ბის სწავ­ლე­ბი­სას, ვფიქ­რობ, აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ის­ტო­რი­უ­ლი, ეს­თე­ტი­კუ­რი, მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბი­თი კონ­ტექ­ს­ტე­ბი. გარ­და ამი­სა, ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლე­ბის ერთ-ერ­თი მი­ზა­ნი არის კა­ცობ­რი­ო­ბის თავ­გა­და­სავ­ლის ცოდ­ნა. რო­მელ ეპო­ქა­ში რა იყო პრი­ო­რე­ტე­ტუ­ლი და ამა თუ იმ ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლურ სა­კითხს რო­გორ აღიქ­ვამ­და იმ კონ­კ­რე­ტუ­ლი ეპო­ქის ადა­მი­ა­ნი. „გან­დე­გილ­ზე“ სა­უბ­რი­სას, მი­ნი­მუმ, რო­მან­ტიზ­მის ეპო­ქა უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ თა­ვი­სი ფი­ლო­სო­ფი­უ­რი ხედ­ვე­ბით. ამ დრო­ის ადა­მი­ა­ნი შეპყ­რო­ბი­ლია ეჭ­ვე­ბით, მას თით­ქოს საყ­რ­დე­ნი აქვს გა­მოც­ლი­ლი და უიმე­დო, „მსოფ­ლიო სევ­დით“ შეპყ­რო­ბი­ლი სა­კუ­თარ ად­გილს, და­ნიშ­ნუ­ლე­ბას ვე­ღარ ხე­დავს. გან­მა­ნათ­ლებ­ლო­ბის ეპო­ქამ მა­ნამ­დე­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბი – ადა­მი­ა­ნის ღმერ­თ­თან მი­მარ­თე­ბის სა­კითხი – კარ­დი­ნა­ლუ­რად შეც­ვა­ლა. იმედ­გაც­რუ­ე­ბა, უნი­ა­და­გო­ბა, სიკ­ვ­დილ-სი­ცოცხ­ლის არ­სის ვერ­გა­გე­ბის ტრა­გე­დია ადა­მი­ანს აზ­რობ­რივ ლა­ბი­რინ­თ­ში ახ­ვევს. მე-19 სა­უ­კუ­ნე, რე­ა­ლიზ­მის ეპო­ქა, მთელ მსოფ­ლი­ო­ში წი­ნა პლან­ზე წა­მოს­წევს ადა­მი­ა­ნის მთა­ვარ კითხ­ვებს. მწე­რა­ლი თა­ვის თავს ადა­მი­ა­ნის სუ­ლის არ­ქე­ო­ლო­გად (ონო­რე დე ბალ­ზა­კის გან­მარ­ტე­ბით), მე­სარ­კედ მი­იჩ­ნევს და გა­დაწყ­ვეტს, თა­ვი­სი ფიქ­რის მიზ­ნად და­ი­სა­ხოს ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის ჩხრე­კის, გა­აზ­რე­ბი­სა და მა­თი გა­დაწყ­ვე­ტის გზე­ბი. ადა­მი­ა­ნის ამ­ქ­ვეყ­ნი­უ­რი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი მიზ­ნის გა­აზ­რე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, ამ ეპო­ქის­თ­ვის სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან თე­მა­დაც იქ­ცა. სწო­რე­დ ამი­ტო­მაა, რომ რე­ა­ლიზ­მის ეპო­ქა­ში ადა­მი­ა­ნის ღმერ­თ­თან მი­მარ­თე­ბის, გან­დ­გო­მი­სა თუ სა­კუ­თა­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ძი­ე­ბის სა­კითხი ბევ­რი მწერ­ლის მსჯე­ლო­ბის საგ­ნად იქ­ცა. ეს აღარ იყო შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ეპო­ქა, რო­ცა ადა­მი­ანს მკა­ფი­ოდ ჰქონ­და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის ანი და ჰოე. მა­ნამ­დე­ლი ეპო­ქის ადა­მი­ა­ნის­თ­ვის უზე­ნა­ეს­თან მი­ახ­ლე­ბა ამ­ქ­ვეყ­ნი­უ­რი ცხოვ­რე­ბის მიზ­ნად იყო გა­აზ­რე­ბუ­ლი (მაგ., გრი­გოლ ხან­ძ­თე­ლი და მი­სი თა­ნა­მედ­რო­ვე­ნი). ილი­ას ეს სა­კითხი მარ­ტო რე­ლი­გი­ურ ჭრილ­ში კი არ აინ­ტე­რე­სებს, არა­მედ მას აზო­გა­დებს და ადა­მი­ა­ნის მი­ერ არ­ჩე­უ­ლი გზის ერ­თ­გუ­ლე­ბის თე­მად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბებს. მე-19 სა­უ­კუ­ნი­დან მხო­ლოდ ილია არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა ამ თე­მით. ამ­ჯე­რად მინ­და გა­ვიხ­სე­ნო ჰერ­მან ჰე­სეს „ნარ­ცი­სი და გოლ­დ­მუნ­დი“ და ლევ ტოლ­ს­ტო­ის „მა­მა სერ­გი“. ორი­ვე მათ­გან­ში (ევ­რო­პუ­ლი და რუ­სუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის დი­დი მწერ­ლე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში) სა­უ­ბა­რია ადა­მი­ა­ნის გზა­ზე – ხსნის გზა­ზე.

ჰერ­მან ჰე­სეს „ნარ­ცი­სი და გოლ­დ­მუნ­დი“ დი­დი სუ­ლი­ე­რი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბე­ბის ამ­სახ­ვე­ლი რო­მა­ნია. ის 1930 წელს გა­მო­ი­ცა და მა­შინ­ვე დი­დი რე­ზო­ნან­სი ჰქონ­და. მა­რი­აბ­რო­ნის მო­ნას­ტერ­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ამ­ბა­ვი ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია იმი­სა, რომ ძა­ლით ვერ ცერთ გზას ვერ აირ­ჩევს ადა­მი­ა­ნი. მო­ხუ­ცი მა­მის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რომ მის შვილს, პა­ტა­რა გოლ­დ­მუნდს, მო­ნას­ტ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბით ეცხოვ­რა, ახ­დე­ნა არ ეწე­რა, მო­ნას­ტ­რის ჭიშ­კარს მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ბი­ჭი სამ­ყა­როს მშვე­ნი­ე­რე­ბის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს იჩენს და მის კითხ­ვა­საც: „რა ლა­მა­ზი და უც­ნა­უ­რი ხეა. ასე­თი არა­სო­დეს მი­ნა­ხავს. ნე­ტავ რა ხეა?“ (ჰე­სე 2023:12), სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თ­ვა აქვს. ამ ხის სა­ხე­ლის ცოდ­ნის სურ­ვი­ლი გოლ­დ­მუნ­დის ცხოვ­რე­ბის შეც­ნო­ბის სურ­ვილ­თან იგივ­დე­ბა. ეს არის ეს­თე­ტი ბი­ჭი, რო­მე­ლიც სამ­ყა­როს შეც­ნო­ბას ყვე­ლა პა­რა­მეტ­რით, ემო­ცი­ით, ფე­რით, შეგ­რ­ძ­ნე­ბით ცდი­ლობს. ის ხე­ლო­ვა­ნია, მი­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა არის არა მო­ნას­ტ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბა, არა­მედ სა­კუ­თა­რი გზის ძი­ე­ბა, სა­კუ­თა­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­აზ­რე­ბა. ხე­ტი­ალ­ში ათას­გ­ვარ თავ­გა­და­სა­ვალს გა­მო­ივ­ლის და ნარ­ცის­თან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი სა­უბ­რობს იმა­ზე, რომ ვერ­სად იპო­ვა ჭეშ­მა­რი­ტი ბედ­ნი­ე­რე­ბა, თუმ­ცა ის ნამ­დ­ვი­ლად გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რომ მო­ნას­ტე­რი არ იყო ის ად­გი­ლი, სა­დაც მას თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა ეკ­ლე­სი­ის მსა­ხუ­რის სტა­ტუ­სით უნ­და გა­ე­ტა­რე­ბი­ნა. სიკ­ვ­დი­ლის სა­რე­ცელ­ზე მყო­ფი გოლ­დ­მუნ­დი აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა და­კარ­გუ­ლი დე­დის ძი­ე­ბა­ში გა­ა­ტა­რა, ანუ ის პირ­ველ­საწყი­სის, სი­ცოცხ­ლეს­თან შე­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი მთა­ვა­რი ფეს­ვის ძი­ე­ბა­ში იყო: „ჩე­მი რწმე­ნა და ოც­ნე­ბა მა­ინც დე­და­ჩე­მის­კენ მი­მა­ვა­ლი გზა იყო. ვფიქ­რობ, სიკ­ვ­დი­ლი დი­დი ბედ­ნი­ე­რე­ბა იქ­ნე­ბა… მე იმ ფიქ­რ­ზე უარს ვერ ვიტყ­ვი, რომ ცე­ლი­ა­ნი სიკ­ვ­დი­ლის ნაც­ვ­ლად დე­და უნ­და დამ­ხ­ვ­დეს, რო­მე­ლიც ამიყ­ვანს და არ­ყოფ­ნა­სა და უცოდ­ვე­ლო­ბა­ში და­მაბ­რუ­ნებს“ (ჰე­სე 2023: 332). რო­მა­ნის ფი­ნა­ლი ასო­ცირ­დე­ბა და­კარ­გუ­ლი შვი­ლის მა­მის წი­აღ­ში დაბ­რუ­ნე­ბის თე­მას­თან, ოღონდ აქ ამ წი­ა­ღის პატ­რო­ნი დე­დაა და არა მა­მა. აქ გოლ­დ­მუნ­დის მა­მა შე­იძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ ძა­ლად შე­მოხ­ვე­ულ აზ­რე­ბად და ერ­თ­გ­ვარ პა­ტერ­ნე­ბად, რომ დე­და – მი­წი­ე­რი ბედ­ნი­ე­რე­ბა – წარ­მო­სახ­ვი­თია, თუმ­ცა დე­და, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, გოლ­დ­მუნდს სულ თან დაჰ­ყ­ვე­ბა აჩ­რ­დი­ლი­ვით. სამ­ყა­რო ჩვე­ნი სახ­ლია, ჩვე­ნი თავ­გა­და­სა­ვა­ლი და ის­ტო­რია და ყვე­ლამ ჩვე­ნი გზა უნ­და გა­ვი­ა­როთ. გოლ­დ­მუნ­დ­მა, ისე­ვე რო­გორც ლევ ტოლ­ს­ტო­ის მა­მა სერ­გიმ, ისე იცხოვ­რა, რო­გორც შეძ­ლო. ისინი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან თა­ვი­ან­თი სი­სუს­ტე­ე­ბი­თა და სუ­ლის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი ფიქ­რე­ბით, ხო­ლო ან­გე­ლო­ზებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის გზა­ზე სი­ა­რუ­ლი ერ­თე­ულ­თა ხვედ­რია.

ლევ ტოლ­ს­ტო­იმ „მა­მა სერ­გი“ და­წე­რა 1890 წელს, ილი­ას „გან­დე­გი­ლი“ კი 1883-ში გა­მო­ი­ცა. არ გე­გო­ნოთ, სა­უ­ბა­რი იქით­კენ მიმ­ყავ­დეს, რომ ტოლ­ს­ტო­ი­სათ­ვის ილი­ას „გან­დე­გუ­ლი“ შთა­გო­ნე­ბის წყა­რო მგო­ნია, თუმ­ცა ამ ორ ტექ­ს­ტ­ში ასა­ხუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ძა­ლი­ან ჰგავს ერ­თ­მა­ნეთს, თით­ქოს ტოლ­ს­ტო­ის მოთხ­რო­ბის გმი­რი, სტე­ფან კა­სატ­ს­კი, აგ­რ­ძე­ლებს იმ გზას, რომ­ლი­თაც შე­იძ­ლე­ბა ევ­ლო ილი­ას ბე­ჩავ გან­დე­გილს. სტე­ფან კა­სატ­ს­კი, შემ­დ­გომ­ში მა­მა სერ­გი, მო­ნას­ტერ­ში წა­ვი­და არა იმი­ტომ, რომ ღმერ­თის მსა­ხუ­რე­ბა, დი­დი სა­ეკ­ლე­სიო მა­მე­ბის მსგავ­სად, მი­სი ცხოვ­რე­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა იყო, არა­მედ ამ­ბი­ცი­ამ გა­და­ად­გ­მე­ვი­ნა ეს ნა­ბი­ჯი. სი­ლა­მა­ზით გან­თ­ქ­მუ­ლი ფრე­ი­ლი­ნას (მი­სი სა­ცო­ლის) ქორ­წი­ნე­ბამ­დე არ­სე­ბუ­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა პი­რად შე­უ­რაცხ­ყო­ფად მი­ი­ღო; ვერ მო­ე­რია იმ ფაქტს, რომ მი­სი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე ად­რე სხვა კა­ცის საყ­ვა­რე­ლი იყო. ამ­ბი­ცი­ურ­მა კა­სატ­ს­კიმ ვერ გა­მო­ი­ყე­ნა შან­სი, რომ იესო­სა­ვით მრუ­ში დე­და­კა­ცი­სათ­ვის მი­ე­ტე­ვე­ბი­ნა ცოდ­ვე­ბი და გა­მოს­წო­რე­ბის შან­სი მი­ე­ცა. სტე­ფან კა­სატ­ს­კი მო­ნას­ტერ­ში წა­ვი­და, რა­თა იქი­დან ადა­მი­ა­ნებს დი­დე­ბის შა­რა­ვან­დე­დით მო­სი­ლი ეხი­ლათ. მან საკ­მაო ხანს დაჰ­ყო მო­ნას­ტერ­ში, დიდ სუ­ლი­ერ სი­მაღ­ლე­ებ­საც მი­აღ­წია, უამ­რავ გა­მოც­დას გა­უძ­ლო, ერ­თხელ, სიძ­ვის ცოდ­ვის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, თი­თიც კი მო­იჭ­რა ნა­ჯა­ხით, თუმ­ცა სუ­ლი­ერ სრულ­ყო­ფას მა­ინც ვერ მი­აღ­წია. სი­ცოცხ­ლის ბო­ლოს, რო­ცა ეგო­ნა, რომ მი­წი­ე­რი ცოდ­ვე­ბი დაძ­ლია, სწო­რედ ამ დროს და­რია ხე­ლი ეშ­მაკ­მა და სიძ­ვის­ცოდ­ვა­ჩა­დე­ნილ­მა, მო­რა­ლუ­რად გა­ტე­ხილ­მა და ძა­ლა­გა­მოც­ლილ­მა მა­მა სერ­გიმ მო­ნას­ტე­რი და­ტო­ვა. ალ­ბათ კა­ნონ­ზო­მი­ე­რი­ცაა – ის იმ ცოდ­ვამ და­ა­მარ­ცხა, რო­მე­ლიც სხვას (თა­ვის სა­ცო­ლეს) არ მი­უ­ტე­ვა. მიხ­ვ­და, რომ მი­სი იქ გა­ჩე­რე­ბა აღარ შე­იძ­ლე­ბო­და. ეს ად­გი­ლი მი­სი სუ­ლის სა­ვა­ნე ვე­ღარ იქ­ნე­ბო­და. სი­ცოცხ­ლის ბო­ლოს ის თა­ვის ბავ­შ­ვო­ბის­დ­რო­ინ­დელ ნაც­ნობს, პა­შენ­კას, მო­ი­ნა­ხუ­ლებს და უბ­რა­ლო გლე­ხის გო­გოს ცხოვ­რე­ბის წე­სის შემ­ხედ­ვა­რე გა­აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ ადა­მი­ან­მა არ­ჩე­უ­ლი გზა ფა­რი­სევ­ლუ­რად და სა­კუ­თა­რი თა­ვის წარ­მო­სა­ჩე­ნად, მო­სატყუ­ებ­ლად არ უნ­და გან­ვ­ლოს. მა­მა სერ­გი აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ ის ცხოვ­რობ­და არა ღმერ­თის­თ­ვის, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის მსა­ხუ­რი გამ­ხ­და­რი­ყო, არა­მედ ხალ­ხის­თ­ვის, რომ ღვთის სა­ხელს ამო­ფა­რე­ბო­და.

რამ და­ან­გ­რია ილი­ას გან­დე­გი­ლი, მი­სი სიმ­წ­რით ნა­შე­ნი ცხოვ­რე­ბა ერ­თი ხე­ლის მოს­მით რა­ტომ გა­ნად­გურ­და? მარ­თ­ლა იმ გო­გო­ნას ბრა­ლი იყო, წვი­მი­სა­გან ბეთ­ლე­მის მო­ნას­ტერს თავ­შე­ფა­რე­ბულ­მა, ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი კითხ­ვე­ბის დას­მით, გან­დე­გი­ლი სუ­ლი­ე­რი უფ­ს­კ­რუ­ლის პი­რას რომ და­ა­ყე­ნა? გან­დე­გილს ხომ რე­ა­ლუ­რად სიძ­ვის ცოდ­ვა არ ჩა­უ­დე­ნია, თუმ­ცა წმინ­და წე­რი­ლი გვას­წავ­ლის, რომ ცოდ­ვაა გა­ფიქ­რე­ბაც კი, არა­და, რამ­დენ­ჯერ მი­ფიქ­რია, რო­გორ უნ­და შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა ილი­ას მწირ გან­დე­გილს ფიქ­რი გო­ნე­ბა­ში, ეს ხომ ადა­მი­ა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს აღე­მა­ტე­ბა? არ იყო ის იმ სუ­ლი­ერ სი­მაღ­ლემ­დე ასუ­ლი, რომ ეს შეს­ძ­ლე­ბო­და? – ეს ის კითხ­ვე­ბია, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლე­ებს აინ­ტე­რე­სებთ და ამ სა­კითხ­ზე და­ფიქ­რე­ბა, არ მგო­ნია, რომ მა­თი სუ­ლი­ე­რი და მო­რა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის საფ­რ­თხის შემ­ც­ვე­ლი იყოს, მი­თუ­მე­ტეს, თუ­კი ამ თე­მას იმ ჭრილ­ში წარ­მო­ვა­ჩენთ, რომ ადა­მი­ან­მა თა­ვი­სი სა­ვა­ლი გზა, რო­მე­ლიც დაბ­რ­კო­ლე­ბე­ბი­თა და სირ­თუ­ლე­ე­ბით იქ­ნე­ბა სავ­სე, გმი­რუ­ლად, მედ­გ­რად უნ­და გან­ვ­ლოს და პირ­ვე­ლი­ვე სირ­თუ­ლე­ზე გან­დე­გი­ლი­ვით არ უნ­და ჩა­ვარ­დეს სა­სო­წარ­კ­ვე­თა­სა და ამ­პარ­ტავ­ნე­ბა­ში. მოკ­ლედ, უამ­რა­ვი კითხ­ვა იყ­რის თავს, რო­მელ­თა პა­სუ­ხის გა­ცე­მა­საც სხვა წე­რილ­ში ვა­პი­რებ, ახ­ლა კი მინ­და ისევ იმ სა­კითხს და­ვუბ­რუნ­დე, რა მი­ზე­ზი­თაც გა­დავ­წყ­ვი­ტე ამ წე­რი­ლის და­წე­რა.

რო­გორც ზე­მოთ აღ­ვ­ნიშ­ნე, ილი­ას ლექ­სე­ბიც ამო­ი­ღეს პროგ­რა­მი­დან. „ბედ­ნი­ე­რი ერი“ არის ჩვე­ნი სარ­კე (ყო­ველ­გ­ვა­რი პა­თე­ტი­კის გა­რე­შე ვამ­ბობ!), რო­მე­ლიც ახ­ლა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გვჭირ­დე­ბა ქარ­თ­ველ ერს – დაქ­საქ­სულს, მტრის არ­მ­ც­ნობს, გაბღენ­ძილ­სა და ერ­თ­მა­ნე­თის მა­გი­ნე­ბელს. ილი­ამ ეროვ­ნუ­ლი პორ­ტ­რე­ტი შექ­მ­ნა. კი არ ეხა­ლი­სე­ბო­და მას ამის წე­რა. ჩვენს ენა­ზე ბედ­ნი­ე­რი და­დე­ბი­თი კონ­ტექ­ს­ტის შემ­ც­ვე­ლი ეპი­თე­ტია, რუ­სულ ენა­ზე „ბედ­ნი“ რა­საც ნიშ­ნავს – ვხე­დავთ. აი, მაგ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რომ ვი­ყა­ვით და ვერ გაგ­ვე­გო, ამი­ტო­მაც გვაფხიზ­ლებ­და. სწავ­ლა, ერ­თ­მა­ნე­თის გა­ტა­ნა, სიყ­ვა­რუ­ლი რომ გა­დაგ­ვარ­ჩენ­და, ამი­ტომ და­წე­რა ილი­ამ ეს ლექ­სი. სის­ხ­ლის ცრემ­ლე­ბი სცვი­ო­და თი­თო­ე­უ­ლი სიტყ­ვის და­წე­რა­ზე, მაგ­რამ რა ექ­ნა, მოყ­ვა­რე იყო თა­ვი­სი ქვეყ­ნი­სა, იცო­და წა­მა­ლი და არ მი­ე­ცა ავად­მ­ყო­ფი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის? ან „პა­სუ­ხის პა­სუ­ხი“ ვის რას უშ­ლი­და. თა­ო­ბა­თა შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა სი­კე­თეს რომ არ მო­ი­ტანს ერი­სათ­ვის და გზა ახალ­გაზ­რ­დებ­საც უნ­და და­ვუთ­მოთ, სადღაც მო­კუნ­ტუ­ლე­ბი რომ არ იყ­ვ­ნენ  ჩვე­ნი გაბღენ­ძი­ლო­ბის გა­მო, არ ვუთხ­რათ, ილი­ას ენით, ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს? არ გა­ვა­გე­ბი­ნოთ, ჩი­ნებ­ზე, თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, სხვის მა­ა­მებ­ლო­ბა­ზე ქვეყ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი რომ არ უნ­და გავ­ც­ვა­ლოთ? ილი­ას ხომ ტა­შის გა­მო („ჩე­მო კლა­მო“) არ უწე­რია არც ერ­თი სიტყ­ვა, ჩვე­ნი გა­მოფხიზ­ლე­ბა უნ­დო­და, სა­ღა­თას ძი­ლით რომ ვი­ყა­ვით გაბ­რუ­ე­ბუ­ლი და სხვის­თ­ვის გუნ­დ­რუ­კის კმე­ვით ხელ­დაღ­ლილ­ნი.

ახ­ლა მივ­მარ­თავ იმ ადა­მი­ანს(ებს), ვი­საც თავ­ში აზ­რად მო­უ­ვი­და პროგ­რა­მი­დან ამ და სხვა ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ამო­ღე­ბა. გაგ­ვა­გე­ბინეთ ჩვენ, ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლებ­ლებს, რა­ტომ არ უნ­და ვას­წავ­ლოთ ეს ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს, გან­გ­ვი­მარ­ტეთ, რო­გორ და­უ­სა­ხიჩ­რებს სულს ზე­მოთ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი; რას ერ­ჩით ალექ­სან­დ­რე ყაზ­ბე­გის „ხე­ვის­ბერ გო­ჩას“, რო­მელ­საც, სხვა­თა შო­რის, ყვე­ლა­ზე დი­დი ინ­ტე­რე­სით სწავ­ლო­ბენ ბავ­შ­ვე­ბი (თა­ვი­ან­თი ასა­კობ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე) და ერ­თად ვაც­ნო­ბი­ე­რებთ, რომ მე­გობ­რის ცო­ლის (შეყ­ვა­რე­ბუ­ლის) მი­მართ აღ­ძ­რუ­ლი გრძნო­ბა სჯობს ჩვენ­ში­ვე მი­ვა­ძი­ნოთ, რად­გან ის სი­კე­თით არ მოგ­ვიბ­რუნ­დე­ბა. და­ვი­ვიწყოთ(მე რა და­მა­ვიწყებს!) და და­ვა­ვიწყე­ბი­ნოთ, ლექს „მშობ­ლი­ურ ეფე­მე­რა­ში“ სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლი გა­ლაკ­ტი­ო­ნი ქა­და­გად და­ვარ­დ­ნი­ლი რო­მაა და „ვე­ღარ ცნო­ბი­ლობს“ ნაც­ნობ ად­გი­ლებს, რად­გან სხვა ხალ­ხის ის­მის აქ ჟრი­ა­მუ­ლი? ესაა სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა? ყვარ­ყვა­რიზ­მი ზედ­რო­უ­ლი მოვ­ლე­ნაა და მოს­წავ­ლემ უნ­და იცო­დეს ამ სე­ნის სიმ­პ­ტო­მე­ბის ამოც­ნო­ბა, რად­გან ცრუ გმი­რე­ბის აღ­ზე­ვე­ბის მას­კა­რად­ში არ მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ხე­ლი არ შე­უწყოს მან­კი­ე­რი მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. მე-19 სა­უ­კუ­ნი­დან ქარ­თ­ველს ჩას­ჩი­ჩი­ნებ­დ­ნენ, კოს­მო­პო­ლი­ტი იყა­ვი, პატ­რი­ო­ტო­ბა სამ­ყა­როს ჭუჭ­რუ­ტა­ნი­დან ხედ­ვას ნიშ­ნავ­სო, ჰო­და თვალ­გონ­დაბ­ნე­ლე­ბუ­ლი ქარ­თ­ვე­ლიც დარ­დი­მან­დუ­ლად ფიქ­რობ­და: „რის ქარ­თ­ვე­ლო­ბა, რა ქარ­თ­ვე­ლო­ბა, /მი­თომ რას გვავ­ნებს უცხო ტო­მო­ბა“ (ბა­რა­თაშ­ვი­ლი). აი, ამათ გონ­ში ჩა­საგ­დე­ბად და გა­მო­საფხიზ­ლებ­ლად და­წე­რა ვა­ჟამ „პატ­რი­ო­ტიზ­მი და კოს­მო­პო­ლი­ტიზ­მი“ და ან­ბა­ნუ­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა უმარ­ტი­ვე­სად და ლა­კო­ნი­უ­რად გა­ა­გე­ბი­ნა თა­ვის თა­ნამ­დე­რო­ვეთ, რომ თუ შე­ნი ქვე­ყა­ნა არ გიყ­ვარს და არ ხარ პატ­რი­ო­ტი, უხერ­ხუ­ლი­ცაა, რომ სხვი­სი ქვეყ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი და­იკ­ვეხ­ნო. შე­ნი არას­წო­რი წარ­მოდ­გე­ნა კოს­მო­პო­ლი­ტიზ­მ­ზე შიგ­ნი­დან გა­მო­გა­ცა­რი­ე­ლებს და უსამ­შობ­ლო, უნი­ა­და­გო არ­სე­ბად გაქ­ცევს. კოს­მო­პო­ლი­ტიზ­მის გზა პატ­რი­ო­ტო­ბი­დან იწყე­ბა, სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში ის სი­მუ­ლა­ცია და სა­კუ­თა­რი თა­ვის მოტყუ­ე­ბა იქ­ნე­ბა.

რე­ფორ­მის ავ­ტორ­ნო, ეს არ ვუთხ­რათ ჩვენს ახალ­გაზ­რ­დებს? აბა რა­ღა ვას­წავ­ლოთ, იქ­ნე­ბა თქვენ, რო­მელ­თაც ეს რე­ფორ­მა გა­ა­ტა­რეთ, აგ­ვიხ­ს­ნათ, რის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა? ჩვენ გულ­დას­მით მო­გის­მენთ და ერ­თად გა­დავ­წყ­ვი­ტოთ, უნ­და გან­ვ­დევ­ნოთ ეს ტექ­ს­ტე­ბი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის პროგ­რა­მი­დან თუ არა?

პა­ტი­ვის­ცე­მით,

თქვე­ნი მო­ნა-მორ­ჩი­ლი და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე უსაზღ­ვ­როდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მაია მენ­თე­შაშ­ვი­ლი

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები